გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/94-17
№200210117001796654
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ივლისი 2018 წელი თელავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - ვ-–-------- ხ------–---–ი
წარმომადგენელი - თ----- კ------–--ე
მოპასუხე - ე-–--- თ---------–---–ი
წარმომადგენელი - ქ------- ზ-------–---–ი
დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 მოპასუხე - ე-–--- თ---------–---–ს აეკრძალოს ყოველგვარი ხელყოფა და ხელშეშლის განხორციელება მოსარჩელე ვ-–-------- ხ------–---–ისათვის, უკანასკნელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლით (მის.: ქ. თ--–--ი, ა----–----ლის ქ. N5-, ბინა 1-, ს/კ 5-----------------) სარგებლობაში.
1.2. მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ს მოსარჩელე ვ-–-------- ხ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზრაურება 775.00 ლარის ოდენობით.
1.3. მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ს მოსარჩელე ვ-–-------- ხ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ცხოვრობს 4 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში მესამე სართულზე, უშუალოდ მის ზედა მხარეს, მეოთხე სართულზე ცხოვრობს მოპასუხე, რომლისგანაც ყოველდღიურ რეჟიმში ზიანი ადგება მის საცხოვრებელ სახლს, მის ოჯახს არ ეძლევა საშუალება ნორმალურად ისარგებლონ საკუთრების უფლებით, ვინაიდან მოპასუხე სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს ხელი შეუშალოთ მათ საკუთრების ნორმალურად სარგებლობაში და იმავდროულად ზიანს აყენებს სხვადასხვა მეთოდებით. კერძოდ, მან არაერთხელ დაუზიანათ წყალგამათბობლის კვამლსადენი მილი, რომელიც გაივლის კორპუსის ზედა სართულზე არსებული სახლის კედელზე და ადის მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის მაღლა, აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეოფირი გადაღებულია და წარმოდგენილია მტკიცებულების სახით. მოპასუხეს რატომღაც აქვს შეგრძნება, რომ მოსარჩელე გაზს უშვებს მის საცხოვრებელ სახლში და ამის მეშვეობით გუდავენ, ის კი ამის სანაცვლოდ აზიანებს მის საკუთრებაში არსებულ ნივთებს. წარმოდგენილი აქვს ცნობა სს ,,ვ-----–-----------–--------------ადან“, რომელთაც ადგილზე შეისწავლეს კვამლსადენის საკითხი და აღნიშნეს, რომ მის მიერ გაზის მოხმარება მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ისათვის (იგივე დ--–- ც-------–---–ისათვის, ასე მოიხსენიებენ) არანაირი საფრთხის შემცველი არ არის და მას ზიანი ვერ მიადგება. ამასთან აღნიშნული საკითხი ასევე შეისწავლა თ--–--ის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა და მიუთითეს, რომ მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ის საცხოვრებელი ბინის სახანძრო უსაფრთხოება დაცულია და შეუძლებელია მის ბინაში ხანძრის გაჩენა კვამლსადენის მიზეზით. გარდა კვამლსადენის დაზიანებისა, მოპასუხე წყალს უშვებს მათ საცხოვრებელ სახლში, რითაც დაუზიანათ კედლები და ამის გამო მათი საცხოვრებელი სახლი საჭიროებს შეკეთებას. ამასთან ყველაზე რთულია ის შემთხვევა, როდესაც ე-–--- თ---------–---–ი განზრახ ასხავს წყალს და ფეკალურ მასებს მის საკუთრებაში არსებულ აივანზე, ვინაიდან ერთხელ პირადად გადაასხა მას ფეკალური მასები ფანჯრიდან. მოსარჩელეს არაერთხელ ჰყავდა გამოძახებული პოლიცია, მოლაპარაკებებიც სცადა მოპასუხესთან, მაგრამ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია. აუდიტორული დასკვნის თანახმად წყლის ჩამონადენით და კვამლსადენი მილის დაზიანების აღსადგენად აუცილებელ თანხას შეადგენს 775.00 ლარი.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ არასდროს ყოფილა საკუთრების ხელყოფის შემთხვევა და არც ამჟამად ხორციელდება არანაირი ხელყოფა, მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის მხრიდან ხდებოდა მისი ქონების ხელყოფა და დაზიანება. ის ცხოვრობს მოსარჩელის ზედა სართულზე, როდესაც იგი ამონტაჟებდა გამათბობელის მილებს, აუხსნა, რომ მილები ოდნავ მოშორებით უნდა დამონტაჟებულიყო, რადგან მილს ჩამოყოლილი წვიმის წყალი პირდაპირ მის აივანზე დაიწყებდა დენას, მაგრამ მოსარჩელემ არ გაითვალისწინა მისი თხოვნა. მილებიდან ჩამონადენმა წყალმა მისი აივანი დაანგრია. 2010 წელს მან მოსარჩელეს უარი უთხრა კიბის უჯრედში ოთახის ამოშენებაზე, ვინიდან სრულად ბნელდებოდა სადარბაზო, ამის შემდეგ მოსარჩელე უარყოფითადაა განწყობილი მის მიმართ. მოსარჩელემ 2010 წელს გამგეობიდან და ,,ვ-----–----------–-------------იადან“ აიღო წერილები, მაშინ გაზის გამათბობლის მილები მისკენ ჰქონდა მოსარჩელეს მიმართული, მაგრამ შემდეგ ააწევინეს. ამ მილების კედელზე გასაყვანად 8 ადგილას გახვრიტეს მისი კედელი, დაუზიანეს და წყალი შესდის, რადგან არასწორად დაამონტაჟეს და დაუზიანეს აივანი. მილს ჯოხს იმიტომ არტყამდა, რომ ამ მილიდან ჩამოსდიოდა წყალი. თითქმის ყოველღამე მხუთავი აირის გამო იხრჩობა, ხდება უკიდურესად ცუდად. მის მიერ წყლის გადასხმა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ გამათბობლის მილიდან წამოსული აირით იხრჩობოდა.
მოპასუხე ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებზაე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ცხოვრობს ოთხ სართულიან საცხოვრებელ კორპუსში მესამე სართულზე,მოსარჩელის ზედა მხარეს, მეოთხე სართულზე ცხოვრობს მოპასუხე, რომლისგანაც ყოველდღიურ რეჟიმში ზიანი ადგება მის საცხოვრებელ სახლს, მის ოჯახს არ ეძლევა საშუალება ნორმალურად ისარგებლონ საკუთრების უფლებით. მოპასუხემ არაერთხელ დაუზიანა მოსარჩელეს წყალგამათბობლის კვამლსადენი მილი, რომელიც გადის კორპუსის ზედა სართულზე არსებული სახლის კედელზე და ადის მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის მაღლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21-22)
- ფოტომასალა, კორპუსის გარე ნაწილი(კვამლსადენი მილი) (ს.ფ. 23-25)
- ვიდეო ფირი, CD დისკის სახით (ს.ფ. 20)
3.2.2. წარმოდგენილი სარჩელის თანახმად მოსარცელის განმარტებით მოპასუხეს რატომღაც აქვს შეგრძნება, რომ მოსარჩელე გაზს უშვებს მის საცხოვრებელ სახლში და ამის მეშვეობით გუდავენ, ის კი ამის სანაცვლოდ აზიანებს მის საკუთრებაში არსებულ ნივთებს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ცნობა სს ,,ვ-----–-----------–--------------ადან“, რომელთაც ადგილზე შეისწავლეს კვამლსადენის საკითხი რიტაც დადასტურებულია რომ მოსარჩელის მიერ გაზის მოხმარება მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ისათვის (იგივე დ--–- ც-------–---–ისათვის, ასე მოიხსენიებენ) არანაირი საფრთხის შემცველი არ არის და ზიანი არ ადგება. აღნიშნული საკითხი ასევე შესწავლილი აქვს თ--–--ის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურს და 2010 წლის 25 მარტის ცნობის N12 თანახმად დადასტურებულია, რომ მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ის საცხოვრებელი ბინის სახანძრო უსაფრთხოება დაცულია და შეუძლებელია მის ბინაში ხანძრის გაჩენა კვამლსადენის მიზეზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 26 მარტის N217 ცნობა სს ,,ვ-----–----------–-------------იადან“ (ს.ფ. 26)
- თ--–--ის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2010 წლის 25 მარტის ცნობა N12 (ს.ფ. 27)
3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაცნია ის გარმოება, რომ ე-–--- თ---------–---–ი განზრახ ასხამს წყალს, ფეკალურ მასებს მოსარჩელე მხარის საკუთრებაში არსებულ აივანზე, ასევე მოპასუხე თავისი ქმედებებით იწვევს ხამურს დღისა და ღამის მონაკვეთებში, რითაც მხარეს არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს საკუთარების უფლებით თავისუფლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელე მხარის განმარტება(ოქმი)
- აივნის ფოტოსურათები (ს.ფ. 28-29)
- СD დისკი, ვიდეო ფირების სახით (ს.ფ. 20)
3.2.4. საქმეში არსებული აუდიტორული დასკვნის თანახმად კვამლსადენი მილის დაზიანებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 386.00 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 16 იანვრის 17/01-04 აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 30-31)
- წყლის ჩამონადენით დაზიანებული ოთახის ამსახველი ფოტოსურათები (ს.ფ. 32-37)
- თ--–--ის რაიონული სამმართველოს 23.01.2017 წელს გადაგზავნილი მასალები (ს.ფ. 38-53)
3.2.5. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარმოება, რომ მოპასუხე მხარეს არა აქვს წყალი შეყვანილი სახლში. ამავე დროს მხარეთა განმარტებით დადგენილია ის გარმოებაც, რომ მოპასუხე მხარის საცხოვრებელი ბინის ზემოთ ჭერში მეოზლბის წყლის ავზი იყო განთავსებული. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ მოპასუხე სპეციალურად უშვებს წყალს მათ სახლში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები(ოქმი)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამებიან მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე 992-ე,408-ე,409-ე,412-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლის თანახმად ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ხარისხობრივ ნორმებს (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება), რომლებიც მოიცავს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მავნე ზემოქმედების ნორმებს.
ამდენად საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ს უნდა აეკრძალოს მოსარჩელის კვამლსადენი მილის დაზიანება, ფეკალური მასების და წყლის ჩამოსხმა მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის აივანზე,ხმაურის გამომწვევი მოქმედებები და სხვა ქმედებების განხორციელება, რაც აზიანებს ვ-–-------- ხ------–---–ის საკუთრებას და აყენებს მატერიალურ ზიანს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი თუ არ არის ზიანის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოებები. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. მატერიალური ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას ან მცირდება მისი მატერიალური ღირებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა კანონით აუკრძალავი ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 409-ე მუხლით თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოეცმულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების განხილვის შედეგად აშკარაა, რომ მოსარჩელე ვ-–-------- ხ------–---–ის წყალგამათობებლის კვამლსადენი მილის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, რის შედეგადაც დაზიანდა წყალგამათობებლის კვამლსადენი მილი. აგრეთვე, დადგენილია, რომ ზიანის აღმოფხვრას სჭირდება 386 ლარი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, სახეზეა, დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა, სახელდობრ, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რის გამოც, წარმოდგენილი სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკამყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროს 386 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოპასუხისათვის 389 ლარის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ ვერ დაადსტურა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ის გარემობა რომ მოპასუხის ქმედებით არის გამოწვეული მოსარჩელი ბინის ჭერისა და კედლების დაზიანება წყლის ჩაშვების შედეგად.
7. სასამართლო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 181.58 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 269-ე,270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ვ-–-------- ხ------–---–ის სარჩელი მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1.აეკრძალოს მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ს ვ-–-------- ხ------–---–ისთვის კუთვნილი ქონებით, მდებარე თ--–--ი, გამზირი ა----–----ელი N5-, ბინა N1-, ს/კ 5------------------ - სარგებლობის ხელშეშლა, კერძოდ აეკრძალოს კვამლსადენი მილის დაზიანება, ფეკალური მასების და წყლის ჩამოსხმა საცხოვრებელი ბინის აივანზე,ხმაურის გამომწვევი მოქმედებები და სხვა ქმედებების განხორციელება, რაც აზიანებს მოსარჩელის საკუთრებას და აყენებს მატერიალურ ზიანს.
1.2.მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ს მოსარჩელე ვ-–-------- ხ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს წყალგამათობებლის კვამლსადენი მილის დაზიანებით მიყენებული ზიანის ასანაზრაურებლად 386 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე ვ-–-------- ხ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას ე-–--- თ---------–---–ის მიმართ 389 ლარის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ე-–--- თ---------–---–ს მოსარჩელე მოსარჩელე ვ-–-------- ხ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 181.58 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე