გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/960-17
№200210017002217672
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2018 წ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - სს ,,ლ-------ი ბანკი”
წარმომადგენელი - ნ-------------ა
მოპასუხეები: ი----- ს------–---–ი, ლ---- მუ-----–---–ი, ა-–---------ე ს------–---–ი
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ი----- ს------–---–ს, ლ---- მუ-----–---–სა და ა-–---------ე ს------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ N0002/2016/09691 სესხზე არსებული დავალიანების 6825,76 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა - 5215.51 ლარი, პროცენტი - 1573.25 ლარი, დარიცხული შემცირებული პირგასამტეხლო - 37 ლარი) გადახდა.
1.2. მოპასუხეებს ი----- ს------–---–ს, ლ---- მუ-----–---–სა და ა-–---------ე ს------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის - 251.66 ლარის სრულად გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის 11 მაისს სს ,,ლ-------ი ბანკსა“ და ი----- ს------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2016/09691, რომლის თანახმადაც მასზე გაიცა საბანკო კრედიტი 5420 ლარის ოდენობით, სესხი გაიცა სხვა საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირების მიზნით, 27 თვის ვადით, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 24% და ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო 0,5% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 11 მაისსვე გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0002/2016/09691-1 სს ,,ლ-------ი ბანკსა“ და ლ---- მუ-----–---–ს შორის და ხელშეკრულება N0002/2016/09691-2 სს ,,ლ-------ი ბანკსა“ და ა-–---------ე ს------–---–ს შორის, რომელთა საფუძველზეც მათ იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 14134.42 ლარი. სს ,,ლ-------ი ბანკმა“ შეასრულა თავისი ვალდებულება და გასცა კრედიტი, ი----- ს------–---–მა კი დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა იმაში,რომ მან ვერ გადაიხადა კრედიტის თანხა, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, აქედან გამომდინარე მსესხებელი იმყოფება ვადაგადაცილებაში და სს,,ლ-------ი ბანკის“ მიმართ ერიცხება დავალიანება სესხზე N0002/2016/09691 – 6825,76 ლარი (საიდანაც ძირი თანხაა - 5215.51 ლარი, პროცენტი - 1573.25 ლარი, დარიცხული შემცირებული პირგასამტეხლო - 37 ლარი) ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ დაზუსტებული სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 11 მაისს სს ,,ლ-------ი ბანკსა“ და ი----- ს------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2016/09691, რომლის თანახმადაც მასზე გაიცა საბანკო კრედიტი 5420 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებელი 24%, პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0.5%, ვადა - 27 თვე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 11 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2016/09691 (ს.ფ. 18-23)
3.1.2. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 11 მაისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0002/2016/09691-1 სს ,,ლ-------ი ბანკსა“ და ლ---- მუ-----–---–ს შორის, როლის საფუძველზედაც მან იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტის თანხის, დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს, ასევე საპროცესო ხარჯების გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 2016 წლის 11 მაისის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-27)
3.1.3. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 11 მაისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0002/2016/09691-2 სს ,,ლ-------ი ბანკსა“ და ა-–---------ე ს------–---–ა შორის, როლის საფუძველზედაც მან იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტის თანხის, დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს, ასევე საპროცესო ხარჯების გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 11 მაისის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-31)
3.1.4.ბანკის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად მიწოდებულ იქნა ინფორმაცია არსებული დავალიანების ოდენობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 32-34)
- საფოსტო დასტურები (ს.ფ. 35-37)
3.1.4. მსესხებელმა სს ,,ლ-------ი ბანკის“ მიერ გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა და სესხზე N0002/2016/09691 იმყოფება ვადაგადაცილებაში, 2016 წლის 1 ივნისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მსესხებლის პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 44)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს,,ლ-------ი ბანკის“ მიმართ ერიცხება დავალიანება სესხზე N0002/2016/09691 – 1 6825,76 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა - 5215.51 ლარი, პროცენტი - 1573.25 ლარი, დარიცხული შემცირებული პირგასამტეხლო - 37 ლარი) ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 45)
-დაზუსტებული სარჩელი(ს.ფ.
სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105. 2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 416-417-ე, 420-ე, 895-ე, 867-ე, 868-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობს საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა გაცემული სესხის ძირი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საპროცენტო განაკვეთი, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია.
მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სს ,,ლ-------ი ბანკის” სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის სახით - 5215.51 ლარი და პროცენტი - 1573.25 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მხარეთა შორის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში.
ამდენად ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის, ს.ს. ,,ლ-------ი ბანკის” სასარგებლოდ შემცირებული ჯარიმა 37 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახემწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ლ-------ი ბანკის” სარჩელი მოპასუხეების ი----- ს------–---–ი, ლ---- მუ-----–---–ისა და ა-–---------ე ს------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს და
1.1. მოპასუხეებს ი----- ს------–---–ს, ლ---- მუ-----–---–სა და ა-–---------ე ს------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ N0002/2016/09691 სესხზე სესხზე არსებული დავალიანების 6825,76 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა - 5215.51 ლარი, პროცენტი - 1573.25 ლარი, დარიცხული შემცირებული პირგასამტეხლო - 37 ლარი) გადახდა.
2. მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბანკს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 251.66 ლარი (გადახდის თარიღი 8.12.2017 წლის №5137240387 საგადასახადო დავალებით, ბანკის კოდი LBRTGE22, სახაზინო კოდი 300853150, ბანკის კოდი TRESGE22).
4.გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა აითვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე