გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 3/296-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18.07.2018. წელი ქ.მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - კობა გოცირიძე
სხდომის მდივნები დიანა - რთველიაშვილი, ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - ვ-–-------------------
მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ--------–-–---–-
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური;
წარმომადგენელი - თ--------–---–-
დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა და დავის შინაარსი
2017 წლის 30 ნოემბერს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მომართა ვ-–-------------------, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და ითხოვა: 1.1. ბათილად იქნას ცნობილი სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ №88201780--25-07, №88201780--40-07 გადაწყვეტილებები და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №88201780--25-09 და #88201780--40-09 გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარით თქმის შესახებ №466052 გადაწყვეტილება. 1.2. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთებთან დაკავშირებით მიიღოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და მომზადდეს შესაბამისი ამონაწერები უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელე ვ-–------------------ს სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
2018 წლის 16 იანვარს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მომართა ვ-–------------------- მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და ითხოვა: 1.1. ბათილად იქნას ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №88201780--15-05 (08.10.2017), №88201780--15-07 (16.10.2017) და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №88201780--15-09 (03.11.2017) გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ #546540 გადაწყვეტილება. 2. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთთან დაკავშირებით მიიღოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და მომზადდეს შესაბამისი ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით მოსარჩელე ვ-–------------------ს სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
2018 წლის 01 ივნისს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლმა ნი-------–-–---–----–უამდგომლა მცხეთის რაიონული სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული №3/296-17 და 3/12-18 ადმინისტრაციულ საქმების ერთ წარმოებად გაერთიანების თაობაზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული #3/296-17 და #3/12-18 ადმინისტრაციული საქმეები და საქმის განხილვა წარიმართა #3/296-17 ნომრით. (იხ. განჩინება)
2017 წლის 4 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელემ მიმართა #88201780--25, #88201780--40 და N88201780--15 განცხადებებით და მოითხოვა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ იუხოში მდებარე 1428 კვ.მ, 1680 კვ.მ და 5040 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციოდ წარადგინა უძრავი ნივთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები და უფლების დამდასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით მიუთითა სააგენტოში #882016508416 სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართულ მიღება-ჩაბარების აქტზე. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 88201780--25-07 (29.09.2017), 88201780--40-07 (29.09.2017) და 88201780--15-07 (16.10.2017) გადაწყვეტილებებით ეცნობა, რომ #404916, #404904 და #429510 მიმართვებით დოკუმენტაცია გადაიგზავნა დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში (მისი წინასწარი თანხმობით, განცხადების შაბლონის შესაბამისად). აღნიშნული მიმართვების პასუხად 2017 წლის 30 ოქტომბრის #484, #485 და #486 განკარგულებებით უარი ეთქვა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ხოლო ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა #88201780--40-09 (03.11.2017), 88201780--25-09 (03.11.2017) და 88201780--15-09 (03.11.2017) გადაწყვეტილებით უარი უთხრა რეგისტრაციაზე. მის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 4 ოქტომბერს და 30 ნოემბერს წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივრები სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #466052 და #546540 გადაწყვეტილებებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე. უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მის მიერ სააგენტოში წარდგენილი არ იქნა უფლების დამდგენი დოკუმენტი, ასევე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში სააგენტომაც ვერ მოიძია აღნიშნული დოკუმენტაცია. სააგენტომ გადაწყვეტილებებში აღნიშნა, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდენილი მიღება-ჩაბარების აქტი აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა არ წარმოადგენდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ აქტს, ვინაიდან გაცემული იყო კანონით დადგენილი ვადის შემდეგ დაუფლების დამდგენ დოკუმენტს არ წარმოადგენდა. სააგენტო უთითებდა, რომ მისი კომლის საკუთრებაში უკვე რეგისტრირებული იყო შემდეგი მიწის ნაკვეთები: საკადასტრო კოდი 71.62.53.0-- - 8736 კვ.მ, საკადასტრო კოდი 71.62.53.0-- - 5400 კვ.მ, საკადასტრო კოდი 71.62.53.0-- - 1197 კვ.მ. უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საფუძველი გახდა სწორედ მიღება-ჩაბარების აქტი. მიწის ნაკვეთები, რომლებიც გადაეცა მოსარჩელეს მიწის რეფორმის კომისიისაგან მრავალი ათეული წლებია ფლობს და სარგებლობს. ჰქონდა და აქვს კანონიერი ნდობა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ის ფაქტი, რომ თურმე მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის დროს არ იყო უფლებამოსილი კომისია, არ უნდა გახდეს დამაბრკოლებელი გარემოება მოსარჩელის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვის და სამართლიანი სასამართლოს მიერ სარჩელის განხილვისთვის და სცილდება მოქალაქის კომპეტენციას. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძველს, არის ძალაში და მისი კანონიერების საკითხი არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, რის გამოც მიაჩნია, რომ სააგენტოს გადაწყვეტილებები უკანონოა და ბათილად უნდა იქნას ცნობილი. რეგისტრაციაზე უარის თქმა, ეწინააღმდეგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, და აყენებს მას პირდაპირ და უშუალო ზიანს. (იხ. სარჩელები)
გაერთიანებულ საქმეებზე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს;
1. ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №88201780--25-07, №88201780--40-07, N88201780--15-05, N88201780--15-07 და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №88201780--25-09, №88201780--40-09 და N88201780--15-09 გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ #466052 და 2017 წლის 21 დეკემბრის N546540 გადაწყვეტილებები.
2. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს 2017 წლის 4 სექტემბრის №88201780--25, №88201780--40 და N88201780--15 განცხადებებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთებთან დაკავშირებით მიიღოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და მომზადდეს შესაბამისი ამონაწერები უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან.
2018 წლის 27 ივნისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, (08.10.2017) N88201780--15-05, (16.10.2017) N88201780--15-07 რეგისტრაციის მიმდინარეობის და (03.11.2017) N88201780--15-09 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და 2017 წლის 21 დეკემბრის N546540 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ასევე 2017 წლის 04 სექტემბრის N88201780--15 განცხადების დავალების ნაწილში თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 831 მუხლის მოსარჩელის და მისი წამომადგენლის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი წერილობითი განცხადებით უკან იქნა გახმობილი და სარჩელი მოთხოვნის ან ნაწილში განჩინებით დატოვებული იქნა განუხილველი. (იხ. განცხადება და განჩინება 2018 წლის 27 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი.)
მოსარჩელის მიერ საბოლოოდ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს;
1. ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №88201780--25-07, №88201780--40-07 და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №88201780--25-09, №88201780--40-09 გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ #466052 გადაწყვეტილება.
2. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს 2017 წლის 4 სექტემბრის №88201780--25, და №88201780--40 განცხადებებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთებთან დაკავშირებით მიიღოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და მომზადდეს შესაბამისი ამონაწერები უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან.
(იხ. დაზუსტებული მოთხოვნა 2018 წლის 27 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო მხარი დაუჭირა საქმეში წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. (იხ. შესაგებელი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 1999 წლის 22 თებერვალს #7 მიღება-ჩაბარების აქტის (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის #503 დადგენილებით დამტკიცებული მოქალაქეთათვის სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა) საფუძველზე მიწის რეფორმის კომისიისაგან მოსარჩელემ მიიღო 2.35 ჰა მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, მითითებული თარიღიდან მართლზომიერად ფლობა და სარგებლობა აღნიშნული მიწის ნაკვეთით დღემდე.
მტკიცებულება; იხ. მიღება-ჩაბარების აქტი #7.
3.2. 2017 წლის 4 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა #88201780--25, და #88201780--40 სარეგისტრაციო განცხადებებით და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოივთხოვა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ იუხოში მდებარე 1428 კვ.მ, და 1680 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მტკიცებულება; იხ. #88201780--25, და #88201780--40 სარეგისტრაციო განცხადებები, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.
3.3. 2017 წლის 9 სექტემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №88201780--25-03 და №88201780--40-03 გადაწყვეტილებები, რომლებითაც განემარტა, რომ ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთებზე არ დგინდებოდა მართლზომიერი მფლობელობა ან საკუთრების უფლება, დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა აღიარების კომისიაში გადაგზავნას. დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით, №488046/17 და №488047/17 სამსახურებრივი ბარათებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და ეცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოებები განახლდებოდა აღნიშნულ მიმართვებზე პასუხების მომზადების შემდეგ.
მტკიცებულება; იხ. სამსახურებრივი ბარათები, №88201780--25-03, №88201780--25-03 (09.09.2017) მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებები
3.4. 2017 წლის 18 სექტემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №88201780--40-05 და №88201780--25-05 გადაწყვეტილებები, რომლებითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ სააჯრო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 18 სექტემბრის №383146 წერილით დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია და სარეგისტრაციო წარმოებები განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღების შემდეგ.
მტკიცებულება; იხ.383146 წერილი, №88201780--40-05, №88201780--25-05 გადაწყვეტილებები.
3.5. 2017 წლის 29 სექტემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №88201780--25-07 და №88201780--40-07 გადაწყვეტილებები, რომლებითაც აცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული და №88201780--25 განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია 2017 წლის 29 სექტემბერს №404904 მიმართვით, №8201780--40 განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია №404916, მიმართვით გადაეგზავნა დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და სარეგისტრაციო წარმოებები განახლდებოდა აღნიშნულ მიმართვებზე პასუხების მიღების შემდეგ.
მტკიცებულება; იხ.№404904, №404916 და N429510 მიმართვები, №88201780--25-07, №88201780--40-07 მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებები.
3.6. 2017 წლის 3 ნოემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №88201780--25-09, №88201780--40-09 გადაწყვეტილებები, ვინაიდან მის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთებზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №485, და №484 განკარგულებებით უარი ეთქვა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. მის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარები, რომელთან დაკავშირებითაც სააგენტომ 2017 წლის 6 ნოემბერს მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ #466052 გადაწყვეტილება.
მტკიცებულება; იხ.№485 და №484 განკარგულებები, №88201780--25-09 და №88201780--40-09 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ #466052 გადაწყვეტილება.
3.7. მოსარჩელის მიერ სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო #882016508416, #882016508440 და #882016508458 განცხადებები, რომლებითაც ასევე #7 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ითხოვდა სოფელ იუხოში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. აღნიშნული განცხადებებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთები მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დარეგისტრირდა მის საკუთრებაში.
მტკიცებულება; იხ.#882016508416, #882016508440 და #882016508458 განცხადებები, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმები.
3.8. საქმის განხილვის შედეგად არ დადასტურდა და მხარეებსაც არ მიუთითებიათ იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტი სადავოდ გახადა ადმინისტრაციულმა ორგანომ ან მისი სიყალბე იქნა დადგენილი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებენ სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4. სასამართლომ მოისმინა რა მხარეთა ახსნა–განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გაანალიზა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ურთიერთშეაჯერა ფაქტობრივი გარემოებები თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქცია, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. ;ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376-ე დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის ,,კ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს, ხოლო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, ასევე საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისას - დამატებით საკადასტრო გეგმას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთი არის გეომეტრიული ერთიანობის მქონე ტერიტორია (დაზუსტებული ან დაუზუსტებელი), რომელიც მოქცეულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთიან უფლებრივ სივრცეში ან არსებობს მასზე უფლების ამგვარად რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება. მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება ასევე მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა არ არის გათვალისწინებული; 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია; მე-3 პუნქტის მიხედვით, ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით საკადასტრო აზომვითი ნახაზისათვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს.
6.2. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით კანონი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილებას ანიჭებს.
კანონის მე-2 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება;
6.3. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ;ი; ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა; ამავე მუხლის ;მ; ქვეპუნქტის შესაბამისად საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის ;ნ; ქვეპუნქტის თანახმად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;
ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად კი 1. ამ კანონის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებები რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე. 2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად ითვლება ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაცემული შემდეგი დოკუმენტები: ა) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, თუ მასში მითითებულია აქტის გაცემის წელი და მიწის ნაკვეთის ფართობი და მას აქვს მიწის რეფორმის კომისიის არანაკლებ 2 წევრის ხელმოწერა და ბეჭედი; ბ) მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ შეესაბამება „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით დამტკიცებულ ფორმას, მაგრამ აკმაყოფილებს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს; გ) მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული მებაღის წიგნაკი, რომელშიც მითითებულია წიგნაკის გაცემის წელი, მებაღეობის დასახელება და მიწის ნაკვეთის ფართობი და რომელსაც აქვს მებაღეობის ამხანაგობის ბეჭედი; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ; ე) „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე – თუ არ დგინდება სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) მიწების განაწილების სიის დამტკიცების ფაქტი.
ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი ნაწილის ;ა; ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო პროექტი – ამ კანონით გათვალისწინებულ სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საჯარო მმართველობითი სპეციალური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად რეგისტრაციის წასახალისებლად;
6.4. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი;ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376-ე დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტი თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ წარმოების მასალების მიხედვით დადგენილია შემდეგი; რომ ვ-–------------------- 2017 წლის 04 სექტემბერს №88201780--25 და №88201780--40 სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტარალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უხოში მდებარე 14---------------0 კვ.მ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი #-- მაგრამ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ იუხოში მდებარე 1---------------------მ. უძრავ ნივთზე ვ-–------------------ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანოს განმარტებით თუ დააკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გაწერილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები, რომლის მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად ითვლება, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, თუ მასში მითითებულია აქტის გაცემის წელი და მიწის ნაკვეთის ფართობი და მას აქვს მიწის რეფორმის კომისიის არანაკლებ 2 წევრის ხელმოწერა და ბეჭედი. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ექნება თუ არა აქტს თვე და რიცხვი, მთავარია ეწეროს წელი, მაგრამ არაუგვიანეს 1999 წლისა. ხოლო თუკი აქტში მითითებულია თვეც და რიცხვიც, იგი არ უნდა იყოს 1999 წლის 1 თებერვალზე უფრო გვიანდელი, ვინაიდან „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს კანონის (1997 წლის 15 მაისი, №719–IIს) მე-2 მუხლის თანახმად, „კომლებს (ოჯახებს), რომელთაც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით ეკუთვნით მიწის ნაკვეთები, მაგრამ დადგენილი წესით და ოდენობით არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცეთ და შესაბამისი დოკუმენტაცია გაფორმდეს 1999 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 1998 წლის დეკემბერში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების შესაბამისი დოკუმენტაცია გაფორმდეს 1999 წლის 1 თებერვლამდე“. მიწის რეფორმის მიმდინარეობის პერიოდში 1998 წლის დეკემბერში გადაცემული მიწის ნაკვეთებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება შესაძლებელი იყო 1999 წლის პირველ თებერვლამდე. ამ დროის შემდეგ მიწის ნაკვეთების გაცემა და დოკუმენტაციის გაფორმება მიწის რეფორმის ფარგლებში აღარ დაიშვებოდა (გარდა აჭარის ა/რ-ისა). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვა შესაძლებელი იყო მხოლოდ საერთო წესის შესაბამისად. საჯარო რეესტრის განმარტებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი აკმაყოფილებს მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ რეკვიზიტებს, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტზე დაფიქსირებულია აქტის გაცემის წელი, ასევე თვე და რიცხვი, რომლის მიხედვით აქტი გაცემულია 1999 წლის 22 თებერვალს შესაბამისად #7 მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ სარეგისტრაციო დოკუმენტს.
გარდა ზემოთ ხსებულისა საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით განსახილველ შემთხვევაში, გარდა მიღება-ჩაბარების აქტისა, საქმეში წარმოდგენილია ასევე საკომლო ცნობა, რომელიც „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტთაგან ერთ-ერთია. აღნიშნული დოკუმენტით ვ-–------------------ს (პირადი ნომერი 1-------------ომლის წევრების საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე შემდეგი საკადასტრო კოდებისა და ფართობის მიწის ნაკვეთებზე: 71.62.53.0-------------------------------------------------------------------- რომლებიც ასევე ასახულია #7 მიღება-ჩაბარები აქტში.
სასამართლო თვლის რომ ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი 19---–-–---------------–------------------------------ ფაქტობრივი და ფორმალური კრიტერიუმებით დამოუკიდებლად წარმოადგენდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ზემოხსენებული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის დეფინიციის შესაბამისად. აღნიშნული საკითხი არც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გაუხდია სადაოდ, მიუთითა მხოლოდ ერთადერთ გარემოებაზე, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე დაფიქსირებულია აქტის გაცემის წელი, ასევე თვე და რიცხვი, რომლის მიხედვით აქტი გაცემულია 1999 წლის 22 მაისს, შესაბამისად #7 მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ სარეგისტრაციო დოკუმენტს.
ადმინისტრაციულო ორგანოს მხრიდან ამჟამად სადაოდ გამხდარი უფლებადამდგენი დოკუმენტის - N 7 მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე უკვე მოხდა 3 მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, მოსარჩელე მხარეს ადმინისტრაციულო ორგანოს გადაწყვეტილებების მიმართ გააჩნია კანონიერი ნდობა, რის საფუძველზეც განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და იგივე მიღება-ჩაბარების აქტზე მითითებით მოითხოვა დარჩენილი მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. რაზეც საჯარო რეესტრმა მიიღო არსებითად სხვაგვარი გადაწყვეტილება და ამით დაარღვია მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულო ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად: 4. დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. 5. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. 6. თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი."
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული, საჯარო რეესტრის მხრიდან უფლებადამდგენი დოკუმენტის არ არსებობის გამო მიწის აღიარების კომისიისთვის დოკუმენტების გადაგზავნა და შესაბამისად საბოლოოდ რეგისტრაციაზე უარის თქმა, რადგან მოსარჩელის მიერ წარდგენილი უფლებადამდგენი დოკუმენტი ყველანაირ რეკვიზიტს აკმაყოფილებს და მის ნამდვილობაზე არანაირი ეჭვი არ არსებობს. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ შემთხვევაში #882016508416, #882016508440 და #882016508458 სარეგისტრაციო განცხადებების წარდგენისას საჯარო რეესტრმა წარდგენილი უფლებადამდგენი დოკუმენტი მით უფრო N7 მიღება ჩაბარების აქტი შეაფასა, როგორც უფლებადამდგენი დოკუმენტი და მოახდინა განაცხადში მითითებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, სასამართლო მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სადავო გადაწყვეტილებები უსაფუძვლოა და მათ მიერ მითითებული საფუძველი არ უნდა გახდეს დამაბრკოლებელი გარემოება მოსარჩელის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვის და სამართლიანი სასამართლოს მიერ სარჩელის განხილვის, ასევე დადგენილია რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთებზე ზედდება არ ფიქსირდება. ასევე, დგინდება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე სხვა მესამე პირს მოთხოვნა არ წარმოუდგენია.შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ მოსარჩელეს მხარეს ჰქონდა გადაცემული მიწის ნაკვეთი, შესაბამისად არის მიწის მართლზომიერი მფლობელი და რეგისტრაციაზე უარის თქმა, ეწინააღმდეგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, და აყენებს მას პირდაპირ და უშუალო ზიანს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო გამოეკვლია და შეეფასებინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დამოუკიდებელ დოკუმენტს, რადგან სრულად თავსებადია ზემოხსენებულ დეფინიციასთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში, დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით (ინდივიდიუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით) ირღვევა ადმინისტრაციული სამართლის ზემოხსენებული ფუნდამენტური პრინციპიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტი არის მართლზომიერი ფლობის დამდგენი და დამადასტურებელი დოკუმენტი, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო თვლის, რომ ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №88201780--25-07 და №88201780--40-07 და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №88201780--25-09 და №88201780--40-09 გადაწყვეტილებები.
6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ #466052 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოთხოვნის ამ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანია, კერძოდ:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №88201780--25-07 და №88201780--40-07 და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №88201780--25-09, №88201780--40-09 გადაწყვეტილებები კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და ის მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება კი თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ #466052 გადაწყვეტილება.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სადავო გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახამდ, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ კანონშეუსაბამოდ მიიჩნია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, სასარჩელო მოთხოვნა დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს 2017 წლის 4 სექტემბრის №88201780--25 და №88201780--40 განცხადებებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთებთან დაკავშირებით მიიღოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და მომზადდეს შესაბამისი ამონაწერები უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტროს ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ვ-–------------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე, 23-ე მუხლებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ-–------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №88201780--25-07 და №88201780--40-07 და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №88201780--25-09 და №88201780--40-09 გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ #466052 გადაწყვეტილება.
3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს 2017 წლის 4 სექტემბრის №88201780--25 და №88201780--40 განცხადებებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთებთან დაკავშირებით მიიღოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და მომზადდეს შესაბამისი ამონაწერები უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან.
4. მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტროს ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე - ვ-–------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. მცხეთა სამხედროს ქ. #17) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე