განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/226-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
04 ივლისი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ--–-----------
დაცვის მხარე: ბრალდებული – ხ-----------–-–---–-, დაბადებული 1--- წლის 2- აპრილს ბ---------ში, პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ----------ს რ-ნი, სოფ. ყ------;
ადვოკატი - ი-----------------
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I' ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 2--------- ბ----------ს რაიონის სოფელ ყ-----ში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ხ-----------–-–---–მა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარ შეცნობით არასრულწლოვან რ--------------–---–ს, კერძოდ სამჯერ დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, ასევე უკბინა მარჯვენა ლოყაზე, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ხ-----------–-–---–მა ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
დაზარალებულ რ--------------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 2--------- საღამოს ხ-----------–-–---–-ს საცხოვრებელი სახლის წინ, ქუჩაში სრულიად უმიზეზოდ დაუწყო ლანძღვა და გინება, შემდეგ დაუწყო ხელების რტყმა ტანის არეში, კერძოდ მარჯვენა ხელში და მხარში, შემდეგ გაშლილი ხელი გაარტყა სახის არეში ერთხელ და იგი ძირს დაეცა, აღნიშნული დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, შემდეგ ის ფეხზე ადგა რა დროსაც ხ-----------–-–---–- ეცა სახეში და მარჯვენა ლოყაზე ძლიერად უკბინა, ამის შემდეგ მან მოკიდა ხელი და ძალით მიათრევდა იქვე არსებული ხევისკენ და ეუბნებოდა რომ უნდა გადაეგდო, მას შეეშინდა და დაიწყო ტირილი.
ლ------------–---–-ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 2--------- საღამოს იყო ხ-----------–-–---–-ს სახლში, როდესაც გაიგო მისი ძმის რ--------------–---–ის კივილის ხმა, შემდეგ გავიდა გარეთ, რა დროსაც ხ-----------–-–---–- მის ძმას რ--------------–---–ს ეუბნებოდა ცუდ სიტყვებს, შემდეგ ხელების რტყმა დაუწყო ტანის არეში, ასევე ხელი გაარტყა სახეში და შემდეგ უკბინა ლოყაზე და ექაჩებოდა იქვე ხევისკენ, ეუბნებოდა უნდა გადაგაგდოო. აღნიშნულ დროს მისი ძმა ტიროდა და ცდილობდა თავის დახწევას ხ-----------–-–---–-საგან.
ნ------------–-–---–-ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 2--------- მასთან იმყოფებოდა რ--------------–---–ი, იმ დროს მივიდა მამამისი, ხ-----------–-–---–- მთვრალი, რომელიც ეთამაშებოდა ბავშვებს, ამ თამაშის დროს ხ-----------–-–---–მა გაშლილი ხელი გაარტყა რ--------------–---–ს სახეში და მერე უკბინა ლოყაზე, რაზეც ტირილით გაიქცა სახლისკენ.
სოფიო შარიფოვას ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 2---------, საღამოს მათთან სახლში მივიდა რ----- და ბ-------- თ------–---–--ი, მისმა მეუღლემ ხ-----------–-–---–მა ეზოში, შემოსასვლელ კართან გამოართვა 2 წლის ბ--------, ხოლო რ-----ს სრულიად უმიზეზოდ უთხრა ეზოში არ შესულიყო და სახლში წასულიყო, მაგრამ იგი არ წასულა, რაზეც ხ-----------–-–---–- გაბრაზდა და რ--------------–---–ს გაშლილი ხელი შემოარტყა სახეში, რის შემდეგაც უკბინა ლოყაზე და ატირებული რ----- გაიქცა სახლისაკენ.
ხ-----------–-–---–მა სასამართლოს არსებით სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2018 წლის 2---------- N---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ ბ----------ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი Nº1----ის მიხედვით რ--------------–---–ს აღენიშნებოდა მარცხენა ლოყის არეში შეშუპება, კანქვეშა ჰემატომა და ნაჭდევი. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ხ-----------–-–---–-ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - ნ---------------–---–-ს, გ----------------–---–-ს, ბ--------------–---ს, ხ-----------–-–---–-ს დაკითხვის ოქმებით, დადგენილება შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით, ხ-----------–-–---–-ს ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, დადგენილება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ხ-----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I' ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ხ-----------–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ხ-----------–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ-----------–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I' ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 07 თვის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ხ-----------–-–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ხ-----------–-–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I' ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 07 თვის ვადით.
2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი 01 წლის და 06 თვის ვადით.
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 01 წელი და 06 თვე და საბოლოოდ ხ-----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 07 თვის ვადით.
4. ხ-----------–-–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 21 მარტიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მსჯავრდებულს უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა შეწყალების შესახებ.
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი