გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.07.2018
საქმის ნომერი
030210018002252522
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 030210018002252522

№ 2/20-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 მაისი 2018 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

მოსარჩელე სს ,,ლ--------------''

წარმომადგენელი ლ----------------–---–ი

მოპასუხეები მ-----–---------–ია, ს---------------ვა, ე-–-------------–ია

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.დაეკისროთ მოპასუხეებს: (თავდებებს თავდებობის ზღვრული ოდენობის 15440 ლარის ფარგლებში) სოლიდარულად ბანკის სასარგებლოდ N0---/2---/0---- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბანკის წინაშე არსებული დავალიანება 8591.51 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 5459,24 ლარი, პროცენტი - 1470,74 ლარი, ჯარიმა 1661,53 ლარი.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2--- წლის 24 აგვისტოს სს „ლ---------------“ და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N0---/2---/0---- ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზეც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 7720 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 9.5.2019-მდე. სარგებელი განისაზღვრა 17,50%-ით, ხოლო პირგასამტეხლო 0,5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის მიერ 2--- წლის 13 ოქტომბრიდან დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში. მოსარჩელემ 10.11.2017 წელს შეწყვიტა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 10.11.2017 წლის მდგომარეობით შეადგენს 8591,51 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 5459,24 ლარი, პროცენტი - 1470,74 ლარი, ჯარიმა 1661,53 ლარი.

 

2--- წლის 24 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა თავდებობის N0---/2---/0-----1 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ს---------------ვამ (შემდგომში მოპასუხე) სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 15440 ლარით.

 

2--- წლის 24 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა თავდებობის N0---/2---/0-----2 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ე-–--------------–-ამ (შემდგომში მოპასუხე) სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 15440 ლარით.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეებზე 7871,51 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4739,24 ლარი, პროცენტი - 1470,74 ლარი, ჯარიმა 1661,53 ლარი.

 

2.მოპასუხის პოციზიცია:

 

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას ძირი თანხის და სარგებლის გადახდასთან დაკავშირებით, ხოლო ჯარიმის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ ცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „ლ---------------“ და მ-----–---------–იას შორის 2--- წლის 24 აგვისტოს დადებული N 0---/2---/0---- ხელშეკრულებით, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 7720 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით, სარგებელი განისაზღვრა 17,50 %-ით.

 

3.1.2. 2--- წლის 24 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა თავდებობის N0---/2---/0-----1 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ს---------------ვამ (შემდგომში მოპასუხე) სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 15440 ლარით.

 

3.1.3. 2--- წლის 24 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა თავდებობის N0---/2---/0-----2 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ე-–--------------–-ამ (შემდგომში მოპასუხე) სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 15440 ლარით.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. სს „ლ---------------“ და მ-----–---------–იას შორის 2--- წლის 24 აგვისტოს დადაებული N 0---/2---/0---- ხელშეკრულებით, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 7720 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით, სარგებელი განისაზღვრა 17,50 %-ით, პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ბანკის ანგარიშზე არ ჩაირიცხება ფული კრედიტის დაბრუნების გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელი თანხის 0.5% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სს ,,ლ--------------ს” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

მოპასუხეებს: მ-----–---------–იას, ს---------------ვას და ე-–-------------–იას სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6375,98 ლარის (საიდანაც 4739,24 ლარი ძირითადი თანხაა, 1470,74 ლარი - საპროცენტო სარგებელი და 166 ლარი - ჯარიმა) გადახდა.

 

5. კანონონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები

(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6.სამართლებრივი შეფასება.

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სს „ლ---------------“ და მ-----–---------–იას შორის 2--- წლის 24 აგვისტოს დადაებული N 0---/2---/0---- ხელშეკრულებით, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 7720 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით, სარგებელი განისაზღვრა 17,50 %-ით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სს ,,ლ---------------“ და ს---------------ვას შორის 2--- წლის 24 აგვისტოს გაფორმებული სოლიდარული თავდებობის შესახებ N0---/2---/0-----1 ხელშეკრულების მიხედვით, თავდები - სოლიდარულ თავდებად დაუდგა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ (24.08.2---წ.) ხელშეკრულების მხარეს - ს---------------ვას.

 

სს ,,ლ---------------“ და ე-–--------------–-ას შორის 2--- წლის 24 აგვისტოს გაფორმებული სოლიდარული თავდებობის შესახებ N0---/2---/0-----2 ხელშეკრულების მიხედვით, თავდები - სოლიდარულ თავდებად დაუდგა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ (24.08.2---წ.) ხელშეკრულების მხარეს - ე-–--------------–-ას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს, კერძოდ ძირი თანხის 4739,24 ლარის და სარგებლის 1470,74 ლარის გადახდის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

რაც შეეხება დარიცხულ პირგასამტეხლოს, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სსკ-ის 420-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესაძლებლობას. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ისეთი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.

 

პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განაკვეთი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, იგი უნდა შემცირდეს. აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებზე პირგასამტეხლოს 1661,53 ლარის დაკისრება, რაც არის შეუსაბამოდ მაღალი და თანაზომიერებით ვალდებულების დარღვევასთან უნდა განისაზღვროს გონივრულ, სამართლიან ფარგლებში, შესაბამისად ის უნდა შემცირდეს 166 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სს „ლ-------- ბ----“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 258 ლარიდან (გადახდის თარიღი: 08.01.2018 წ. საგადახდო დავალება N5---------- 208,16 ლარი, 4,98 ლარი დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 44,86 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,ლ--------------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს: მ-----–---------–იას, ს---------------ვას და ე-–-------------–იას სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 6375,98 ლარის (საიდანაც 4739,24 ლარი ძირითადი თანხაა, 1470,74 ლარი - საპროცენტო სარგებელი და 166 ლარი - ჯარიმა) გადახდა.

 

3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ სახ. ბაჟის ნაწილის 4,98 ლარის გადახდა.

 

4. სს „ლ-------- ბ----“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 258 ლარიდან (გადახდის თარიღი: 08.01.2018 წ. საგადახდო დავალება N5---------- 208,16 ლარი, ხოლო 44,86 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე