გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-519-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 ივლისი 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია
მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი''
მოსარჩელის წარმომადგენელი - თა-----------ი
მოპასუხეები - ნი---–-----–-–---–ი, ირ----------ე, ჯე---–----------ი
მოპასუხე ნი---–-----–-–---–ის წარმომადგენელი- მა----------–-----ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ნი---–-----–-–---–ს, ირ----------ეს და ჯე---–---------ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1506.67 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე ნი---–-----–-–---–ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 3122.75 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2107.47 ლარი, სარგებელი- 99.36 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 86.42 ლარი, მომსახურების საკომისიო - 42.49 ლარი, პირგასამტეხლო -787.01 ლარი;
1.3. მოპასუხეებს ნი---–-----–-–---–ს, ირ----------ეს და ჯე---–---------ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
1.4. მოპასუხეებს ნი---–-----–-–---–ს, ირ----------ეს და ჯე---–---------ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟის ანაზღაურების მიზნით;
1.5. მოპასუხე ნი---–-----–-–---–ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;
1.6. მოპასუხეებს ნი---–-----–-–---–ს, ირ----------ეს და ჯე---–---------ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი 11 ლარის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხის 21 ლარის ანაზღაურება;
სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წლის 20 სექტემბერს სს ,,კრ----------ს'' და ნი---–-----–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 1300 ლარი 12 თვით - 2017 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით. ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 3.28 %-ით. ხელშეკრულების 3.15 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება პირგასამტეხლო შემდეგი პირობებით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0,27%-ის ოდენობით.
აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 19 სექტემბერს სს ,,კრ----------ს'' და ირ----------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ირ----------ემ იკისრა ვალდებულება ნი---–-----–-–---–ის მიერ აღებულ სესხზე 1670 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 20 სექტემბერს ჯე---–---------მა იკისრა თავდებობა 1657.08 ლარის ფარგლებში.
სარჩელში მითითებულია, რომ სს ,,კრ----------ს'' და ნი---–-----–-–---–ს შორის საქონლის განვადებით შეძენის მიზნით გაფორმდა რამდენიმე სესხის ხელშეკრულება, კერძოდ: 2016 წლის 18 ივლისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე გაიცა - 849 ლარის ოდენობის სესხი; 2016 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე - 400 ლარი, 2016 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულებით - 719 ლარი და 2016 წლის 9 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე - 714 ლარი.
მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ იქნა იგი სრულყოფილად შესრულებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,კრ----------ის’’ წარმომადგენელი ითხოვს:
1. მოპასუხეებს ნი---–-----–-–---–ს, ირ----------ეს და ჯე---–---------ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1506.67 ლარის გადახდა;
2. მოპასუხე ნი---–-----–-–---–ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 3122.75 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2107.47 ლარი, სარგებელი- 99.36 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 86.42 ლარი, მომსახურების საკომისიო - 42.49 ლარი, პირგასამტეხლო -787.01 ლარი;
3. მოპასუხეებს ნი---–-----–-–---–ს, ირ----------ეს და ჯე---–---------ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით,4. მოპასუხეებს ნი---–-----–-–---–ს, ირ----------ეს და ჯე---–---------ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟის ანაზღაურების მიზნით;
5. მოპასუხე ნი---–-----–-–---–ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;
6. მოპასუხეებს ნი---–-----–-–---–ს, ირ----------ეს და ჯე---–---------ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი 11 ლარის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხის 21 ლარის ანაზღაურება;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნი---–-----–-–---–ის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო თანხის ძირ ნაწილში, რაც შეეხება დარიცხულ პროცენტს და პირგასამტეხლოს, მიიჩნია, რომ შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხებათ მოპასუხეებს ირ----------ეს და ჯე---–----------ს, ისინი სასამართლო სხდომაზე მოწვეული იქნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა სხდომაზე არ გამოცხადებულან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 20 სექტემბერს სს ,,კრ----------ს'' და ნი---–-----–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 1300 ლარი 12 თვით - 2017 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით. ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 3.28 %-ით. ხელშეკრულების 3.15 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება პირგასამტეხლო შემდეგი პირობებით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0,27%-ის ოდენობით.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები, 20.09.2016 წ. სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 26-29).
3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 19 სექტემბერს სს ,,კრ----------ს'' და ირ----------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ირ----------ემ იკისრა ვალდებულება ნი---–-----–-–---–ის მიერ აღებულ სესხზე 1670 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 20 სექტემბერს ჯე---–---------მა იკისრა თავდებობა 1657.08 ლარის ფარგლებში.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები, თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 56-60).
3.1.3. სს ,,კრ----------ს'' და ნი---–-----–-–---–ს შორის საქონლის განვადებით შეძენის მიზნით გაფორმდა რამდენიმე სესხის ხელშეკრულება, კერძოდ: 2016 წლის 18 ივლისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე გაიცა - 849 ლარის ოდენობის სესხი; 2016 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე - 400 ლარი, 2016 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულებით - 719 ლარი და 2016 წლის 9 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე - 714 ლარი.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები, სესხის ხელშეკრულებები (ს.ფ. 61-82).
3.1.4. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ მომხდარა კრედიტის დაფარვა.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. 2018 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით, ნი---–-----–-–---–ის დავალიანება სს ,,კრ----------ის’’ მიმართ 2016 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1506.67 ლარს, 2016 წლის 18 ივლისის, 2016 წლის 21 სექტემბრის, 2016 წლის 15 ნოემბრის და 2016 წლის 9 დეკემბრის ხელშეკრულებების საფუძველზე შეადგენს 3122.75 ლარს.
მტკიცებულება: ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 102).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეებს არ აქვთ შესრულებული სს ,,კრ----------ის’’ წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 405-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 20 სექტემბერს სს ,,კრ----------ს'' და ნი---–-----–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 1300 ლარი 12 თვით - 2017 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით. ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 3.28 %-ით. ხელშეკრულების 3.15 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება პირგასამტეხლო შემდეგი პირობებით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0,27%-ის ოდენობით.
სს ,,კრ----------ს'' და ნი---–-----–-–---–ს შორის საქონლის განვადებით შეძენის მიზნით ასევე გაფორმდა რამდენიმე სესხის ხელშეკრულება, კერძოდ: 2016 წლის 18 ივლისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე გაიცა - 849 ლარის ოდენობის სესხი; 2016 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე - 400 ლარი, 2016 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულებით - 719 ლარი და 2016 წლის 9 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე - 714 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხე ნი---–-----–-–---–მა სრულად მიიღო.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის გრაფიკი მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა. რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა როგორც ძირითადი მოვალისაგან, ისე სოლიდარული თავდებისაგან.
აღნიშნული ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სს ,,კრ----------ს'' და ნი---–-----–-–---–ს შორის 2016 წლის 20 სექტემბერს გაფორმებული სესხის უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 19 სექტემბერს სს ,,კრ----------ს'' და ირ----------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ირ----------ემ იკისრა ვალდებულება ნი---–-----–-–---–ის მიერ აღებულ სესხზე 1670 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 20 სექტემბერს ჯე---–---------მა იკისრა თავდებობა 1657.08 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „კრ----------ის” მოთხოვნა ირ----------ის და ჯე---–---------ის მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიქსირებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს მოსარჩელე სს ,, კრ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 157.40 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟიდან 150 ლარიდან ნაწილი - 88 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეებს სს ,,კრ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ 7 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით. ასევე მოპასუხეებს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟის 50 ლარის და ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი 11 ლარის ანაზღაურება;
რაც შეეხება სს ,,კრ----------ის'' მოთხოვნას მოპასუხეებისათვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხის 21 ლარის დაკისრებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელეს აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ”კრ----------ის” სარჩელი მოპასუხეების ნი---–-----–-–---–ის, ირ----------ის და ჯე---–---------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს ნი---–-----–-–---–ს, ირ----------ეს და ჯე---–---------ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1074.60 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე ნი---–-----–-–---–ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2493.14 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2107.47 ლარი, სარგებელი- 99.36 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 86.42 ლარი, მომსახურების საკომისიო - 42.49 ლარი, პირგასამტეხლო - 157.40 ლარი;
3. მოსარჩელე სს ”კრ----------ს” უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 16 თებერვალს საგადახდო დავალება # 122240 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 50 ლარიდან ნაწილი-23 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22;
4. მოსარჩელე სს ”კრ----------ს” უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 16 თებერვალს საგადახდო დავალება # 122241 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 100 ლარიდან ნაწილი-65 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22;
5. მოპასუხეებს ნი---–-----–-–---–ს, ირ----------ეს და ჯე---–---------ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით,6. მოპასუხე ნი---–-----–-–---–ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 15 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;
7. მოპასუხეებს ნი---–-----–-–---–ს, ირ----------ეს და ჯე---–---------ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟის ანაზღაურების მიზნით;
8. მოპასუხეებს ნი---–-----–-–---–ს, ირ----------ეს და ჯე---–---------ს მოსარჩელე სს ”კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი 11 ლარის ანაზღაურება;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის ქ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი