განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2018
საქმის ნომერი
820100117002190460
დავის ტიპი
19 - 108 , 126 1
თარიღი
02.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100117002190460

№1-277/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02.07.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - ნაირა აბაშიძე, სოფია კობახიძე

 

პროკურორი - დ----- ხ------–---–ი

 

ბრალდებული - პ----- ბ------–---–ი

ადვოკატი - ბ------ ბ-----ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173081017003 საქმე

 

ბრალდებულ პ----- ბ------–---–ის მიმართ

მამის სახელი: ო-----

დაბადების ადგილი: გ-----

დაბადებული: 08.03.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 5----------

რეგისტრირებული: გ-----, ლ-------ს ქ. №9

ფაქტობრივად მცხოვრები: ბათუმი, ი-----–---–-- ქ. №6

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2017 წლის 08 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. ბათუმში გონიოს დასახლებაში, ა---------------––---------–-- გზატკეცილი №33-ის მდებარე რ-------------–---------------“ ეზოში პ----- ბ------–---–მა ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე დაწყებული კონფლიქტისას, განზრახ მკვლელობის მიზნით, დანის დარტყმით ნ------ დ-----აძეს მიაყენა გულმკერდის მარცხენა ნახევარში სიცოცხლისათვის სახიფათო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა, მაგრამ პ----- ბ------–---–მა განზრახვა სისრულეში ვერ მიიყვანა, რადგან შემთხვევის შემსწრე პირების დროული ჩარევისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად ნ------ დ-----აძე გადაურჩა სიკვდილს.

 

2. 2017 წლის 08 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. ბათუმში გონიოს დასახლებაში, ა---------------––---------–-- გზატკეცილი №33-ის მდებარე რ-------------–---------------“ ეზოში, პ----- ბ------–---–მა, ცივი იარაღის - დანის, გამოყენებით, მარჯვენა მტევნის მესამე თითის, საფრჩხილე ფალანგის წინა ზედაპირზე და მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე დაზიანებები მიაყენა გ------- ა---–--ეს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

3. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ სცნო ნ------ დ-----აძის მკვლელობის მცდელობაში და განმარტა, რომ მას ნ------ დ-----აძისთვის დანა არ დაურტყამს და დანა იხმარა მხოლოდ ერთხელ, როდესაც გ------- ა---–--ე მას ზურგიდან ახრჩობდა და თავდაცვის მიზნით დაარტყა სწორედ გ------- ა---–--ეს ხელში. მისივე განმარტებით ჩხუბის დროს ნ------ დ-----აძე იდგა მის წინ და წაიქცა ნ------ დ-----აძესთან ერთად, შემდეგ წამოდგა და ისე, რომ საერთოდ არ იცოდა ნ------ დ-----აძის დაჭრის შესახებ, დატოვა შემთხვევის ადგილი. დაცვის მხარემ ნ------ დ-----აძის დაჭრა დაუკავშირა წაქცევას და მიიჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება წარმოადგენდა გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მიყენებას.

 

4. დაზარალებულმა ნ------ დ-----აძემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ასევე უარყო პ----- ბ------–---–ის მხრიდან მისი დაჭრის ფაქტი და განმარტა, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს რ-------------–---------------“ ეზოში ჩხუბობდნენ პ----- ბ------–---–ი და გ------- ა---–--ე და იგი იქ მყოფ სხვა პირებთან ერთად მივიდა მათ გასაშველებლად. იგი იდგა პ----- ბ------–---–ის უკან, პ----- ბ------–---–ი წაიქცა მასთან ერთად მაგრამ მისი განმარტებით პ----- ბ------–---–ს მისთვის დანა არ დაურტყამს.

 

5. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებული პ----- ბ------–---–ის და დაზარალებული ნ------ დ-----აძის აღნიშნულ ჩვენებებს რადგან გარდა იმისა, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება აღნიშნული ფაქტის შემსწრე თვითმხილველი და დაუინტერესებელი მოწმეების ჩვენებებს, თვით მათივე ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო.

 

6. მოწმის სახით დაკითხულმა მ------- გ--------ემ განმარტა, რომ პ----- ბ------–---–თან ერთად მუშაობდა რესტორან-კლუბ ,,დ-----ში“ დაცვის თანამშრომლად. პ----- ბ------–---–ს შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა შელაპარაკება კლუბის წინ მომუშავე ტაქსის მძღოლთან. 2017 წლის 08 ოქტომბერს იგი იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც პ----- ბ------–---–ი და ნ------ დ-----აძე დაახლოებით 20:30 საათზე რ-------------–---------------“ ეზოში გავიდნენ სასაუბროდ და მალე მას შემოესმა ხმამაღალი საუბარი და კამათის ხმა. რესტორნიდან გასვლისას კი დაინახა, რომ რესტორნის ეზოში ჩხუბობდნენ პ----- ბ------–---–ი და ნ------ დ-----აძე და მათთან გასაშველებლად მისვლამდე დაინახა, რომ პ----- ბ------–---–მა დაახლოებით ორჯერ დაარტყა ნ------ დ-----აძეს ხელი და ორივენი დაეცნენ მიწაზე. მათ გასაშველებლად მიცვივდნენ იქვე მყოფი სხვა ტაქსის მძღოლები და შეძლეს გაშველება. გაშველების შემდეგ კი დაინახა, რომ ნ------ დ-----აძე იყო დაჭრილი, ხოლო ბ------–---–ს ხელი ჰქონდა სისხლიანი.

 

7. მოწმის სახით დაკითხული გ------- ა---–--ის ჩვენებით 2017 წლის 08 ოქტომბერს დაახლოებით 20:30 საათზე იგი მივიდა რესტორან-კლუბ ,,დ-----იში“ და დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილიდან დაინახა, რომ რესტორნის ეზოში ჩხუბობდნენ პ----- ბ------–---–ი და ნ------ დ-----აძე. მან ასევე დაადასტურა, რომ დაინახა, პ----- ბ------–---–ის მიერ ნ------ დ-----აძისთვის ორჯერ დანის დარტყმა.

 

8.მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ქ------–---- განმარტა, რომ პ----- ბ------–---–თან ერთად მუშაობდა რესტორან-კლუბ ,,დ-----ში“ დაცვის თანამშრომლად. 2017 წლის 08 ოქტომბერს იგი იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც პ----- ბ------–---–ი და ნ------ დ-----აძე დაახლოებით 20:30 საათზე რ-------------–---------------“ ეზოში გავიდნენ სასაუბროდ და მალე მას შემოესმა ხმამაღალი საუბარი და კამათის ხმა. რესტორნიდან გასვლისას კი დაინახა, რომ რესტორნის ეზოში პ----- ბ------–---–ი და ნ------ დ-----აძე კამათობდნენ. ამ დროს პ----- ბ------–---–მა მარჯვენა ხელით ამოიღო ჯიბიდან დანა და ნ------ დ-----აძეს ჯერ დაარტყა გულმკერდის არეში, ხოლო შემდეგ ზურგის არეში და ორივენი დაეცნენ. მათ გასაშველებლად მიცვივდნენ როგორც იქვე მყოფი სხვა ტაქსის მძღოლები, ისე თვითონ და შეძლეს გაშველება. გაშველების შემდეგ კი დაინახა , რომ პ----- ბ------–---–ს ხელში ეჭირა სისხლიანი დანა და იგი წავიდა რესტორნის მიმართულებით, დაჭრილი ნ------ დ-----აძე კი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

9. მოწმის სახით დაკითხულმა ჯ----–--- თ---------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს საღამოს იმყოფებოდა რ-------------–---------------“ ეზოში და იჯდა საკუთარ ავტომანქანაში. მისგან მოშორებით პ----- ბ------–---–ი და ნ------ დ-----აძე ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობდნენ, რაც გადაიზარდა ჩხუბში და მან დაინახა, რომ პ----- ბ------–---–მა, რომელსაც ხელში ეჭირა რაღაც საგანი, სავარაუდოდ დანა, დაარტყა ნ------ დ-----აძეს და ორივენი დაეცნენ. მათ გასაშველებლად მიცვივდნენ როგორც იქვე მყოფი სხვა ტაქსის მძღოლები, ისე თვითონ, მათ შეძლეს გაშველება და დაჭრილი ნ------ დ-----აძე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

10. მოწმის სახით დაკითხულმა ა---- კ------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს საღამოს იმყოფებოდა რესტორან-კლუბ ,,დ-----ში“, ამ დროს რესტორნის ეზოში პ----- ბ------–---–ი და ნ------ დ-----აძე ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობდნენ, რაც გადაიზარდა ჩხუბში და მათ გასაშველებლად გაიქცა რესტორნის დაცვის თანამშრომელი გ------- ქ------–--ე. გაშველებამდე კი დაინახა, რომ პ----- ბ------–---–მა, რომელსაც ხელში ეჭირა რაღაც მეტალის საგანი, ორჯერ დაარტყა ხსენებული საგანი ნ------ დ-----აძეს.

 

11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 ოქტომბრის №006278717 სამედიცინო დასკვნით, ნ------ დ-----აძეს აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები. მარცხენამხრივი ჰემოთორაქსი. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, კერძოდ: აღენიშნება სამი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში - პირველი ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიდიოკლავიკულარ ხაზზე მეოთხე-მეხუთე ნეკნთა სივრცეში ზომებით 1X1 სმ-ზე; მეორე ჭრილობა 14X2 სმ-ზე წინა და შუა აქსილარულ ხაზზე გარდიგარდმო მეოთხე მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეში სისხლდენით კუნთების მასიური დაზიანებით, რომელიც შემავალია გულმკერდის ღრუში, კორანცანგი შედის გულმკერდის ღრუში; მესამე ჭრილობა აღინიშნება ბეჭის ხაზზე მეექვსე ნეკნთაშუა სივრცეში, დაახლოებით 4X1,5 სმ-ზე.

 

12. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა ღ----------------–---–-აც.

 

13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 02 ნოემბრის №006430017 ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი ნ------ დ-----აძის გრძელსახელოებიანი მაისურის და შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მომწვანო-მუქი რუხი ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარდგენილ პ----- ბ------–---–ის მაისურის ტრიკოტაჟის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან. ნ------ დ-----აძის შარვლის და მარჯვენა ფეხსაცმლის ზედაპირზე ასევე აღინიშნება მკვეთრი მოლურჯო ფერის არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პ----- ბ------–---–ის ჯინსის შარვლის ქსოვილის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 09 ნოემბრის №006516817 ბიოლოგიური (გენეტიკური-სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად პ----- ბ------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ დანის პირზე არსებული ღია მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------ დ-----აძეს. ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. დანის ტარზე არსებული ბიომასალის პროფილის, ნ------ დ-----აძის სისხლის ნიმუშის და პ----- ბ------–---–ის ნერწყვის ნიმუშის გენეტიკური პროფილები იდენტურია.

 

15. პ----- ბ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულ შარვალზე და მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------ დ-----აძეს.

 

16. ნ------ დ-----აძის კუთვნილ შარვალზე, ორ ცალ მთლიანობადარღვეულ მაისურზე, საცვალზე და წყვილ ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------ დ-----აძეს.

 

17. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს მტკიცებულებების ნაწილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

18. ვინაიდან მხარეებმა, არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი მიიჩნიეს უდავოდ, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა პრეიუდიციულ მტკიცებულებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

19. სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია ჩადენილი ქმედების შედეგად მიყენებული დაზიანების არამარტო სიმძიმე, არამედ მისი ლოკალიზაცია და ის თუ რატომ ვერ შეძლო პ----- ბ------–---–მა თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა.

 

20. სასამართლოში დაკითხული მოწმეების მ------- გ--------ის, ა---- კ------ის, გ------- ქ------–--ის, ჯ----–--- თ---------ის და სხვათა ჩვენებებით დგინდება, რომ პ----- ბ------–---–მა ნ------ დ-----აძეს მათ შორის არსებული კამათის დროს დაარტყა დანა. რის შედეგადაც ორივენი დაეცნენ და იქვე მყოფმა შემთხვევის შემსწრე პირებმა გააშველეს, ხოლო დაჭრილი ნ------ დ-----აძე დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.

 

21. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

 

22. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

23. ნ------ დ-----აძისთვის პ----- ბ------–---–ის მიერ მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით მიყენებული სამი ჭრილობა ადასტურებს იმას, რომ, პ----- ბ------–---–ი არამარტო ითვალისწინებდა შესაძლო შედეგს (მხედველობაშია ადამიანის სიკვდილი), არამედ სურდა ნ------ დ-----აძის მოკვლა, ანუ პ----- ბ------–---–ი ქმედების განხორციელებისას მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, მან პირდაპირი განზრახვით დაარტყა დანა სხეულის სასიცოცხლო ორგანოებში, რის შემდეგ პ----- ბ------–---–ი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, ხოლო ნ------ დ-----აძე დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს და შედეგი არ დადგა პ----- ბ------–---–ისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

 

24. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა პ----- ბ------–---–მა ჩაიდინა ნ------ დ-----აძის განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

25 .ბრალდებულმა პ----- ბ------–---–მა დაადასტურა, რომ მან დაარტყა დანა გ------- ა---–--ეს, ამავდროულად განმარტა, რომ მას ჩხუბი მოუხდა სწორედ გ------- ა---–--ესთან და იგი უკანიდან ახრჩობდა, ამიტომ დაარტყა დანა ხელში, თუმცა მისი ჩვენება ამ ნაწილშიც ვერ იქნება გაზიარებული, რადგან სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შემთხვევის შემსრე ყველა პირმა უარყო პ----- ბ------–---–სა და გ------- ა---–--ეს შორის ჩხუბის ფაქტი.

 

26. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ------- ა---–--ემ განმარტა, რომ პ----- ბ------–---–მა მას დანა დაარტყა იმ დროს, როდესაც ნ------ ა---–--ის დაჭრის შედმდეგ მიდიოდა რესტონრის მიმართულებით.

 

27.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 ნოემბრის №006638517დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით, გ------- ა---–--ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობების სახით მარჯვენა მტევნის მე-3 თითის, საფრხილე ფალანგის წინა ზედაპირზე და მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, ზემო მესამედში, დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

28. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა პ----- ბ------–---–მა გ------- ა---–--ეს დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

29. სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- ბ------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - განზრახ მკვლელობის მცდელობა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით;

 

30 . ასევე პ----- ბ------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

20. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად ,,სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი".

 

21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, განზრახ მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში. ასეთი დანაშაულებრივი ქმედების მცდელობად კი ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო მკვლელობის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგ-----ცაა განზრახ მკვლელობა აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

22. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

23.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

26.სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

27. სასამართლომ როგორც აღნიშნა იზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დასტურდება პ----- ბ------–---–ის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენაში, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი მკვლელობის განზრახვის ნაწილში სრულიად ესადაგება ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას.

 

28. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

29. სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- ბ------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაულები რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-108-ე მუხლით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

30. პ----- ბ------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

31. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

32 ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ პ----- ბ------–---–ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმის ფარგლებში, (სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ პ----- ბ------–---–ი ადრე სამართალში არ არის ნამყოფი, ხასიათდება დადებითად) რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს პ----- ბ------–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული პ----- ბ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით -თავისუფლების აღკვეთა 7 /შვიდი/ წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 /ერთი/წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და პ----- ბ------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 7 /შვიდი/ წლის ვადით.

 

2.მსჯავრდებულ პ----- ბ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 09 ოქტომბრიდან;

 

3.პ----- ბ------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4.ნივთიერი მტკიცებულებები:

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, პ----- ბ------–---–ის ნერწყვის ნიმუში, გ------- ა---–--ის, ნ------ დ-----აძის სისხლის და ნერწყვის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღმოჩენილი და ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, დანა - განადგურდეს; პ----- ბ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ტანსაცმელი, ნ------ დ-----აძის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან ნდობით აღჭურვილ პირებს; ორი ცალი კომპაქტდისკი - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი