განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN020100118002447379(1/258-2018)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი- ან-----------
ადვოკატ - იო---------–---
ბრალდებული-თე---------------------
მონაწილეობით ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: თე--------------------- მიმართ
მამის სახელი: მე-----
დაბადებული: 09.07.1--- წელს
პირადი ნომერი: 19---------
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
მისამართი: ქ. თბ--–-----–---–-----------------------------
რეგისტრირებული: ზუ--------------------------–-------------
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
თე--------------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
2018 წლის 09 აპრილს, დაახლოებით 15:30 საათზე, ზუ--------------------------–------------–- მდებარე №1 სასაფლაოს ტერიტორიაზე, თე---------------------, არასრულწლოვანი შვილის-მე---------------- თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს-თი------------------, რა დროსაც ორივე ხელი მოუჭირა კისერზე ძლიერად და ექაჩებოდა, რის შედეგად თი------------------ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
თე--------------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისიწინებული შედეგი.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
2003 წლიდან თე-------------------- და თი----------------- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2003 წლიდან-2018 წლის 09 აპრილამდე, თე-------------------- სისტემატურად შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მეუღლეს- თი------------------, რის შედეგად თი------------------ განიცადა ტანჯვა.
2018 წლის 09 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათზე, ზუ--------------------------–------------–-, საავტომობილო გზაზე, თე---------------------, ძალის გამოყენებით სცადა თი------------------ გადმოყვანა ავტომანქანიდან, რა დროსაც ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა მკლავზე და მაჯაზე, რის შედეგად თი------------------ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ნაწილობრივ მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა გარკვეული მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
დაზარალებული თი------------------ განმარტებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 09 აპრილს ბიძასთან და დასთან ერთად იმყოფებოდა სოფელ ორ-------–- სასაფლაოზე, შემდეგ გადავიდა მეორე სასაფლაოზე შვილთან მე----------------თან ერთად, სადაც მივიდა თე-------------------- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელი მოუჭირა ყელზე, რის შედეგად განიცადა ტკივილი, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ხედავდა მისი არასრულწლოვანი შვილიც, დაახლოებით ნახევარ საათში მეორედ იძალადა მეუღლემ, ავტომანქანიდან ძალით გადმოიყვანა, ხელი მოუჭირა მკლავებზე და მაჯაზე, რა დროსაც ასევე განიცადა ტკივილი. ამ ფაქტს ბიძა თე----------------–------------------–-- და მისი და ესწრებოდნენ. 2002 წლიდან იმყოფება თე---------------------თან ქორწინებაში და თექვსმეტწლიანი თანაცხოვრების მანძილზე სისტემატურად ჰქონდათ კონფლიქტი და მეუღლე მას აყენებდა შეურაცხყოფას, მაგრამ ითმენდა, არ ითხოვს თე--------------------- დასჯას.
არასრულწლოვანმა მოწმემ მე---------------მ უარი განაცხადა მამის, თე--------------------- წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტი მა------------–--- განმარტავს, რომ 2018 წლის 9 აპრილს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, მან ობიექტურად შეამოწმა თი-----------------, რომელმაც განუმარტა, რომ ზუ--------------------------–------------–- სასაფლაოზე 09 აპრილს მეუღლემ მიაყენა დაზიანება კისერზე ხელის მოჭერით და უჩიოდა ტკივილს, კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე, მარცხენა მხარის შუა მესამედის შიგნითა ზედაპირზე, მარცხენა წინა მხარის შიდა ზედაპირზე, მარცხენა სხივ-სახსრის გარეთა ზედაპირზე მას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, რომელიც მიყენებული იყო ბლაგვი-მკვრივი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
ბრალდებულმა თე--------------------- შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს თბილისში, სააღდგომოდ ჩამოვიდა ზუ--------------------------–------------–- დედასთან, დაასუფთავა თავისი წინაპრების და მეუღლის მამის საფლავები. აღდგომის დღესასწაულზე დალია 3 ჭიქა ღვინო, ახალგაზრდა ბიჭი იყო გარდაცვლილი და თხოვა მეუღლეს, თი------------------ ერთად შესულიყვნენ სასაფლაოზე, მან უარი უთხრა და შეეპასუხა, რის გამოც კისერში მოუჭირა ხელი და შეაჯანჯღარა, ხელი არ დაურტყამს, შემდეგ მისი და არ უშვებდა მასთან სახლში, ხელი ჩაავლო მკლავზე, მოქაჩა და ხელის მოჭერით ძალით უნდოდა ავტომანქანიდან გადმოყვანა. ეს არის მისი დანაშაული, რასაც ნანობს, მას უყვარს მეუღლე და შვილები, არ აპირებს ოჯახის დანგრევას, ადრე მათ შორის კონფლიქტს და უთანხმოებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, დედა ჰყავს სიმსივნით დაავადებული და მატერიალურად ეხმარება, რაზეც მეუღლე უკმაყოფილებას გამოთქვამდა, ის მუშაობდა, ჰქონდა ხელფასი და ზრუნავდა ოჯახზე, მაგრამ უშლიდა თი------- ღამის საათებში კლუბ „ბა----–-“ მუშაობას, ესეც იყო უთანხმოების მიზეზი. ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
თე--------------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე მტკიცებულებებით.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა №1) დადასტურებულია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 09 აპრილის შეტყობინება თე--------------------- მიერ ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე (ს.ფ1-2)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 13 აპრილის N00------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 9-11)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 10 მაისის N00------- ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 210-215)
2003 წლის 11 დეკემბრის N მნ-------- ქორწინების აქტის ჩანაწერით (ს.ფ 105-106)
2003 წლის 8 დეკემბრის დაბადების აქტის Nნკ------- ჩანაწერით (ს.ფ 221-222)
2018 წლის 13 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ს.ფ 165-171)
მოწმეების თე----------------–----------------------–--- გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯუ- ლების ხელმისაწვდომობა.
პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
თე-------------------- და თი----------------- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთ ოჯახად და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი.
ქალთა დისკირიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის მესამე მუხლის შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, სახელდობრ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრივი განვითა- რება და პროგრესი, მათ მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა განხორციელება და გამოყენება მამაკაცებთან თანასწორობის საფუძველზე.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის, ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს-საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში თე--------------------- მიერ მეუღლის მიმართ ჩადენილია ძალადობრივი ქმედება, რამაც ფიზიკური და მორალური ტკივილი გამოიწვია.
ბრალდებულ თე--------------------- მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, თე--------------------- გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და ის ზიანი, რაც შეიძლება მიდგომოდა დაზარალებულს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთო- ბლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვე- ტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი საქმეზე გამოკვლეული და პრეიუდიციული ძალის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ თე--------------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამდენად, ბრალდებულ თე--------------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261 პირველი ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თე--------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, დამამძიმებელი გარემოებაა, რომ ჩადენილი აქვს დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2011 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით თე-------------------- ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 6 თვე რეალურად მოსახდელად დაურჩა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად გაუქმდა 2009 წლის 11 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 3 წელი რეალურად მოსახდელი დაურჩა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით. 2013 წლის 08 თებერვლის განჩინებით ამნისტიის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და 2013 წლის 11 თებერვალს გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ვინაიდან თე-------------------- ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას ნასამართლობა საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მოხსნილი ან გაქარწლებული არა აქვს და კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი, რაც ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, შესაბამისად მის მიმართ უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მოთხოვნა, რა დროსაც დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნას, რის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით სასამართლო მიაჩნია, რომ თე--------------------- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს და მის პიროვნებას, რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით
დაადგინა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ თე-------------------- (პირადი ნომერი 19---------) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
3.საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
4.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თე--------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
3. თე--------------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 12 აპრილის 21:05 საათიდან.
4.თე---------------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა
გაუქმდეს.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნატრული აკობია