გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 411210018002415269
საქმე N 2/115-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2018 წელი ქ. კასპი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი
მოსარჩელე: სს „ლ-------------ი“
წარმომადგენლები: ლ--–- ხ------–---–-, ა-- კ--------
მოპასუხეები: მ-----– და ნ-----–- მ---------–ები
დავის საგანი: სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მ-----– და ნ-----–- მ---------–ებს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ, დაეკისროთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1 895 (ერთიათას რვაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის და 61 თეთრის გადახდა.
1.2. მ-----– მ---------–ს ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 982 (ცხრაასოთხმოცდაორი) ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სს ,,ლ-------------ი"–სა და მ-----– მ---------–ს შორის, 2012 წლის 10 მაისს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, მ-----– მ---------–მა სესხად მიიღო 9 400 ლარი, წლიური 17 % საპროცენტო სარგებლით, 48 თვის ვადით. 2015 წლის 24 ნოემბრიდან მსესხებელმა დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი, რის შემდგომაც ერიცხება პირგასამტეხლო 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მ-----– მ---------–ის მიერ ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა ნ-----–- მ---------–ის სოლიდარული თავდებობით. თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 12 956,68 ლარით.
მ-----– მ---------–ი სარგებლობდა 2014 წლის 17 აპრილს გააქტიურებული ოვერდრაფტით, რომელზეც ათვისებულმა და დაუბრუნებელმა თანხამ შეადგინა 982 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მ-----– მ---------–მა შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო ბანკის წინაშე არსებული დავალიანება, კერძოდ დაეთანხმა სესხის ძირ თანხას – 1 110,42 ლარს და ასევე ოვერდრაფტს – 982 ლარს, და განმარტა, რომ სესხის გადახდის ვალდებულებას კეთილსინდისიერად ასრულებდა. სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო სესხის გადახდის შესაძლებლობა აღარ აქვს. მან ასევე განმარტა, რომ მთლიანობაში გადახდილი ჰქონდა 11 637 ლარი, საიდანაც ძირი თანხა იყო 9 400 ლარი ხოლო 2 237 ლარი კი – პროცენტი, ხოლო პროცენტისა და ჯარიმის (პირგასამტეხლოს) ნაწილში კი სარჩელს არ ცნობს, ვინაიდან იგი შეუსაბამოდ მაღალია.
2.2. მოპასუხე ნ-----–- მ---------–მა შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, ვინაიდან ის იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისად მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს საკრედიტო ხელშეკრულების პირობები და სესხის დაფარვის გრაფიკი.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სს "ლ-------------ს" და მ-----– მ---------–ს შორის, 2012 წლის 10 მაისს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, მ-----– მ---------–მა სესხად მიიღო 9 400 ლარი, წლიური 17 % საპროცენტო სარგებლით, 48 თვის ვადით. პირგასამტეხლო 0.5 % ყოველ გადაცილებულ დღეზე. 2015 წლის 24 ნოემბრიდან მსესხებელმა დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი.
მტკიცებულება: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 0002/2012/30614; სესხის დაფარვის გრაფიკი; 2018 წლის 14 თებერვლის ცნობა ს/ს „ლ-------------იდან“; ამონაწერი მ-----– მ---------–ის პირადი ანგარიშიდან; მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. მ-----– მ---------–ის მიერ ბანკის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა ნ-----–- მ---------–ის სოლიდარული თავდებობით 12 956,68 ლარის ფარგლებში.
მტკიცებულება: სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება; მხარეთა ახსნა–განმარტება.
3.2.3. მ-----– მ---------–ი სარგებლობდა ოვერდრაფტით, რომელზე ათვისებული თანხაც შეადგენს 982 ლარს.
მტკიცებულება: ინფორმაცია ბანკის ოფიციალური ვებ–გვერდიდან; ამონაწერი ანგარიშიდნ; 2018 წლის 14 თებერვლის ცნობა ს/ს „ლ-------------იდან“.
3.2.4. მ-----– მ---------–ის დავალიანება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1895,61 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1 100,42 ლარი, პროცენტი - 445,19 ლარი, ჯარიმა 350 ლარი.
მ-----– მ---------–ის დავალიანება ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 982 ლარს;
მტკიცებულება: 2018 წლის 14 თებერვლის ცნობები ს/ს „ლ-------------იდან“; ამონაწერი ანგარიშიდან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ლ-------------ის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 867-868-ე, 873-ე, 417-420-ე, 463-ე, 891-ე, 411-412-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება:
მოცემულ შემთხვევაში სს „ლ-------------სა“ და მ-----– მ---------–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სასესხო ხელშეკრულებების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხისათვის შეიძლება მხარეები შეთანხმდნენ სარგებელზე თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 868-ე მუხლებისა.
დადგენილია, რომ სს ,,ლ-------------ი"–სა და მ-----– მ---------–ს შორის 2012 წლის 10 მაისს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, მ-----– მ---------–მა სესხად მიიღო 9 400 ლარი, წლიური 17% საპროცენტო სარგებლით, 48 თვის ვადით და წარმოეშვა შეთანხმებული პირობებით და ვადაში სესხის დაბრუნების ვალდებულება. დადგენილია, რომ 2015 წლის 24 ნოემბრიდან მსესხებელმა დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების შესრულებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია, შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს. ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მიუღებელი შემოსავლისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სს ,,ლ-------------ი” ითხოვს ზიანის ანაზღაურებას არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის, რაც გამოიხატა კრედიტის სახით გაცემული თანხის დაუბრუნებლობაში, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, ამასთან, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს.
მოპასუხე მ-----– მ---------–მა მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება. მ-----– მ---------–ს ასევე თავდებ ნ-----–- მ---------–ს, გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების დაფარვის შესახებ, თუმცა დავალიანება დაფარული არ არის. მათვე განემარტათ მოსალოდნელი შედეგები.
დადგენილია, რომ მოპასუხეთა დავალიანება სს „ლ-------------ის“ მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1 895,61 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1 100,42 ლარი, პროცენტი - 445,19 ლარი, ჯარიმა 350 ლარი.
მ-----– მ---------–ის დავალიანება ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 982 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად; თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
საქმეზე წარმოდგენილი 2012 წლის 10 მაისის ნ-----–- მ---------–ის განცხადებებით სოლიდარული თავდებობის თაობაზე და იმავე დღით დათარიღებული თავდებობის N0002/2012/306141 ხელშეკრულების საფუძველზე, ნ-----–- მ---------–მა იკისრა ვალდებულება მ-----– მ---------–ის საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებაში როგორც თავდებმა, რომელიც აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულებით სოლიდარულად აგებდა პასუხს N0002/2012/30614 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შესრულებაზე 12 956,68 ლარის ფარგლებში.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებითა და წარმოდგენილი შესაგებლის მიხედვით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სოლიდარულ თავდებ პირთან ნ-----–- მ---------–თან მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქმეზე წარმოდგენილი 2012 წლის 10 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებით სს „ლ-------------ისა“ და მ-----– მ---------–ის მიერ განსაზღვრული იქნა პირგასამტეხლოს არსებობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით. რაც შეეხება 2012 წლის 10 მაისის თავდებობის ხელშეკრულებას, აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, „თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი ამ მუხლში აღწერილი მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებები, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, კრედიტები, დარიცხული საპორცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და საურავი, სასამართლო/არბიტრაჟის პროცესთან დაკავშირებული ხარჯები“.
შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა როგორც ძირითადი თანხის, ასევე სარგებლისა და პირგასამტხელოს ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით.
რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რომელიც უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროთ შემცირებული პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით.
ყოვლივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სარჩელი მოპასუხეების მ-----– და ნ-----–- მ---------–ების მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს სრულად ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში კი - ნაწილობრივ.
სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი მ-----– მ---------–ის მიმართ ოვერდრაფტის დაკისრების ნაწილში კი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 2 მარტს გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
982 ლარის 3%-ი 29,46 ლარია. ეს თანხა უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მ-----– მ---------–ი ამ ნაწილში გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მ-----– მ---------–სა და ნ-----–- მ---------–ზე სოლიდარულად დასაკისრებელი თანხიდან მოპასუხემ ძირითადი თანხის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა სცნო, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 1 100,42 ლარის 3% - 33.31 ლარი.
იმის გამო, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 445.19 ლარი და 50 ლარი, სულ 495.19 ლარი, ხოლო ჯარიმის ნაწილში 300 ლარზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის სახით მ-----– მ---------–სა და ნ-----–- მ---------–ს უნდა დაეკისროთ, პროპორციულად, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 30 ლარი, ხოლო დარჩენილი 7,33 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიება:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „ლ-------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მ-----– და ნ-----–- მ---------–ების მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეებს მ-----– (პირ. N 2----------) და ნ-----–- (პირ. N 2----------) მ---------–ებს მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ (ს/კ N 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2012 წლის 10 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება - ძირითადი თანხა - 1 110 (ერთიათას ასათი) ლარი და 42 თეთრი, პროცენტი - 445 (ოთხასორმოცდახუთი) ლარი და 19 თეთრი, ასევე შემცირებული ჯარიმა (პირგასამტეხლო) – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სულ 1 605 (ერთიათას ექვსასხუთი) ლარი და 61 თეთრი.
1.2. მ-----– მ---------–ს სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებია 982 (ცხრაას ოთხმოცდაორი) ლარის გადახდა.
2. მოსარჩელე სს „ლ-------------ს“ 2018 წლის 2 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 62 (სამოცდაორი) ლარი და 77 თეთრი.
3. მოპასუხეებს მ-----– და ნ-----–- მ---------–ებს მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 30 (ოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით კასპის მაგისტრატი სასამართლოს (მის: კასპი, გიორგი სააკაძის ქ. N 124) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი