განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2018
საქმის ნომერი
060100118002423411
დავის ტიპი
126
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/62-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ივნისი, 20-8 წელი ქ. სამტრედია.

 

სამტრედიის რ-----ული სასამართლო

მოსამართლე - ლევან მეშველიანი

სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ირ---–ი შვა-------ე.

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ---- ჩ------–---ი.

მამის სახელი: ტ--------ი.

დაბადებული: 1-.0-.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 5----------

მცხოვრები: ხ----- რ-----ი ს------–ი ა---––--ი.

 

ადვოკატი - რო------ნ ხუ--–--–--ა.

 

სხდომის სახე - ღია

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალის ფორმა (დ---- ჩ------–---ი):

 

- არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯამრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელბის ხანმოკლე მოშლით.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

20-8 წლის 04 თებერვალს, დაახლოებით 10:00 საათზე, დ---- ჩ------–---მა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ურთიერთშელაპარაკებისას, ხ----- რ-----ის ს------– ა---––--ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ხელი კისერში წაუჭირა და მუშტით თავის არეში დარტყმით ცემა მეუღლე ო-–--- ქ-----ა, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ---- ჩ------–---ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეთა მიერ დაიკთხნენ მოწმეები მ-----ა ნ-----–-ძე, ზ------ ლ---------–--ნი, რ---- კ--–-----–--ლი, ლ-–- ო-------ა და ა---- ტ-----–--ე. გამოკვლეულ იქნა სასამართლო სამედიცინო და სასმართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნები. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი სხვა მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად განაჩენის 2.1. ქვეპუნქტში მითიტებული მტკიცებულებების გარდა, საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე არასრულწლოვანმა მი----– ჩ------–---მა და ო-–--- ქ-----ამ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - დ---- ჩ------–---ის მიმართ.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დ---- ჩ------–---მა ისარგებლა მისის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა მ-----ა ნ-----–-ძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ 20-8 წლის 4 თებერვალს, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ო. ქ-----ას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პირადი გასინჟვისას დაათვალიერა ო. ქ-----ას სხეული. 20-8 წლის 1- თებერვალს, კი ექსპერტიზა ჩაატარა სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ ლ---------–--ნმა განაცხადა, რომ ცხოვრობს ხ----- რ-----ის ს------– ა---––--ში. და---- ჩ------–---ი არის მისი მეზობელი. 20-8 წლის 4 თებერვალს, მივიდა და---- ჩ------–---თან, რომელიც მას უნდა დახმარებოდა ტრაქტორით. და---- იყო ჭიშკართან და უთხრა, რომ ტანსაცმელს გამოიცვლიდა და წაყვებოდა. დ. ჩ------–---ი შევიდა სახლში. რამოდენიმე ხანში სახლიდან შემოესმა ხმაური. ამ დროს სახლიდან გამოვიდა დ. ჩ------–---ის უფროსი შვილი მი----– ჩ------–---ი, რომელმაც დაუძახა, მოდი მამიკო უტყამს დედიკოსო. როდესაც იგი მივიდა, და---- ოთახიდან გამოდიოდა. ო-–--- ლოგინზე იყო წამოწოლილი და ტიროდა. მან და---- გამოიყვანა ეზოდან და წავიდნენ თავიანთ საქმეზე. მის კითხვაზე თუ რა მოხდა, და----მ უპასუხა, რომ პირუტყვი არ იყო გაშვებული და ამიტომ იკამათა მეუღლესთან. ამის შემდეგ და---- წავიდა სახლში და მას შემდეგ არ უნახავს. მას ო. ქ-----ასთვის არ უკითხავს და არც მას უთქვამს რა მოხდა.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ხ----- რ-----ული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა რ---- კ--–-----–--ლმა განაცხადა, რომ 20-8 წლის 4 თებერვალს, სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დ---- ჩ------–---ის მიერ მეუღლის ო-–--- ქ-----ას ცემის ფაქტზე. საქმეს აწარმოებდა ლ-–- ო-------ა. მას პირადად დაევალა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა. შეისწავლა ო. ქ-----ას ჩვენება და გამოიტანა დადგენილება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რაც გადააგზავნა ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა---- ტ-----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განაცხადა, რომ სხვა ექსპერტებთან ერთდ, გამომძიებელ ლ. ო-------ას დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ექსპერტიზა დ. ჩ------–---ის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, როგოც შემთვევისას, ასევე ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის. ექსპერტიზის დასკვნით მას დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა. მისივე განმარტებით, მეუღლის ცემის თაობაზე ინფორმაცია, რაც ჩაწერილია დასკვნაში, მათ კლინიკური კვლევისას მიაწოდა თავად დ. ჩ------–---მა.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 06 თებერვლის N000786618 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 04.02.20-8 წ. 14:48 – 15:00 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ო-–--- ქ-----ას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).

 

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (ს.ფ. 10–1-).

 

2.11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 15 თებერვლის N00-003718 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია,რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სასამარტლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N000786618-ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქ. ო-–--- ქ-----ას 04.02.18წ. 14:48 – 150 სთ-ზე ჩაუტარდა პირადი გასინჯვა და დაუდგინდა: სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ხ----- N1 ჰოსპიტალის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N624-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა (ნომერი არ აქვს) ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 09.02.20-8წ.)) მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქ. ო-–--- ქ-----ამ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 04.02.20-8წ. 16:10 სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს დიაგნოზით: ქალა-ტვინის დახურული ტრამვა. თავის ტვინის შერყება. არტერიული ჰიპერტენზია. მწვავე ბრონქიტი. საშვილოსნოს ფიბრომიომა. ამავე სამედიცინო დოკუმენტის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენისნებოდა სისხლჩაქცევა კონიუქტივაზე. ექსკორიაციები სახეზე, ჰემატომა ტავის არეში.

 

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად.

 

(ს.ფ. 17–20).

 

2.1-. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 05 აპრილის N002280718 დასკვნით დადგენილია, რომ დ---- ჩ------–---ს აღენიშნება პარანოიდულ-პერსონოლოგიური აშლილობა (კოდ F60.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა პარანოიდულ-პერსონოლოგიური აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლსაწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკურიმდგომარეობით შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის იგი არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვისგანხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.

(ს.ფ. 200–1-07).

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება

 

3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ დ---- ჩ------–---ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.

 

3.3. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისის 1-61 მულხის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯამრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელბის ხანმოკლე მოშლით.

 

3.5. დ---- ჩ------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ „... ურთიერთშორის საუბრით განაწყენების ნიადაგზე, არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის ო-–--- ქ-----ას მიმართ ხელი კისერში წაჭერით და მუშტის თავის არეში დარტყმით ცემა მეუღლე ო-–--- ქ-----ა, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება ...“ .

 

3.6. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი მოქმედება და ამ მოქმედებით გამოწვეული შედეგი - ტკივილი. ძალადობა შეიძლება განხორციელდეს დარტყმით, ან ისეთი ქმედებით რაც არ არის დაკავშირებული დარტყმასთან (თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა და ა.შ.), მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რომ მსხვერპლმა განიცადა ტკივილი.

 

3.7. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექისის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.

 

3.9. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.10. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

3.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

3.1-. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

 

3.13. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას არასრულწლოვანმა მოწმემ მი----– ჩ------–---მა და დაზარალებულმა ო-–--- ქ-----ამ, ისარგებლეს მისთთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - დ---- ჩ------–---ის მიმართ.

 

3.14. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს - ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად ასევე დაუშვებელია მათი პოზოციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

3.15. შესაბამიმისად სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებული ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

3.16. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

3.17. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, თუ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ დ. ჩ------–---ის მიერ ო. ქ-----ას მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს.

 

3.18. რაც შეეხება ამ დანაშაულის შედეგს - ტკივილს, სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფომაცია მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი, ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.

 

3.19. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასვნა, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას, პირის მიმართ საქართველოს სისსხლის სამართლის კოდექსის 1-61 მუხლით გამამტყუვნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა, განიცადა თუ არა ტკივილი დაზარალებულმა და იყო თუ არა ეს ქმედება ბრალეული.

 

3.20. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.

 

3.21. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.22. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.23. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.

 

3.24. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ---- ჩ------–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, დ---- ჩ------–---ის ბრალეულობაში.

 

3.25. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული დ---- ჩ------–---ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ---- ჩ------–---ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

გაუქმდეს დ---- ჩ------–---ის მიმართ ხ----- მაგისტრატი სასამართლოს მიერ 20-8 წლის 07 თებერვალს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარი, რომელიც შეტანილია საქართველოს ბანკში (ბანკის კოდი BAGAGE22) აღსრულების ეროვნულ ბიუროს N GE27BG0000000999999999 ანგარიშზე განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს თო-----ე ხე-–---ს (პ/ნ.5----------).

 

განემარტოს გამართლებულ დ---- ჩ------–---ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრება შეიძლებლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რ-----ული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

 

მოსამართლე ლევან მეშველიანი