განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2018
საქმის ნომერი
190100117001853463
თარიღი
16.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/136 -17

(№012230217005)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ივლისი, 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნუგზარ მახათაძე,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული გ-------------–-----ი, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------–--–-–-----------–---------

 

ადვოკატი: იასონ ბესელია,კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და ,,დ” ქ/პუნქტი, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით, ჩადენილი არაერთგზის;

 

სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით გ-------------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით და სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განაჩენით ცვლილება შევიდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში და გ-------------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით და სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 201 3წლის 23 იანვრის განჩინებით გ-------------–-----ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი 12 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

 

გ-------------–-----ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 29 მაისს.

 

2007 წლის 26 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნასამართლევმა გ-------------–-----მა 2017 წლის 23 თებერვალს, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეტამფეტამინი" (მარილი) საერთო რაოდენობით 0,00174 გრ და ამფეტამინი საერთო რაოდენობით 0,0025 გრ, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად ქ----------–--------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).

 

2017 წლის 23 თებერვალს ჩატარდა გ-------------–-----ის პირადი ჩხრეკა. გ-------------–-----ის პირადი ჩხრეკის საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია და მოწმე გ-------------–---ის ჩვენება, რომ გ-------------–-----ი ქ-----------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა ავტომანქანით და მას უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება.

 

2017 წლის 23 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ-----------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც გ-------------–-----ის მიერ წარდგენილ იქნა ორი ცალი შპრიცი მასში მოთავსებული სითხით. ასევე ჩატარდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი შპრიცი შიგ არსებული სითხით მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების №2 ლუქით, რაზედაც გაკეთდა ხელმოწერები და დაისვა თარიღი. 2017 წლის 24 თებერვალს საქმეზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა და ექსპერტს იმ საკითხის დასადგენად იყო თუ არა გ-------------–-----ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შპრიცში ნარკოტიკული საშუალება, გამოსაკვლევად წარედგინა ორი ცალი შპრიცი.

 

პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, გ-------------–-----ი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და გადაყვანილ იქნა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. 2017 წლის 24 თებერვლის №20186 დასკვნის თანახმად, გ------------–-----ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება "ტეტრაჰიდროკანაბინოლის" ჯგუფის მოხმარების ფაქტი. დაკავების ოქმს გაეცნო და ხელი მოაწერა ბრალდებულმა. რაიმე სახის შენიშვნა ჩატარებულ საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, ბრალდებულს არ გამოუთქვამს.

 

ბრალდებულმა გ-------------–-----მა სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ წარსულში მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას, თუმცა ბოლო პერიოდში უარი თქვა მასზე და დაძლია აღნიშნული პრობლემა. 2017 წლის 23 თებერვალს მოძრაობდა მეგობრობის გამზირზე, რა დროსაც შემთხვევით იპოვა 2 ცალი გამჭირვალე შპრიცი, მასში ესხა სითხე, რომელიც ჩათვალა, რომ შესაძლებელია უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება, შპრიცები იდო გამჭირვალე ცელოფანში, აიღო და შეინახა, დაახლოებით 20-30 მეტრის გავლის შემდეგ დააკავეს. მისთვის უცნობია თუ რა ვითარებაში მოხვდა შპრიცები იქ, საიდანაც აიღო, მაგრამ რომ დაინახა, გაუჩნდა მისი მოხმარების სურვილი. მიიჩნევს, რომ ეს იყო ცდუნება, შეინახა, მაგრამ არ მოუხმარია, რადგან არ სურდა კვლავ იგივეს გამეორება. ასევე გარკვეულწილად მიიჩნევს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა ვინმეს მხრიდან განზრახ ამ შპრიცების დადებას იმ ადგილას, სადაც მას შეიძლებოდა, რომ ენახა.

 

საქმეზე ჩატარებული 2017 წლის 24 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმეების ა-–---------------------ისა და ი-----------ას ჩვენების თანახმად, დადგინდა, რომ გ-------------–-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ორ ცალ ერთჯერადი გამოყენების 1,0 მლ-იან ინსულინის სამედიცინო შპრიცში მოთავსებული მოყვითალო გამჭირვალე სითხე, საერთო რაოდენობით 1,84 მილილიტრი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს "მეტამფეტამინსა" და "ამფეტამინს", რომელშიც ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინის საერთო რაოდენობამ შეადგინა 0,00174 გრამი, ხოლო ნარკოტიკული საშულება "ამფეტამინის" საერთო რაოდენობა შეადგენს 0.0025 გრამს. ა-–---------------------ემ დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი შპრიცი მოთავსებული იყო პაკეტში და პაკეტი იყო დალუქულ მდგომარეობაში. ამ ტიპის ნარკოტიკული საშუალებები ძირითადად მიიღება სინთეზით, თუმცა რომელი პრეპარატები შეიცავს სრულად "ამფეტამინს" და "მეტამფეტამინს", ზუსტად ვერ დაასახელებს. ი-----------ამ დამატებით განმარტა, რომ კვლევის ჩატარებისას, უშუალოდ მან გახსნა გამოსაკვლევად წარდგენილი პაკეტი, რომელიც იყო დალუქული და მასში მოთავსებული იყო ორი ცალი ინსულინის ნემსი, შპრიცებში მოთავსებული იყო ერთნაირი რაოდენობის, ერთნაირი ფერის მოყვითალო სითხე თითოეულში რაოდენობით 0,92 მილილიტრი. ქიმიური კვლევების საფუძველზე დადგინდა რომ ეს ნივთიერებები შეიცავდა "მეტამფეტამინს" (0,00174 გრ) და "ამფეტამინს" (0.0025გრ).

 

მოწმეებმა ტ-----------–---–მა, ზ------------ემ, ნ-----–-----------–---–მა, მ---------------–---–მა და გ-------------–---ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

მოწმე ტ-----------–---–ის განმარტებით, მოცემულ საქმეზე მუშაობდა რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 23 თებერვალს, მისი თანამშრომლის გ-------------–---ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაცის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ გ-------------–-----ი გადაადგილდებოდა მეგობრობის გამზირზე მისი კუთვნილი ავტომანქანით და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. თანამშრომლებთან ზ------------ესთან და მ---------------–---–თან ერთად მივიდნენ მ--------------------ე, სადაც №----ს მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს ტ---–-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, განუმარტა შეჩერების მიზეზი, პირადად განუმარტა უფლებები, გააცნო დადგენილება მანქანის ჩხერეკის შესახებ, რაც მან დაადასტურა ხელმოწერით, გადაეცა ასევე ასლი. რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ან ნივთიერება მანქანის ჩხრეკის შედეგად არ ამოღებულა. შემდეგ გააცნო დადგენილება პირადი ჩხრეკის შესახებ, გ-------------–-----მა თავად წარმოადგინა ორი ცალი შპრიცი, რომელიც ადგილზე დაილუქა და ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო აღმოჩენილი არ ყოფილა.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ზ------------ემ, რომელმაც დაადასტურა გ-------------–-----ის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და დამატებით განმარტა, რომ გ-------------–-----მა ორი ცალი შპრიცი ნებაყოფლობით წარმოუდგინა და უთხრა, რომ მასში იყო ნარკოტიკული საშულება ე.წ. ვინტი. დაკავების დღეს ის იმყოფებოდა მარტო და მათი მოთხოვნის საფუძველზე გააჩერა მანქანა. მოწმე მ---------------–---–ის განმარტებით, გ-------------–-----ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის შესახებ ინფორმაციის მიღება გახდა მის მიმართ ჩხრეკის ჩატარების საფუძველი. მან შპრიცები მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო. ამოღებული ნივთი დალუქეს.

 

მოწმე გ-------------–---ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მიმდინარე წლის 23 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მიიღო ინფორმაცია გ-------------–-----ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შენახვის შესახებ, რაზედაც პატაკის სახით შეატყობინა ხელმძღვანელს. საგამოძიებო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა საქმეზე დართული ორი ცალი შპრიცი, რომელიც მოთავსებული იყო ყოლბებში, ხოლო თავდაპირველი ლუქის ძაფი მოძრაობდა ხელით შეხების შემთხვევაში. დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ვინაიდან ქაღალდის ორფრთიან ლუქში ზონარი თავისუფლად მოძრაობდა, ლუქის მთლიანობა დარღვეული იყო, იგი ვერ ასრულებდა თავის დანიშნულებას და არ არის უარყოფილი გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ, ამასთან დაუშვებელია ამ მტკიცებულების საფუძველზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულება და გ-------------–-----ი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის ან ნიშან-თვისებების შეცვლის შესახებ, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე არ დგინდება, რომ ლუქში მოძრავი ძაფი არ ასრულებდა თავის მოვალეობას. კერძოდ:

 

2017 წლის 23 თებერვლის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, გ-------------–-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება დაილუქა და ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები. ამოღებული ნივთი გაიგზავნა ქიმიური ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამისს დაწესებულებაში 24 თებერვალს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეების ა-–---------------------ისა და ი-----------ას ჩვენებებზე, რომლებსაც გარდა იმისა, რომ საქმის მიმართ აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიცია აქვთ, არ არსებობს მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი და სასამართლოს სწორედ მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. კვლევის ხასიათიდან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო იყო შპრიცების ამოღება გამჭირვალე პაკეტიდან, რამაც თავდაპირველი ლუქის მთლიანობის დარღვევა გამოიწვია. ნივთიერი მტკიცებულების ნიშან-თვისებების შესაძლო გამოცვლაზე მითითება საფუძვლიანი იქნებოდა, თუკი დადგინდებოდა, რომ იგი დალუქვის შემდეგ დაზიანდა და ქაღალდის ორფრთიან ლუქში ზონარი თავისუფლად მოძრაობდა ექსპერტიზის ჩატარებამდე. ამ შემთხვევაში ცხადი გახდა, რომ ძაფის თავისუფალი მოძრაობა ერთის მხრივ არ განაპირობებს ლუქის მთლიანობის დარღვევას და მეორეს მხრივ ძაფი თავისუფლად არ მოძრაობდა ლუქის პაკეტიდან მოხსნამდე (ექსპერტიზის ჩატარებამდე), შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------------–-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესაძლო გამოცვლის და მისი ნიშან-თვისებების შესახებ არ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ??????????? ??????????, ???? ????????, ??????????? ?? ????? ???????????? ??????????? ??????? ?????????, ????????, ??????, ???????, ?????????, ?????????? ?? ???????? .

 

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია - მეტამფეტამინი (ფუძე და მარილები, მიუხედავად თანმხლები ნივთიერებების არსებობისა) და ამფეტამინი.

 

ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნულ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება.

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით, „ამფეტამინი“ და „მეტამფეტამი“ 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად. ამავე ნუსხის შენიშვნის მეორე ნაწილის თანახმად: თუ მე-3 ვერტიკალურ გრაფაში არ არის განსაზღვრული ოდენობა, მაშინ: ა) მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; ბ) მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.

 

მოცემულ საქმეზე ამოღებული ნარკოტიკულ საშუალება „მეტამფეტამინის“ საერთო რაოდენობამ, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით შეადგინა 0,00174 გრამი, ხოლო ნარკოტიკული საშულება „ამფეტამინის“ საერთო რაოდენა შეადგენს 0.0025 გრამი, რაც იძლევა ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას.

 

ქმედების ჩადენა არაერთგზის:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განაჩენით ცვლილება შევიდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში და გ-------------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით და სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 201 3წლის 23 იანვრის განჩინებით გ-------------–-----ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი 12 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

 

გ-------------–-----ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 29 მაისს.

 

საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, გ-------------–-----ი ითვლება ნასამართლევ პირად და სასამართლო აღნიშნავს, რომ რეციდივი მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან სახეზეა მაკვალიფიცირებელი ნიშანი - პირის ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი არ გაქარწყლებული არ არის.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეების ჩვენებებით, საგამოძებო მოქმედებების შესახებ ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2007 წლის 26 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნასამართლევმა გ-------------–-----მა 2017 წლის 23 თებერვალს, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეტამფეტამინი" (მარილი) საერთო რაოდენობით 0,00174 გრ და ამფეტამინი საერთო რაოდენობით 0,0025 გრ, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად ქ----------–--------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ-------------–-----ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

 

რაც შეეხება, სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის 260-ე მუხლის მესამე ნაწილისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის (2017 წლის 23 თებერვალი) სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 7-დან 14 წლამდე ვადით, ხოლო ამჟამად მოქმედი რედაქცია იგივე ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვინაიდან დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი, შესაბამისად სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონის იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს განაჩენის გამოტანის მომენტისთვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 260-ე მუხლი არ მოიცავს რაიმე სახის დათქმას ნარკოტიკული საშუალების სახესა და ოდენობის თაობაზე და იმისდა მიხედვით თუ რა სახის ნივთიერების შეძენა-შენახვა აქვს ბრალდებულს ჩადენილი, სასჯელის დანიშვნის საკითხს წყვეტს სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ-------------–-----ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლისათვის დაწესებული მინიმალური სანქციის ფარგლებში.

 

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გ-------------–-----ს უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, როგორც ნარკოტიკული დანაშაულის განმეორებით ჩამდენ პირს, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ვადით.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

გ-------------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის ”ა” ქ/პ-ის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. შესაბამისად, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და სისხლის ნიმუში, უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-------------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

2. გ-------------–-----ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, როგორც ნარკოტიკული დანაშაულის განმეორებით ჩამდენს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამისს ორგანოებს და ~ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან;

 

3. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა გ-------------–-----ს დაეწყოს სასამართლო სხდომის დარბაზში მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 ივლისიდან.

 

4. გ-------------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

 

5. გ-------------–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 24 თებერვლიდან 2017 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკულ საშუალება (ორი ცალი შპრიცი) და გ------------–-----ის სისხლის ნიმუში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე