განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100117002119648
საქმე N1-883/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
04 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ზ------ კ---–--–--ე
ადვოკატი - პ----- შ----ე
ბრალდებული: ი-----–ი ჩ----–-–---–-
მამის სახელი: თ------ი
პირადი ნომერი: 6----------
დაბადებული: 19.0--1--- წელი
მოქალაქეობა: ს----------–----------–--ე
განათლება: ს-–----–ო განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–ი
რეგისტრაციის მისამართი: ქ---------------–-----------------
ნასამართლობა: ნ----------–-------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი-----–ი ჩ----–-–---–ს ბრალად ედება ქურდობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2----–-–---------------ს, ქ. ბა-----–-----–--------------------ში მდებარე მი-------------–-–ი“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნასამართლევი ი-----–ი ჩ----–-–---–-, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-------–------ს კუთვნილ ფულად თანხას 100 ლარის ოდენობით.
სასამართლო სხდომაზე ი-----–ი ჩ----–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
2. სასამართლო სხდომებზე ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
ა) სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახულია 2----–-–---------------ს, ქ---------–-----------------------ში მდებარე შპს მისო ,--------–-----–---------ში განვითარებული მოვლენები. ვიდეო ჩანაწერში (ვიდეო კამერა რეალურ დროს ასახავს 8 საათიანი ცდომილებით) ჩანს მოლარე-ოპერატორის სამუშაო მაგიდა და მის წინ განთავსებული დახლი, ხოლო მის პირდაპირ არის ლომბარდში შესასვლელი კარი. 10:42:31 საათზე ლომბარდში შემოდის მანდილოსანი, რომელიც ლომბარდის სალაროსთან იკავებს ადგილს. მას ლომბარდში მყოფი მ-------–----ძე აწვდის ორ ცალ რგოლის ბეჭედს, რის შედეგადაც ერთ ბეჭედს სალაროსთან მჯდომი მანდილოსანი უკან უბრუნებს და იწყებს მუშაობას კომპიუტერთან. 10:49:12 საათზე ლომბარდში შემოდის ი-----–ი ჩ----–-–---–- და მისი თანმხლები პირი. ი-----–ი ჩ----–-–---–- დგება სალაროს დახლთან მ-------–------ს მარცხენა მხარეს, ხოლო მასთან ერთად შესული მამაკაცი კი მარჯვენა მხარეს. ი-----–ი ჩ----–-–---–- 10:49:20 საათზე სალაროს დახლზე დებს ბეჭედს, რომელსაც ხელში იღებს ლომბარდის მოლარე და მალევე უკან აბრუნებს და აგრძელებს დოკუმენტების მოწესრიგებას. 10:52:00 საათზე ლომბარდის მოლარე სალაროს დახლთან მყოფ მ-------–----ძეს აწვდის ფულს, რომელიც იღებს აღნიშნულ თანხას და გადის ლომბარდის გასასვლელისაკენ. ამ დროს სალაროს დახლზე მ-------–----ძეს რჩება ფული - 100 ლარიანი კუპიურა. აღნიშნულ ფულის კუპიურას იღებს ი-----–ი ჩ----–-–---–-. 10:52:16 საათზე ლომბარდში მყოფი მამაკაცი გადის ლომბარდიდან და რჩებიან მხოლოდ მოლარე და ი-----–ი ჩ----–-–---–-. 10:53:16 ი-----–ი ჩ----–-–---–- გადის ლომბარდიდან.
ბ) მოწმის სახით დაკითხული მ-------–------ს (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, ჰყავს პატიმარი შვილი, რომლისთვისაც უნდა ჩაერიცხა თანხა. აღნიშნულის გამო, გადაწყვიტა ლომბარდში ოქროს რგოლის ჩაბარება. მისო ,--------–-----–---------ში ყოფნისას შემოვიდა ახალგაზრდა ბიჭი და დადგა მის გვერდზე მარცხენა მხარეს, ხოლო მარჯვენა მხარეს - მელოტთავიანი მამაკაცი, დაახლოებით 40-45 წლის ასაკამდე. ლომბარდში ჩააბარა რგოლის ბეჭედი და აიღო 250 ლარი. ფული ისე აიღო, რომ არ დაუთვლია. სახლში დაბრუნების შემდეგ ნახა, რომ ლომბარდში აღებულ ფულს აკლდა ასი ლარი. დაურეკა მოლარეს, ქალბატონ ლ--- და უთხრა აღნიშნულის თაობაზე. შემდეგ დაბრუნდა ლომბარდში, სადაც გახსნეს ვიდეო კამერა და დაინახა, რომ ახალგაზრდა იღებდა დახლზე დატოვებულ მის ფულს, რის გამოც გამოიძახა პოლიცია. ოქტომბრის 10-15 რიცხვისათვის ბ---------–-------- შეხვდნენ ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები და შეპირდნენ თანხის დაბრუნებას. გარკვეული ხნის შემდეგ თანხა დაუბრუნეს.
გ) მოწმის სახით დაკითხული ი-----–ი ჩ----–-–---–-ს (ბრალდებული) ჩვენების თანახმად, 2----–-–---------------ს იმყოფებოდა ქ---------–--------------------ში მდებარე მისო ,--------–-----–---------ში, სადაც მოლარემ იქ მყოფ მანდილოსანს დახლზე დაუდო გარკვეული თანხა. მანდილოსანმა დახლიდან აიღო თავისი ფული და გავიდა ლომბარდიდან. ამ დროს სალაროს დახლზე დაინახა 100 (ასი) ლარიანი კუპიურა. ნაპოვნი ფული აიღო, ხოლო მოლარეს მიაწოდა თავისი ოქროს ბეჭედი, მაგრამ ლომბარდის თანამშრომელმა ბეჭედი არ დაიტოვა და უკან დაუბრუნა, რის შემდეგ დატოვა ლომბარდი. ლ-–-------–---ს, რომელიც ლომბარდიდან გამოსული იყო და მას გარეთ ელოდებოდა ჰკითხა - ,,ლომბარდიდან გამოსული მანდილოსანი საით წავიდა ხომ არ დაგინახავს თქო.“ მანდილოსანი ეძება, მაგრამ ვერ იპოვა. შემდგომში გაირკვა, რომ ლომბარდში მყოფი მანდილოსანი იყო მ-------–----ძე, რომელსაც დაუბრუნა თანხა.
3. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი-----–ი ჩ----–-–---–მა ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2----–-–---------------ს, ქ. ბა-----–-----–--------------------ში მდებარე მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,--------–-----–---------ის დახლზე მ-------–----ძეს დარჩა 100 ლარიანი კუპიურა, რომელიც იპოვა ი-----–ი ჩ----–-–---–მა, თუმცა მან ამის თაობაზე არ განუცხადა ლომბარდის თანამშრომელს და თან წაიღო 100 ლარიანი კუპიურა.
სასამართლო განმარტავს, რომ თვითნებობა ობიექტური შემადგენლობის ნიშნებით გარეგნულად ზოგჯერ ძალიან ჰგავს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობას, მაგრამ ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და თავად ბრალდებულის ქცევის მხედველობაში მიღებით დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის შემდეგ, უნდა მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების გამიჯვნა და იმის განსაზღვრა თუ რასთან გვაქვს საქმე - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან, თუ თვითნებობასთან.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ფულადი თანხა - 100 ლარიანი კუპიურა ნამდვილად ეკუთვნოდა დაზარალებულ მ-------–----ძეს, რომელიც მას დარჩა ლომბარდში ყოფნის დროს. ბრალდების მხარის განმარტებით, ი-----–ი ჩ----–-–---–- აღნიშნულ თანხას დაეუფლა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაცვის მხარის განმარტებით კი - ი-----–ი ჩ----–-–---–მა იპოვა აღნიშნული თანხა და მას ეს ფული არ მოუპარავს. მას ქურდობის განზრახვა არც ჰქონია და უდანაშაულოა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, თუმცა სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დადგინა, რომ დაზარალებულ მ-------–----ძეს ქ. ბა-----–-----–--------------------ში მდებარე მისო ,--------–-----–---------ის დახლზე დარჩა 100 ლარიანი კუპიურა, რომელიც იპოვა ი-----–ი ჩ----–-–---–მა, თუმცა მან ამის თაობაზე არ განუცხადა ლომბარდის თანამშრომელს და თან წაიღო 100 ლარიანი კუპიურა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით (თვითნებობა) დაცვის ობიექტია - სადავო უფლების განხორციელების დადგენილი წესი. მოქალაქე კი, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ და თავისად დაგულებულ უფლებას. ნამდვილი უფლება - ეს ის უფლებაა, რომელიც პირს შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს კანონის ან კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, თავისად დაგულებული უფლება - კი ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი უფლება არა აქვს ანდა ეს უფლება შეიძლება შეიძინოს მხოლოდ დადგენილი წესით.
სასამართლო აღნიშნავს მართალია, ერთი მხრივ, ი-----–ი ჩ----–-–---–ს ნაპოვარ ნივთზე წარმოეშვა უფლება, მაგრამ მეორე მხრივ, მას ნივთის პოვნისთანავე დაეკისრა ვალდებულება, ემოქმედა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს, რომ დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან თუ მათი ვინაობა უცნობია, პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს და გადასცეს ეს ნივთი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მპოვნელი იძენს საკუთრებას ნაპოვარზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისთვის ცნობილი გახდა მესაკუთრე, ან მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში უკვე გაცხადებული იყო. შესაბამისად, ი-----–ი ჩ----–-–---–ს უნდა განეცხადებინა ნაპოვარი ნივთის არსებობის შესახებ ლომბარდის თანამშრომლისათვის, რაც მას არ გაუკეთებია, ე. ი. მან იმოქმედა კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ და შეუდგა თავისად დაგულებული უფლების განხორციელებას. სწორედ აღნიშნული გარემოება ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.
სასამართლო თვლის, რომ საქმის გარემოების (დაზარალებულის ქონებრივი მდგომარეობა, ფულის ასაღებად ნივთის ლომბარდში ჩაბარება) გათვალისწინებით, სახეზეა მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–ი ჩ----–-–---–- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აანაზღაურა ზიანი, მის მიმართ დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია და თვლის, რომ მიუხედავად დანაშაულის რეციდივისა, ი-----–ი ჩ----–-–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ი-----–ი ჩ----–-–---–ს სასჯელი დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით (განაჩენთა ერთობლიობა).
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი-----–ი ჩ----–-–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2. ი-----–ი ჩ----–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ი-----–ი ჩ----–-–---–-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით ი-----–ი ჩ----–-–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. ი-----–ი ჩ----–-–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 08 სექტემბრიდან.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 სექტემბრის განჩინებით, ი-----–ი ჩ----–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
7. ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოების ერთი ცალი დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოების ერთი ცალი დისკი, მ--------------–--“ ვიდეოჩანაწერი ერთი ცალ დისკზე და ნივთიერი მტკიცებულებების (ვიდეოჩანაწერის) გახსნისა და დათვალიერებისას გაკეთებული ფოტოცხრილი ე. წ ,,სქრინშოტები“ ერთ ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი