გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210116001524916
საქმე №2/1279-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ცერცვაძე
მოსარჩელე: მ------ა ი-------–---–ი, ს----–--ი ი-------–---–ი
წარმომადგენელი: მ------ა ი-------–---–ი, ლ--–ა ღ-------–---–ი
მოპასუხეები: მ--ა ი-------–---–ი, ლ--–ი პ--------ა, შიო რ-----–---–ი
წარმომადგენელი: მ----ბ დ-----–-–---–ი
მესამე პირი - შ------ა გ--------–---–ი
დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და სამკვიდროდან წილის გამოყოფა, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი (კერძოდ სამკვიდრო მოწმობის ½ წილის 2/3 ნაწილში) 2015 წლის 10 დეკემბერს ნოტარიუს შ------ა გ--------–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა;
1.2. ნაწილობრივ (სადავო ქონების ½ წილის 2/3 ნაწილშ-) ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 20 ივლისს შიო რ-----–---–სა და მ--ა ი-------–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ქ. გორში ლ------------------------ს ქუჩა №32-ში (ყოფილი რ------ს ქუჩა №32) მდებარე ქონებაზე;
1.3. ნაწილობრივ (სადავო ქონების ½ წილის 2/3 ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 24 აგვისტოს შიო რ-----–---–სა და ლ--–ი პ--------ას შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და სადაო ბინა მდებარე ქ. გორი, ლ------------------------ს ქუჩა №32-ში დარეგისტრირდეს მ--ა ი-------–---–ის სახელზე;
1.4 მოსარჩელეებს მ------ა ი-------–---–სა და ს----–-- ი-------–---–ს გამოეყოს სამკვიდრო ქონების ½ წილიდან 2/3 წილი, რაც შეადგენს შენობის საერთო ფართის 53.26 კვ.მ-ს.
სარჩელის საფუძვლები :
1.2. მოსარჩელის მითითებით, მ--ა ი-------–---–მა 2015 წლის 09 დეკემბერს განცხადებით მიმართა ნოტარიუს შ------ა გ--------–---–ს და მოითხოვა 2003 წლის 25 ივნისს გარდაცვლილი მამის - ს----–-- ი-------–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ. მოპასუხე მ--ა ი-------–---–მა ნოტარიუსს დაუმალა მ------ა ი-------–---–ისა და ს----–-- ი-------–---–ის არსებობა, კერძოდ ის ფაქტი, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად ფლობდა მ------ა ი-------–---–ის მეუღლე და ს----–-- ი-------–---–ის მამა - თ---ზ ი-------–---–ი, რომელიც გარდაიცვალა 2015 წლის 10 იანვარს. მ--ა ი-------–---–მა სრული მოცულობით მიიღო სამკვიდრო ქონება, მიუხედავად იმისა, რომ მას თ---ზ ი-------–---–ის გარდა ჰყავდა კიდევ ერთი ძმა - ზაზა ი-------–---–ი, რომელმაც სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარი თქვა. მოპასუხე მ--ა ი-------–---–მა მემკვიდრეობით მიღებული ქონება 2016 წლის 20 ივლისს მიჰყიდა შ-ო რ-----–---–ს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ბინა 2016 წლის 24 აგვისტოს მიჰყიდა ლ--–ი პ--------ას, რომელიც არის მ--ა ი-------–---–ის ძმისშვილი და ატარებს დედის გვარს. მ--ა ი-------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება ემსახურებოდა ერთ მიზანს, რომ მოსარჩელე მხარე დაეტოვებინა მემკვიდრეობის გარეშე, რასაც შ-ო რ-----–---–თან დადებული თვალთმაქცური გარიგებით მიაღწია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ--ა ი-------–---–მა არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ იგი კანონის სრული დაცვით დაეუფლა მამის - ს----–-- ი-------–---–ის დანაშთ ქონებას. თ---ზ ი-------–---–ს არც კანონით დადგენილ ვადაში მიუმართავს ნოტარიუსისთვის და არც ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია 2003 წლის 10 დეკემბერს გარდაცვლილი მამის - ს----–-- ი-------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება. მ--ა ი-------–---–ი ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას და მიუთითა, მან თავისი შეხედულებისამებრ კანონის შესაბამისად განკარგა თავის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება, რადგან მის ოჯახს ჰქონდა ვალი დაახლოებით 15 000(თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი. ერთი თვის შემდეგ მასთან მივიდა მისი ძმისშვილი ლ--–ი პ--------ა, რომელსაც არ უნდოდა დაკარგულიყო მამაპაპეული ბინა და შესთავაზა მ--ა ი-------–---–ს, რომ თანხას გადაუხდიდა მყიდველს და ბინას გამოისყიდიდა.
2.2 მოპასუხე ლ--–ი პ--------ამ და შ-ო რ-----–---–მა ასევე არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია უკანონო გარიგების დადების ფაქტს და არ არსებობს სადავო ხელშეკრულებათა ბათილობის საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელეები - მ------ა ი-------–---–ი და ს----–--ი იორმაშვილი არიან აწ. გარდაცვლილი თ---ზ ი-------–---–ის მეუღლე და შვილი და ამდენად, მისი პირველი რიგის მემკვიდრეები;
3.1.2. დადგენილია, რომ თ---ზ ი-------–---–ი და მოპასუხე მ--ა ი-------–---–ის არიან აწ გარდაცვლილი ს----–-- ი-------–---–ის შვილები, მისი პირველი რიგის მემკვიდრეები;
3.1.3. დადგენილია ისიც, რომ ს----–-- ი-------–---–ი გარდაიცვალა 2003 წლის 25 ივნისს და იგი გარდაცვალების მომენტისათვის ცხოვრობდა მისამართზე ქ. გორი ლ------------------------ს ქ. №32 (ყოფ. რ------ს №32). ს----–-- ი-------–---–ის გარდაცვალების დროიდან მის დანაშთ ქონებაზე გაიხსნა სამკვიდრო, მათ შორის უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. გორი, ლ------------------------ს ქ. №32 (ყოფ. რ------ს №32); აღნიშნული დროისთვის ს----–-- ი-------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ თ---ზ ი-------–---–ი, მ--ა ი-------–---–ი და ზაზა ი-------–---–ი. (ამ უკანასკნელმა სამკვიდროს მიღებაზე უარი განაცხადა დის - მ--ა ი-------–---–ის სასარგებლოდ);
3.1.4. დადგენილია, რომ თ---ზ ი-------–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 10 იანვარს და მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მოსარჩელეები მეუღლე - მ------ა ი-------–---–ი და შვილი - ს----–-- ი-------–---–ი;
მტკიცებულებები:
თ---ზ ი-------–---–ის გარდაცვალების მოწმობა №01157001091,2015 წლის 10 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწობა №1-------1,მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2015 წლის 10 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ მ--ა ი-------–---–მა, როგორც მამკვიდრებლის კანონიერმა მემკვიდრემ, მიიღო მამის - ს----–-- ი-------–---–ის დანაშთი ქონება;
მტკიცებულება:
2015 წლის 10 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწობა №1-------1.
3.1.4. დადგენილი გარემოებაა, რომ მ--ა ი-------–---–მა 2016 წლის 20 ივლისს უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი ლ------------------------ს ქ. №32 (ყოფ. რ------ს №32) მიჰყიდა შ-ო რ-----–---–ს;
მტკიცებულება:
2016 წლის 20 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.1.5. დადგენილია, რომ შ-ო რ-----–---–მა 2016 წლის 24 აგვისტოს უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი ლ------------------------ს ქ. №32 (ყოფ. რ------ს №32) მიჰყიდა ლ--–ი პ--------ას;
მტკიცებულება:
2016 წლის 24 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.1.6. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი ლ------------------------ს ქ. №32 (ყოფ. რ------ს №32), თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო შ-ო რ-----–---–ის სახელზე. რეგისტრაციის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა 20.07.2016 წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო საჯარო რეესტრიდან 2016 წლის 29 აგვისტოს ამონაწერით დასტურდება, რომ 24.08.2016 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის საფუძველზე ზემოხსენებული უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ--–ი პ--------ას სახელზე.
მტკიცებულება:
2016 წლის 20 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
2016 წლის 29 ივლისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
2016 წლის 24 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
2016 წლის 29 აგვისტოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.7. დადგენილი გარემოებაა, რომ თ---ზ ი-------–---–ს მამის - ს----–-- ი-------–---–ის გარდაცვალებიდან, კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაშ- არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით;
3.1. 8. დადგენილი გარემოებაა, რომ მისამართზე - ქ. გორი, ლ------------------------ს ქ. №32 (ყოფ. რ------ს №32) 1981 წლის 28 ივლისიდან რეგისტრირებულია მ--ა ი-------–---–ი.
მტკიცებულება:
სსგს გორის სამოქალაქო რეესტრის სასმსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი;
3.1.9. საქმეზე წარმოდგენილი თბილისის მერიის მიერ 07.10.1999 წ. გაცემული №000091 ორდერით დგინდება, რომ მ------ა ბ--------ს (ი-------–---–ის) ოთხსულიან ოჯახს (მეუღლე და ორი შვილი) სამგორის რ/გამგეობის 25.08.1999 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცა ქ. თბილისი, ბ. ხ---–--–--ს №12/21-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. აღნიშნულით დასტურდება ისიც, რომ თ---ზ ი-------–---–ი ოჯახის წევრებთან ერთად ამ დროიდან რეგისტრირებული იყო და მუდმივად ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე;
მტკიცებულება:
თბილისის მერიის მიერ 07.10.1999 წ. გაცემული №000091 ორდერი;
3.1.10. საქმეზე, სსიპ სოციალური მომსახურების საგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცნობით დასტურდება, რომ მ------ა ი-------–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართზე: ქ. თბილისი, ბ. ხ---–--–--ს №12/21.
მტკიცებულება:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო თბილსის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ 2016 წლის 23 სექტემბერს გაცემული ცნობა.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აწ. გარდაცვლილი თ---ზი ი-------–---–ი ფაქტობრივად არ შესდგომია ქ. გორი ლ------------------------ს ქ. №32-შ- (ყოფ. რ------ს №32) მდებარე მამის დანაშთი უძრავი ქონების ფლობას ან მართვას, რაც მოწმობს იმას, რომ მას სამკვიდრო არ მიუღია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს, თ---ზ ი-------–---–ს მიერ მამის - ს----–-- ი-------–---–ისგან სამკვიდროს კანონით დადგენილი წესით მიღების დამადასტურებელი უტყუარი და სათანადო მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წამოუდგენია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებით, ვერ დადასტურდა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ ისინი ქ. გორი ლ------------------------ს ქ. №32 (ყოფ. რ------ს №32) ს----–-- ი-------–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას დაეუფლნენ ფაქტობრივი ფლობით, როგორც საკუთარს.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობროვ გარემოებას მასზედ, რომ მ------ა იორამაშვლის მიერ 2015 წლის 09 ივლისს ნოტარიუს ნინო ბარაბაძესთან სამკვიდროს მიღების მიზნით წარდგენილი განცხადებით მოსარჩელემ, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო 2015 წლის 10 იანვარს გარდაცვლილი მეუღლის - თ---ზ ი-------–---–ის დანაშთი სამკვიდრო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის - 1306-ე, 1319-1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1337-ე, 1421-ე, 1424-ე, 1426-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე მუხლების თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ და სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. იმავე კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად კი სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
ს----–-- ი-------–---–ის სამკვიდრო გაიხსნა რა 2003 წლის 25 ივნისს, მის დანაშთ სამკვიდრო ქონებაში შედიოდა უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, ლ------------------------ს ქ. N32 (ყოფ. რ------ს N32).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
სამოქალაქო კანონმდებლობა, მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების მოთხოვნის წარმოშიბას უკავშირებს არამხოლოდ ნათესაურ კავშირს და სამკვიდრო მასის არსებობას, არამედ ასევე ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს 1421-ე და 1424-ე მუხლებით.
სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებული 1421-ე მუხლი ითვალისწინებს სამკვიდროს მიღების ორ ალტერნატიულ გზას და მემკვიდრეს ანიჭებს უფლებას აირჩიოს ერთ-ერთი: მიმართოს სანოტარო ორგანოს განცხადებით, ან ფაქტობრივად დაეუფლოს სამკვიდროს. მემკვიდრეს უფლება აქვს ორივე მოქმედება განახორციელოს, მაგრამ ერთ-ერთის განხორციელებასაც კანონმდებელი საკმარისად მიიჩნევს შესაბამისი სამართლებრივი შედეგისათვის. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელე თ---ზ ი-------–---–ს მამის - ს----–-- ი-------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია და მას სამკვიდრო ქონების მისაღებად განცხადებით სანოტარო ორგანოსათვის სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით დადგენილ 6 თვიან ვადაში არ მიუმართავს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ თავი ვერ გაართვა ვალდებულებას სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაედასტურებინა სამკვიდროს ფლობის ან მართვის ფაქტი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს კერძოდ, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ არ დასტურდება მისი, როგორც მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, რომელშიც მამკვიდრებელი ცხოვრობდა ქ. გორი ლ------------------------ს ქ. №32 (ყოფ. რ------ს №32). საქმის მასალებით დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ოჯახის სხვა წევრებთან ერთად წლებია ცხოვრობს უძრავ ქონებაშ- მდებარე ქ. თბილისი, ბ. ხ---–--–--ს №12/21. ამასთან, სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია შეაფასოს, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები - მოწმეთა ჩვენებები. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ გარდაცვლილ ს----–-- ი-------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან მოძრავი ნივთების წაღება ცალსახად არ ადასტურებს სამკვიდროს მიღების ფაქტს, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს, რომ მითითებული ნივთები შედიოდა სამკვიდრო მასაში და რომ მათი დაუფლების მიზანი სამკვიდროს მიღება იყო. აგრეთვე, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი იყო მოწმეთა ჩვენება, რომლებიც წარმოადგენენ თანაბარი ძალის მტკიცებულებებს და მათი წინააღმდეგობრივი ხასიათის შემთხვევა–-- თუკი სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, სასამართლოს მიერ მათი გაზიარება მართებული არ იქნება. ამასთან, ჩვენებები იყო წინააღმდეგობრივი, შესაბამისად ვერ მოხდება მათი გაზიარება რომელიმე მხარის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზით თვლის, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აწ. გარდაცვლილი თ---ზ ი-------–---–ი, როგორც ს----–-- ი-------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან მოვლა-პატრონობას ახორციელებდა და თავისად მიაჩნდა სადავო სამკვიდრო ქონება, რაც გულისხმობს იმას, რომ მემკვიდრემ აქტიური ქმედებით გამოხატა სამკვიდროს მიღების ნება. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ იკვეთება მემკვიდრის (თ---ზ ი-------–---–ის) მიერ გარკვეული ზომების მიღება სამკვიდროს დაცვის, შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ს----–-- ი-------–---–ის სამკვიდრო მასაში შემავალ სადავო უძრავ ქონებას იგი არ მიიჩნევდა როგორც საკუთარს და ამ ქონების ფაქტობრივი ფლობით მას არ დაუდასტურებია სამკვიდროს მიღების ნება.
ამდენად, არ არსებობს აწ გარდაცვლილი ს----–-- ი-------–---–ის დანაშთი სამკვიდროს 1/2 წილიდან 2/3 წილზე უფლების აღიარებისა და ამ საფუძვლით სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა მითითებულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უსაფუძვლოა მოთხოვნა 2016 წლის 20 ივლისს შ-ო რ-----–---–სა და მ--ა ი-------–---–ს შორისა და 2016 წლის 24 აგვისტოს შ-ო რ-----–---–სა და ლ--–ი პ--------ას შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილსა და მოსარჩელეების მ------ა ი-------–---–სა და ს----–-- ი-------–---–ისათვის სამკვიდრო ქონების ½ წილიდან 2/3 წილი გამოყოფის ნაწილშიც და სარჩელს სრულად უნდა ეთქვას უარი დამაყოფილებაზე.
7. თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლისა, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა უნდა მოეხსნას ლ--–ი პ--------ას სახელზე რეგისტრრებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. გორი, ლ------------------------ს ქ. №32 (ყოფილი რ------ს ქ №32) შენობის საერთო ფართი 159.8 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №66.45.1--012.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მ--ა ი-------–---–ისა და ს----–-- ი-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას ლ--–ი პ--------ას სახელზე რეგისტრრებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. გორი, ლ------------------------ს ქ. №32 (ყოფილი რ------ს ქ №32) შენობის საერთო ფართი 159.8 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №66.45.1--012.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოშ- დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადა–-- სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე