გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210118002285071
საქმე №2/110-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ.ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თეა ნადიბაიძე
მოსარჩელე - სს ,,კ------------ი“
წარმომადგენელი - ბე------------ე
მოპასუხეები - ის---------------ი, გა----–--------–---ი, მუ–-----------ი, შა--–--------------ა, ელ------------ი
ის---------------ის წარმომადგენელი - გი-------------ი
თარჯიმანი - ნა--–-------------ა
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ის---------------ისათვის, გა----–--------–---ისათვის, მუ–-----------ისათვის, შა--–--------------ასათვის და ელ------------ისათვის სს ,,კ------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 10844.31 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6976.68 დოლარი, საპროცენტო სარგებელი 1956.45 დოლარი, სადაზღვევო თანხა -250 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1632.68 დოლარი, საკომისიო -28.49 აშშ დოლარი.
1.2. ის---------------ისათვის სს ,,კ------------ი“-ს სასარგებლოდ 177.51 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 117.02, სარგებელი - 6.66 ლარი, სადაზღვევო თანხა - 0.59 ლარი, ჯარიმა - 53.24 ლარი.
1.3. ის---------------ისათვის, გა----–--------–---ისათვის, მუ–-----------ისათვის, შა--–--------------ასათვის და ელ------------ისათვის სს ,,კ------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარის და ყადაღის რეგისტრაციისათვის გადახდილი 250 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები
2015 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელეს და ის---------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 10000 აშშ დოლარი. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 35 თვეს. სესხი იყო სარგებლიანი, სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით (რომელიც თან ერთვის სესხის ხელშეკრულებას და მისი განუყოფელი ნაწილია). სესხის ხელშეკრულებით და სესხის გადახდის გრაფიკით ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობაც. მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირ თანხას დაერიცხება 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% ნაკლებია 2 ლარზე, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით ჯარიმა, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
გა----–--------–---თან, მუ–-----------თან, შა--–--------------ასთან და ელ------------თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით თავდები პირები იღებენ ვალდებულებას სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, მაქსიმალურ თანხაზე 15 407.71 აშშ დოლარზე, ასევე შესაძლო ჯარიმებზე. მსესხებელი უწყვეტ ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 23 დეკემბრის შემდეგ. მოსარჩელის მიერ რამდენჯერმე იქნა გაფრთხილებული, როგორც მსესხებელი, ასევე თავდებები ვალდებულების შესრულების შესახებ, მაგრამ ვალდებულება არ შესრულდა.
სს ,,კ------------ი“-ს მიერ 2017 წლის 13 ნოემბერს მოპასუხეების მიმართ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. 2017 წლის 11 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ ყველა რესპოდენტის მიმართ. აღნიშნულის მიზეზი იყო ის, რომ რესპოდენტები არ დაეტანხმნენ მოთხოვნას და მათ მიერ სააღსრულებო ბიუროში წარდგენილ იქნა პროტესტი.
მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 10844.31 აშშ დოლარს.
მოსარჩელემ 2016 წლის 9 სექტემბერს განიცადა რეორგანიზაცია და შეიცვალა სამართლებრივი ფორმა, ასევე სახელი და გახდა სს ,,კ------------ი“.
2016 წლის 3 თებერვალს მოსარჩელეს და მოპასუხე ის---------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო 222.02 ლარი, რომელიც უნდა დაეფარა 2016 წლის 15 სექტემბერს. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 177.51 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 117.02 ლარი, სარგებელი - 6.66 ლარი, სადაზღვევო თანხა - 0.59 ლარი, ჯარიმა - 53.24 ლარი.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა გა----–--------–---მა, მუ–-----------მა, ელ------------მა და შა--–--------------ამ სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინეს, ისინი არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მოპასუხე ის---------------მა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი 2015 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცნო ნაწილობრივ, კერშოდ სესხის ძირითადი თანხის 5752.11 აშშ დოლარის, სადაზღვევო თანხის - 250 აშშ დოლარის, საკომისიოს - 28.49 აშშ დოლარის და ჯარიმის 163.26 აშშ დოლარის ნაწილში. ხოლო 2016 წლის 3 თებერვალს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა, 177.51 ლარის დაკისრების შესახებ, ცნო სრულად.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 14 სექტემბერს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო“-ს და ის---------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 10000 აშშ დოლარი. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 35 თვეს. სესხი იყო სარგებლიანი, სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით (რომელიც თან ერთვის სესხის ხელშეკრულებას და მისი განუყოფელი ნაწილია). სესხის ხელშეკრულებით და სესხის გადახდის გრაფიკით ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობაც. მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირ თანხას დაერიცხება 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% ნაკლებია 2 ლარზე, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით ჯარიმა, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სესხის ხელშეკრულება #20150914INABI, 14.09.2015 წ., გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 23-25);
- შეთანხმება დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები (ს.ფ. 26-53);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი, 04.06.2018, 29.06.2018).
3.1.2. გა----–--------–---თან, მუ–-----------თან, შა--–--------------ასთან და ელ------------თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით თავდები პირები იღებენ ვალდებულებას სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, მაქსიმალურ თანხაზე 15 407.71 აშშ დოლარზე, ასევე შესაძლო ჯარიმებზე. თუ მსესხებელი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, თავდები პირები პასუხისმგებელი იქნებიან, როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის, შესაძლო ჯარიმების, სადაზღვევო გადასახადების და პირგასამტეხლოს სრულად ანაზღაურებაზე (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი). თავდებოპბის ხელშეკრულებების 3.1. პუნქტით თავდები ვალდებულია სოლიდარულად აგოს პასუხი გამსესხებლის წინაშე და დაფაროს დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ჰქონდა იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მსესხებლის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მუ–-----------ის განცხადება თავდებობის შესახებ (ს.ფ. 54);
-თავდებობის ხელშეკრულება, თავდები მუ–-----------ი (ს.ფ. 55);
-ელ------------ის განცხადება თავდებობის შესახებ (ს.ფ. 56);
-თავდებობის ხელშეკრულება, თავდები ელ------------ი (ს.ფ. 57);
- შა--–--------------ას განცხადება თავდებობის შესახებ (ს.ფ. 58);
-თავდებობის ხელშეკრულება, თავდები შა--–--------------ა (ს.ფ. 59);
- გა----–---------–----ს განცხადება თავდებობის შესახებ (ს.ფ. 60);
-თავდებობის ხელშეკრულება, თავდები გა----–---------–---- (ს.ფ. 61).
3.1.3. სესხის ხელშკერულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულია ხელსეკრულების დარღვევის პირობები, რომლის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხების და დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა. ხელშეკრულების 7.4 პუნქტის მიხედვით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის დაფორმებული ყველა სესხის ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება. სესხის ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, გამსესხებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ სრულად გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა, ხელშეკრულების თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელი და დარიცხული ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სესხის ხელშეკრულება #20150914INABI, 14.09.2015 წ. (ს.ფ. 23-24).
3.1.4. მსესხებელს 2016 წლის 23 დეკემბრის შემდეგ ვალდებულება არ შეუსრულებია. დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვევო თანხაა - 250 აშშ დოლარი, საკომისიო - 28.49 აშშ დოლარი. მოსარცელე ითხოვს ჯარიმის სახით 0.27% (მაქსიმუმ 150 დღეზე, სესხის ხელშეკრულების 3.8 პუნქტის შესაბამისად) - 1434.35 აშშ დოლარის, ჯარიმა 5% პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 198.33 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის დაკისრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 75);
-გადახდის ისტორია (ს.ფ. 62-64);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 04.06.2018, 29.06.2018)
3.1.5. 2016 წლის 3 თებერვალს მოსარჩელეს და მოპასუხე ისკანდარ ნაბოევს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #1f35d5e297. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 222.02 ლარი, რომელიც უნდა დაეფარა სრულად 2016 წლის 15 სექტემბერს. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 8.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მსესხებელს სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სესხის ხელშეკრულება #1f35d5e297 და გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 23-25);
3.1.6. 2016 წლის 3 თებერვალს მოსარჩელეს და მოპასუხე ის---------------ს შორის გაფორმდა #1f35d5e297 სესხის ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ის---------------ის დავალიანება შეადგენს 177.51 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 117.02 ლარი, დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი 6.66 ლარი, დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვევო თანხა - 0.59 ლარი, დარიცხული ჯარიმა - 53.24 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 75);
- გადახდის ისტორია (ს.ფ. 62-64).
3.1.7. სს ,,კ------------ი“-ს მიერ 2017 წლის 13 ნოემბერს მოპასუხეების მიმართ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი იქნა განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. ვინაიდან რესპოდენტების მიერ წარდგენილი იქნა პროტესტი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული იქნა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 85-90);
-რესპოდენტების პროტესტი და გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ 91-97).
3.1.8. მოსარჩელემ 2016 წლის 9 სექტემბერს განიცადა რეორგანიზაცია და შეიცვალა სამართლებრივი ფორმა, ასევე სახელი და გახდა სს ,,კ------------ი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 101-102)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მსესხებელს 2016 წლის 23 დეკემბრის შემდეგ ვალდებულება არ შეუსრულებია. #20150914INABI სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი ძირი თანხაა 6976.68 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი - 1956.45 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვევო თანხა - 250 აშშ დოლარი.
ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ვადის დარღვევის გამო გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა 0.27% (მაქსიმუმ 150 დღეზე), ჯარიმა 5% პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ის---------------ი აღნიშნავს, რომ სესხის გადაუხდელი ძირი თანხა წარმოადგენს არა 6976.68 აშშ დოლარს, არამედ 5752.11 აშშ დოლარს, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ოდენობა და გადახდის გრაფიკში აღნიშნული ოდენობა არ ემთხვევა ერთმანეთს, სესხის ხელშეკრულების 3.8 პუნქტის თანახმად, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ყოველთვიურ 2.18 %-ს, ხოლო გადახდის გრაფიკში მითითებულია ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი 1.38%. ამდენად, ყოველთვიურად გადასახდელი საპროცენტო სარგებლის თანხა უნდა შეადგენდეს 138 აშშ დოლარს, რაც გრაფიკში ასახული არ არის. შესაბამისად სესხის ძირ თანხას უნდა გამოაკლდეს არა სესხის დაფარვის გრაფიკით დადგენილი თანხა, არამედ ყოველთვიურად 138 აშშ დოლარი. ამდენად მოპასუხე ის---------------ს გადასახდელი აქვს სესხის ძირი თანხა 5752.11 აშშ დოლარი. ამასთანავე შეუძლებელია მოთხოვნილი იქნეს საპროცენტო სარგებელიც და ჯარიმაც ერთდროულად.
სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებით დგინდება, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ის---------------მა სესხის სახით მიიღო 10 000 აშშ დოლარი, 35 თვით, სესხის ხელშეკრულების 3.8 მუხლით განისაზღვრა სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი, ყოველთვიურად 2.18 %-ის ოდენობით. რაც ნიშნავს იმას, რომ საპროცენტო სარგებელი 2.18 %-ის ოდენობით გამოითვლება სესხის დარჩენილი გადასახდელი ძირი თანხიდან და არა თავდაპირველად გაცემული სესხის თანხის ოდენობიდან, ანუ 10000 აშშ დოლარიდან. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი იქნა გადახდის გრაფიკი, გათვალისწინებული იქნა სესხის სარგებლის კლებადი ხასიათი და საბოლოოდ დადგენილი იქნა 35 თვეში გადასახდელი საპროცენტო სარგებლის მოცულობა 4888.52 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მხარეთა თანხმობით გადანაწილდა სესხის დაფარვის გრაფიკში წარმოდგენილი სახით.
დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ ვალდებულება არ შესრულებულა 2016 წლის 23 დეკემბრის შემდეგ, გადაუხდელი ძირი თანხა გრაფიკის შესაბამისად შეადგენს 6976.68 აშშ დოლარს, გადაუხდელი საპროცენტიო სარგებლის თანხა - 1956.45 აშშ დოლარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მტკიცებულებების გამოკვლევის და სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ვალდებულების შესრულება, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 404-ე, 412-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე,463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიიჩნია თავისი უფლებები დარღვეულად და აღნიშნული უფლებების დაცვის მიზნით სარჩელით მომართა სასამართლოს.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მოპასუხე ის---------------ი ცნობს სარჩელს სესხის ძირითადი თანხის ნაწილის 5752.11 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 163. 26 აშშ დოლარის, სადაზღვევო თანხის - 250 აშშ დოლარის, საკომისიოს 28.49 აშშ დოლარის, ასევე 177. 51 ლარის გადახდის მოთხოვნის ნაწილში, რაც მოპასუხისათვის ამ თანხის დაკისრების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხე ის---------------მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო. რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს 6193.86 აშშ დოლარის და 177.51 ლარის გადახდა.
2015 წლის 15 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელს ის---------------ს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის 10 000 დოლარის დაბრუნების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის (ყოველთვიური კლებადი 2.18%) გადახდის ვალდებულება, რაც ჯეროვნად არ შესრულდა. დადგენილია, რომ მოპასუხეებს გადასახდელი აქვთ სესხის ძირი თანხა 6976.68 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა გადაუხდელი საპროცენტო სარგებლის 1956.45 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს მიღებული აქვს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ხოლო მისი დაბრუნების ვალდებულება შესრულებული არა აქვს. სესხის ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანია, იგი გაცემულია 35 თვის ვადით და სესხის გადაუხდელი სარეგებელი შეადგენს 1956.45 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-888-834- 2012). აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - ,,pacta sunt servanda" (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს).
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე N ას-1220-1480-09).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა 0.27% (მაქსიმუმ 150 დღეზე), ჯარიმა 5% პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებულია პირგასამტეხლო მოვალის მიერ დადგენილ დროში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის.
განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია სესხის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს საპროცენტო სარგებელს, ანუ გაფორმებულია სასყიდლიანი გარიგება. მოსარჩელის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული სესხის თანხა და სარგებელი არის მოსარჩელის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც მოსარჩელე გამოიყენებს კვლავ სესხის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე პასუხისმგებელია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ამასთანავე მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამ ნორმით სასამართლოს მინიჭებული აქვს სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის უფლება, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვას ემსახურება და მისი მიზანია სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის პრინციპის უზრუნველყოფა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ითვალისწინებს სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას. ასეთი შემთხვევები გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 325-ე და 420-ე (პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა) მუხლებით. სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლით, ისევე როგორც 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017)
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
როგორც აღინიშნა, დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის საერთო დავალიანებაა 8933.13 აშშ დოლარი, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო საერთო ჯამში 1632.68 აშშ დოლარი.
პირგასამტეხლოს გონივრულობისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოვალეს არ დაეკისროს იმ ოდენობის ფინანსური სანქცია, რაც ვალდებულების შესრულებას გაართულებს და მოვალეს მძიმე ტვირთად დააწვება.
სასამართლო მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 5-ჯერ და პირგასამტეხლოს ოდენობად #20150914INABI სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო უნდა განისაზღვროს 326.53 აშშ დოლარი.
6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ის---------------თან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა ვალდებულების შესრულებისათვის ეკისრებათ მოპასუხეებს გა----–--------–---ს, მუ–-----------ს, ელ------------ს და შა--–--------------ს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში ძირითადმა მოვალემ ის---------------მა დაარღვია სესხის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. ამ შემთხვევაში გა----–--------–---თან, მუ–-----------თან, ელ------------თან, შა--–--------------ასთან დადებული შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა ის---------------ის ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს მოპასუხეებისათვის 10844.31 აშშ დოლარის და 177.51 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეებს დაეკისრათ 9538.15 აშშ დოლარის და 177.51 ლარის გადახდა. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო მოსამზადებელ ეტაპზე 5915.37 აშშ დოლარის და 177.51 ლარის ნაწილში, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ორივე მხარე თავისუფლდება.
ის---------------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მისთვის დაკისრებული იმ თანხის პროპორციულად, რაც მან არ ცნო. შესაბამისად, ის---------------ის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 250.44 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი. ამასთან, აღნიშნული თანხის სოლიდარულად გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს, რადგან მოპასუხეების მიმართ აღძრულია საერთო მოთხოვნა და ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება სოლიდარულია. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი - 469.16 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საქმეზე გაწეული სხვა საპროცესო ხარჯები, მოსარჩელის მიერ გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილია 100 ლარი, ყადაღის რეგისტრაციისათვის 250 ლარი, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიღებისათვის გადახდილია 11 ლარი, სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის - 21 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის გაჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. მოპასუხე გა----–---------–---ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: მარნეულის რაიონი, სოფელი აღმამედლო, ს/კ 83.12.05.939) გასხვისება და უფლებრივად (ყველანაირი ვალდებულებით) დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარცელის მოთხოვნა, ამდენად გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,კ------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს ის---------------ს, გა----–--------–---ს, მუ–-----------ს, ელ------------ს და შა--–--------------ას სს ,,კ------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 9538.15 აშშ დოლარის გადახდა (საიდანას სესხის ძირი თანხაა 6976.68 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 1956.45 აშშ დოლარი, სადაზღვევო თანხა-250 აშშ დოლარი, საკომისიო -28.49 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 326.53 აშშ დოლარი);
1.2. მოპასუხე ის---------------ს სს ,,კ------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 177.51 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 117.02 ლარი, საპროცენტო სარგებელი-6.66 ლარი, სადაზღვევო თანხა - 0.59 ლარი, პირგასამტეხლო - 53,24 ლარი);
2. მოპასუხეებს ის---------------ს, გა----–--------–---ს, მუ–-----------ს, ელ------------ს და შა--–--------------ას სს ,,კ------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი თანხის 100 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხეებს ის---------------ს, გა----–--------–---ს, მუ–-----------ს, ელ------------ს და შა--–--------------ას სს ,,კ------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 250.44 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის გადახდა;
4. მოსარჩელე სს ,,კ------------ი“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 469.16 ლარი.
5. მოპასუხეებს ის---------------ს , გა----–--------–---ს, მუ–-----------ს, ელ------------ს და შა--–--------------ას სს ,,კ------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის 282 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე