განაჩენი

სისხლის სამართლის 21.07.2018
საქმის ნომერი
020100118002554701
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
21.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 020100118002554701 (1/383-18)

განაჩენი

საქართველოს სახელით

21.07.2--- წელი ქ. ზუ------ი

ზუ------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

ბრალდების მხარე - პროკურორი გიორგი არახამია

დაცვის მხარე - ბრალდებული - ლე-----------ა დაბ. 02.10.1---, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 51--------1, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: წა-–------ა სოფელი ზღ---ა, მცხ. ზუ------ი, სოფ. ნა–---უ

ადვოკატი ზვიად ქობალავა

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვის,მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი

სხდომის სახე: ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

საპროცესო შეთანხმების არსი:

2--- წლის 19 ივლისს, ლე-----------მ, ახ-------–--–---ს ერთხელ დაარტყა მუშტი სახის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

საპროცესო შეთანხმების პირობების შესაბამისად: ლე-----------ა ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 44-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო შრომა 120 საათის ოდენობით.

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

ახ-------–--–---ს გამოკითხვის ოქმი,ერ---–------------ს გამოკითხვის ოქმი,ლე-----------ას გამოკითხვის ოქმი,სო-------------–--ას გამოკითხვის ოქმი,მზ------------ს გამოკითვის ოქმი, გი----------–-ას გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება,ექსპერტიზის დასკვნა.

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

სასამართლო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

მოსამართლის მიერ ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

სასამართლოს საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ წარმოდგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ასევე სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე მიიღო დამარწმუნებელი პასუხები, ბრალდება დასაბუთებულია და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი პრაქტიკის მიხედვით ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, რაც სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: NATSVLISHVILI AND TOGONIDZE v. GEORGIA, 24.04.2014, No. 9043/05; Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27.11.08; Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20.02.07; Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6.07.10; Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.) ხაზს უსვამს საპროცესო შეთანხმების მნიშვნელობას სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების, სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში განვითარებული მსჯელობის მიხედვით იმისათვის, რომ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს აუცილებელია აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით. ამავე დროს ამ პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბრალდებულის დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორის შუამდგომლობა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

სამართლებრივი შეფასება:

ლე-----------ამ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით - სხვაგვარი ძალადობთ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვის,მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 255-ე და 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაკმაყოფილდეს პროკურორის შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება.

 

2. ლე-----------ა ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო შრომა 120 საათის ოდენობით.

 

მსჯავრდებულისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და ყოველდღიური ხანგრძლივობის, სამუშაო ადგილის, დამსაქმებლის განსაზღვრა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ, სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სსსკ-ის XXI-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა