გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.07.2018
საქმის ნომერი
330310016001455133
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
29.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/5667-16

29 ივნისი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

მოსარჩელე - მა--------ე

წარმომადგენელი - ავ--------–------ე

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - უჩ--------------–-–---–ი

მესამე პირები - თო------------ე, მა----–---------–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის №1----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირები - თო------------ე და მა----–---------–---–ი წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმნენ სარჩელს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დადგენილია, რომ თბ--–--–--------–---–------------–-------------------, 1997 წლის 17 იანვრის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა კ----------ს.

 

ასევე დადგენილია, რომ ნოტარიუს ც---------ს მიერ კა---------ს სამკვიდრო ქონებაზე მა----–---------–---–ის სახელზე გაცემული 2002 წლის 29 ოქტომბრის (რეესტრის №2----), 2002 წლის 08 ოქტომბრის №2----; 2003 წლის 31 იანვრის №2---; 2003 წლის №2---; 2003 წლის №2---, 2003 წლის 28 მარტის №2--- და 2003 წლის 22 აპრილის №2---- სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე, მა----–---------–---–ი გახდა მამკვიდრებლის - კა---------ს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №2----------) თანახმად, მე----------ს უფლებამონაცვლე - მა--------ე ცნობილ იქნა საჯარო რეესტრში მა----–---------–---–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე - თბილისი, მო--–---–--------------------------- ნაწილის მესაკუთრედ და ამ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ც---------ს მიერ კა---------ს სამკვიდრო ქონებაზე მა----–---------–---–ის სახელზე გაცემული 2002 წლის 29 ოქტომბრის (რეესტრის №2----) სამკვიდრო მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2009 წლის 24 ივნისის (საქმე №2---------- ) გადაწყვეტილება (ს.ფ. 89-100).

 

4.1.2. 2012 წლის 07 დეკემბერს მა----–---------–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მოითხოვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე: თბ--–-------------–---–----------------------–-------------- განცხადებაზე თანდართულ იქნა დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასამართლოს გადაწყვეტილება №2----------. 24.06.2009); ამონაწერის ასლი.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 დეკემბრის №8-------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ დამატებით წარსადგენი იყო მა--------ის პირადობის მოწმობის ასლი. შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად მხარეს განესაზღვრა ვადა - 30 კალენდარული დღე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 03 იანვრის №8-------------- გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2013 წლის 03 იანვარს მიღებულ იქნა №8-------------- გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 07 დეკემბრის განცხადება (ს.ფ. 88).

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 დეკემბრის №8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 35).

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 03 იანვრის №8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 36).

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 03 იანვრის №8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 37).

 

4.1.3. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 03 იანვარს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ--–--------–--–--------–---–----------------–--------------–- მდებარე უძრავი ქონების, ფართით: 32.00 კვ.მ. (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 2361.00 კვ.მ.; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0----------------------) მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ მა----–---------–---–ი (3/4 ნაწილი) და მა--------ე (1/4 ნაწილი). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.06.2009 წლის გადაწყვეტილება №2-----------; კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, გაფორმებული 2002 წლის 29 ოქტომბერს, დამოწმებული ნოტარიუსის ც---------ს მიერ რეესტრით №2----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 03/01/2013 (ს.ფ. 14-15).

 

4.1.4. 2014 წლის 05 ნოემბერს მა--------ემ განცხადებით (რეგისტრაციის ნომერი -2--------) მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ცვლილების რეგისტრაციამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა უძრავ ნივთზე მდებარე - ქალაქ თბ--–----------–---–----------------–--------------

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 03 დეკემბრის №2----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მა--------ეს 2014 წლის 05 ნოემბრის №2-------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და განმარტა, რომ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდებოდა სასამართლო წესით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 05 ნოემბრის განცხადება (ს.ფ. 78).

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 03 დეკემბრის №2----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 150-151).

 

4.1.5. 2016 წლის 11 მაისს მა--------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მის მიერ წარდგენილი განცხადებისა (რომლითაც მოთხოვილია თბ--–--–--------–---–------------–--------------------------- ნაწილის რეგისტრაცია) და გადახდილი 50 ლარიანი ქვითრის ასლის გადაცემა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 მაისის №1----- გადაწყვეტილებით მა--------ეს უარი ეთქვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაცემაზე იმ მოტივით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში არ იყო დაცული განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 11 მაისის განცხადება (ს.ფ. 27).

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 მაისის № 1----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 28-29).

 

4.1.6. 2016 წლის 20 ივნისს მა--------ემ ადმინისტრაციული საჩივრით (რეგისტრაციის ნომერი - 1--------) მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2016 წლის 17 მაისის №1----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოთხოვნის დაკმაყოფილება (დადასტურებულ იქნეს, რომ გადაწყვეტილება 1/4 წილის რეგისტრაციაზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით; ბათილად იქნეს ცნობილი დანაშაულებრივად მოპოვებული პერსონალური ინფორმაციის გამოყენებით განხორციელებული 1/4 წილის რეგისტრაცია და გამოცემულ იქნეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი).

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის №1----- გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა მა--------ეს 2016 წლის 20 ივნისის №1-------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №8-------------- (03.01.2013) გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში.

 

ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ 2013 წლის 03 იანვრის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 დეკემბრის №2----- გადაწყვეტილებით მა--------ეს ერთხელ უკვე ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 20 ივნისის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 59-61).

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის №1----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 57-58).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის

 

საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის №1----- გადაწყვეტილება, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა რეგისტრაცია, ხოლო მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების

 

უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს. კერძოდ, მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2013 წლის 03 იანვარს მიღებულ იქნა №8-------------- გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ“.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავის ფარგლებში სადავოდ არ არის გამხდარი რეგისტრაციის შესახებ 2013 წლის 03 იანვარს მიღებული №8-------------- გადაწყვეტილება. მოსარჩელე სადავოდ ხდის მხოლოდ 2016 წლის 20 ივნისს წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2016 წლის 24 ივნისს მიღებულ №1----- გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს გარემოება - რამდენად კანონშესაბამისია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტზე მითითებით.

 

7.3. სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომ ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ, როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის, მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 05 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადებით მოსარჩელე მა--------ე ითხოვდა სადავო ქონებაზე ცვლილების რეგისტრაციამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული განცხადება მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციულ საჩივრად და 2014 წლის 03 დეკემბრის №2----- გადაწყვეტილებით მხარეს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდებოდა სასამართლო წესით.

 

ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 20 ივნისს მა--------ემ №1-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მისი 1/4 ნაწილის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის №1----- გადაწყვეტილებით კი უარი ეთქვა მა--------ეს 2016 წლის 20 ივნისის №1-------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №8-------------- (03.01.2013) გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება.

 

ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 20 ივნისის ადმინისტრაციული საჩივრით (წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით) მ----------ე კვლავ ითხოვდა რეგისტრაციის შესახებ 2013 წლის 3 იანვრის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა 2014 წლის 03 დეკემბრის №2----- გადაწყვეტილებით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოს სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარის მიერ 2014 წლის 5 ნოემბერს წარდგენილი განცხადება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ უნდა შეფასებულიყო როგორც „ადმინისტრაციული საჩივარი“ და შესაბამისად, 2016 წლის 20 ივნისის ადმინისტრაციული საჩივარი არსებითად უნდა განეხილა მოპასუხე მხარეს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ აღნიშნული გარემოება მხარის მიერ სადავო არ გამხდარა 2016 წლის 24 ივნისის №1----- გადაწყვეტილების მიღებამდე, ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2014 წლის 5 ნოემბერს წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა (განცხადება), განცხადების შინაარსისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოპასუხე მხარის მიერ სწორად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციულ საჩივრად, რის შესახებაც 2014 წლის 03 დეკემბერს მიღებულ იქნა №2----- გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმავე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 24 ივნისის

 

№1----- გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის №1----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მა--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე - თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ნანა აფციაური