განაჩენი

სისხლის სამართლის 22.06.2018
საქმის ნომერი
060100118002440432
დავის ტიპი
126
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/66-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ივნისი, 2018 წელი ქ. სამტრედია.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან მეშველიანი

სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ირ---–ი შ-------აძე.

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ----- ს----–--ლი.

მამის სახელი: რ-----ი.

დაბადებული: 1-.0-.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--.

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

პირადი ნომერი: 6----------

მცხოვრები: ქ----------------------------------–--

 

ადვოკატი - ლ--------------ა.

 

სხდომის სახე - ღია

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალის ფორმა (დ----- ს----–--ლი):

 

- ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეთანხმებით შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 8 აპრილს დაახლოებით 0-:00 საათზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ნო---ში მცხოვრებ ე---- ბ--–---ის სახლში სტუმრად ყოფნისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ----- ს----–--ლმა, ურთიერთშორის საუბრით განაწყენების ნიადაგზე, ორსული მეუღლის ნ----- ე---–----–---–ის მიმართ ხელის არაერთხელ სახისა და მუცლის მიდამოში დარტყმით ძალადობა განახორციელა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ----- ს----–--ლის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეთა მიერ დაიკთხნენ მოწმეები ნ---- ბი---–--–---–ი, დ----- ს----–--ლი, ი--- თ----ე, ლ---- ბ--–---ე, კ------------- ნ------ია, ბ--------- შ-------აძე, მ-----ა ნ-----–--ე, ზ----- თ------ე, გ------ ჟ-------ი, ე-–--- ჟ------ი, ნ----- ბ--–---ე, ს-----–--- ე---–----–---–ი და მ-----–- ე---–----–---–ი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი სხვა მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა ნ---- ბი---–--–---–ი, დ----- ს----–--ლი, ი--- თ----ე, ლ---- ბ--–---ე, კ------------- ნ------ია, ბ--------- შ-------აძე, მ-----ა ნ-----–--ე, ზ----- თ------ე, გ------ ჟ-------ი, ე-–--- ჟ------ი, ნ----- ბ--–---ე, ს-----–--- ე---–----–---–ი და მ-----–- ე---–----–---–ის გარდა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე ნ----- ე---–----–---–მა ისარგებლა მასთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - დ----- ს----–--ლის მიმართ.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა მ-----ა ნ-----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ პირადად დაათვალიერა ნ. ე---–----–---–ის სხეული, ასევე გამოიკვლია სამედიცინო დოკუმენტაცია. არსებული დაზიანებებიდან მარჯვენა თვალბუდის ზედა ქუთუთოზე არსებული უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2,0X1,0 განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ისინი განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც შეიძლება ყოფილიყო როგორც ხელი, ისე სხვა საგნებიც, რაც შედის ბლაგვ საგნებში. მისივე განმარტებით, იმგვარი დაზიანების მიყენებისას, რაც ნ. ე---–----–---–ს ქუთუთოზე აღენიშნება, ადამინამა შეიძება განიცადოს ტკივილი, შეიძლება არა.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა დ----- ს----–--ლმა, განმარტა, რომ 2018 წლის 8 აპრილს, თავისი მეგობრის ე----ი ბ--–---ის სახლში ყოფნისას სახეში დაარტყა ხელი თავის მეუღლეს ნ----- ე---–----–---–ს.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- ბი---–--–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნო---ში მეუღლესთან - ე----ი ბ--–---ესთან, დედამთილთან - ნ----- ბ--–---ესთან, მულთან - ლ---- ბ--–---ესთან და მცირწლოვან შვილებთან ერთად. აპრილის თვის დასაწყისში, მათთან სტუმრად მივიდნენ დ----- ს----–--ლი და ნ----- ე---–----–---–ი. დ ს----–--ლმა ნ----- გააცნო მათ როგორც მისი მეუღლე და დარჩნენ ორივენი რამოდენიმე დღით. 2018 წლის 7 აპრილს, და---- იჯდა მაგიდასთან, ნ-----ც მიუჯდა და დაუწყო მოფერება, მოსვენებას არ აძლევდა და და----მ სახეში დაარტყა ხელი. 2018 წლის 8 აპრილს, დილით და---- იყო ნასვამი. ისინი ისხდნენ მაგიდასთან და სვამდნენ ყავას. ნ----- მიუჯდა ისევ და----ს და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. მას თავად არ დაუნახავს, მაგრამ გაიგონა დარტყმის ხმა, და----მ დაარტყა ნ-----ს მომშორდიო, მაგრამ ნ----- მაინც არ ადგა, არ მოშორდა და----ს. და---- ააყანეს მან და მისმა დედამთილმა და გაიყვანეს მეორე ოთახში. ნ-----მ იტირა.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- ბ--–---ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 7 აპრილს, მათთან სტუმრად იყვნენ მისი ძმის მეგობარი დ----- ს----–--ლი და მისი მეუღლე ნ-----. საღამოს ისხდნენ მაგიდასთან და სვამდნენ ყავას. დ. ს----–--ლი იყო ნასვამი. ნ-----ს ეუბნებოდა, ჩემი ცოლი მენატრება და შენ მომშორდიო. ამ დროს ერთხელ შემოარტყა ხელი მარჯვენა ლოყაში. ამის შესახებ ოჯახის წევრებმა უამბეს მის ძმას ე----ი ბ--–---ეს, რომელმაც დაურეკა ნ-----ს მშობლებს, რომ იგი წაეყვანათ. ნ-----ს მშობლები მართლაც მივიდნნე მათთან, მაგრამ ნ----- არ წაყვა და დარჩა. 2018 წლის 8 აპრილს, დილით და----მ ისევ დაარტყა ნ-----ს, ჩემს ცოლს უნდა შევურიგდე, მომშორდიო. ნ----- არ მოშორდა და და----მ დაარტყა. და---- გაიყვეანეს და დააძინეს. ნ----- კი გამოუშვეს სამტრედიაში .

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.8. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნ----- ბ--–---ემ.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–--- ჟ------მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განაცხადა, რომ 2018 წლის 8 აპრილს, სიმთვრალე სიფხიზლეზე შეამოწმა დ----- ს----–--ლი, რომელსაც დაუდგინდა ს-–----–-- ხარისხის სიმთვრალე.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.10. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა მი---ლ ე---–----–---–მა განაცხადა, რომ ნ----- არის მისი შვილი, დ----- ს----–--ლი კი სიძე. მათთან დარეკა ე----ი ბ--–---ემ, ნ-----ს ცემს და---- და წაიყვანეთო. როდესაც მივიდნენ ე. ბ--–---ის სახლში, ნ----- და და---- იყვნენე ერთად და ნ-----ს ნაცემის არაფერი ეტყობოდა. და----მ მათ მოუბოდიშა. მეორე დღეს ისევ დაურეკა ე. ბ--–---ემ და უთხრა, რომ ისევ სცემა და----მ და ნ----- წავიდა სამტრედიაშიო.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.11. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს ნ. ე---–----–---–ის დედამ ს-----–--- ე---–----–---–მა.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი--- თ----ემ განაცხადა, რომ მუშაობს საზოგადოებრივ საპირფარეშოში, რომელიც მდებარეობს რკინიგზის სადგურთან. 2018 წლის 8 აპრილს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე მასთან მივიდა ნ----- (ე---–----–---–ი, რომელსაც თვალი ჰქონდა გაწითლებული, უთხრა, რომ სცემა ქმარმა და თხოვა ორი დღე მასთან დარჩებოდა. დარჩენაზე უარი უთხრა და დარეკა 112-ში. მივიდა პოლიცია და წაიყვანეს ნ-----. მასაც უთხრეს რომ ისიც მისულიყო პოლიციაში. ნ----- ფეხმძიმედ იყო.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 5 მაისის N002909418 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 09.04.2018წ. 19:29-19:37 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ნ----- ე---–----–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობა (ინექციის სემდგომი კვალი) და დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. დაზიანება მარჯვენა თვალბუდის ზედა ქუთუთოზე არსებული სისხლნაჟრენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენიდაზიანებები ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.(ს.ფ. 33–36).

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება

 

3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ დ----- ს----–--ლის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექისის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.

 

3.4. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.5. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

3.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

 

3.8. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე (დაზარალებულმა) ნ----- ე---–----–---–მა, ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - დ----- ს----–--ლის მიმართ.

 

3.9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს - ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად ასევე დაუშვებელია მათი პოზოციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

3.10. შესაბამიმისად სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებული ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

3.11. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

3.12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.

 

3.13. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

3.1-. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისის 1261 მულხის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატური შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილს წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

3.1-. დ----- ს----–--ლს ბრალი დაედო მასში, რომ „... ურთიერთშორის საუბრით განაწყენების ნიადაგზე, ორსული მეუღლის ნ----- ე---–----–---–ის მიმართ ხელის არაერთხელ სახისა და მუცლის მიდამოში დარტყმით ძალადობა განახორციელა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ...“ .

 

3.15. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი მოქმედება და ამ მოქმედებით გამოწვეული შედეგი - ტკივილი. ძალადობა შეიძლება განხორციელდეს დარტყმით, ან ისეთი ქმედებით რაც არ არის დაკავშირებული დარტყმასთან (თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა და ა.შ.), მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რომ მსხვერპლმა განიცადა ტკივილი.

 

3.16. განაჩენის წინა ნაწილში მითითებული მოწმეების, ლ. ბო----ის, ნ. ბ--–---ის, ნ ბი---–--–---–ის, მ. ე---–----–---–ის, ნ. ე---–----–---–ის და თავად ბრალდებულ დ. ს----–--ლის ჩვენებებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ. ს----–--ლი და ნ. ე---–----–---–ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და 2018 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 0-:00 საათზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნო---ში, ე. ბ--–---ის საცხოვრებელ სახლში სახის არეში ხელი დაარტყა ნ. ე---–----–---–ს.

 

3.17. რაც შეეხება დ. ს----–--ლის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგს - ტკივილს, სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფომაცია მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი. ამ კუთხით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასამართლო სხდომაზე დაკითხული სასამართლო სამედიცინო ექსპერტის განმარტებას, რომელმაც პროკურორის შეკითხვაზე ასეთი დაზიანების მიღების დროს ზოგადად შეიძლება თუ არა ადამიანმა განიცადოს ტკივილი, უპასუხა, რომ აღნიშნულზე კონკრეტული პასუხი არ აქვს, ვინადიან ტკივილი ინდივიდუალურია და (პირმა როელსაც დაზიანება მიადგა) შეიძლება განიცადოს ტკივილი, შეიძლება - არა.

 

3.18. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ზემოთ მითითებული მტკიცებულებები შეიძლება საკმარისია ვარაუდისათვის რომ ბრალდებულმა განხორციელებული ძალადობით დაზარალებულს მიაყენა სხეულის დაზიანება რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ ურთიერთშეუთანხმებლობის გამო ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

3.19. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.

 

3.20. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.21. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.22. სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

3.23. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.

 

3.24. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ----- ს----–--ლის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, დ----- ს----–--ლის ბრალეულობაში.

 

3.25. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული დ----- ს----–--ლი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ----- ს----–--ლი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

დ----- ს----–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს.

 

დ----- ს----–--ლი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განემარტოს გამართლებულ დ----- ს----–--ლს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრება შეიძლებლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

 

მოსამართლე ლევან მეშველიანი