გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/2632-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ქ------- კირიაკიდი
მოსარჩელე - სს ,,კ------------ი“;
წარმომადგენელი - ნ----- კ--------ე, ქ------- ყ---–--ია;
მოპასუხე - დ----- ა-----ე;
მოპასუხე - ქ------- თ---–--ე;
წარმომადგენელი - მ-----– ნ-----ე;
მოპასუხე - ნ--- მ-------–-ილი;
მოპასუხე - ვ-–- ტ-------ე;
მოპასუხე - კ-------ი კ-------–--ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლი :
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. მოპასუხეებს დ-----ი ა-----ეს, ქ------- თ---–--ეს, ნ--- მ-------–-ილს, ვ-–- ტ-------ესა და კ-------ი კ-------–--ეს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ არსებული დავალიანების 17752.75 (ჩვიდმეტი ათას შვიდასორმოცდათორმეტი ლარი და 75 თეთრი) ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეებს დ-----ი ა-----ეს, ქ------- თ---–--ეს, ნ--- მ-------–-ილს, ვ-–- ტ-------ესა და კ-------ი კ-------–--ეს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 532.58 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი 22 ლარის და ასევე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის 42 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე დ-----ი ა-----ეს ინდივიდუალურად დაეკისროს 2015 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს" სასარგებლოდ არსებული დავალიანების ჯამურად 2680.58 ლარის გადახდა.
1.4. დ-----ი ა-----ეს დაეკისროს ინდივიდუალურად – 100 ლარი, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2015 წლის 16 ოქტომბერს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და დ----- ა-----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სესხის თანხად განისაზღვრა 19000 ლარი, 36 თვით, 1.03% თვიური საპროცენტო სარგებლით.
სესხის ხელშეკრულების 3.2 მუხლის შესაბამისად, სესხი უნდა გაცემულიყო ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გაიცემოდა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი, ხოლო მიზნობრიობის შესრულების შემდეგ მეორე ეტაპად 4000 ლარი. სესხის ხელშეკრულების 3.8 მუხლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიზნობრიობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხი მეორე ეტაპად აღარ გაიცემოდა, შედგებოდა ახალი გადახდის გრაფიკი და კლებადი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრებოდა 34.4%-ით. შესაბამისად, სესხის თანხად განისაზღვრა 15000 ლარი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 34.4%. ხელშეკრულების მე–6 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სესხის ხელშეკრულების 3.15–პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არა ნაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდგომ სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არა უმეტეს 150 დღემდე.
მსესხებელს ჰყავს ოთხი თავდები, რომლებთანაც 2015 წლის 16 ოქტომბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა: ქ------- თ---–--ემ, ნ--- მ-------–-ილმა, ვ-–- ტ-------ემ და კ-------ი კ-------–--ემ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი (გაფრთხილების) მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.
მსესხებელი და თავდები პირები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო, აგრეთვე გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ არ განხორცილდა ვალდებულების შესრულება, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს გადასახდელად დაეკისროს 17752.75 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, მსესხებელ დ----- ა-----ესა და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის 2015 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება N 8---------. განვადების ბარათზე ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 1410 ლარით. "ნატვრის ბარათით“ გამოყენებული თანხის სარგებელი განისაზღვრა 1.5%-ით თვეში. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა. სესხის ხელშეკრულებით განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ N8--------- ხელშეკრულების 5.1 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არა ნაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდგომ სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არა უმეტეს 150 დღემდე. 2016 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება შეადგენს ჯამურად 2680.58 ლარს.
2. მოპასუხეების პოზიცია.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ დ----- ა-----ის მიერ გადახდილი იქნა იმაზე მეტი პროცენტი, რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა, რადგან მასში მითითებულია წლიური 12.36%, ხოლო მოსარჩელეს ნაანგარიშები აქვს - 34%, რაც გაურკვეველია, რადგან განმეორებით დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულია წლიური 40.4%. ამრიგად, მოსარჩელის მიერ არ იქნა ჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულება და უგულვებელყოფილი იქნა კლიენტის ინტერსები, აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნიათ, რომ მათ მიერ ხელშეკრულების დარღვევა არ მომხდარა. რაც შეეხება თავდებს პირებს, ისინიც შეცდომაში იქნენ შეყვანილნი და ღამით მანქანის სახურავზე მოაწერინეს ხელი ისე, რომ მათ არ წაუკითხავთ რა ეწერა მასში.
3.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. 2015 წლის 16 ოქტომბერს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და დ----- ა-----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სესხის თანხად განისაზღვრა 19000 ლარი, 36 თვით, 1.03% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების 3.2 მუხლის შესაბამისად სესხი უნდა გაცემულიყო ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გაიცემოდა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი, ხოლო მიზნობრიობის შესრულების შემდეგ მეორე ეტაპად 4000 ლარი. სესხის ხელშეკრულების 3.8 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიზნობრიობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხი მეორე ეტაპად აღარ გაიცემოდა, შედგებოდა ახალი გადახდის გრაფიკი და კლებადი საპროცენტო განაკვეთი განიზასღვრებოდა 34.4%-ით. შესაბამისად, სესხის თანხად განისაზღვრა 15000 ლარი, ხოლო საპორცენტო განაკვეთი 34.4%. ხელშეკრულების მე–6 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არა ნაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდგომ სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არა უმეტეს 150 დღემდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2015 წლის 16 ოქტომბის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 21).
3.1.2. მსესხებელ დ----- ა-----ესა და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის 2015 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება N8---------. განვადების ბარათზე ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 1410 (ათას ოთხას ათი) ლარით. "ნატვრის ბარათით გამოყენებული თანხის სარგებელი განისაზღვრა 1.5% -ით თვეში. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა. სესხის ხელშეკრულებით განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ N8--------- ხელშეკრულების 5.1 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არა ნაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდგომ სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არა უმეტეს 150 დღემდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2015 წლის 16 ოქტომბის განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება N8--------- (ს.ფ 22-24).
3.1.3. კრედიტის უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 16 ოქტომბერს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა'' და მოპასუხეებს ქ------- თ---–--ეს, ნ--- მ-------–-ილს, ვ-–- ტ-------ესა და კ-------ი კ-------–--ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, მსესხებელთან ერთად მისმა თავდებებმა, მოპასუხეებმა ქ------- თ---–--ემ, ნ--- მ-------–-ილმა, ვ-–- ტ-------ემ და კ-------ი კ-------–--ემ სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება სესხის თანხის დაფარვაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2015 წლის 16 ოქტომბრის თავდებ პირთა განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ 26-33).
3.1.4. მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და დაუყოვნებლივ ეთხოვათ დავალიანების თანხის დაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
- სესხის გრაფიკი და გადახდის ისტორია (ს.ფ 70-75).
- გაფრთხილების წერილები (ს.ფ 39-65).
3.1.5. სესხის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მოპასუხეების დავალიანება სს ,,მიკროსაფინასო ორგანიზაცია კ-------ს’’ მიმართ შეადგენს 17752.75 (ჩვიდმეტი ათას შვიდასორმოცდათორმეტი ლარი და 75 თეთრი) ლარი, საიდანაც: 12744.01 (თორმეტი ათას შვიდასორმოცდაოთხი ლარი და 01 თეთრი) ლარი არის ძირი თანხა: 4288.26 (ოთხიათას ორასოთხმოცდარვა ლარი და 26 თეთრი) ლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი; 506.25 (ხუთასექვსი ლარი და 25 თეთრი) ლარი არის სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა; 46.35 (ორმოცდაექვსი ლარი და 35 თეთრი) ლარი არის 0.27 % ჯარიმა ძირზე ერთჯერადი; 30.07 (ოცდაათი ლარი და 07 თეთრი) ლარი არის 5%-იანი ჯარიმა ძირზე; 137.81 (ასოცდაჩვიდმეტი ლარი და 81 თეთრი) ლარი არის საკომისიო.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
- სესხის გრაფიკი და გადახდის ისტორია (ს.ფ 70-75, 225).
3.1.6. 2015 წლის 16 ოქტომბის განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულებიდან N8--------- გამომდინარე მსესხებლის დ----- ა-----ის დავალიანება შეადგენს ჯამურად 2680.58 (ორი ათას ექვსას ოთხმოცი ლარი და 58 თეთრი) ლარს, საიდანაც: 2123.50 (ორი ათას ასოცდასამი ლარი და 50 თეთრი) ლარი არის ძირი თანხა, 252.82 (ორას ორმოცდათორმეტი ლარი და 82 თეთრი) ლარი არის დარიცხული პროცენტი; 64.05 (სამოცდაოთხი ლარი და 05 თეთრი) ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა; 185.27 (ასოთხმოცდახუთი ლარი და 27 თეთრი) ლარი არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 0.27%-იანი, 54.95 (ორმოცდათოთხმეტი ლარი და 95 თეთრი) ლარი არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 0.27%-იანი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
- სესხის გრაფიკი და გადახდის ისტორია (ს.ფ 70-75).
3.1.7. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------მ'' 2016 წლის 9 სექტემბერს რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად, ხოლო ამჟამად ის წარმოადგენს ბანკს და მისი საფირმო სახელწოდებაა სს ,,კ------------ი''.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 66-67, 224).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა დავალიანება 2015 წლის 16 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის წინაშე შეადგენს 17752.75 (ჩვიდმეტი ათას შვიდასორმოცდათორმეტი ლარი და 75 თეთრი) ლარს, საიდანაც: 12744.01 (თორმეტი ათას შვიდასორმოცდაოთხი ლარი და 01 თეთრი) ლარი არის ძირი თანხა: 4288.26 (ოთხიათას ორასოთხმოცდარვა ლარი და 26 თეთრი) ლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი; 506.25 (ხუთასექვსი ლარი და 25 თეთრი) ლარი არის სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა; 46.35 (ორმოცდაექვსი ლარი და 35 თეთრი) ლარი არის 0.27 % ჯარიმა ძირზე ერთჯერადი; 30.07 (ოცდაათი ლარი და 07 თეთრი) ლარი არის 5%-იანი ჯარიმა ძირზე; 137.81 (ასოცდაჩვიდმეტი ლარი და 81 თეთრი) ლარი არის საკომისიო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 16 ოქტომბერს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს" და დ----- ა-----ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებისა და მის უზრუნველსაყოფად შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და ქ------- თ---–--ეს, ნ--- მ-------–-ილს, ვ-–- ტ-------ესა და კ-------ი კ-------–--ეს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ხელშემკვრელ მხარეებს ანიჭებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და აკისრებდა კონკრეტულ ვალდებულებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტაციას, რომ მოტყუებით იქნა დადებული ხელშეკრულება, რადგან მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, რაც დადასტურებულია ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერებით. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეთა მიერ საქმის მომზადების სტადიაზე წარმოდგენილი ვერ იქნა და მტკიცებულებათა წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების არსებობასაც ვერ ასაბუთებს მოპასუხე მხარე, ხოლო მოპასუხეთა მხოლოდ განმარტებას სასამართლოს სხდომაზე, სასამართლო ვერ მიიჩნევს მტკიცებულებად და სარჩელის საპირწონედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით განსაზღვრულ წერილობით პასუხად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაგებელში მითითებული მოპასუხეთა პოზიცია ,,არ ვეთანხმები“, არ წარმოადგენს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამაბათილებელ გარემოებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად სარჩელზე მითითებული მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებისა, მოპასუხეს კვალიფიციური შესაგებელი არ წარუდგენია, არ წარუდგენია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზება მოპასუხეს ასევე არ განუხორციელებია საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. მოპასუხემ მხოლოდ საქმის არსებითი განხილვისას მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ განუცხადებია საქმის არსებით განხილვამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს ,,კ------------ის'’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2015 წლის 16 ოქტომბერს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“–სა და დ----- ა-----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სესხის თანხად განისაზღვრა 19000 ლარი, 36 თვით, 1.03% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების 3.2 მუხლის შესაბამისად სესხი უნდა გაცემულიყო ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გაიცემოდა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი, ხოლო მიზნობრიობის შესრულების შემდეგ მეორე ეტაპად 4000 ლარი. სესხის ხელშეკრულების 3.8 მუხლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიზნობრიობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხი მეორე ეტაპად აღარ გაიცემოდა, შედგებოდა ახალი გადახდის გრაფიკი და კლებადი საპროცენტო განაკვეთი განიზასღვრებოდა 34.4%-ით. შესაბამისად სესხის თანხად განისაზღვრა 15000 ლარი, ხოლო საპორცენტო განაკვეთი 34.4%. ხელშეკრულების მე–6 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არა ნაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდგომ სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არა უმეტეს 150 დღემდე.
ასევე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებელ დ----- ა-----ესა და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ შორის 2015 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება N8---------. განვადების ბარათზე ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 1410 (ათას ოთხას ათი) ლარით. "ნატვრის ბარათით გამოყენებული თანხის სარგებელი განისაზღვრა 1.5% -ით თვეში. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა. სესხის ხელშეკრულებით განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ N8--------- ხელშეკრულების 5.1 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არა ნაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდგომ სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არა უმეტეს 150 დღემდე.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეებს შორის 2015 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას, გამოსახულია ლარში.
ხელშეკრულების 7.1. .8.4 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა. მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით, ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და დაუყოვნებლივ ეთხოვათ დავალიანების თანხის დაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირი თანხის 12 744.01 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. მოსარჩელე თანხის დაკისრებას დ----- ა-----ესთან ერთად სოლიდარულად ითხოვს ქ------- თ---–--ეზე, ნ--- მ-------–-ილზე, ვ-–- ტ-------ეზე და კ-------ი კ-------–--ეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 16 ოქტომბერს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა'' და მოპასუხეებს ქ------- თ---–--ეს, ნ--- მ-------–-ილს, ვ-–- ტ-------ესა და კ-------ი კ-------–--ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, მსესხებელთან ერთად მისმა თავდებებმა, მოპასუხეებმა ქ------- თ---–--ემ, ნ--- მ-------–-ილმა, ვ-–- ტ-------ემ და კ-------ი კ-------–--ემ სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება სესხის თანხის დაფარვაზე.
დადგენილია ასევე, რომ მოვალემ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება და მიუხედავად გაფრთხილებისა, იგი არ შეასრულეს მისმა თავდებმა პირებმაც.
6.4. 2015 წლის 16 ოქტომბერს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“–სა და დ----- ა-----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სესხის თანხად განისაზღვრა 19000 ლარი, 36 თვით, 1.03% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების 3.2 მუხლის შესაბამისად სესხი უნდა გაცემულიყო ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გაიცემოდა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი, ხოლო მიზნობრიობის შესრულების შემდეგ მეორე ეტაპად 4000 ლარი. სესხის ხელშეკრულების 3.8 მუხლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიზნობრიობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხი მეორე ეტაპად აღარ გაიცემოდა, შედგებდა ახალი გადახდის გრაფიკი და კლებადი საპროცენტო განაკვეთი განიზასღვრებოდა 34.4%-ით. შესაბამისად სესხის თანხად განისაზღვრა 15000 ლარი, ხოლო საპორცენტო განაკვეთი 34.4%.
ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, ,,გამსესხებლის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელი დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულებას თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის დარიცხული ჯარიმა.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის საბანკო კრედიტის პროცენტზე შეთანხმება მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის 9.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად.
ამდენად, პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, როგორც სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში, საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. ხელშეკრულების 6.1, 6.2. პუნქტების თანახმად, ,,გამსესხებლის’’ და ,,მსესხებლის’’ რისკების შემცირების მიზნით მსესხებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებული სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. 6.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად.
მხარეებს შორის 2015 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნას თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას, გამოსახულია ლარში.
ამდენად, სიცოცხლის დაზღვევის თანხაზე შეთანხმება მოხდა სესხის ხელშეკრულებით და მათი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეებს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მსესხებლის - დ----- ა-----ის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულების დანართით - გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის სავალდებულო პირობები, რის გამოც მოპასუხეების სოლიდარული დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 17752.75 ლარს, საიდანაც: 2744.01 ლარი არის ძირი თანხა, 4288.26 ლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი; 506.25 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა; 46.35 ლარი არის 0.27 % ჯარიმა ძირზე ერთჯერადი; 30.07 ლარი არის 5%-იანი ჯარიმა ძირზე; 137.81 ლარი არის საკომისიო; ანუ მოპასუხეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელეს არ წარმოეშობოდა სესხის ხელშეკრულების მისთვის მინიჭებული უფლებები, კერძოდ, დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, გადაუხდელობის გამო დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
დადგენილია, რომ მსესხებლის - დ----- ა-----ის მიერ დარღვეული იქნა განვადების ბარათზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა და დავალიანება შეადგენს 2680.58 ლარს, საიდანაც: 2123.50 ლარი არის ძირი თანხა, 252.82 ლარი არის დარიცხული პროცენტი; 64.05 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა; 185.27 ლარი არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 0.27%-იანი, 54.95 ლარი არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 0.27%-იანი.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო წარმოშობილი ჯარიმა, იგივე პირგასამტეხლო შეადგენს 46.35 ლარს. რაიმე გარემოება, იმისა, რომ მოპასუხე მხარეს გააჩნია სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი, არ დასტურდება, შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე სს ,,კ------------ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 77.19 ლარი, ვინაიდან დაზუსტებული სარჩელით მოხდა სასარჩელო მოთხოვნის შემცირება. ხუთივე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ იმ თანხის (სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის, სიცოცხლის დაზღვევისა და პირგასამტეხლის თანხის) ნაწილის ბაჟი, რომელიც დაკმაყოფილდა ანუ 532,58 ლარის ოდენობით. ასევე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის 150 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი 22 ლარის და უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის 42 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ქ------- თ---–--ის (პ/ნ 60001091360) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილს მდებარე: ქუთაისში, ლ------------ის ქ. №6/წმ. ნ----ს ქ. №25-ში, (უძრავი ქონების მახასიათებელია: ზონა: ქუთაისი, მის: ქუთაისი, ლ------------ის ქ. №6/წმ. ნ----ს ქ. №25) დაზუსტებული ფართობი 847.00 კვ.მ. ს/კ 0------------------ და ვ-–- ტ-------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილს მდებარე: ქუთაისში, ლ------------ის ქ. №6/წმ. ნ----ს ქ. №25-ში, (უძრავი ქონების მახასიათებელია: ზონა: ქუთაისი, მის: ქუთაისი, ლ------------ის ქ. №6/წმ. ნ----ს ქ. №25) დაზუსტებული ფართობი 847.00 კვ.მ. ს/კ 0------------------, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,კ------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. დ-----ი ა-----ეს, ქ------- თ---–--ეს, ნ--- მ-------–-ილს, ვ-–- ტ-------ეს და კ-------ი კ-------–--ეს სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 17752,75 ლარის გადახდა.
1.2. დ-----ი ა-----ეს, ქ------- თ---–--ეს, ნ--- მ-------–-ილს, ვ-–- ტ-------ეს და კ-------ი კ-------–--ეს სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 532,58 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის - 150 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი - 22 ლარის და უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის 42 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე დ----- ა-----ეს სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხის 2680,58 ლარის გადახდა.
1.4. მოპასუხე დ----- ა-----ეს სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.
1.5. მოსარჩელე სს ,,კ------------ს“ დაუბრუნდეს 2016 წლის 27 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 609.77 ლარიდან - ნაწილი 77.19 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში BAGAGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 30-------.
1.6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა