განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/377-18 (#041260318005)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06.07.2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნანა გაბედავა
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - რ-----------–----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ნ-----------–------ი
მამის სახელი: ე-–------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
დაბადებული: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-
ნასამართლობა: მქონე (პირობით მსჯავრდებული)
რეგისტრირებული: ქ------------------–---–-------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------–--------------
ადვოკატი - რ---------------–--–--ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ნ-----------–------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
შუამდგომლობის მიხედვით ნ-----------–------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა:
- ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 მარტს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქუთაისში, კ---------------------------–- მდებარე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2016 წლის 14 ნოემბერის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ძარცვისათვის ნასამართლევი ნ-----------–------ი აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დ--–---------–---–ის 20 ლარად ღირებულ ხელჩანთას, მასში არსებულ ფულად თანხას 30 ლარის ოდენობით, მინის სათვალეს ღირებულს 35 ლარად, ,,ნოკია“-ს ფირმის მობილურ ტელეფონს ღირებულს 80 ლარად, მზის სათვალეს ღირებულს 13 ლარად. რის შედეგადაც, დ--–---------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 178 ლარის ოდენობით.
ნ-----------–------ს ზემოაღნიშნული ქმედებისათვის წარედგინა ბრალდება სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ნ-----------–------ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: დ--–---------–---–ის და დ-------------–-----–--ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის ნ-----------–------ის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნ-----------–------ის ამოცნობის ოქმი, მობილური ტელეფონის ამოღების ოქმი, ხელჩანთის ამოღების ოქმი , ამოღებული მობილური და ხელჩანთა და საქმეზე არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2018 წლის 03 ივლისს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ ნ-----------–------ს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ---------------–--–--ას მონაწილეობით) და ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ რ-----------–----ეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე.
საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
2018 წლის 06 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საპროცესო შეთანხმების დადების ოქმთან ერთად.
2018 წლის 06 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა რ-----------–----ემ, ბრალდებულ ნ-----------–------თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სტაჟიორ-პროკურორმა რ-----------–----ემ, ბრალდებულმა ნ-----------–------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ---------------–--–--ამ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სასამართლომ გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიარა კონსულტაცია და შეატყობინა საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილია შესაბამისი ოქმები.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ რ-----------–----ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 219-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის რ-----------–----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს სტაჟიორ-პროკურორ რ-----------–----ეს და ბრალდებულ ნ-----------–------ს შორის 2018 წლის 03 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება;
3. ნ-----------–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 04 (ოთხი) წელი, ხოლო 02 (ორი) წელი სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.
4. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ნ-----------–------ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის N04/18-0032 გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) წლით, 04 (ოთხი) თვით და 25 (ოცდახუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----------–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 04 (ოთხი) წელი, ხოლო 02 (ორი) წელი სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი).
5. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნ-----------–------ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 27 მარტიდან.
6. ნ-----------–------ს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან, რა დროსაც სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
7.1. დ--–---------–---–ისაგან ამოღებული ხელჩანთა, აგრეთვე დ--–---------–---–ისაგან წარმოდგენილი მობილური ტელეფონის ყუთი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს - ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
7.2. ნ-----------–------ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს - ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
7.3. მაღაზიიდან ამოღებული მინის ბოთლი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
7.4. მინის ბოთლიდან ამოღებული ხელის ერთი კვალი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
7.5. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკად და ამოღებისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკად - რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო შეთანხმების თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე