გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.06.2018
საქმის ნომერი
251210018002286390
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 251210018002286390

საქმე №2/27-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ივნისი, 2018 წელი ქ. ახმეტა

 

ახმეტის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - მიხეილ მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ო--–-----------ს“

წარმომადგენელი - ნ--------–--–-–---–ი

მოპასუხე - დ-------–----------ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს დაეკისროს შპს ,,იო--–-----------სის“ სასარგებლოდ 1006.90 ლარის გადახდა, საიდანაც 800 ლარი - ძირითადი თანხა, 96.90 ლარი - პროცენტი, შემცირებული პირგასამტეხლო - 110 ლარი.

1.2. მოპასუხეს დაეკისროს შპს ,,ო--–-----------სის“ მიერ სახელმჭიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

1.3. 2015 წლის 21 დეკემბერს მოპასუხე დ-------–----------ესა და შპს ,,ო--–-----------სს“ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N8----------, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 800 ლარის ოდენობით, 2016 წლის 21 იანვრამდე, 31 დღის ვადით. სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი 0.50%, ვადის ბოლოს დასაბრუნებელი სრული თანხა 924.00 ლარი. სესხის ვადაგადაცილებისთვის ერთჯერადი ჯარიმა: ორ დღემდე - 50 ლარი, 30 დღემდე 100 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - დაგვიანებული თანხის 2.00%. მსესხებელმა რამდენჯერმე გამოიყენა სესხის ვადის გაგრძელების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შსაძლებლობა და დამატებითი ვადის პროცენტის თანხის გადახდის საფუძველზე, სესხის დაბრუნების თარიღად საბოლოოდ მხარეებმა განსაზღვრეს 24.06.2016 წელი. მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2016 წლის 24 ივნისს, სესხის თანხა დაბრუნებული არ იქნა და აღნიშნული თანხა გამსესხებლისათვის დღემდე არ არის გადახდილი, რის შედეგად, 25.12.2017-ის მდგომარეობით გამსესხებლის წინაშე მისი ფულადი ვალდებულება შეადგენს 9846.90 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 800 ლარი, პროცენტი - დღიური 0.50% სესხის ვადის 31 დღეზე - 96.90 ლარი, პირგასამტეხლო - ერთჯერადი ჯარიმა საერთო ჯამში 150.00 ლარის ოდენობით და ყოველდღიური პირგასამტეხლო - დაგვიანებული თანხის 2.00%-ის ოდენობით 2016 წლის 25 ივნისიდან მოყოლებული ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 8950.00 ლარი.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ითხოვა დაზუსტებული სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე დ-------–----------ე დაეთანხმა დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 21 დეკემბერს მოპასუხე დ-------–----------ესა და შპს ,,ო--–-----------სს“ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N8----------, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 800 ლარის ოდენობით, 2016 წლის 21 იანვრამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ინტერნეტ ონლაინ სესხის N8---------- ხელშეკრულება (ს.ფ. 15-25);

- სადაგასახადო დავალება სესხის თანხის გადარიცხვაზე (ს.ფ. 26);

 

3.1.2. მსესხებელმა რამდენჯერმე გამოიყენა სესხის ვადის გაგრძელების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შსაძლებლობა და დამატებითი ვადის პროცენტის თანხის გადახდის საფუძველზე, სესხის დაბრუნების თარიღად საბოლოოდ მხარეებმა განსაზღვრეს 24.06.2016 წელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საგადასახადო ისტორია (ს.ფ.27-30);

 

3.1.3. მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2016 წლის 24 ივნისს, სესხის თანხა დაბრუნებული არ იქნა და აღნიშნული თანხა გამსესხებლისათვის დღემდე არ არის გადახდილი, რის შედეგად, 25.12.2017-ის მდგომარეობით გამსესხებლის წინაშე მისი ფულადი ვალდებულება შეადგენს 9846.90 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 800 ლარი, პროცენტი - დღიური 0.50% სესხის ვადის 31 დღეზე - 96.90 ლარი, პირგასამტეხლო - ერთჯერადი ჯარიმა საერთო ჯამში 150.00 ლარის ოდენობით და ყოველდღიური პირგასამტეხლო - დაგვიანებული თანხის 2.00%-ის ოდენობით 2016 წლის 25 ივნისიდან მოყოლებული ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 8950.00 ლარი.

საქმის განხილვის დღისათვის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის თანახმად მოპასუხე დ-------–----------ის დავალიანება შეადგენს 1006. 90 ლარს, საიდანაც საიდანაც 800 ლარი - ძირითადი თანხა, 96.90 ლარი - პროცენტი, შემცირებული პირგასამტეხლო - 110 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საგადასახადო ისტორია (ს.ფ.27-30);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.31);

-დაზუსტებული სასარცელო მოთხოვნა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ შპს ,,ო--–-----------სის’' დაზუსტებული სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე-873-ე, 891-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შპს ,,ო--–-----------სსა“ და დ-------–----------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ელექტრონული ონლაინ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. დ-------–----------ემ მოსარჩელე შპს ,,ო--–-----------სის’' ელექტრონული ონლაინ სესხის ხელშეკრულებების შესაბამისად, მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე შპს ,,ო--–-----------სი'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ო--–-----------სი’' უფლებამოსილია მოითხოვოს ელექტრონული(ონლაინ) სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 800 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს - 96.90 ლარს.

6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი შემცირებული პირგასამტეხლო სამართლიანია და მოპასუხეს უნდა დაეკისროს - 110 ლარის გადახდა.

7. საპროცესო ხარჯები

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ო--–-----------სის" სარჩელი მოპასუხე დ-------–----------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1 მოპასუხე დ-------–----------ეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების N8---------- თანახმად შპს ,,ო--–-----------სის“ სასარგებლოდ დაეკისროს ძირი თანხა-800 ლარი, პროცენტი- 96.90 ლარი, პირგასამტეხლო 110 ლარი, სულ - 1006.90 ლარი.

2. მოსარჩელე შპს ,,ო--–-----------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე