განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160141318002365331
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/62-18 12 ივნისი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N019200218001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ნათია მიქელაძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ირაკლი გულდედავა, გიორგი ძიძიგური
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გენადი სტეპლიანი
მამის სახელი: გრიგორი
დაბადებული: 1970 წლის 31 ივლისი
პირადი ნომერი: 62005004216
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული: ოჩამჩირე, სოფელი ოხურეი
ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისის რაიონი, ბარათაშვილის ქუჩა N54
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. გენადი სტეპლიანმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა გენადი სტეპლიანმა 2018 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. ბოლნისში, ნ. ბარათაშვილის ქუჩა N54-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, იმის გამო, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფს ავტომანქანის საჭესთან დაჯდომას უშლიდა, შვილს - ეკა სტეპლიანს მუშტი დაარტყა თავის არეში, რითაც ეკა სტეპლიანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. გენადი სტეპლიანმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ქონების განადგურების მუქარა, როდეაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, გენადი სტეპლიანი ქ. ბოლნისში ნ. ბარათაშვილის ქუჩა N54-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, იმის გამო, რომ ყოფილ მეუღლეს - ასმათ არდანიანსა და შვილს -ეკა სტეპლიანს ციხეში ყოფნის მიზეზად თვლიდა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფს ეკა სტეპლიანი ავტომანქანის საჭესთან დაჯდომას უშლიდა, სახლის ეზოში, სარკის ნატეხის დემონსტრირებით, ეკა სტეპლიანს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, შემდეგ უკვე სახლში ეკა სტეპლიანსა და ასმათ არდანიანს დაემუქრა სახლის დაწვითა და სიცოცხლის მოსპობით, რის შემდეგაც მაგიდის შუშის მოქნევით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ეკა სტეპლიანს, აღნიშნული ქმედებების დროს ასმათ არდანიანს და ეკა სტეპლიანს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქმის მასალების თანახმად დადგენილია, რომ ეკა სტეპლიანი არის გენადი სტეპლიანის შვილი, შესაბამისად ბრალდებული და დაზარალებული წარმოადგენენ ერთი ოჯახის წევრებს.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N001181118 დასკვნის თანახმად პირადი გასიჯვის მონაცემებით (21.02.2018) ეკა სტეპლიანს სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
მოწმე ასმათ არდანიანის ჩვენებით, 2018 წლის 20 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმე ლევან მეკოკიშვილის, გიორგი ბერუაშვულის, დაზარალებულ ეკა სტეპლიანის ჩვენებით დასტურდება, რომ გენადი სტეპლიანმა ეკა სტეპლიანს მუშტი დაარტყა თავის არეში, ანუ განახორციელა ძალადობა.
ეკა სტეპლიანის ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ მან ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ჩადენილი არაერთგზის:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით გენადი სტეპლიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, ასევე 111,151-ე მუხლით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 იანვრის განაჩენით. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2015 წლის 17 აგვისტოდან. გენადი სტეპლიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის წლის 16 თებერვალს.
გენადი სტეპლიანს ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.
საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გენადი სტეპლიანმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის.
2.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ასმათ არდანიანის, გენადი სპეტლიანის ჩვენებით დადგენილია, რომ ასმათ არდანიანი არის გენადი სტეპლიანის ყოფილი მეუღლე, ხოლო ეკა სტეპლიანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ გენადი სტეპლიანის შვილი. ზემოაღნიშნული პირები არიან ოჯახის წევრები.
დაზარალებულების ასმათ არდანიანის და ეკა სტეპლიანის ჩვენებებით დადგენილია, რომ გენადი სტეპლიანი სარკის ნატეხის, დემონსტრირებით, მაგიდის შუშის მოქნევით დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით, ასევე ასმათ არდანიანის მიმართ გენადი სტეპლიანმა განახორციელა ქონების განადგურების მუქარა, კერძოდ დაემუქრა, რომ გადაუწვავდა სახლს. დაზარალებულებმა განმარტეს, რომ მათ გენადი სტეპლიანის მუქარა აღიქვეს რეალურად. 2018 წლის 20 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება სარკის ნატეხის და შუშის ნატეხების არსებობა. სასამართლოს მუქარის რეალურად აღქმა დაზარალებულების მიერ საფუძლიანად მიაჩნია, რადგანაც იგი ხდებოდა ბასრი საგნების დემონსტრირებით. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ასევე შესაბამისობაშია ლევან მეკოკიშვილის, მამუკა კორძაძის, გიორგი ბერუაშვილის ჩვენებებთან.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა გენადი სტეპლიანის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ გენადი სტეპლიანის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულების ასმათ არდანიანის, ეკა სტეპლიანის ჩვენებებს, მოწმეების: ლევან მეკოკიშვილის, მამუკა კორძაძის, გიორგი ბერუაშვილის, 2018 წლის 20 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენს, რომელიც უცვლალედ დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის განაჩენით.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა გენადი სტეპლიანის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, გენადი სტეპლიანის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გენადი სტეპლიანმა ეკა სტეპლიანის მიმართ ჩიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია გენადი სტეპლიანის მხრიდან ასმათ არდანიანის და ეკა სტეპლიანის მიმართოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ქონების განადგურების მუქარა, როდეაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული გენადი სტეპლიანი აღიარებს დანაშაულს, ასევე ითვალისწინებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს და წინა სასჯელის ზემოქმედების შედეგს ბრალდებულზე, ყურადღებას ამახვილებს ახალი დანაშაულის ჩადენაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გენადი სტეპლიანის მიმართ მსუბუქი სასჯელის დანიშვნა იქნება არაეფექტური სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე.
5.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლს მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლს მეორე ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გენადი სტეპლიანს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. გენადი სტეპლიანს რეციდივის გათვალისწინებით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა დაენიშნოს თვისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
საბოლოო სასჯელი კი გენადი სტეპლიანს, როგორც ნასამართლობის მქონეს დაენიშნება შეკრების პრინციპის გათვალისწინებით.სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გენადი სტეპლიანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
გენადი სტეპლიანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩდენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს სრულად და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გენადი სტეპლიანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
გენადი სტეპლიანს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 თებერვლიდან.
გენადი სტეპლიანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- წითელი ფერის პირსახოცი სისხლისმაგვარი ლაქებით, სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდები, მინის სარკის ნატეხი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე