გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
150210018002346026
№ 2/54-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე _ მა-–---- ენ-----ე
სხდომის მდივანი _ და---- მე-–----ე
მოსარჩელე _ გე----- ვა---------ი
წარმომადგენელი - ნი--- დე--------ე
მოპასუხეები _ ელ--ა ბა---------ი, არ------ ბა---------ი, ზა----- ბა---------ი
წარმომადგენელი - სმ---- ხო-------ი
თარჯიმანი - გა-–-------- გა-----–-–---–ი
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა და კომპენსაციის სახით თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეები - ელ--ა ბა---------ი (პ/ნ 0----------), არ------ ბა---------ი (პ/ნ 0----------) და ზა----- ბა---------ი (პ/ნ 0----------) მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად გამოსახლებულნი იქნენ, ქ. ახალქალაქში, ვ.სარგისიანის ქუჩა #4--ში მდებარე (საკადასტრო კოდი: # 63.18.33.3--), მოსარჩელე გე----- ვა---------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან;
1.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ ზარალის ანაზღაურების მიზნით, კომპენსაციის სახით 2,000 (ორი ათასი) ლარის გადახდა.
სარჩელის თანახმად, გე----- ვა---------მა 2017 წლის 29 დეკემბერს აუქციონის წესით შეიძინა უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი მდებარე: ქ.ახალქალაქი, ვ.სარგისიანის ქუჩა # 4--ში, საკადასტრო კოდით: # 63.18.33.3-- რომლის მესაკუთრე გახდა გე----- ვარტანიანი. თუმცა მოპასუხეები ელ--ა ბა---------ი, არ------ ბა---------ი, ზა----- ბა---------ი დღეის მდგომარეობით კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას მოსარჩელის მიერ შეძენილ საცხოვრებელ სახლში. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ მოპასუხეებს დაეცალათ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, ისინი დღემდე აგრძელებენ მისი საკუთრებით სარგებლობას, რის შედეგადაც გე----- ვა---------ს ადგება ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები თავიანთ შესაგებელში არ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავენ, რომ მოსარჩელეს აუქციონზე შეძენილი მათი საცხოვრებელი სახლი სულაც არ შეუძენია იქ საცხოვრებლად. მოსარჩელე ცხოვრობს წალკის რაიონში და მოპასუხეებთან საუბარში მან აღიარა, რომ არ აპირებს წალკის რაიონიდან ახალქალაქში გადმოსახლებას და აღნიშნულ ბინაში ცხოვრებას. გე----- ვა---------ს არა----არი ზიანი არ ადგება მოპასუხეების ბინაში ცხოვრებით. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეების წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ სადავო სახლი აუქციონზე შეცდომით გაიყიდა, ღირებულება შეუსაბამოა, რადგანაც ძალიან იაფად გაიყიდა. სახლი ეკუთვნის ელ--ა ბა---------ს, რომელიც არის 78 წლის მოხუცებული ქალი. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ექვსი ადამიანი სახლ-კარის გარეშე დარჩება. მათ მორიგება შესთავაზეს გე----- ვა---------ს, თანხასაც აძლევდნენ მაგრამ უარი განაცხადა. რაც შეეხება მის მიერ მოთხოვნილ კომპენსაციის თანხას, უსაფუძვლოა რადგანაც ვერ ასაბუთებს თუ რა ზიანი მიადგა. მოსარჩელეს ახალქალაქში ყოფნის, სასტუმროში დაბინავებისა და სხვა ხარჯების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. წარმომადგენლის განმარტებით რეალურად სადავო ბინაში მათ გარდა კიდევ ცხოვრობს არ------ და ზა----- ბა---------ების სამი შვილი, რომლის გამოსახლებასაც მოსარჩელე არ ითხოვს, შესაბამისად თუ კი მათი გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება შევა ძალაში, მისი ბოლომდე აღსრულება შეუძლებელი იქნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელის შედგენისას მისთვის ცნობილი იყო რომ სადავო ბინაში მხოლოდ სამი სული ცხოვრობდა და სხვა პირების სადავო ბინაში ცხოვრების თაობაზე მისთვის პროცესზე გახდა ცნობილი. მოსარჩელის წარმომადგენელი არ იზიარებს მოპასუხეთა პოზიციას და განმარტავს რომ მოსარჩელეს ხელი ეშლება თავისი საკუთრების შეხედულებისამებრ გამოყენებაში, მხარეთა შორის არანაირი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობს (სახელშეკრულებო შებოჭვის თაობაზე)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე გე----- ვა---------მა, 2017 წლის 29 დეკემბერს, აუქციონის წესით შეიძინა საცხოვრებელი სახლი მდებარე: ქ.ახალქალაქი, ვ.სარგისიანის ქუჩა # 4--ში, რომლის საკადასტრო კოდია # 63.18.33.3--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს, 2018 წლის 08 იანვრის, # A17119087-012/001 განკარგულება;
- 2018 წლის 24 იანვრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (ს.ფ. 14-15);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 4--52).
3.1.2. მოპასუხეები ელ--ა ბა---------ი, არ------ ბა---------ი, ზა----- ბა---------ი დღეის მდგომარეობით კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას მოსარჩელის მიერ შეძენილ საცხოვრებელ სახლში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 4--52).
3.1.3. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეებმა აღიარეს რომ სადავო ბინაში მართლაც არის მათი ნივთები და რომ ისინი აღნიშნულ ბინაში ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 4--52);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ მოპასუხეებს დაეცალათ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, ისინი დღემდე აგრძელებენ გე----- ვა---------ის საკუთრებით სარგებლობას, რის შედეგადაც გე----- ვა---------ს ადგება ზიანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 4--52).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ გე----- ვა---------ის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 173-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით, მოპასუხეებმა აღიარეს რომ სადავო ბინაში მართლაც არის მათი ნივთები და რომ ისინი აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი აღიარებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებასა და მის ხელშეუვალობას, რომლის თანახმადაც დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხდვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183 და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
განსახილველ საქმესთან მიმართებაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია და სადავო არაა რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ახალქალაქში, ვ.სარგისიანის ქუჩა # 4--ში, საკადასტრო კოდით: # 63.18.33.3-- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე გე----- ვა---------ის სახელზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე და მოპასუხეები - ელ--ა ბა---------ი, არ------ ბა---------ი, ზა----- ბა---------ი მოსარჩელეს სრულიად უკანონოდ უშლიან ხელს თავისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინით სარგებლობაში, მიუხედავად გე----- ვა---------ის არაერთი გააფრთხილებისა მოპასუხეები არ ათავისუფლებენ ბინას, რის გამოც მოსარჩელეს ხელი ეშლება მისი საკუთრებით სარგებლობაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეთა ამგვარი ქმედება სრულიად საფუძველ მოკლებულია, რამდენადაც მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე მხარე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაზე კანონით გარანტირებული უფლებები. რაც შეეხება მოპასუხეთა პოზიციას იმის თაობაზე, რომ ისინი სადავო ბინის მართლზომიერ და კეთილსინდისიერ მფლობელებს წარმოადგენენ და რომ მოსარჩელეს აუქციონზე შეძენილი მათი საცხოვრებელი სახლი სულაც არ შეუძენია იქ საცხოვრებლად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183 და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ გე----- ვა---------ის საკუთრების ხელყოფა ხდება მოპასუხეთა მიერ, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და სარჩელი გამოსახლების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეები - ელ--ა ბა---------ი (პ/ნ 0----------), არ------ ბა---------ი (პ/ნ 0----------) და ზა----- ბა---------ი (პ/ნ 0----------) მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად გამოსახლებულნი უნდა იქნენ, ქ. ახალქალაქში, ვ.სარგისიანის ქუჩა #4--ში მდებარე (საკადასტრო კოდი: 63.18.33.3--), მოსარჩელე გე----- ვა---------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან.
რაც შეეხება მოსარჩელის მეორე მოთხოვნას კომპენსაციის სახით 2,000 (ორი ათასი) ლარის მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს რამდენადაც მოსარჩელე ვერ ასაბუთებს კონკრეტულად თუ რა ზიანი მიადგა მას. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მხოლოდ გე----- ვა---------ის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას უწევდა სასტუმროში დაბინავების ხარჯების გადახდა. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლი განსაზღვრავს პროცესის ხარჯების ცნებას, რომლის თანახმადაც პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახილია 180 (ას ოთხმოცი) ლარი. 120 ლარი გამოსახლების ნაწილში, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში - 60 ლარი. ვინაიდან აღნიშნული სამოქალაქო საქმე მაგისტრატის ქვემდებარეა, მოსარჩელეს 120 ლარიდან უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი 60 (საოცი) ლარი. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მხოლოდ გამოსახლების ნაწილში (4,000) მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახილი 60 (სამოცი) ლარი, იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებული იქნა. იმ მოთხოვნის ნაწილში კი (ზიანის ანაზრაურების ნაწილში), რომლის დაკმაყოფილებაზეც მოსარჩელეს ეთქვა უარი - კომპენსაციის სახით 2,000 ლარის დაკისრების ნაწილში, მოპასუხეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, მოსარჩელე მხარე თავდაპირველად სარჩელით ითხოვდა სასამართლოს გარეშე ხარჯების კერძოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხეთათვის დაკისრებას, თუმცა მან სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე აღნიშული მოთხოვნაზე უარი განაცხადა მტკიცებულებათა არ ქონის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 41-ე, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე,364-ე, 369-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე გე----- ვა---------ის (პ/ნ 5----------) სარჩელი მოპასუხეების ელ--ა ბა---------ის (პ/ნ 0----------), არ------ ბა---------ის (პ/ნ 0----------) და ზა----- ბა---------ის (პ/ნ 0----------) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, ხელშეშლის აღკვეთისა და კომპენსაციის სახით თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხეები - ელ--ა ბა---------ი (პ/ნ 0----------), არ------ ბა---------ი (პ/ნ 0----------) და ზა----- ბა---------ი (პ/ნ 0----------) მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად გამოსახლებულნი იქნენ, ქ. ახალქალაქში, ვ.სარგისიანის ქუჩა #4--ში მდებარე (საკადასტრო კოდი: 63.18.33.3--), მოსარჩელე გე----- ვა---------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან;
2. გე----- ვა---------ის (პ/ნ 5----------) სარჩელი კომპენსაციის სახით თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
3. მოსარჩელე გე----- ვა---------ს (პ/ნ 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 (სამოცი) ლარის ოდენობით;
4. მოპასუხეებს - ელ--ა ბა---------ი (პ/ნ 0----------), არ------ ბა---------ი (პ/ნ 0----------) და ზა----- ბა---------ი (პ/ნ 0----------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 60 (სამოცი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მა-–---- ენ-----ე