განაჩენი

სისხლის სამართლის 09.07.2018
საქმის ნომერი
820100118002306219
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
09.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002306219

№1-49/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09.07.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - რ----- ბ---–----ე

 

ბრალდებული - ი------ ც--–--ე

ადვოკატი - მ----- ქ---------ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173120118004 საქმე

 

ბრალდებულ ი------ ც--–--ის მიმართ

მამის სახელი: ნ--------

დაბადებული: 11.07.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, ბათუმი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ტექნიკური

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: მქონე

პირადი ნომერი: 6----------

მცხოვრები: ბათუმი, ფ------------–--–-ს XVII ჩიხი, №6

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 12:40 საათზე, ი------ ც--–--ემ ქ. ბათუმი, ფ------------–--–-ს გამზ. მე-17 ჩიხი N6-ში, მისივე ოჯახის წევრს, დას ი--- ც--–--ეს, თანხასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სხეულზე ხელისა და ფეხის რამდენიმეჯერ დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა, რამაც დაზარალებულის სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. ბრალდებულმა ი------ ც--–--ემ უარყო დანაშაულის ჩადენა

 

3. დაზარალებულმა ი--- ც--–--ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 12 იანვარს ძმამ, ი------ ც--–--ემ გაშველების დროს მას მიაყენა ფიზიკური ტკივილი, თუმცა იგი შერიგებულია ძმასთან და არ ითხოვს მის დასჯას..

 

4. მოწმის სახით დაკითხულმა გენადი დევაძემ აღნიშნა, რომ 2018 წლის 12 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რაც მის მიერ დარეგისტრირდა და შესაბამისი რეაგირებისათვის გადაეგზავნა ხელმძღვანელ პირს.

 

5. მოწმის სახით დაკითხულმა დ--------------–------------- ბ---–----ემ და ბ-----------–--მ აღნიშნეს, რომ 2018 წლის 12 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ოჯახური ძალადობის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე ქ. ბათუმი, ფ------------–--–-ს გამზ. მე-17 ჩიხი N6-ში, სადაც დახვდათ ი--- ც--–--ე, რომელმაც განუცხადა, რომ მასზე და ასაკოვან დედაზე, ნაზიკო მეხეშიძეზე ფიზიკურად იძალადა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ძმამ, ი------ ც--–--ემ.

 

6. მოწმის სახით დაკითხულმა ც----------–--ემ აღნიშნა, რომ 2018 წლის 12 იანვარს იმყოფებოდნენ ნაზიკო მეხეშიძესთან, რა დროსაც მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი------ ც--–--ე, რომელმაც დედას ნაზიკო მეხეშიძეს მოსთხოვა ფული. იმის გამო, რომ დედამ ფული არ მისცა, ი------ ც--–--ემ დას, ი--- ც--–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

7.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 იანვრის №000374818 დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით ი--- ც--–--ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

6.ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი------ ც--–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი------ ც--–--ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

9. ი------ ც--–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

10. ი------ ც--–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება დანაშაულის ჩადენა ადრე ნასამართლევი პირის მიერ

 

სასჯელის დასაბუთება:

 

11. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ი------ ც--–--ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი------ ც--–--ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებში სამართლებრივი აქტების დეკლარირებით შემოიფარგლება და ოჯახის ერთი წევრის მხრივ მეორეზე ძალადობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უკავშირდება ადამიანს როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ მოცემულობას, მის შინაგან, პიროვნულ, ავტონომიურ, ინდივიდუალურ ასპექტებს და იცავს მათ სახელმწიფოსა და გარეშე პირთა ჩარევისაგან. ფიზიკური ხელშეუხებლობა გულისხმობს არა მარტო ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას ყოველგვარი ფიზიკური ძალდატანებისაგან, თავისუფლებას იმისგან, რომ არ განიცადო რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ნების წინააღმდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულთან მიმართებაში.

 

ი------ ც--–--ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და არ ითხოვს მის დასჯას, ასევე ითვალისწინებს ი------ ც--–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თვლის, რომ ი------ ც--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ზომა - თავისუფლების აღკვეთის სახით, სანქციით გათვალისწინებული მინიმუმის ფარგლებში, ვინაიდან მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ასეთი სასჯელის გამოყენების პირობებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ი------ ც--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

2.მსჯავრდებულ ი------ ც--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 იანვრიდან;

 

3.ი------ ც--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4.ნივთიერი მტკიცებულებები:

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნაჯახი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი