გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.07.2018
საქმის ნომერი
110210018002370731
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1-0210018002370731

N 2/318-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.07.2018 წელი ქ. ზესტაფონი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი: სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე: სს ,-თ----- ბ---ი",წარმომადგენელი: შპს ,-ტ-----’’,წარმომადგენელი: ლ--–- ბ-----–--ე,მოპასუხე: ნ--- ბ--–--------,დავის საგანი: საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე ნ--- ბ--–--------ს დაეკისროს:

1.1 2016 წლის 19 დეკემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 5410.98 ლარის ანაზღაურება;

1.2 2016 წლის 19 დეკემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირ თანხაზე 3648.79 ლარზე წლიური სარგებლის 3-%-ის ანაზღაურება, რაც ყოველთვიურად შეადგენს 103.38 ლარს და ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირ თანხაზე 3648.79 ლარზე 1% პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც ყოველდღიურად შეადგენს 36.48 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

1.3. 2016 წლის 27 დეკემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 1831.77 ლარის ანაზღაურება;

1.4. 2016 წლის 27 დეკემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირ თანხაზე 1595.21 ლარზე 0,5% პირგასამტეხლოს ანაზღაურება, რაც ყოველდღიურად შეადგენს 7.97 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

1.5 2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 3253.23 ლარის ანაზღაურება;

1.6. 2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირ თანხაზე 2302.78 ლარზე წლიური სარგებლის 3-%-ის ანაზღაურება, რაც ყოველთვიურად შეადგენს 63.32 ლარს და ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირ თანხაზე 2302.78 ლარზე 0,5% პირგასამტეხლოს ანაზღაურება, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1-.51 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა.

1.7. შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.

 

მოსარჩელის პოზიცია

მოსარჩელე სს ,-თ----- ბ---მა“ სარჩელით მოითხოვა მოპასუხე ნ--- ბ--–--------ს დაეკისროს მის სასარგებლოდ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურება და სარჩელის ფასი განსაზღვრა 21 31-.35 ლარით. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ლ--–- ბ-----–--ემ, იმ მოტივით, რომ სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხემ ნაწილობრივ გადაიხადა დავალიანება, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხე ნ--- ბ--–--------ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის 19 დეკემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 5410.98 ლარის ანაზღაურება; ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირ თანხაზე 3648.79 ლარზე წლიური სარგებლის 3-%-ის ანაზღაურება, რაც ყოველთვიურად შეადგენს 103.38 ლარს და ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირ თანხაზე 3648.79 ლარზე 1% პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც ყოველდღიურად შეადგენს 36.48 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

2016 წლის 27 დეკემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 1831.77 ლარის ანაზღაურება; ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირ თანხაზე 1595.21 ლარზე 0,5% პირგასამტეხლოს ანაზღაურება, რაც ყოველდღიურად შეადგენს 7.97 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 3253.23 ლარის ანაზღაურება; ამავე საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირ თანხაზე 2302.78 ლარზე წლიური სარგებლის 3-%-ის ანაზღაურება, რაც ყოველთვიურად შეადგენს 63.32 ლარს და ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირ თანხაზე 2302.78 ლარზე 0,5% პირგასამტეხლოს ანაზღაურება, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1-.51 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა.

შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ნ--- ბ--–--------მ როგორც მოსამზადებელ ეტაპზე, ასევე სასამართლო მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მას სს ,-თ----- ბ---თან“ გააჩნია საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომლის შესრულებაც ვერ უზრუნველყო იმის გამო, რომ შვილი ჰყავს მძიმე ავადმყოფი, მკურნალობს ისრაელში და არა აქვს ეკონომიური შესაძლებლობა გადაიხადოს ბ---ის ვალი. მოსარჩელე მხარეს გადაუხდის ეტაპობრივად 2016 წლის 19 დეკემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებიდან ძირ თანხას 3648.79 ლარს; 2016 წლის 27 დეკემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხას 1 595.21 ლარს; 2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების ძირ თანხას 2302.78 ლარს. დანარჩენი მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე კი უარს აცხადებს, იმ მოტივით, რომ სესხის პროცენტი და პირგასამტეხლოს თანხა არის კაბალური. მის მიერ გადახდილია პროცენტი და ჯარიმა და აღარ ეკუთვნის მეტის გადახდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 19 დეკემბერს მოპასუხე ნ--- ბ--–--------სა და სს ,-თ----- ბ---ს“ შორის დაიდო საბ---ო კრედიტის N 3196666-8683952 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 5000 ლარი. კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 24 თვე და კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის შესაბამისად 2018 წლის 19 დეკემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საბ---ო კრედიტის N 3196666-8683952 ხელშეკრულება;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.2. მოპასუხე ნ--- ბ--–--------მ დაარღვია 2016 წლის 19 დეკემბერის საბ---ო კრედიტით განსაზღვრული ვალდებულება და 2017 წლის 23 აგვისტოს შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია, სულ ცოტა ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას, ბოლოს გადახდა განხორციელებულია 2018 წლის მარტში, აპრილში და მაისში. 2018 წლის 4 ივლისის მდგომარეობით დარჩენილი აქვს გადასახდელი ძირი თანხა 3648.79 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საბ---ო კრედიტის N 3196666-8683952 ხელშეკრულება;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

- მხარეთა განმარტება

 

3.1.3. 2016 წლის 27 დეკემბერს მოპასუხე ნ--- ბ--–--------სა და სს ,-თ----- ბ---ს“ შორის დაიდო საბ---ო კრედიტის N 3196666-8706782 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 3228.43 ლარი საპროცენტო სარგებლის გარეშე. კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 728 დღე და კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის შესაბამისად 2018 წლის 25 დეკემბრამდე ყოველი თვის 25 რიცხვში 136.02 ლარის გადახდით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საბ---ო კრედიტის N 3196666-8706782 ხელშეკრულება;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.4. მოპასუხე ნ--- ბუცხრიკიძის მიერ პერიოდულად ირღვეოდა 2016 წლის 27 დეკემბერის საბ---ო კრედიტით განსაზღვრული ვალდებულება, სულ ცოტა ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს, ბოლოს გადახდა განხორციელებულია 2018 წლის იანვარში და თებერვალში. 2018 წლის 4 ივლისის მდგომარეობით დარჩენილი აქვს გადასახდელი ძირი თანხა 1595.21 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საბ---ო კრედიტის N 3196666-8706782 ხელშეკრულება;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

- მხარეთა განმარტება

 

3.1.5. 2016 წლის 07 აპრილს მოპასუხე ნ--- ბ--–--------სა და სს ,-თ----- ბ---ს“ შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით პრაიმქარდის სახით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 9071 დღე 2041 წლის 05 მაისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება,- მხარეთა განმარტება.

 

3.1.6. მოპასუხე ნ--- ბუცხრიკიძის მიერ პერიოდულად ირღვეოდა 2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება და 2017 წლის 30 ივნისის შემდეგ მას გადახდა არ განუხორციელებია 2018 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით დარჩენილი აქვს გადასახდელი ძირი თანხა 2302.78 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება,- მხარეთა განმარტება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 19 დეკემბერს მოპასუხე ნ--- ბ--–--------სა და სს ,-თ----- ბ---ს“ შორის დადებული საბ---ო კრედიტის N 3196666-8683952 ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 3-%-ით, ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარი დამატებული ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 1%. დამატებით პირობად განისაზღვრა სიცოცხლის დაზღვევა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საბ---ო კრედიტის N 3196666-8683952 ხელშეკრულება;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

- მხარეთა განმარტება

 

3.2.2. 2016 წლის 19 დეკემბერის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 04 ივლისის მდგომარეობით ძირ თანხასთან ერთად ნ--- ბ--–--------ს გადასახდელი აქვს პროცენტი, ჯარიმა და სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც მოსარჩელის მიერ შემცირებული ოდენობით შეადგენს პროცენტი 750.62 ლარს, ჯარიმა 1000 ლარს და დაზღვევა 1-.57 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საბ---ო კრედიტის N 3196666-8683952 ხელშეკრულება;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

- მოსარჩელის განმარტება

 

3.2.3 მოპასუხის დავალიანება 2016 წლის 19 დეკემბერის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე ასევე შეადგენს ძირ თანხაზე - 3648.79 ლარზე წლიურ სარგებელს 3-% ყოველთვიურად 103.38 ლარს და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1% პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 36.48 ლარს, არაუმეტეს 500 ლარისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საბ---ო კრედიტის N 3196666-8683952 ხელშეკრულება;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

- მოსარჩელის განმარტება

 

3.2.4. 2016 წლის 27 დეკემბერს მოპასუხე ნ--- ბ--–--------სა და სს ,-თ----- ბ---ს“ შორის დადებული საბ---ო კრედიტის N 3196666-8706782 ხელშეკრულებით განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და მას დამატებული ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,5%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საბ---ო კრედიტის N 3196666-8706782 ხელშეკრულება;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

- მხარეთა განმარტება

3.2.5. მოპასუხის დავალიანება 2016 წლის 27 დეკემბერის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს როგორც ძირ თანხას ასევე ჯარიმას 236.56 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საბ---ო კრედიტის N 3196666-8706782 ხელშეკრულება;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

- მოსარჩელის განმარტება

3.2.6. მოპასუხის დავალიანება 2016 წლის 27 დეკემბერის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე ასევე შეადგენს ძირ თანხაზე - 1595.21 ლარზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 7.97 ლარს, არაუმეტეს 500 ლარისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საბ---ო კრედიტის N 3196666-8706782 ხელშეკრულება;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

- მოსარჩელის განმარტება

3.2.7. 2016 წლის 7 აპრილს მოპასუხე ნ--- ბ--–--------სა და სს ,-თ----- ბ---ს“ შორის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 3-%-ით, ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი დამატებული ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,5%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება,- მხარეთა განმარტება.

 

3.2.8. მოპასუხის დავალიანება 2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს როგორც ძირ თანხას, ასევე პროცენტს 450 ლარს და შემცირებულ ჯარიმას 500 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება,- მოსარჩელის განმარტება.

 

3.2.9. მოპასუხის დავალიანება 2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასევე შეადგენს მის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირ თანხაზე - 2302.78 ლარზე წლიურ სარგებელს 3-% ყოველთვიურად 63.32 ლარს და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 1-.51 ლარს, არაუმეტეს 800 ლარისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება,- მოსარჩელის განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''თ----- ბ---ის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, მე-400, 403-ე, 41--ე, 420-ე 361-ე , 623-ე , 625-ე, მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 49-ე, 53-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია და სადავო არ არის, რომ მოსარჩელე სს ,-თ----- ბ---სა'' და მოპასუხე ნ--- ბ--–--------ს შორის 2016 წლის 19 დეკემბერს დაიდო საბ---ო კრედიტის N 3196666-8683952 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სარგებლიანი სესხი 5000 ლარი. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის შესაბამისად 2018 წლის 19 დეკემბრამდე.

 

2016 წლის 27 დეკემბერს დაიდო საბ---ო კრედიტის N 3196666-8706782 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე ნ--- ბ--–--------ზე გაიცა სესხი 3228.43 ლარი საპროცენტო სარგებლის გარეშე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გრაფიკის შესაბამისად 2018 წლის 25 დეკემბრამდე ყოველი თვის 25 რიცხვში 136.02 ლარის გადახდით.

 

2016 წლის 07 აპრილს დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზეც ნ--- ბ--–--------ზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 2000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით პრაიმქარდის სახით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 9071 დღე 2041 წლის 05 მაისამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებების დადებით მოსარჩელე სს ,-თ----- ბ---სა'' და მოპასუხეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოპასუხის მიერ დაირღვა და არ შესრულდა.

 

დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე რომ მოპასუხე ნ--- ბ--–--------სა და მოსარჩელე სს ,-თ----- ბ---ს“ შორის არსებობს საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და მოპასუხე სარჩელს ცნობს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი სესხის თანხის, კერძოდ 2016 წლის 19 დეკემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებიდან ძირი თანხის 3648.79 ლარის; 2016 წლის 27 დეკემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 1 595.21 ლარის; 2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 2302.78 ლარის ანაზღაურების ნაწილში. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უდავოა და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებების თანახმად დადგენილია, რომ სესხი უნდა დაებრუნებინა მოპასუხეს სარგებელთან ერთად. ასევე ვადაგადაცილების შემთხვევაში დაერიცხებოდა ჯარიმები. აღნიშნულ ხელშეკრულებას დაეთანხმა მოპასუხე და სესხი მიიღო. იხდიდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს და რაიმე პრეტენზია და საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ დაასაბუთა მისი სარჩელის სამართლებრივი საფუძვლიანობა წარმოადგინა მტკიცებულებები (სესხის ხელშეკრულებები), რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა. შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი - წლიური საპროცენტო განაკვეთი 3-% 2016 წლის 19 დეკემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების შემთხვევაში და 3-% წლიური სარგებელი 2018 წლის 07 აპრილის საკრედიტო ბარათის შემთხვევაში ნაკისრ ვალდებულებასთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალი და კანონსაწინააღმდეგო არ არის. შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბ---ის მიერ დადგენილ საპროცენტო განაკვეთს და ვერ ჩაითვლება შეუსაბამოდ მაღალ და ამორალურ ოდენობად.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა დადგენილ ვადაში. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. მხარეთა განმარტებით და წარმოდგენილი გადახდების ისტორიით დადგენილია, რომ

ნ--- ბ--–--------მ ჯეროვნად ვერ შეასრულა სს „თ----- ბ---ის“ წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. კრედიტის გადახდის ვადის არაერთხელ გადაცილებით დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. 2017 წლის აგვისტოდან კი საერთოდ შეწყვიტა სესხის გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესაბამისად მოპასუხე ნ--- ბ--–-------- ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს სესხის დარჩენილი დავალიანება.

 

6.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მან უნდა გადაიხადოს მხოლოდ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის გადაუხდელი ძირი თანხები ვინაიდან დანარჩენი თანხის ნაწილი გადახდილი აქვს პროცენტის სახით, ამასთან თანხის გადახდას ვერ შესძლებს, რადგან ამის მატერიალური შესაძლებლობა არა აქვს და უნდა განთავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან მოსარჩელისათვის პროცენტის, ჯარიმის და ვალდებულების შესრულებამდე სარგებლის და ჯარიმის გადახდისაგან. ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება და მხარეთა შორის მიმდინარე მოლაპარაკებები არ გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნას.

 

სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის აღძვრამდე მოთხოვნილი სარგებლის, კერძოდ 2016 წლის 19 დეკემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებიდან პროცენტის 750.62 ლარის; 2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების პროცენტის 450.45 ლარის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე ანაზღაურებული იქნეს 2016 წლის 19 დეკემბერის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - წლიური სარგებელი 3-% ყოველთვიურად 103.38 ლარი და 2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე წლიური სარგებელი 3-% ყოველთვიურად 63.32 ლარი წარმოადგენს მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხის მიერ ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. კომერციული ბ---ების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კომერციული ბ---ის, საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი საგანი კრედიტების გაცემა და აქედან მოგების მიღებაა. ამიტომ, ბ---ისათვის სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველთვის ივარაუდება, რომ, ვალდებულების დარღვევის გამო, ბ---ი შემოსავალს ვეღარ იღებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 41--ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი არის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც პირი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ პირობებში, მისი უფლებები, რომ არ დარღვეულიყო, მაგალითად ხელშეკრულება რომ შესრულებულიყო სათანადო წესით. სასამართლოს აზრით სს ,-თ----- ბ---ს“ მოპასუხის მიერ დასაბრუნებელი თანხით შეეძლო მიეღო სარგებელი სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა ვალდებულების შესრულებამდე 2016 წლის 19 დეკემბერის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3648.79 ლარზე წლიური სარგებელის 3-%-ის ყოველთვიურად 103.38 ლარის და 2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2302.78 ლარზე წლიური სარგებელის 3-%-ის ყოველთვიურად 63.32 ლარის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417 მუხლი ადგენს, რომ პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხოლო ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

საქართველოს სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გაითვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მართალია, მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს მინიჭებული პირაგასმტეხლოს შემცირების უფლება. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოსთან. აღსანიშნავია, რომ თუმცა პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.

 

აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ გამოყენა მისი უფლებამოსილება და იხელმძღვანელა ამ მუხლით და მიაჩნია, რომ შეუსაბამოდ მაღალია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო და იგი უნდა შემცირდეს.

 

2016 წლის 19 დეკემბრის საბ---ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3648.79 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 1%,- რაც ყოველდღიურად შეადგენს 36.48 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა უნდა შემცირდეს 0,1%-მდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.65 ლარს, მაგრამ არა უმეტეს 250 ლარისა.

 

2016 წლის 27 დეკემბრის საბ---ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1595.21 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,5%, რაც ყოველდღიურად შეადგენს 7.97 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა უნდა შემცირდეს 0,05%-მდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.80 ლარს, მაგრამ არა უმეტეს 250 ლარისა.

 

2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2302.78 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,5%, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1-.51 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 800 ლარისა უნდა შემცირდეს 0,05%-მდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.15 ლარს, მაგრამ არა უმეტეს 250 ლარისა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოსარჩელემ შეამცირა სარჩელი მას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შემცირებული სარჩელის ფასის პროპორციულად 14%, რაც შეადგენს 89.51 ლარს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზევე ცნო სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხების - 7546.78 ლარის ნაწილში და ამ თანხის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდისაგან იგი გათავისუფლებულია და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 35% თანხით 223.77 ლარი ასევე უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ ცნო მოპასუხემ და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 41% თანხით 262.13 ლარის ანაზღაურება.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინებით დაკმაყოფილებულია მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, შესაბამისად მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 10% თანხით 63.93 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხე ნ--- ბუცხრიკიძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ რუფოთში ს/კ 3-.1-.3-.1-- გასხვისების და იპოთეკით დატვირთვით აკრძალვა უნდა დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე სს ,-თ----- ბ---ის“ (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1.1. მოპასუხე ნ--- ბ--–--------ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს მოსარჩელე სს ,-თ----- ბ---ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 2016 წლის 19 დეკემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 4510.98 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 3648.79 ლარი, პროცენტი - 750.62 ლარი, ჯარიმა 100 ლარი და დაზღვევა - 1-.57 ლარი.

1.1.2 მოპასუხე ნ--- ბ--–--------ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს მოსარჩელე სს ,-თ----- ბ---ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 2016 წლის 19 დეკემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3648.79 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური სარგებლის 3-%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 103.38 ლარს;

1.1.3. მოპასუხე ნ--- ბ--–--------ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს მოსარჩელე სს ,-თ----- ბ---ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 2016 წლის 19 დეკემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3648.79 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.65 ლარს, მაგრამ არა უმეტეს 250 ლარისა.

1.2.1 მოპასუხე ნ--- ბ--–--------ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს მოსარჩელე სს ,-თ----- ბ---ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 2016 წლის 27 დეკემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1831.77 ლარის გადახდა, საიდანაც 1595.21 ლარი არის ძირი თანხა, 236.56 ლარი არის ჯარიმა.

1.2.2 მოპასუხე ნ--- ბ--–--------ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს მოსარჩელე სს ,-თ----- ბ---ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 2016 წლის 27 დეკემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1595.21 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.80 ლარს, მაგრამ არა უმეტეს 250 ლარისა.

1.3.1. მოპასუხე ნ--- ბ--–--------ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს მოსარჩელე სს ,-თ----- ბ---ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 3003.23 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2302.78 ლარი, პროცენტი 450.45 ლარი შემცირებული ჯარიმა 250 ლარი.

1.3.2. მოპასუხე ნ--- ბ--–--------ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს მოსარჩელე სს ,-თ----- ბ---ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 2302.78 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური სარგებლის 3-%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 63.32 ლარს;

1.3.3. მოპასუხე ნ--- ბ--–--------ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს მოსარჩელე სს ,-თ----- ბ---ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 2302.78 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.15 ლარს, არა უმეტეს 400 ლარისა.

2. მოსარჩელე სს ,-თ----- ბ---ს“ (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 313.28 ლარი, ბაჟის გადახდის თარიღია 2018 წლის 20 მარტი, საგადასახადო დავალება N30.

2.1 მოსარჩელე სს ,-თ----- ბ---ის“ (ს/კ 2--------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 63.93 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

2.2. მოპასუხე ნ--- ბ--–--------ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს მოსარჩელე სს ,-თ----- ბ---ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 312.13 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 262.13 ლარი არის სარჩელისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 50 ლარი არის სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხე ნ--- ბუცხრიკიძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ რუფოთში ს/კ 3-.1-.3-.1-- გასხვისების და იპოთეკით დატვირთვით აკრძალვა დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ელენე ოსაძე