გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2018
საქმის ნომერი
010210017002201307
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002201307

№2-4792/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი ზ---------–-----

მოპასუხე ა-----------–----ე

წარმომადგენელი ე---–------------ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ა-----------–----ეზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის დაკისრება 3704,80 ლარის ოდენობით.

 

1.2 ა-----------–----ეზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ ვადამოსული გადასახდელი თანხების დადგენილ ვადებში გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება 5629,42 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო და ხანდაზმული, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდაო გარემოებები არ არის.

 

3. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2010 წლის 01 დეკემბერს ერთის მხრივ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიასა და მეორე მხრივ ა-----------–----ეს შორის დაიდო ”სამუშაოთა განხორციელების შესახებ” ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქ. ბათუმის მერიამ ვალდებულება აიღო საკუთარი ძალებითა და ხარჯებით განეხორციელებინა ქ. ბათუმში, გ------–---–-ს ქ№32-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ა-----------–----ის სასარგებლოდ, მის საკუთრებაში არსებული 80 კვმ ბინის თავზე სხვენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება იმდაგვარად, რომ სხვენში შეიქმნებოდა მანსარდული სართული ფართით 15,20 კვმ და 7,96 კვმ აივანი, სულ 23,16 კვმ. ამავე ხელშეკრულებით ა-----------–----ემ ვალდებულება აიღო ქ. ბათუმში გ------–---–-ს ქ№32-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ ქ. ბათუმის მერიისათვის გადაეხადა 1 კვმ ფართზე 200 ლარი, სულ 4632 ლარი. ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა ხელშეკრულების დანართით. კერძოდ, ა-----------–----ე ვალდებული იყო 2011 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 463,2 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 463,2 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 463,2 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 463,2 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 463,2 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 463,2 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 463,2 ლარი, 2014 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 463,2 ლარი, 2015 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 463,2 ლარი, 2015 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 463,2 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულება „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ დანართით.

 

3.2.2. მხარეებს შორის 2010 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები:

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ქ. ბათუმის მერია იღებდა შემდეგ უფლებებს და მოვალეობებს: ა) განეხორცილებინა ქ. ბათუმში, გ------–---–-ს ქ№32-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ამირან ვარსანიძის საკუთრებაში არსებული სხვენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება იმდაგვარად, რომ სხვენის ნაწილში შეიქმნას მანსარდული სართული ფართით 15,2 კვმ, აივანი - 7,96 კვმ; ბ) მოახდინოს დაშენებული ფართის გარე ფასადის კეთილმოწყობა (კედლების შელესვა, შეღებვა, დაშენებული ფართის გადახურვა, ფანჯრების და სხვა ღიობების მოწყობა); გ) ქ. ბათუმის მერიის ვალდებულებას არ წარმოადგენდა განხორციელებული სამუშაოების შედეგად შექმნილი ფართის შიდა სამუშაოების ჩატარება; ე) სამშენებლო სამუშაოების განხორციელებიდან გამომდინარე ამირან ვარსანიძისაგან მოეთხოვა ანაზღაურება ერთ კვმ-ზე 200 ლარის ოდენობით, სულ 4632 ლარი.

 

ამავე ხელშეკრულებით ა-----------–----ე იღებდა შემდეგ უფლება- მოვალეობებს:

ა) ხელი არ შეეშალა ქ. ბათუმის მერიის ან მისგან უფლებამოსილი პირებისათვის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში, მათ შორის, უზრუნველეყო შესაბამისი პირების სამშენებლო ფართზე დაშვება ნებისმიერ დროს რაიმე შეზღუდვის ან პირობის გარეშე; ბ) ქ. ბათუმის მერიისათვის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებიდან გამომდინარე გადაეხადა შექმნილი სართულის ერთ კვ.მ -ზე 200 ლარი, სულ 4632 ლარი. გ) ა-----------–----ე ვალდებული იყო არ მოეხდინა ქ. ბათუმში, გ------–---–-ს ქ№32-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მის საკუთრებაში არსებულ სხვენში ხელშეკრულების საფუძველზე ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად შექმნილი ფართის დატვირთვა იპოთეკით ან/და რაიმე სხვა ვალდებულებით მანამ, სანამ სრულად არ გადაუხდიდა ქ. ბათუმის მერიას აღნიშნული ხელშეკრულების 3.2. პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამშენებლო სამუშაოების ღირებულებას; დ) ქ. ბათუმში, გ------–---–-ს ქ№32-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მის საკუთრებაში არსებულ სხვენში ხელშეკრულების საფუძველზე ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად შექმნილი მანსარდული სართულის გაყიდვის შემთხვევაში ა-----------–----ე ვალდებული იყო ამის შესახებ ეცნობებინა ქ. ბათუმის მერიისათვის. ამასთან მყიდველისათვის ფართი მიეყიდა იმ პირობის დაცვით, რომ მყიდველი ვალდებული იქნებოდა ქ. ბათუმის მერიის მიმართ სრულად უზრუნველეყო იმ ვალდებულების შესრულება, რაც აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გააჩნდა ა-----------–----ეს ქ. ბათუმის მერიის მიმართ. ასეთ შემთხვევაში მყიდველზე სრულად გადავიდოდა ყველა ის შეუსრულებელი ვალდებულება, რაც ხელშეკრულების საფუძველზე შესასრულებელი ქონდა ა-----------–----ეს ქ. ბათუმის მერიის მიმართ.

 

ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად ქ. ბათუმის მერიის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაშენებულ ფართზე საკუთრების უფლება ეკუთვნოდა ა-----------–----ეს და ქ. ბათუმის მერიას აღნიშნულ ფართზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნდა, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის მოთხოვნისა.

ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად ქ. ბათუმის მერია ვალდებულებას კისრულობდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველეყო 2011 წლის 03 იანვრამდე, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბათუმის მერიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ხელშეკრულების მხარეებს შორის გაფორმდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.

 

ამავე ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ ხელშეკრულების 8.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამირან ვარსანიძის მიერ ხელშეკრულებით გათვალიწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელების შემთხვევაში, მას ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული სამუშაოთა განხორციელების შესახებ ხელშეკრულება და დანართი.

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ შესრულებული იქნა მასა და ა-----------–----ეს შორის 2010 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული ”სამუშაოთა განხორციელების შესახებ” ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. კერძოდ, ქ. ბათუმის მერიამ განახორციელა ქ. ბათუმში, გ------–---–-ს ქ№32-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ა-----------–----ის სასარგებლოდ 15,20 კვმ საერთო ფართის მანსარდული სართულისა და 7,96 კვმ აივნის დაშენება, რაზედაც ქ. ბათუმის მერიასა და ა-----------–----ეს შორის 2011 წლის 21 ივლისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ ქ. ბათუმის მერიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სრულად და ჯეროვნად შეასრულა ერთის მხრივ ქ. ბათუმის მერიასა და მეორე მხრივ ა-----------–----ეს შორის 2010 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული ”სამუშაოთა განხორციელების შესახებ” ხელშეკრულებით ა-----------–----ის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. ბათუმის მერიასა და ა-----------–----ეს შორის 2010 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული სამუშაოთა განხორციელების შესახებ ხელშეკრულება და დანართი.

- ქ. ბათუმის მერიასა და ა-----------–----ეს შორის 2011 წლის 21 ივლისს გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტი.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

 

3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-----------–----ის მიერ ვადამოსული გადასახდელი თანხიდან გადახდილი იქნა მხოლოდ 2011 წლის 31 ოქტომბერს 463,20 ლარი და 2012 წლის 10 მაისს 464 ლარი, სულ ა-----------–----ის მიერ გადახდილი იქნა 927,20 ლარი.

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-----------–----ეს 2012 წლის მაისის შემდეგ არც ერთი ვადამოსული გადასახდელი თანხა დღემდე არ აქვს გადახდილი და სარჩელის აღძვრის დროისათვის მისი ვადამოსული დავალიანება შეადგენს 3704,80 ლარს. ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 5629,42 ლარს, რომელიც გამოანგარიშებულია ა-----------–----ის მიერ ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% -იდან დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული სამუშაოთა განხორციელების შესახებ ხელშეკრულება და დანართი.

- 2011 წლის 21 ივლისს გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტი.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- საგადახდო დავალებები.

 

3.2.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ა-----------–----ისათვის სარჩელის აღძვრამდე არ მიუმართავს ვადამოსული დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, სარჩელით კი სასამართლოს მომართა 2017 წლის 05 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასარჩელო განცხადება.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ა-----------–----ეს ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს ძირითადი დავალიანების გადახდა 1389, 60 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს გადახდა 1000 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 145-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 649-ე, 400, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მიერ მიღწეული იქნა შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებმა 2010 წლის 01 დეკემბერს დადეს ”სამუშაოთა განხორციელების შესახებ” ხელშეკრულება, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას და რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 649-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 21 ივლისის მიღება- ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მერიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სრულად და ჯეროვნად შეასრულა 2010 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული ”სამუშაოთა განხორციელების შესახებ” ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. ხოლო ა-----------–----ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მისი დავალიანება ქ. ბათუმის მერიის წინაშე შეადგენს 3704,80 ლარს, რომლშიც შედის 2012 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2012 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2013 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2013 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2014 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2014 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2015 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით და 2015 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე დავალიანების დაკისრების შესახებ არის დასაბუთებული.

 

6.2. სასამართლო ასევე დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების თაობაზეც და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს.

 

დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი ვადაში. 2010 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულებით კი განისაზღვრა პირგასამტეხლო თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადამოსული გადასახდელი თანხის 0,1%-ით. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლის 01 დეკემბრის სამუშაოთა განხორციელების შესახებ ხელშეკრულების 6.2 პუნქტით ა-----------–----ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადები განისაზღვრა ხელშეკრულების დანართით. დანართი კი ითვალისწინებდა თანხის დაფარვას პერიოდულობით. კერძოდ: მოპასუხეს 2011 წლის 15 ივნისამდე უნდა გადაეხდა 463,2 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა 463,2 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე უნდა გადაეხადა 463,2 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა 463,2 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე უნდა გადაეხადა 463,2 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე უნდა 463,2 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე უნდა გადაეხადა 463,2 ლარი, 2014 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა 463,2 ლარი, 2015 წლის 15 ივნისამდე უნდა გადაეხადა 463,2 ლარი, 2015 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა 463,2 ლარი.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 2011 წლის 15 ივნისამდე და 2011 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი თანხა, ხოლო შესასრულებელი აქვს 2012 წლის შემდგომი პერიოდის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. ანუ მოსარჩელე მოპასუხისაგან მოითხოვს 2012 წლის 15 ივნისამდე, 2012 წლის 15 დეკემბრამდე, 2013 წლის 15 ივნისამდე, 2013 წლის 15 დეკემბრამდე, 2014 წლის 15 ივნისამდე, 2014 წლის 15 დეკემბრამდე, 2015 წლის 15 ივნისამდე და 2015 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელ დავალიანებებს. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს ა-----------–----ისათვის სარჩელის აღძვრამდე არ მიუმართავს ვადამოსული დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, სარჩელით კი სასამართლოს მომართა 2017 წლის 05 დეკემბერს.

 

ზ/ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი თანხების მოთხოვნის ნაწილში არის ხანდაზმული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, ასევე სამი წელია, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან; მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;

 

დადგენილია, რომ მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნდა პერიოდულად და შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლებაც წარმოეშვა თითოეული ვალდებულების დარღვევის დროიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა თითოეული ვადამოსული გადახდის დროიდან, შესაბამისად შეთანხმებით გათვალისწინებული კონკრეტული გრაფიკის დარღვევის დროისათვის მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე, თუმცა სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 05 დეკემბერს.

 

ამდენად, სასამართლო მოცემულ სამართლებრივ დავაზე ადგენს, რომ 2014 წლის 15 ივნისამდე ვადამოსულ დავალიანებებზე გასულია პერიოდულად შესასრულებელი სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ამავე კოდექსის 145 მუხლის თანახმად მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ არის გასული. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ 2014 წლის 15 ივნისამდე არსებული დავალიანებები ხანდაზმულია, ასევე ხანდაზმულია აღნიშნულ დავალიანებებზე დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნაც.

 

6.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ ვალდებულების ნაწილში, რომელიც მოსარჩელეს წარმოეშვა 2012 წლის 15 ივნისამდე, 2012 წლის 15 დეკემბრამდე, 2013 წლის 15 ივნისამდე, 2013 წლის 15 დეკემბრამდე და 2014 წლის 15 ივნისამდე გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნების სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო. რაც შეეხება 2014 წლის 15 დეკემბრამდე, 2015 წლის 15 ივნისამდე და 2015 წლის 15 დეკემბრამდე მოპასუხის მიერ გადასახდელ თანხებს, რაც შეადგენს სულ 1389,6 ლარს, ამ ნაწილში სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 1389,6 ლარის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც. ამასთან სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 418-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1000 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დადგენილია, რომ თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ქ. ბათუმის მერია სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 71 ლარის და 68 თეთრის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 39–ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნა ა-----------–----ეზე ვადამოსული დავალიანების და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ა-----------–----ეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს ვადამოსული დავალიანების გადახდა 1389,60 ლარის ოდენობით, მასვე დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 1000 ლარის ოდენობით.

1.2. ა-----------–----ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 71,68 ლარის ოდენობით.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე