გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150310117002149374
3/55-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი - აიდა ჩერნეცკაია
მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - ნათია ბალიაშვილი;
მოპასუხეები - ი/მ მ-----–-----------ნ (ს/ნ 0----------), ი/მ ხ-----------------ნ (ს/ნ 0----------), შპს ბ------ (ს/ნ 4--------), ს------------–--ნ (ს/ნ 0----------);
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი/მ მ-----–-----------ნი, ი/მ ხ-----------------ნი, შპს ბ------ი, ს------------–--ნი ცნობილ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.
მოსარჩელე მხარის განმარტებით:
ი/მ მ-----–-----------ნი რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 30 აპრილიდან (იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი არის ქ. ახალქალაქი ბ---–---------------), საქმიანობის სახე არის „ალკოჰოლური სასმელების იმპორტი და რეალიზება“.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით ი/მ მ-----–-----------ნის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 32 024.64 ლარს.
ი/მ მ-----–-----------ნის მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია მის მიერ 2017 წლის 15 იანვრიდან 2017 წლის 14 აგვისტოს პერიოდში წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე (დამატებული ღირებულების გადასახადი საბაჟო - 4074 ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადში - 12 600.97 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 6446.45 ლარი და აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 5736 ლარი).
2017 წლის 05 ოქტომბერს ი/მ მ-----–-----------ნის მიმართ გამოიცა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ N0------ ბრძანება, რომელიც ელექტრონულად ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს 2017 წლის 07 ოქტომბერს. ი/მ მ-----–-----------ნს საკუთრებაში ერიცხება მხოლოდ საკონტროლო სალარო აპარატი, რომელიც დაყადაღებულ იქნა 2017 წლის 16 ოქტომბერს და შეფასებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ 150 ლარად.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, რომ ი/მ მ-----–-----------ნი, ი/მ ხ-----------------ნი, შპს ბ------ი და ს------------–--ნი მოქმედებდნენ საერთო მიზნით და ი/მ მ-----–-----------ნის საქმიანობა, ხოლო შემდეგ საქმიანობის შეჩერება, საგადასახადო ვალდებულებისაგან თავისუფალი სამეწარმეო სუბიექტით იგივე საქმიანობის გაგრძელებით ცდილობდნენ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდებას.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, თუმცა სასამართლო სხდომაზე ი/მ მ-----–-----------ნმა და ხ-----------------ნმა სარჩელი ცნეს, ასევე ხ-----------------ნმა როგორც ს------------–--ნის და შპს ბ------ის წარმომადგენელი, სარჩელი ცნო.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ხ-----------------ნი არის მ-----–-----------ნის მამა და იმავდროულად შვილის მინდობილი პირი. ამასთან ს------------–--ნი არის ხ-----------------ნის სიდედრი, შესაბამისად მ-----–-----------ნის ბებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი (ს.ფ. 69);
- მინდობილობა (ს.ფ. 70-73);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. 2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით ი/მ მ-----–-----------ნის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 32 024.64 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- შედარების აქტი (ს.ფ. 20);.
3.3. ი/მ მ-----–-----------ნის ქონებაზე 2017 წლის 18 იანვრიდან N0----- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2017 წლის 25 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის მონაცემები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ (ს.ფ. 21).
3.4. 2017 წლის 05 ოქტომბერს ი/მ მ-----–-----------ნის მიმართ გამოიცა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ N0------ ბრძანება, რომელიც ელექტრონულად ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს 2017 წლის 07 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 05 ოქტომბრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანება(ს.ფ. 23).
- შემოსავლების სამსახურის მონაცემები (ს.ფ. 24).
3.5. ი/მ მ-----–-----------ნს საკუთრებაში ერიცხება მხოლოდ საკონტროლო სალარო აპარატი, რომელიც დაყადაღებულ იქნა 2017 წლის 16 ოქტომბერს და შეფასებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ 150 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია (ს.ფ. 32);
- აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ს.ფ. 26);
- საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნა (ს.ფ. 28);
3.6. ი/მ მ-----–-----------ნი რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 30 აპრილიდან, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი არის ქ. ახალქალაქი ბ---–---------------, საქმიანობის სახე არის „ალკოჰოლური სასმელების იმპორტი და რეალიზება“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ. 64);
- შემოსავლების სამსახურის მონაცემების საქმიანობის სახესთან დაკავშირებით (ს.ფ. 66).
3.7. ი/მ მ-----–-----------ნის საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია მის მიერ 2017 წლის 15 იანვრიდან 2017 წლის 14 აგვისტოს პერიოდში წარმოშობილი დეკლარაციების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი/მ მ-----–-----------ნის მიერ წარდგენილი დეკლარაციები (ს.ფ. 33-63);
3.8. ი/მ მ-----–-----------ნმა საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდგომ 2017 წლის 15 მაისს N0--------- ელ. ზედნადებით მიაწოდა 8832 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობები (ალკოჰოლური სასმელი) ი/მ ხ-----------------ნს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N0--------- ელ. ზედნადები (ს.ფ. 67).
3.9. ი/მ ხ-----------------ნი რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2003 წლის 12 თებერვლიდან, იურიდიული მისამართი არის ქ. ახალქალაქი, ბ---–---------------, ყოფილი ც-------- ქ. N--, ხოლო ფაქტიური მისამართია ქ. ახალქალაქი, ა----–-----–-- ქ. N--; საქმიანობის სახე არის „საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ. 76);
- შემოსავლების სამსახურის მონაცემები საქმიანობის სახესთან დაკავშირებით (ს.ფ. 78).
3.10. ი/მ ხ-----------------ნს 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის აგვისტომდე ნაღდი ანგარიშსწორებით (საკონტროლო სალარო აპარატის მიხედვით) მიღებული აქვს 72 198 ლარის შემოსავალი, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი აქვს მხოლოდ 12 644.73 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის მონაცემები სალარო აპარატიდან (ს.ფ. 79).
3.11. 2017 წლის 1------ს ს------------–--ნმა (პ/ნ 0----------) დააფუძნა (100 %-იანი წილი) შპს „ბ------ი“ (ს/ნ 4--------). შპს „ბ------ის“ იურიდიული მისამართია ქ. ახალქალაქი ვ--------------------, ხოლო ფაქტიური მისამართი (გამოწერილი ელ. ზედნადებზე დაყრდნობით) არის ქ. ახალქალაქი, ბ---–---------------. შპს „ბ------ის“ საქმიანობის სახე არის „ალკოჰოლური სასმელების იმპორტი და რეალიზება“, რომელიც იდენტურია ი/მ მ-----–-----------ნის სამეწარმეო საქმიანობის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ. 81);
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი(ს.ფ. 80);
- შემოსავლების სამსახურის მონაცემები საქმიანობის სახესთან დაკავშირებით(ს.ფ. 83).
3.12. ხ-----------------ნი არის შპს „ბ------ის“ თანამშრომელი და დირექტორის ს------------–--ნის მინდობილი პირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მინდობილობა (ს.ფ. 86, 212);
3.13. ი/მ მ-----–-----------ნი ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების იმპორტს სომხეთიდან საწარმო „ARARAT Z---------------------------“-ისაგნ 2017 წლის 21 თებერვლამდე, ხოლო 2017 წლის 06 ივლისიდან საწარმო „A----- Z---------------------------“-ისაგნ იმპორტს ახორციელებს შპს „ბ------ი“ (ს/ნ 4--------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საბაჟო დეკლარაციები(ს.ფ. 88, 89);
3.14. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით ი/მ მ-----–-----------ნს და შპს „ბ------ს“ საკონტაქტო ტელეფონის ნომრად მითითებული აქვთ ერთი და იგივე ნომერი, კერძოდ: 5--------.
ასევე შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით იდენტურია შპს „ბ------ის“ და ი/მ ხ-----------------ნის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი - 5--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები (ს.ფ. 66; 83);
3.15. ი/მ მ-----–-----------ნის და შპს „ბ------ის“ გამოწერილი ზედნადებებიდან ირკვევა, რომ იმპორტირებულ ალკოჰოლური სასმელების მიწოდებას ახორციელებდნენ ერთი და იგივე საწარმოებზე, პროდუქციის მიწოდებისას კი სარგებლობდნენ ხ-----------------ნის საკუთრებაში რიცხული ა/მ „O----------“-თი სახ. ნომრით: Q--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის მონაცემები ზედნადებებზე (ს.ფ. 90-94);
3.16. ქ. ახალქალაქი, ბ---–--------------- მისამართზე მდებარე უძრავი ქონება ეკუთვნის ხ-----------------ნს (ს/ნ 0----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი უძრავ ქონებაზე ს/კ 63.18.33.2-- (ს.ფ. 101).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ ი/მ მ-----–-----------ნი, ი/მ ხ-----------------ნი, შპს ბ------ი და ს------------–--ნი წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.
ამავე კოდექსის 19-ე მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები.
დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს.
ამდენად, ცრუმაგიერ პირად დადგენა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელი ამ სხვა პირის მიერ გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.
სასამართლო განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რომ საწარმოს არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა იგი დამოკიდებულია სხვა პირზე, ანუ ამ შემთხვევაში დამფუძნებელი (პარტნიორი) არ განიხილავს მის მიერ დაფუძნებულ პირს, როგორც დამოუკიდებელ და მისგან განცალკევებულ სუბიექტს. ამდენად, კომპანიის დამფუძნებელი მის მიერ დაფუძნებული კომპანიის ქონებას აღიქვამს, როგორც საკუთარ ქონებას. უფრო კონკრეტულად კი, დამფუძნებელი (პარტნიორი) უნდა იყოს გამიჯნული მის მიერ დაფუძნებული პირისაგან, რომელიც ითვლება დამოუკიდებელ იურიდიულ პირად და მას ეკისრება პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარი ვალდებულებებზე და არა დამფუძნებლის ვალდებულებებზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიიჩნევიან ის პირები, რომელთა შორისაც განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობას შეუძლია გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე და ეკონომიკურ შედეგებზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.
6.3. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს ი/მ მ-----–-----------ნს, ი/მ ხ-----------------ნს და ს------------–--ნს (შპს ბ------ის დირექტორი) შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა. ხ-----------------ნი არის მ-----–-----------ნის მამა, ხოლო ს------------–--ნი არის მ-----–-----------ნის ბებია და ხ-----------------ნის სიდედრი. ისინი ეწევიან ერთი და იგივე სამეწარმეო საქმიანობას, ანუ ახორციელებენ ალკოჰოლური სასმელების იმპორტს სომხეთიდან საწარმო „A----- Z---------------------------“-ისაგნ (იხ. 3.13.), ხოლო პროდუქციის მიწოდებისას სარგებლობდნენ ხ-----------------ნის საკუთრებაში რიცხული ა/მ „O----------“-თი სახ. ნომრით: Q-------- (იხ. 3.15.).
ამასთან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი/მ ხ-----------------ნის, ი/მ მ-----–-----------ნს და შპს „ბ------ს“ სამეწარმეო საკონტაქტო ტელეფონის ნომრად მითითებული აქვთ ერთი და იგივე ნომერი, კერძოდ: 5-------- და 5-------- (იხ. 3.14.).
აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხეები კარგად ჩახედულები არიან ერთმანეთის საქმიანობის დეტალებში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ განსაკუთრებულ (ნათესაურ) ურთიერთობაზე (იხ. 3.1.). ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ს------------–--ნის (შპს ბ------ის დირექტორი) ინტერესებს წარმოადგენდა მოპასუხე ხ-----------------ნი მინდობილობის საფუძველზე (იხ. 3.12.).
აღნიშნულთან ერთად აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო.
ყოველივე აღნიშნული კი სასამართლო მიჰყავს დასკვნამდე, რომ მოპასუხეების მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ შეთანხმებულ ქმედებებს, რათა თავი აერიდებინათ სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის.
6.4. საქმის მასალების გაანალიზებისა და მათი შეჯერებით მხარეთა ახსნა-განმარტებებთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეები: ი/მ ხ-----------------ნი, ი/მ მ-----–-----------ნი, ს------------–--ნი და შპს „ბ------ი“ ერთი და იგივე პირები არიან საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით და მათი ეკონომიკური ინტერესები ერთი და იგივეა.
ამდენად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ი/მ ხ-----------------ნი, ი/მ მ-----–-----------ნი, ს------------–--ნი და შპს „ბ------ი“ ცნობილი უნდა იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში სახელწიფო ბაჟი შეადგენს 100 ლარი. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახური ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან სასამართლო მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ახალქალაქი რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ი/მ ხ-----------------ნის (ს/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას:
- უძრავ ქონებას ს/კ 63.18.33.4--, მდებარე ქ. ახალქალაქში, დ. ა----–-----–-- ქ. N--/2;
- ა/მ OPEL V----- CD1.8---- სახ. ნომერი: Q--------;
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, მე-13, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 49-ე 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ი/მ მ-----–-----------ნი, ი/მ ხ-----------------ნი, შპს „ბ------ი“ და ს------------–--ნი ცნობილ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად;
3. ი/მ მ-----–-----------ნს, ი/მ ხ-----------------ნს, შპს „ბ------ს“ და ს------------–--ნს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.თბილისი რობაქიძის ქ.N7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ახალქალაქი, მ. მაშტოცის ქ. N110) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: არარატ ესოიან