გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.07.2018
საქმის ნომერი
110210018002370731
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002370731

N 2/318-2018

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ივლისი, 2018 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკი",წარმომადგენელი შპს ,,ტრიბა’’,წარმომადგენელი ლელა ბანძელაძე

მოპასუხე ნანა ბუცხრიკიძე,დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება,გამოარკვია

2018 წლის 12 ივლისს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ განიხილა სს ,,თიბისი ბანკის“ სარჩელი მოპასუხე ნანა ბუცხრიკიძის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების თაობაზე.

სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხე ნანა ბუცხრიკიძისათვის 2016 წლის 19 დეკემბრის, 2016 წლის 27 დეკემბრის, 2016 წლის 07 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე წარმოშობილი საკრედიტო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება და სასამართლო ხარჯების - გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 639.34 ლარის, მოთხოვნის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - დავის საგნის ღირებულების 4%-ის დაკისრება, არა უმეტეს 500 ლარისა.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხე ნანა ბუცხრიკიძეს დაეკისროს: 1) 2016 წლის19 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 5410.98 ლარის ანაზღაურება; ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირ თანხაზე 3648.79 ლარზე წლიური სარგებლის 34%-ის ანაზღაურება, რაც ყოველთვიურად შეადგენს 103.38 ლარს და ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირ თანხაზე 3648.79 ლარზე 1% პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც ყოველდღიურად შეადგენს 36.48 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

2). 2016 წლის 27 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 1831.77 ლარის ანაზღაურება; ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირ თანხაზე 1595.21 ლარზე 0,5% პირგასამტეხლოს ანაზღაურება, რაც ყოველდღიურად შეადგენს 7.97 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

3). 2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 3253.23 ლარის ანაზღაურება; ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირ თანხაზე 2302.78 ლარზე წლიური სარგებლის 33%-ის ანაზღაურება, რაც ყოველთვიურად შეადგენს 63.32 ლარს და ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირ თანხაზე 2302.78 ლარზე 0,5% პირგასამტეხლოს ანაზღაურება, რაც ყოველდღიურად შეადგენს 11.51 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა.

4) მოითხოვა შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.

2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. მოპასუხე ნანა ბუცხრიკიძეს დაეკისრა მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ 1). 2016 წლის 19 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 4510.98 ლარის გადახდა; ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3648.79 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური სარგებლის 34%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 103.38 ლარს და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3648.79 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.65 ლარს, მაგრამ არა უმეტეს 250 ლარისა.

2. 2016 წლის 27 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1831.77 ლარის გადახდა, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1595.21 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.80 ლარს, მაგრამ არა უმეტეს 250 ლარისა;

3. 2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 3003.23 ლარის გადახდა, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 2302.78 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური სარგებლის 33%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 63.32 ლარს და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 2302.78 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.15 ლარს, არა უმეტეს 400 ლარისა.

3. მოსარჩელეს დაუბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 313.28 ლარი. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 63.93 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მოპასუხე ნანა ბუცხრიკიძეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 312.13 ლარის ანაზღაურება.

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა უცვლელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2018 წლის 16 ივლისს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომ სასამართლო სხდომაზე მათ მიერ დაზუსტდა სარჩელში მითითებული პირველი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრებას. არ მოუხსნიათ მეორე სასარჩელო მოთხოვნა სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების გადანაწილების შესახებ. მოითხოვს მიღებული იქნას დამატებითი გადაწყვეტილება რომლითაც დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა და მოპასუხე ნანა ბუცხრიკიძეს სხვა ხარჯებთან ერთად დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის - 500 ლარის ანაზღაურება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება და მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლოს ხარჯების საკითხი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარშე.

მოსარჩელის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ წარმოდგენილია ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში.

სასამართლო დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს ამავე სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებით, დადასტურებულია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 19 დეკემბრის, 2016 წლის 27 დეკემბრის, 2016 წლის 07 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხე ნანა ბუცხრიკიძეს წარმოეშვა საკრედიტო დავალიანება მოსარჩელის მიმართ, რომლის ანაზღაურებაც იქნა მოთხოვნილი სარჩელით.

მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის მოპასუხისათვის დამატებითი გადაწყვეტილებით დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურება და სასამრთლო გადაწყვეტილებით გადაწყდა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების საკითხი, რა დროსაც გადაწყდა სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

კერძოდ მოსარჩელეს დაუბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 313.28 ლარი. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 63.93 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მოპასუხე ნანა ბუცხრიკიძეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 312.13 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 262.13 ლარი არის სარჩელისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, ხოლო 50 ლარი არის სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების ნაწილის, კერძოდ უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - დავის საგნის ღირებულების არა უმეტეს 4%-ის დაკისრების საკითხი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შესატანს. ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში ამომწურავადაა ჩამოთვლილი საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. აღნიშნული ნორმის შესაბამისად საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მომსახურეობის საფასურის გადახდის ქვითრებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ 2018 წლის 20 მარტს გადახდილია 500 ლარი იურიდიული მომსახურების საფასური ნანა ბუცხრიკიძის საქმეზე.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოპასუხე ნანა ბუცხრიკიძეს აეკრძალა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე თერჯოლის რაიონის სოფელ რუფოთში ს/კ 33.11.34.111 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. აღნიშნული აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციისათვის გადახდილია საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო მომსახურების საფასური 20 ლარი 2018 წლის 11 აპრილს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 18297.25 ლარამდე, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გაწეული ხარჯი ნაწილობრივ, კერძოდ უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 20 ლარი და იურიდიული მომსახურების ხარჯი გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი არ განეკუთვნება რთული კატეგორიის დავას, სასამართლოს მიაჩნია გონივრული იქნება მოპასუხეს დაეკისროს შემცირებული დავის საგნის ღირებულების 2% თანხით 365.95 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 261-ე, 37-ე, 44-ე, 53-ე, 369 მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1 სს ,,თიბისი ბანკის“ სარჩელისა გამო მოპასუხე ნანა ბუცხრიკიძის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების თაობაზე მიღებული იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.

 

2. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკის“ მოთხოვნა და მოპასუხე ნანა ბუცხრიკიძეს (პ/ნ 21001008699) დაეკისროს მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკის“ (ს/კ 204854595) სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯი უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 20 ლარი და იურიდიული მომსახურების ხარჯი 365.95 ლარი, ჯამში 385.95 ლარი (სამას ოთხმოცდახუთი ლარი, 95 თეთრი).

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ელენე ოსაძე