გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.07.2018
საქმის ნომერი
411210017001899692
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 411210017001899692

(2/40-2017)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.07.2018 წელი ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

აბაშის მუნიციპალიტეტში- ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი- ფატიმა კვახაჯელიძე

მოსარჩელე - შპს ”მი---------------- ორ-------–-- მო--–---”

წარმომადგენელი - ტა-----– გე-------

მოპასუხე - მუ------- გა---–--ა

წარმომადგენელი- მირ----ა კუ-----–---–ი

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის დავალიანების თანხის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა: მოპასუხე მუ------- გა---–--ას შპს ”მი---------------- ორ-------–-- მო--–---”-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული თანხა 1350 ლარი (450 ლარი - ძირი თანხა, 78 ლარი - სარგებელი, 822 ლარი - პირგასამტეხლო); მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა; მოპასუხეს დაეკისროს იურიდიული მომსახურების 50 ლარის გადახდა.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ტა-----– გე-------მ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა: მოპასუხე მუ------- გა---–--ას შპს ”მი---------------- ორ-------–-- მო--–---”-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული თანხა 828 ლარი (450 ლარი - ძირი თანხა, 78 ლარი - სარგებელი, 300 ლარი - პირგასამტეხლო); მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა; მოპასუხეს დაეკისროს იურიდიული მომსახურების 50 ლარის გადახდა.

 

1.2 მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2016 წლის 22 აპრილს, მოპასუხე მუ------- გა---–--ასა და და შპს ქა-------–- სა--------- ტე-----–------ს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება ნომერი L-1-----, რომლის საფუძველზე, მსესხებლის სახელზე 2016 წლის 23 აპრილს გაცემულ იქნა თანხა 450 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის შემდგომ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 450 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 78 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, 2016 წლის 23 მაისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხისა და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო- ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 პროცენტის ოდენობით, რამაც შეადგინა 1327.5 ლარი.

 

2016 წლის 11 ნოემბერს შპს ლ--- ინ------ა (ამჟამად მო--–---) და შპს ქა-------–- სა--------- ტე-----–------ს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის (გასხვისების) შესახებ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც შპს მო--–---ს მიენიჭა კრედიტორის უფლება იმ მოვალეების მიმართ, რომლებიც სასესხო ურთიერთობაში იმყოფება მოთხოვნის მფლობელთან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მუ------- გა---–--ამ 2017 წლის 02 ივნისს წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო წარმოდგენილი სარჩელი. საქმის ზეპირი მოსმენის დროს, მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის -250 ლარის ნაწილში და განმარტა რო, სესხის ძირითადი თანხის 450 ლარიდან, მოპასუხეს გადახდილი აქვს 200 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 250 ლარი. ასევე არ დაეთანხმება სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში თანხის დაკისრების მოთხოვნას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 22 აპრილს, მოპასუხე მუ------- გა---–--ასა და და შპს ქა-------–- სა--------- ტე-----–------ს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება ნომერი L-1-----, რომლის საფუძველზე, მსესხებლის სახელზე 2016 წლის 23 აპრილს გაცემულ იქნა თანხა 450 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- # L-1----- ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2 მსესხებელს სესხების დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულების დანართი გრაფიკებით დადგენილი ვადებით და ოდენობით, რაც დარღვეულ იქნა მის მიერ და დავალიანება დღემდე გადაუხდელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შეტყობინება დავალიანების შესახებ

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 L-1----- ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მსესხებელ მუ------- გა---–--ას გადასახდელი აქვს 1350 ლარი (450 ლარი - ძირი თანხა, 78 ლარი - სარგებელი, 822 ლარი - პირგასამტეხლო);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ”მი---------------- ორ-------–-- მო--–---”-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს საბანკო საკრედიტო ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე მუ------- გა---–--ას სახელზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის - -შპს ”მი---------------- ორ-------–-- მო--–---”-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მუ------- გა---–--ას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვადამდე შეწყვიტა რა საკრედიტო ხელშეკრულება, მიიღო მატერიალური ზიანი იმ პროცენტის სახით, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პროცენტის სახით მისაღები თანხა წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს და არსებობს მოპასუხეთათვის მისი ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

იმავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული იყო მოპასუხის ვალდებულება გადაეხადა პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, თუმცა სასამართლო თვლის, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. იმავდროულად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხარისხისა და მიზეზის, ასევე, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის დროიდან სასამართლოსათვის მომართვამდე პერიოდის გათვალისწინებით, (რამაც ბუნებრივია ზეგავლენა იქონია პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდაზე), პირგასამტეხლოს დარიცხული ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და ის უნდა შემცირდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელე მხარის განმარტებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა მორიგების შემთხვევაში დასაშვებია განხორციელდეს დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირება.

 

სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მიიჩნევს, პირგასამტეხლოს ოდენობა - 300 ლარი უნდა შემცირდეს 100 ლარამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

გამომდინარე აღნიშნულიდან, მოპასუხე მუ------- გა---–--ას მოსარჩელე შპს „მი---------------- ორ-------–-- მო--–---“-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 628 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 450 ლარი, სარგებელი - 78 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი, საიდანაც მითითებული ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული და მოპასუხეების მიერ აღიარებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს შპს „მი---------------- ორ-------–-- მო--–---“-ის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 11.34 ლარის გადახდა, ხოლო დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად- 38.66 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და უნდა დარჩეს იმავე ანგარიშზე.

 

მოპასუხე მუ------- გა---–--ას, ასევე მოსარჩელე შპს „მი---------------- ორ-------–-- მო--–---“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი საზღაური 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „მი---------------- ორ-------–-- მო--–---“-ის (40-------) სარჩელი მოპასუხე მუ------- გა---–--ას (პ/ნ 0----------) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხე მუ------- გა---–--ას (პ/ნ 0----------) მოსარჩელე შპს „მი---------------- ორ-------–-- მო--–---“-ის (40-------) სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 628 (ექვსასოცდარვა) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 450 ლარი, სარგებელი - 78 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი;

 

1.2. მოპასუხე მუ------- გა---–--ას (პ/ნ 0----------) მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 11.34 ლარს,1.3. მოსარჩელე შპს „მი---------------- ორ-------–-- მო--–---“-ის მიერ 2017 წლის 31 მარტს თიბისი ბანკის მეშვეობით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარიდან, 38.66 ლარი (საგადახდო დავალება №1---------- დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.

 

1.4. მოპასუხე მუ------- გა---–--ას (პ/ნ 0----------) მოსარჩელე შპს „მი---------------- ორ-------–-- მო--–---“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი საზღაური 50 ლარი.

 

2. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ დაიშვება.

 

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე