განაჩენი

სისხლის სამართლის 05.07.2018
საქმის ნომერი
080100117002009053
დავის ტიპი
378 1
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/583-17 წ. (N073181216001)

განაჩენი

საქართველოს სახელით

05.07.2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი - ნანა გაბედავა

პროკურორი: დ------–---------ე

ბრალდებული: გ---------ე

მამის სახელი: თ-------

დაბადებული: 2--------- წელი

დაბადების ადგილი: გ-----

პირადი ნომერი: N1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-

ნასამართლეობა: მ-----

მცხოვრები: ქ-------–------------–--–------------------

ადვოკატი: ნ---------------–ია

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სხდომის ტიპი: ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ გ---------ემ ჩაიდინა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რასაც თან ახლავს ამ დაწესებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 00:21 საათზე, ქ---------–----------------------–-------------–- მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების სარეჟიმო კორპუსის მე-2 სართულის №229 დეესკალაციის ოთახში მოთავსებული მსჯავრდებული გ---------ე არ დაემორჩილა ხელბორკილის დადების მიზნით მასთან საკანში შესულ ამავე დაწესებულების თანამშრომლებს: ზ------–----ეს, მ---------–----ას, მ-------–-–-----ეს, რ----------–--–--ეს და დ--------------ეს, რომლებიც მოუწოდებდნენ დაწყნარებულიყო და შეეწყვიტა მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა. მიუხედავად გაწეული წინააღმდეგობისა, დაწესებულების თანამშრომლებმა შეძლეს გ---------ისთვის ხელბორკილის დადება, თუმცა, ამ უკანასკნელმა საკნის გასასვლელისკენ მიმავალ ზ-----–----ეს მოუქნია ფეხი და შეაფურთხა სახის არეში. ამის შემდეგ, გ---------ემ კვლავ გააგრძელა თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, არ მისცა საკნის კარების დაკეტვის საშუალება და ხელი შეუშალა მათ საქმიანობაში.

საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:

დაზარალებულ ზ-----–----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ზ-----–----ე 2----–-–------------–----- მუშაობდა ი-----------------------–-------- N3 დაწესებულებაში, მის უფლება მოვალეობას წარმოადგენდა რეჟიმის დაცვა, მსჯავრდებულ-ბრალდებულების ზედამხედველობა და კონტროლი. 2016 წლის 17 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც დაახლოებით საღამოს 21:00 საათზე მოესმა კარების ბრახუნის ხმა N--- საკნიდან, სადაც მოთავსებულები იყვნენ მსჯავრდებულები ა---------–-------------ე და გ---------ე. ის და მისი თანამშრომლები მივიდნენ აღნიშნულ საკანთან, რათა გაერკვიათ არსებული მდგომარეობა, საკანში მოთავსებული პირები იმუქრებოდნენ თვითდაზიანებით, რის გამოც გადაწყვიტეს გ---------ე ჩაეყვანათ პირველი კორპუსის N3 სამარტოო საკანში, რაც განახორციელეს კიდეც. მალე კიდევ შემოესმათ ხმაური, რა დროსაც საკანში აღმოაჩინეს, რომ მოტეხილი იყო ონკანი და ხელსაბანი ნიჟარა. ისინი შევიდნენ შიგნით, გ---------ეს დაადეს ხელბორკილები და აიყვანეს მეორე კორპუსში დეესკალაციის N229 საკანში. ამის შემდეგ მოუწოდებდნენ გ---------ეს რომ დაწყნარებულიყო. კანონით გათვალისწინებული დროის გასვლის შემდეგ თანამშრომლები შევიდნენ საკანში და მოხსნეს გ---------ეს ხელბორკილები, თუმცა, მალევე, რამოდენიმე წუთის შემდეგ, მსჯავრდებულმა ისევ დაიწყო კარებზე ბრახუნი, გინება და რეჟიმის დარღვევა, რის გამოც ის მის თანამშრომლებთან მ---------–----ასთან, დ--------------ესთან, რ----------–--–--ესთან და მ-------–-–-----ესთან ერთად შევიდნენ N229 საკანში და კვლავ დაადეს ხელბორკილები გ---------ეს, რა დროსაც მსჯავრდებულმა გაუწია მათ ფიზიკური წინააღმდეგობა - არ აძლევდა ხელბორკილების დადების საშუალებას. მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხეს ხელბორკილების დადება და აპირებდნენ გარეთ გამოსვლას, რა დროსაც გ---------ემ არ მისცა მათ კარების დაკეტვის საშუალება, მიიყვანეს და დააწვინეს უსაფრთხო ლეიბზე. გამოსვლის დროს გ---------ემ შეაფურთხა მას სახეში, მისი მარჯვენა ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხზე წვივის არეში, ამის შემდეგ ისინი აპირებდნენ გამოსვლას საკნიდან, თუმცა, გ---------ე კვლავ არ აძლევდა საშუალებას, რომ დაეტოვებინათ საკანი, იგინებოდა, ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა, კარების დახურვის საშუალებას არ აძლევდა მათ, რის გამოც ისევ დააწვინეს ის უსაფრთხო ლეიბზე და გამოვიდნენ. აღნიშნულის თაობაზე ზურაბ ტრაპაიძემ შეადგინა ოქმი, ხოლო მ-----------------ემ აცნობა ამ ფაქტის შესახებ ხელმძღვანელობას(სასამართლო სხდომის ოქმი).

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დადასტურებულია მოწმეების მ---------–----ას, რ----------–--–--ის და დ--------------ის მიერ, სასამართლოსათვის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ინფორმაციით (სასამართლო სხდომის ოქმი).

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების: გ----------–------ის, თ---------------ს და გ-----------ის ჩვენებებით დასტურდება, რომ მოცემული საქმეზე აწარმოეს გამოძიება, რა დროსაც ჩაატარეს საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები და საქმეში არსებული რიგი დოკუმენტები შედგენილი და ხელმოწერილია მათ მიერ (სასამართლო სხდომის ოქმი).

2015 წლის 14 მარტის ოქმის თანახმად მსჯავრდებული გ---------ეს პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულებაში, იმავე დაწესებულების ოპერატიულმა მორიგემ ნ--------–---–--ემ გააცნო მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები, მათ შორის მოვალეობა იმის შესახებ, რომ ვალდებულია დაიცვას, დაემორჩილოს და შეასრულოს ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები, რაც ასევე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ნ--------–---–--ემ (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე თ----–--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 01:50 საათზე, №229 დეესკალაციის ოთახში, მოთავსებულმა გ---------ემ ხელბორკილის მოხსნის შემდეგ უარი განუცხადა მაჯების დათვალიერებაზე, ხოლო სახეზე რაიმე სახის დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა (სასამართლო სხდომის ოქმი).

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ფორმა №1-ით დადგენილია, რომ 2016 წლის 18 დეკემბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნიშნებით, მსჯავრდებულ გ---------ის მიერ პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების თანამშრომლის ზ-----–----ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე (ტ.1.ს.ფ.1).

პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულებიდან შემოსული 2016 წლის 18 დეკემბრის MOC 616 01026377 შეტყობინებით, პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის მ-----------------ის 2016 წლის 18 დეკემბრის MOC 416 01026375 პატაკით და 2016 წლის 18 დეკემბრის ოქმით ირკვევა, რომ იმავე დღეს დაახლოებით 00:21 საათზე, სარეჟიმო კორპუსის №229 დეესკალაციის ოთახში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა გ---------ემ, რომელიც იყო აგრესიული, აბრახუნებდა დეესკალაციის ოთახის კარებზე, წინააღმდეგობას უწევდა მორიგე ჯგუფის წევრებს და იმუქრებოდა თვითდაზიანებით, რის გამოც მის მიმართ მისივე დამშვიდების მიზნით გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალება ხელბორკილი, რა დროსაც იმავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორ ზ-----–----ეს მოუქნია და მიარტყა ფეხი ფეხის არეში (ტ.1.ს.ფ.2-4).

2016 წლის 27 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №007661516 დასკვნით დადგენილია, რომ ზ-----–----ეს პირადი შემოწმებით ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო ამავე ექსპერტიზის 2016 წლის 25 დეკემბრის №5007108716 წერილით ირკვევა, რომ გ---------ის მიმართ დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზა დაბრუნებულ იქნა შეუსრულებლად, რადგანაც მან უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე (ტ.1.ს.ფ.32,42-44).

2017 წლის 16 მარტის MOC 117 00200233 წერილით დადგენილია, რომ 2016 წლის 17 დეკემბრის 10:00 საათიდან 2016 წლის 17 დეკემბრის 10:00 საათამდე, პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულებაში მორიგე განწესში იმყოფებოდნენ: ზ------–----ე, მ---------–----ა, მ-------–-–-----ე, რ----------–--–--ე და დ--------------ე (ტ.1.ს.ფ.154).

2016 წლის 17 დეკემბრის პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების დირექტორის №1617 ბრძანებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული გ---------ე მისივე თვითდაზიანების თავიდან აცილების და შემდგომი უსაფრთხოების მიზნით მოთავსდა №229 დეესკალაციის ოთახში და დაწესდა ვიზუალურ-ელექტრონული მეთვალყურეობა (ტ.1.ს.ფ.155).

2016 წლის 19 დეკემბრის ცნობით ირკვევა, რომ 2016 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 21:35 საათზე, პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების №3 სამარტოო საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა გ---------ემ მოაძრო საკანში არსებული წყლის ნიჟარა და მოტეხა წყლის ონკანი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 5 ლარი (ტ.1.ს.ფ.174).

2016 წლის 29 ნოემბრის და 2015 წლის 31 აგვისტოს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით დასტურდება, რომ ზ-----–----ე, მამუკა შაშმანიძე, რ----------–--–--ე და დ--------------ე დაინიშნენ პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორების თანამდებობაზე, ხოლო 2015 წლის 31 აგვისტოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით დადასტურდა, რომ მ---------–----ა დაინიშნა პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე (ტ.1.ს.ფ.189-193).

პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს MOC 117 00372260 წერილის თანახმად დაარქივებულ იქნა 2016 წლის 18 დეკემბრის №229 დეესკალაციის ოთახში, დაახლოებით 00:21 საათზე, მომხდარი ინციდენტის ამსახველი ჩანაწერი (ტ.1.ს.ფ.236).

2017 წლის 30 მაისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 24 მაისის მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ-------–--–--------------–-------------–- მდებარე ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოდან - CD დისკზე გადმოწერილ იქნა 2016 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 00:21 საათიდან 00:25 საათამდე დროის მონაკვეთში, №229 დეესკალაციის ოთახში, სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერი (ტ.1.ს.ფ.237-248).

2017 წლის 2 ივნისის პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების სარეჟიმო კორპუსის მე-2 სართულის №229 დეესკალაციის ოთახის სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალის დათვალიერების ოქმით (ჩაწერილი - CD დისკზე) დადგენილია, რომ 2016 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 00:21 საათიდან 00:25 საათამდე დროის მონაკვეთში, ამავე დაწესებულების №229 დეესკალაციის ოთახში, მსჯავრდებული გ---------ე არ ემორჩილება და წინააღმდეგობას უწევს ხელბორკილის დადების მიზნით მასთან საკანში შესულ დაწესებულების თანამშრომლებს: ზ-----–----ეს, მ---------–----ას, მ-------–-–-----ეს, რ----------–--–--ეს და დ--------------ეს, ხოლო ხელბორკილის დადების შემდეგ საკნის გასასვლელისკენ მიმავალ ზ-----–----ეს მოუქნია ფეხი და შეაფურთხა სახის არეში. რის შემდეგაც კვლავ აგრძელებს თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, არ აძლევს მათ საკნის კარების დაკეტვის საშუალებას და საკნის კარებზე ურტყამს ფეხებს (ტ.1.ს.ფ.255-256).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განაჩენით გ---------ე გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“, მე-2 ნაწილის ,,ე“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 378-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 35 წლით თავისუფლების აღკვეთა(ტ.1.ს.ფ.126-134).

პენიტენციური დეპარტამენტის №3 დაწესებულების სარეჟიმო კორპუსის მე-2 სართულის №229 დეესკალაციის ოთახის სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალის დათვალიერებით, რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე მხარეების თანდასწრებით, დადგენილია, რომ 2016 წლის 18 დეკემბერს, 00:20 საათიდან 00:25 საათამდე დროის მონაკვეთში, იმავე დაწესებულების №229 დეესკალაციის ოთახში, მსჯავრდებული გ---------ე ფეხებს ურტყამს კარებს, ეს ფაქტი დაფიქსირდა მიახლოებით 11-ჯერ, რის გამოც საკანში შემოვიდნენ ზ-----–----ე, მ---------–----ა, რ----------–--–--ე, დ--------------ე და მ-------–-–-----ე. ზ-----–----ეს ხელში უკავია ხელბორკილები და ადებს გ---------ეს, ამის შემდეგ თანამშრომლები ცდილობენ, რომ გავიდნენ საკნიდან, თუმცა გ---------ე უკან მიყვება მათ და არ აძლევს გასვლის საშუალებას, საკნის გასასვლელისკენ მიმავალ ზ-----–----ეს მოუქნევს ფეხს და აფურთხებს სახის არეში. რის შემდეგაც კვლავ აგრძელებს თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, თანამშრომლებმა გ---------ე დააწვინეს უსაფრთხო ლეიბზე და გავიდნენ საკნიდან, თუმცა ის არ აძლევს მათ საკნის კარების დაკეტვის საშუალებას და საკნის კარებზე კვლავ ურტყამს ფეხებს.

წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების გაანალიზებით და ურთიერთშეჯერებით სასამართლოს უდავოდ დადგენილ ფაქტად მიაჩნია გ---------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა - პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რასაც თან ახლავს ამ დაწესებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირები ზ-----–----ე, მ---------–----ა, რ----------–--–--ე და დ--------------ე დამაჯერებლად განმარტავენ, რომ 2016 წლის 17 დეკემბერს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც დაახლოებით საღამოს 21:00 საათზე მოესმათ კარების ბრახუნის ხმა N--- საკნიდან, სადაც მოთავსებულები იყვნენ მსჯავრდებულები ა---------–-------------ე და გ---------ე. ის და მისი თანამშრომლები მივიდნენ აღნიშნულ საკანთან, რათა გაერკვიათ არსებული მდგომარეობა, საკანში მოთავსებული პირები იმუქრებოდნენ თვითდაზიანებით, რის გამოც გადაწყვიტეს გ---------ე ჩაიყვანეს პირველი კორპუსის N3 სამარტოო საკანში. მალე კიდევ შემოესმათ ხმაური, რა დროსაც საკანში აღმოაჩინეს, რომ მოტეხილი იყო ონკანი და ხელსაბანი ნიჟარა. ისინი შევიდნენ შიგნით, გ---------ეს დაადეს ხელბორკილები და აიყვანეს მეორე კორპუსში დეესკალაციის N229 საკანში. ამის შემდეგ მოუწოდებდნენ გ---------ეს რომ დაწყნარებულიყო. კანონით გათვალისწინებული დროის გასვლის შემდეგ თანამშრომლები შევიდნენ საკანში და მოხსნეს გ---------ეს ხელბორკილები, თუმცა, მალევე, რამოდენიმე წუთის შემდეგ, მსჯავრდებულმა ისევ დაიწყო კარებზე ბრახუნი, გინება და რეჟიმის დარღვევა, რის გამოც ისინი შევიდნენ N229 საკანში და კვლავ დაადეს ხელბორკილები გ---------ეს, რა დროსაც მსჯავრდებულმა გაუწია მათ ფიზიკური წინააღმდეგობა - არ აძლევდა ხელბორკილების დადების საშუალებას. მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხეს ხელბორკილების დადება და აპირებდნენ გარეთ გამოსვლას, რა დროსაც გ---------ემ არ მისცა მათ კარების დაკეტვის საშუალება, მიიყვანეს და დააწვინეს უსაფრთხო ლეიბზე. გამოსვლის დროს გ---------ემ შეაფურთხა მას სახეში, მისი მარჯვენა ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხზე წვივის არეში, ამის შემდეგ ისინი აპირებდნენ გამოსვლას საკნიდან, თუმცა, გ---------ე კვლავ არ აძლევდა საშუალებას, რომ დაეტოვებინათ საკანი, იგინებოდა, ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა, კარების დახურვის საშუალებას არ აძლევდა მათ, რის გამოც ისევ დააწვინეს ის უსაფრთხო ლეიბზე და გამოვიდნენ.

მოწმეთა ჩვენებებში მითითებული გარემოებები სრულად დასტურდება №229 დეესკალაციის ოთახის სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალით, რომლებიც ერთობლიობაში სრულ საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ გ---------ის მიერ 2016 წლის 18 დეკემბერს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა.

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 27.02.2017 წლის მომართვით) ირკვევა, რომ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შედგენილი დასკვნის საფუძველზე 2016 წლის 17 დეკემბერს გ. ხაჩიძესა და N3 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწესებულების 4 თანამშრომლის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელები, მათ შორის ერთი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს ბრალდებულის უდანაშაულობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომელშიც მითითებული იქნებოდა კონკრეტულად რა დარღვევა ჩაიდინეს დაწესებულების თანამშრომლებმა და რომელ მათგანს რა დარღვევის დაედო დისციპლინური სახდელები, თუმცა წარმოდგენილი წერილობით მტკიცებულებისა და საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით სასამართლო ასკვნის, რომ ინციდენტი შეეხება დანაშაულებრივი ფაქტის წინარე პერიოდს. როგორც მსჯავრდებული აცხადებს, ის დაუმსახურებლად (საჩივრის დაწერის გამო) გადაიყვანეს N3 სამარტოო საკანში, თუმცა, ბრალდებული იმავდროულად ადასტურებს იმასაც, რომ პროტესტის გამო დააზიანა საკნის ინვენტარი და ვერც N229 დეესკალაციის ოთახში განვითარებული მოვლენებს უარყოფს. ამასთან, ცალსახად დგინდება, რომ უშუალოდ დანაშაულის დღეს - 2016 წლის 18 დეკემბერს დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან რაიმე გადაცდომის ფაქტი გენერალურ ინსპექციას არ გამოუვლენია.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი ფაქტის წინა დღეს დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენა არ წამოადგენს გ---------ის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ ისეთ გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედებოდა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ---------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დამნაშავის პიროვნებას და მის წარსულს. დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენისათვის. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განაჩენით მოსახდელად განესაზღვრა 35 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 24 მაისიდან. სასამართლო საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ გ---------ის დანაშაულებრივი ქმედება გარკვეულწილად განპირობებული იყო დაწესებულების თანამშრომელთა მიერ წინა დღეს მის მიმართ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომით.

ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---------ეს უნდა შეერჩეს ისეთი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 191-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 35 წლის ვადით) მოუხდელი ნაწილიდან (26 წელი 10 თვე და 19 დღე) - 25 (ოცდახუთი) წელი და 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 27 (ოცდაშვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. გ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან - 2018 წლის 05 ივლისიდან.

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

4.1. სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეო მასალა - 02 ცალი CD-R დისკი დალუქული 02 პაკეტად, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე