გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2018
საქმის ნომერი
210210017002050362
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017002050362

საქმე №2/691-17 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 ივლისი 2018 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი;

 

მოსარჩელე: სს ,, თ----- ბანკი";

წარმომადგენელი; ნ-------------ა;

მოპასუხე: დ-------------–---–ი;

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.სარჩელის მოთხოვნები:

 

1.1.მოპასუხე დ------------–---–ს სს „ თ----- ბანკის “ სასარგებლოდ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს ძირი თანხის დავალიანების 2 207.63 (ორი ათას ორას შვიდი ლარი და 63 თეთრი) ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე დ------------–---–ს 2017 წლის 28 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) სს „ თ----- ბანკის “ სასარგებლოდ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებულ ძირ თანხაზე - (1 023.22 ლარზე) დაეკისროს წლიური 22%-ს სარგებლის გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 18.75 (თვრამეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარს.

 

სარჩელის დასაბუთება

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2015 წლის 23 ოქტომბერს სს „ თ----- ბანკის “ და დ------------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 1500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და მსესხებლის მიერ ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 2 207.63 ლარი. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 22%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ხოლო 36%-ით კრედიტის სს ,,თ----- ბანკის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 25 რიცხვში. პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2017 წლის 28 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს 2015 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2207.63 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 2207.63 ლარი.

 

2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწმის) შედეგად სს ,,თ----- ბანკი“ წარმოადგენს სს ,,ბ--------------–----“ უფლებამონაცვლეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავისი პოზიცია დაასაბუთა შემდეგნაირად: სს „ბ--------------–---- და დ------------–---–ს შორის 2015 წლის 23 ოქტომბერს დაიდო საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1500 ლარიანი ლიმიტით. მითითებული ხელშეკრულების თანახმად, ბანკი უფლებამოსილია, რომ ცალმხრივად განაახლოს, გაზარდოს ან შეამციროს საკრედიტო ლიმიტი და ამავე ხელშეკრულების თანახმად, ევალება, რომ მოახდინოს მსესხებლის ინფორმირება ხელშეკრულების განსაზღვრული წესით. ამავე ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტებით, მსესხებელი უფლებამოსილია არ დაეთანხმოს ბანკის მიერ ცალმხრივად მიღებულ გადაწყვეტილებას საკრედიტო ლიმიტის ავტომატურად განახლების, გაზრდის ან შემცირების თაობაზე. მოსარჩელე უთითებს, რომ ბანკმა ავტომატურად გაზარდა ლიმიტი, თუმცა არ განმარტავს, თუ რა ოდენობით მოხდა მისი გაზრდა ანდა შეატყობინა თუ არა მოპასუხეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. რომ 2015 წლის 23 ოქტომბერს სს „ თ----- ბანკის “ და დ------------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 1500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და მსესხებლის მიერ ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 2207.63 ლარი. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 22%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ხოლო 36%-ით კრედიტის სს ,,თ----- ბანკის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 25 რიცხვში. პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- დავალიანების შესახებ ცნობა;

 

3.2. 2017 წლის 28 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს 2015 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2 207.63 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- დავალიანების შესახებ ცნობა;

 

3.3 საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან დასტურდება, რომ მოპასუხემ საკრედიტო ბარათიდან გაიტანა თანხა და მისი დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 2 207.63 ლარს. მოპასუხე მხარეს, გარდა ახსნა-განმარტების არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ დავალიანების თანხა გადაიხადა და მას ბანკის წინაშე დავალიანება არ გააჩნია არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- დავალიანების შესახებ ცნობა;

 

3.4. შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალის დაფარვას ადგილი არ ქონია და მას გააჩნია სს „ თ----- ბანკის “ მიმართ დავალიანება 2 207.63 (ორი ათას ორას შვიდი ლარი და 63 თეთრი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- დავალიანების შესახებ ცნობა;

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;

 

3.5. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხემ გადააცილეს პროცენტის გადახდის ვადები, რის გამოც საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა სასამართლოში სარჩელის წარდგენით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- დავალიანების შესახებ ცნობა;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 54-ე, 316-ე, 317-ე, 342-ე, 867-868-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ი ნაწილით: მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები და ამჟამად ერიცხებათ დავალიანება ბანკის მიმართ, რის გამოც ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა სასამართლოში სარჩელის წარდგენით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობის ფაქტიდან. მოსარჩელე ითხოვს მხოლოდ ძირი თანხის დაკისრებას და შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს ბანკის წინაშე არსებული დავალიანების თანხის გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში სს „ თ----- ბანკის “ წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იქნა სათანადო მტკიცებულებები, კერძოდ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება და საბანკო ანგარისიდან ამონაწერი, საიდანაც დასტურდება, რომ მოპასუხემ საკრედიტო ბარათიდან გაიტანა თანხა და მისი დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 2 207.63 ლარს. მოპასუხე მხარეს, გარდა ახსნა-განმარტების არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ დავალიანების თანხა გადაიხადა და მას ბანკის წინაშე დავალიანება არ გააჩნია არ წარმოუდგენია.

 

შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალის დაფარვას ადგილი არ ქონია და მას გააჩნია სს „ თ----- ბანკის “ მიმართ დავალიანება 2 207.63 (ორი ათას ორას შვიდი ლარი და 63 თეთრი) ლარი.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე სარგებლის (პროცენტის) დაკისრების შესახებ (ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ) არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

 

სარჩელზე წარმოდგენილი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები არ შეიცავენ დათქმას, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მსესხებელი ვალდებულია გააგრძელოს სარგებლის(პროცენტის) გადახდა ვალდებულების სრულად დაფარვამდე ან გარკვეული ვადით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ წესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგება, რომლის თანახმად მევალეს ეკისრება ვალდებულება საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ იხადოს საბანკო პროცენტი ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს და შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო სარგებლისა და ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ურთიერთ მიმართებასთან დაკავშირებით (საქმე Nას-1701-1685-2011). სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. უზენაესმა სასამართლომ განმარტება, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 109.94 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, რის გამოც მას სრულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის თანხის ანაზღაურება და ნმოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯი დავის საგნის 4%-ს ფარგლებში.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 131-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს ,, თ----- ბანკის ” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1.მოპასუხე დ------------–---–ს სს „ თ----- ბანკის “ სასარგებლოდ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს ძირი თანხის დავალიანების 2 207.63 (ორი ათას ორას შვიდი ლარი და 63 თეთრი) ლარის გადახდა.

 

2. სასარჩელო მოთხოვა სს „ თ----- ბანკის “ სასარგებლოდ, მოპასუხეზე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, სარგებლის დაკისრებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოპასუხე დ------------–---–ს სს „ თ----- ბანკის “ სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ანაზღაურების მიზნით დაეკისროს 109.94 (ას ცხრა ლარი და 94 თეთრი) ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 88.30 (ოთხმოც და რვა ლარი და 30 თეთრი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე