გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2018
საქმის ნომერი
110210117002227112
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
09.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110210117002227112

N2/958-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09.07.2018 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე სს ,,კ-------------”,მოსარჩელის წარმომადგენელი ლ----------------–-,მოპასუხეები: დ------------------, ხ---------------, კ------------- ბ--------------, ბ----------------,დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს დ------------------- (პ.ნ 1----------), ხ---------------- (პ.ნ 1----------), კ------------- ბ-------------- (პ.ნ 1----------) და ბ----------------ს (პ.ნ 1----------) მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის - 7776.74 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5189.64 ლარი, დარიცხული პროცენტი -1702.75 ლარი, 389.16 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 386.37 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირზე, 75.90 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე, 32.93 ლარი არის საკომისიო;

 

1.2. მოპასუხეებს დ-------------------ა (პ.ნ 1----------) და ხ---------------- (პ.ნ 1----------), მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის - 1313.83 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 785.99 ლარი, დარიცხული პროცენტი -311 ლარი, 42.72 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 124.01 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირზე, 40 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე, 10.11 ლარი არის საკომისიო;

მოსარჩელის პოზიცია:

 

2016 წლის 11 თებერვალს შპს ” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------ა” და დ------------------- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც დ.მ--------- ისესხა 7000 ლარი, 36 თვის ვადით 1.49% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა ( პირგასამტეხლო): ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. 2016 წლის 11 თებერვალს ხ.მუ--–-ძესთან, კ.ბა---------ოვთან და ბ.კე------–იძესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ხ.მ---------, კ.ბ--------------- და ბ.კ------------ იკისრეს ვალდებულება: სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ ნაკისრ სასეხო ვალდებულებაზე, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარიბა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების ძირითადი მოვალის მიმართ.

2016 წლის 10 ივნისს შპს ” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------ა” და დ------------------- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც დ.მ--------- ისესხა 1000 ლარი, 24 თვის ვადით 2.73% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა ( პირგასამტეხლო): ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. 2016 წლის 10 ივნისს ხ.მუ--–-ძესთან, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ხ.მ--------- იკისრა ვალდებულება: სოლიდარულად აგოს პასუხი კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ ნაკისრ სასეხო ვალდებულებაზე, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარიბა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის დ------------------- მიერ მრავალგზის დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი, ის გაფრთხილებულია წერილობით, მაგრამ ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს.

 

2. მოპასუხეების პოზიცია.

 

2.1. მოპასუხეებმა დ------------------მ ხვ--ა მ--------- კ------------- ბ--------------- და ბ----------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, ძირითადი თანხის ნაწილში.

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2016 წლის 11 თებერვალს შპს ” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------ა” და დ------------------- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც დ.მ--------- ისესხა 7000 ლარი, 36 თვის ვადით 1.49% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად . სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, გადასახდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 11 თებერვლის სესხის ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი, სადაზღვეო ბუკლეტი.

 

3.1.2. 2016 წლის 11 თებერვლის თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკულების საფუძველზე მოპასუხე ხ.მ---------, კ.ბ--------------- და ბ.კ------------ იკისრეს ვალდებულება: სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ ნაკისრ სასეხო ვალდებულებაზე სრულად;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის შესახებ განცხადებები.

- თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები.

 

3.1.3. მოპასუხე დ------------------- მიერ მრავალგზის დარღვეული იქნა სესხის გადახდის გრაფიკი, ის გაფრთხილებული იქნა წერილობით, მაგრამ ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს. ასევე თავდები გაფრთხილებულ იქნა ძირითადი მსესხებლის მიერ პირობების დარღვევის თაობაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილები და საფოსტო უკუგზავნილები.

 

3.1.4. მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 7776.74 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 5189.64 ლარი, დარიცხული პროცენტი -1702.75 ლარი, 389.16 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 386.37 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირზე, 75.90 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე, 32.93 ლარი არის საკომისიო;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების შესახებ ისტორია.

 

3.1.5. 2016 წლის 10 ივნისს შპს ” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------ა” და დ------------------- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც დ.მ--------- ისესხა 1000 ლარი, 24 თვის ვადით 2.73% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა ( პირგასამტეხლო): ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 10 ივნისის სესხის ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი, სადაზღვეო ბუკლეტი.

 

3.1.6. 2016 წლის 10 ივნისს ხ.მუ--–-ძესთან, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ხ.მ--------- იკისრა ვალდებულება: სოლიდარულად აგოს პასუხი კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ ნაკისრ სასეხო ვალდებულებაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის შესახებ განცხადება.

- თავდებობის შესახებ ხელშეკრულება.

 

3.1.7. 2016 წლის 10 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე დ-------------------ა და ხ--------------- სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 1313.83 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 785.99 ლარი, დარიცხული პროცენტი -311 ლარი, 42.72 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 124.01 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირზე, 40 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე, 10.11 ლარი არის საკომისიო;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების შესახებ ისტორია.

 

3.1.8. შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------” განიცადა რეორგანიზაცია და შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა 2016 წლის 9 სექტემბერს და გახდა სააქციო საზოგადოება, ხოლო 2017 წლის 17 მარტს შეიცვალა სახელი და ამჟამად არის სს ”კ-------------”.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს „კ-------------ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 394-ე, 361-ე, 891-ე, 902-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

 

6.2. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დ------------------მ, ხვ--ა მ---------, კ------------- ბ--------------- და ბ----------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

6.8. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით და მტკიცებულებებით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის („ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შედეგები“) პირველი ნაწილის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

6.10. მითითებული ნორმა ადგენს თავდებობისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ თავდები ინფორმირებული უნდა იყოს, თუ როგორ სრულდება ვალდებულება ძირითად მოვალის მიერ. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით კანონმდებელი ითვალისწინებს კრედიტორის პასუხისმგებლობის საკითხს. კრედიტორი ვალდებულია, თავდებს აცნობოს ძირითადი მოვალის მიერ ვალის გადახდის გადაცილების შემთხვევა. ასეთმა შეტყობინებამ შესაძლებელია ვალდებულების შესრულების პროცესზე დადებითი გავლენა მოახდინოს. კრედიტორის მხრიდან ამ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავდების პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დაგენილად მიაჩნია, რომ იმ მომენტისათვის, როდესაც მოსარჩელემ თავდებ პირს აცნობა ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულებების დარღვევის შესახებ, ამ უკანასკნელს უკვე ერიცხებოდა სარჩელით მოთხოვნილი, როგორც სარგებელი, ისე პირგასამტეხლო. შესაბამისად, იმ მომენტისათვის უკვე სახეზე იყო ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი.

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

2016 წლის 11 თებერვალს შპს ” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------ა” და დ------------------- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც დ.მ--------- ისესხა 7000 ლარი, 36 თვის ვადით 1.49% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა ( პირგასამტეხლო): ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. 2016 წლის 11 თებერვალს ხ.მუ--–-ძესთან, კ.ბა---------ოვთან და ბ.კე------–იძესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ხ.მ---------, კ.ბ--------------- და ბ.კ------------ იკისრეს ვალდებულება: სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ ნაკისრ სასეხო ვალდებულებაზე. 2016 წლის 10 ივნისს შპს ” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------ა” და დ------------------- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც დ.მ--------- ისესხა 1000 ლარი, 24 თვის ვადით 2.73% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა ( პირგასამტეხლო): ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. 2016 წლის 10 ივნისს ხ.მუ--–-ძესთან, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ხ.მ--------- იკისრა ვალდებულება: სოლიდარულად აგოს პასუხი კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ ნაკისრ სასეხო ვალდებულებაზე.

 

6.12. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, კრედიტისა და პროცენტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გადახდის გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. ამჟამად მოპასუხეებს 2016 წლის 11 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 7776.74 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 5189.64 ლარი, დარიცხული პროცენტი -1702.75 ლარი, 389.16 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 386.37 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირზე, 75.90 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე, 32.93 ლარი არის საკომისიო; ხოლო 2016 წლის 10 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დ.მუ--–-ძესა და ხ.მუ--–-ძეს გადასახდელი აქვთ 1313.83 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 785.99 ლარი, დარიცხული პროცენტი -311 ლარი, 42.72 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 124.01 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირზე, 40 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე, 10.11 ლარი არის საკომისიო;

6.13. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების 3.9. პუნქტის თანხმად, მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში (2016 წლის 11 თებერვლის სესხის ხელშეკრულებასთან მიმართებაში), ხოლო 2016 წლის 10 ივნისის სესხის ხელშეკრულებაზე განისაზღვრა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.

.

 

სადავო არ არის ის გარემოება, რომ მსესხებელმა სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მისთვის პროცენტისა და ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების საფუძველია.

 

საქართველოს სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გაითვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს მინიჭებული პირაგასმტეხლოს შემცირების უფლება. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოსთან. აღსანიშნავია, რომ თუმცა პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შესაბამისობაშია სესხის ძირ თანხასთან, შესაბამისად, არ არსებობს მისი შმცირების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირი თანხის ნაწილში, ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეებს დ------------------- (პ.ნ 1----------), ხ---------------- (პ.ნ 1----------), კ------------- ბ-------------- (პ.ნ 1----------) და ბ----------------ს (პ.ნ 1----------) მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისა და საჩივრისათვის გადახდილი სახ.ბაჟის 100 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი საფასურის 11 ლარის, უძრავი ქონების სამართლებრივი შეზღუდვისათვის გადახდილი საფასურის 21 ლარის გადახდა; ხოლო მოსარჩელე სს ,,კ-------------” (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 222.75 ლარი.

8. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში მოპასუხეების მიერ დავალიანების სრულად დაფარვამდე;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეებს დ------------------- (პ.ნ 1----------), ხ---------------- (პ.ნ 1----------), კ------------- ბ-------------- (პ.ნ 1----------) და ბ----------------ს (პ.ნ 1----------) მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის - 7776.74 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5189.64 ლარი, დარიცხული პროცენტი -1702.75 ლარი, 389.16 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 386.37 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირზე, 75.90 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე, 32.93 ლარი არის საკომისიო;

 

3. მოპასუხეებს დ-------------------ა (პ.ნ 1----------) და ხ---------------- (პ.ნ 1----------), მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის - 1313.83 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 785.99 ლარი, დარიცხული პროცენტი -311 ლარი, 42.72 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 124.01 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირზე, 40 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე, 10.11 ლარი არის საკომისიო;

3. მოპასუხეებს დ------------------- (პ.ნ 1----------), ხ---------------- (პ.ნ 1----------), კ------------- ბ-------------- (პ.ნ 1----------) და ბ----------------ს (პ.ნ 1----------) მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისა და საჩივრისათვის გადახდილი სახ.ბაჟის 100 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი საფასურის 11 ლარის, უძრავი ქონების სამართლებრივი შეზღუდვისათვის გადახდილი საფასურის 21 ლარის გადახდა;

5. მოსარჩელე სს ,,კ-------------” (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 222.75 ლარი, რომელიც ჩარიცხულია სახაზინო კოდზე - 300193150 (საგადახდო დავალება N58569, გადახდის თარიღი 20.12.2017წ, გადამხდელი სს ,,ბანკი კრედო");

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში მოპასუხეების მიერ დავალიანების სრულად დაფარვამდე;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი