გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14845-14
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - ს-----–----------------–--------–----- ს----------–----------------- ე---------–--------ო
წარმომადგენელი - ნ-----–---–------
მოპასუხე - ა----–--- გ-----–--
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მოპასუხის მხარეზე - ს----- ა--------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ა----–--- გ-----–--ს მოსარჩელე ს-----–----------------–--------–----- ს----------–----------------- ე---------–--------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 110 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ს----------–----------------- ე---------– ბიუროში, მოპასუხე ა----–--- გ-----–--ს 2014 წლის განმავლობაში გაეწია, 2014 წლის 17 თებერვლის #1-------- განცხადების და #---------- ხელშეკრულების საფუძველზე, ფონოსკოპიური საექსპერტო მომსახურება, რაც გათვალისწინებულია ს-----–----------------–--------–----- ს----------–----------------- ე---------–--------ოს დებულებით. გაწეული მომსახურებისთვის მოპასუხე მხარეს არ გადაუხდია შესაბამისი ტარიფით დადგენილი გადასახადი. მოსარჩელე ს----------–----------------- ე---------–--------ო ითხოვს დაეკისროს მოპასუხე ა----–--- გ-----–--ს გაწეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასურის გადახდა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ დაკვეთის მომენტისათვის მოქმედი ტარიფის შესაბამისად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა----–--- გ-----–--მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2014 წლის 19 თებერვალს მან წერილობით მიმართა მოსარჩელეს და ითხოვა საექსპერტო კვლევისთვის გადაეცათ ექსპერტ-სპეციალისტის ა----- მ-----–-------სთვის 2013 წლის 02 აგვისტოს 1004209813 განაცხადით მის მიერ წარმოდგენილი 3 ცალი ,,CD“ დისკი, რომელიც ინახებოდა ბიუროს კანცელარიაში და რომელიც მოსარჩელეს მან წარუდგინა საღი, სრულყოფილი ჩანაწერით.
მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო გზავნილის გადაცემამდე, მისთვის უცნობი იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუდგენია აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობაზე. ამასთან, მასა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ მოიცავს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ღირებულების მოცულობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს-----–----------------–--------–----- ს----------–----------------- ე---------– ბიუროს და ა----–--- გ-----–--ს შორის დაიდო ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზე შემსრულებელი აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის საექსპერტო ან სპეციალურ სამუშაოს, ხოლო დამკვეთი უხდიდა შემსრულებელს შესრულებული სამუშაოს საფასურს ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის #171 დადგენილებით დამტკიცებული ს-----–----------------–--------–----- ს----------–----------------- ე---------–--------ო მომსახურების ტარიფების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.
ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ დამკვეთი გაეცნო დადგენილებით გათვალისწინებული, შესაბამისი საექსპერტო ან სპეციალური სამუშაოების ღირებულებას (რაც დაადასტურა ხელშეკრულებაზე ხელმოწერით), რომელსაც დამკვეთი იხდიდა ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებამდე ან სამუშაოს შესრულებიდან დასკვნის მიღებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ (ს.ფ. 21-23);
- ა----–--- გ-----–--ს 17.02.2014 წლის განცხადება (ს.ფ. 19-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დამკვეთი უარს განაცხადებს შემსრულებლის მიერ ჩატარებული სამუშაოს გაგრძელებაზე, ან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ვერ უზრუნველყოფს ექსპერტის დაშვებას ობიექტზე, ან დასკვნის მომზადება შეუძლებელია არსებული მასალების საფუძველზე, ექსპერტი ადგენს აქტს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ, დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი ექსპერტიზისთვის განკუთვნილი ტარიფით განსაზღვრული თანხის 25 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ (ს.ფ. 21-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. ვინაიდან დამკვეთი მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი საექსპერტო კვლევისთვის საჭირო ყველა მასალის წარმოდგენა, კონკრეტულ შემთხვევაში სხვა პირების წარმოდგენა, ხმის ნიმუშების აღების მიზნით, ექსპერტის მიერ მომზადდა აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ.
2014 წლის 17 თებერვალს (დამკვეთის წერილობითი მიამრთვის პერიოდი) მომსახურების ტარიფი განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის N171 დადგნილებით დამტკივებული ბიუროს მომსახურების ტარიფებით და გაწეული საექსპერტო მომსახურებისათვის სატარიფო კოდები არის 435 (აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ დაანგარიშდება ექპერტიზისათვის განკუთვნილი ტარიფის - 300 ლარის 25%-ის ოდენობით) და 62 (ფიზიკური პირების ხმის ნიმუშის აღება- ერთი ნიმუში 35 ლარი). შესაბამისად, ჯამში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა 110 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი #3--------- (ს.ფ. 47);
- ოქმები (ს.ფ. 37; 45-46);
- აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ (ს.ფ. 38-44);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ მოპასუხე ა----–--- გ-----–--ს მიერ 17.02.2014 წლის საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულება 110 ლარის ოდენობით შესრულებული არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი #3--------- (ს.ფ. 47);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას საექსპერტო კვლევის ჩატარების შეუძლებლობაში მოსარჩელე მხარის ბრალეული ქმედების არსებობასთან დაკავშირებით.
სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, მოსარჩელე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე, რადგან ექსპერტიზის ჩასატარებლად საკვლელი მასალის წარდგენის ვალდებულება აწევს შემკვეთს და მიწოდებული მასალის დაზიანების, დაკარგვისა თუ შეგნებულად გადამალვის თაობაზე მოპასუხე მხარის არსებული ზეპირი მითითება საქმეში არ დასტურდება რაიმე სახის მტკიცებულებით და მეტიც, თავად მოპასუხე მიუთითებდა შესაგებელში მისი არაერთი მიმართვის მიუხედავად (როგორც უშუალოდ კონკრეტული პირისათვის, ისე სასამართლოსათვის) პირის წარდგენა საექსპერტო ბიუროში ვერ მოხერხდა ხმის ნიმუშის ასაღებად. ყოველივ აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე მხარის მიერ ვერ მოხდა კონკრეტული საექსპერტო კვლევის განხორცილება საკვლევი მასალის არ არსებობის/არასრულყოფილად არსებობის გამო, რაც გამორიცხას მოსარჩელე მხარის რაიმე სახის ბრალეულობას საექსპერტო კვლევის ჩატარების შეუძლებლობაში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ს-----–----------------–--------–----- ს----------–----------------- ე---------–--------ოს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, მოპასუხე ა----–--- გ-----–--ს უნდა დაეკისროს დავალიანების თანხის 110 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ ს-----–----------------–--------–----- ს----------–----------------- ე---------– ბიუროს და ა----–--- გ-----–--ს შორის დაიდო ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზე შემსრულებელი აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის საექსპერტო ან სპეციალურ სამუშაოს, ხოლო დამკვეთი უხდიდა შემსრულებელს შესრულებული სამუშაოს საფასურს ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით. საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დამკვეთი უარს განაცხადებდა შემსრულებლის მიერ ჩატარებული სამუშაოს გაგრძელებაზე, ან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ვერ უზრუნველყოფდა ექსპერტის დაშვებას ობიექტზე, ან დასკვნის მომზადება შეუძლებელი იქნებოდა არსებული მასალების საფუძველზე, ექსპერტი ადგენდა აქტს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ, დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა შესაბამისი ექსპერტიზისთვის განკუთვნილი ტარიფით განსაზღვრული თანხის 25 %.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, ასევე დადგენილია, რომ ვინაიდან დამკვეთი მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი საექსპერტო კვლევისთვის საჭირო ყველა მასალის წარმოდგენა, კონკრეტულ შემთხვევაში სხვა პირების წარმოდგენა, ხმის ნიმუშების აღების მიზნით, ექსპერტის მიერ მომზადდა აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ, რომლის მომზადების ღირებულების საფასურმაც შეადგინა 110 ლარი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურებულია რომ, 2014 წლის 17 თებერვლის საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს 110 ლარს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება სრულად, მიღებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე და შესაბამისად, მის მიმართ არსებული მოთხოვნა დავალიანების ძირითადი თანხის 110 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან ს-----–----------------–--------–----- ს----------–----------------- ე---------–--------ოს სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა----–--- გ-----–--ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ 50 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-5, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 259-ე, 2591-ე, 364-365-ე, მუხლებით და აცხადებს:
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ს-----–----------------–--------–----- ს----------–----------------- ე---------–--------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ა----–--- გ-----–--ს ს-----–----------------–--------–----- ს----------–----------------- ე---------–--------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 110 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე ა----–--- გ-----–--ს ს-----–----------------–--------–----- ს----------–----------------- ე---------–--------ოს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 50 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე