გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #3/98-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ივლისი, 2018 წ. ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - შპს ”ბესტ გრუპი”
წარმომადგენელი - თ--------–--–---–-
მოპასუხე - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ--------------–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1.მოსარჩელის მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის №----------------------------------------- ბრძანებები შპს ;ბესტ გრუპი;-სათვის 5400 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისირების თაობაზე.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 11 აგვისტოს №---------------------------------------------- ბრძანებები ბაზალეთის ტბის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთში 1249 კვ.მ. ს/კ 71.56.27.0-- და ს/კ 71.56.27.590 სამშენებლო სამთალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო შპს ;ბესტ გრუპი;-ს 1800 ლარი დაჯარიმების თაობაზე. (იხ. 19.05. 2017 წლის დაზუსტებული სარჩელი.)
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 21 თებერვალს შპს ”ბესტ გრუპის” წარმომადგენელს ჩაბარდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის №----------------------------------------- ბრძანებები. რომელთა თანახმად, საქართველოს კანონის ”პროდუქტების უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის შპს ”ბესტ გრუპს” დაეკისრა თითოეული ბრძანებით ჯარიმა 5400 ლარის ოდენობით. (იხ. დაზუსტებული სარჩელი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მისი განმარტებით, მოსარჩელის მიერ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი სრული დაცვით. მათში დაფისირებული გადაწყვეტილება, რომლის გამოცემისთვისაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი წესით იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება დაფუძნებულია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეულ და შესწავლილ გარემოებებზე, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე.
შპს ”ბესტ გრუპის” მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 2015 წლის 02 ივნისს და 2015 წლის 30 აპრილის მითითებების გაცემით. თითეული მათგანი ეხებოდა სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტს, კერძოდ შპს ”ბესტ გრუპის” საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობანაგებობებზე მშენებლობის ნებართვის გარეშე ნაწარმოებ დაშენება/მიშენება-რეკონსტრუქციებსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გარეშე ნაწარმოებ მშენებლობებს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან, სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოჩენისთანავე გატარდა საქართველოს კანონის ”პროდუქტების უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” შესაბამისად გათვალისწინებული ღონისძიებები. კეძოდ, მიეცა მითითებები და ვადა შპს ”ბესტ გრუპს” სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის აღმოფხვრისა და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ. შპს ”ბესტ გრუპის” მიერ აღნიშნული მითითება არ იქნა შესრულებული, რის შემდეგაც დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ზემოაღნიშნული კოდექსის მე-19 მუხლის, ე-3 ნაწილის მე-15 ნაწილის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. ხოლო, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი, ხოლო შემდგომი პროცესი სამართალდამრღვევისთვის ჯარიმის დაკისრებაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება დაიწყო შპს "ბესტ გრუპის" მიმართ 2015 წლის 2 ივნისის N1281; N1284; N1285; N1382 და 2015 წლის 30 აპრილის N1114 მითითებების გაცემით. შპს "ბესტ გრუპის" მიმართ გატარებული საჯარიმო სანქციას, კერძოდ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის N4----; 4--/ს; 4-------------------------------------- ჰქონია პირველადი ხასიათი და მას წინ უსწრებდა მთელი რიგი პროცესები, როგორც ზემოაღნიშნული მითითების მიცემის, ასევე ჯარმების დაკისრებისა (რაც მითითებულიცაა ზემოაღნიშნულ ბრძანებებში). აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის არგუმენტი და საქართველოს კანონის "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25-ე მუხლის მე-2 და 23-ე ნაწილების მითითება, კონკრეტულ შემთხვევას არ შეესაბამება. აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების მიცემით; აღნიშნული ნორმა მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებზეც, როოდესაც საქმისწარმოება იწყება შემოწმების აქტის გაცემით და ეს შემთხვევები ჩამოთვლილია ამავე მუხლის 23-ე ნაწილში. მოპასუხე განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების მოხელეების მიერ, შპს "ბესტ გრუპის" მიმართ, 2016 წლის 28 დეკემბერს შედგენილი შემოწმების აქტები (N 21; N22; N23; N24; N25) არ ყოფილა აღნიშნულ საკითხზე საქმის წარმოების დაწყების საფუძველი, იმდენად, რამდენადაც, მათ საფუძველზე გამოცემულ ბრძანებას ჯარიმის დაკისრების თაობაზე არ ჰქონია პირველადი ხასიათი, იგი წარმოადგენს ჯარიმას სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის აღმოუფხვრელობის გამო. მითითების გაცემით საქმისწარმოება უნდ დაიწყოს მაშინ, როდესაც საქმე ეხება პირველად ჯარიმას, ხოლო ყოველ შემდგომ ეტაპზე საქმისწარმოება იწყება შემოწმების აქტის შედგენით. ყოველი განხორციელებული ქმედება 2015 წლის 2 ივნისს (N1281; N1284; N1285; N1382) და 2015 წლის 30 აპრილს (N1114) მიცემული მითითებიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 20 თებერვლის (N4----; 4--/ს; 4---------------------- ბრძანებებამდე, არის ერთი მთლიანი პროცესი და კანონით განსაზღვრული ყოველი შემდგომი პროცედურა იმავე საკითხზე, არ გულისხმობს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ხელახლა დაწყებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითების ყოველ ჯერზე ხელახლა მიცემა არ არის მართებული.
მოპასუხე არ იზიარებს, მოსარჩელე მხარის მითითებას, საქართველოს კანონის "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25-ე მუხლის მე-8 ნაწილზე იმ მოსაზრების განსამტკიცებლად, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებული იყო შეეჩერებინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. ამასთანავე მიუთითებს ამავე მუხლის მე-13 ნაწილზე და ამბობს, რომ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოს შეუძლია საქმის განხილვის ვადა 2 თვე, გააგრძელოს კიდევ არაუმეტეს 2 თვით. უნდა აღინიშნოს, რომ 25-ე მუხლის მე-8 ნაწილში საუბარია მითითებით განსაზღვრულ ვადის დინებაზე, რომელიც ნამდვილად, შეიძლება შეწყდეს ობიექტის ლეგალიზების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ იგი არ ვრცელდება შემოწმების აქტის შედგენით დაწყებულ სამშენებლო სამართალდარღევის საქმის წარმოებაზე, შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაზე 25-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ ვრცელდება. რაც შეეხება ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის დანაწესს, საქმის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, იგი არ ატარებს იმპერატიულ ხასიათს, არ ავალდებულებს ზედამხედველობის ორგანოს გაზარდოს საქმის განხილვის ვადა და შესაბამისად იგი შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს შეხედულებისამებრ.
შპს "ბესტ გრუპს" საქართველოს კანონის "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით" დადგენილი წესისამებრ, 2017 წლის 11 იანვრის N05/273 წერილით, ეცნობა შემოწმების აქტების განხილვის შესახებ, ეცნობა განხილვის თარიღი, დრო და შემოწმების აქტების განხილვაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა, აღნიშნული უწყება გაკრული იქნა ასევე შენობის ფასადზეც. შპს "ბესტ გრუპს" უწყებით ასევე ეცნობა, რომ შემოწმების აქტის განხილვაზე გამოუცხადებლობა არ შეაჩერებდა განხილვის პროცესს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსაჩელე მხარის აპელირება იმის თაობაზე, რომ მათ კანონით დადგენილი წესით არ ეცნობათ შემოწმების აქტის განხილვის თაობაზე, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
აქტების გამოცემის დროს, სრულად იქნა დაცული მათი მომზადებისა და გამოცემის წესი, ამასთანავე მათში დაფიქსირებულია გადაწყვეტილება, რომლის გამოცემისთვისაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, დადგენილი წესით იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვლობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილებაც შესაბამისად, დაფუძნებულია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეულ და შესწავლილ გარემოებებზე, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე. სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლების შესაბამისად. (იხ. შესაგებელი)
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 26 ნოემბრის №571 ბრძანების საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა მენაშენე შპს ”ბესტ გრუპზე” (ს/კ 71.56.23.5--- ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის თაობაზე. 2015 წლის 16 აპრილს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შუამდგომლობით მიმართა სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს შპს ”ბესტ გრუპისათვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის №951 განკარგულებით შპს ”ბესტ გრუპს” პირდაპირი პრივატიზების ფორმით გადაეცა ბაზალეთის ტბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი 1249 მ2 (ს/კ 71.56.27.----- 2016 წლის 29 სექტემბერს შპს ”ბესტ გრუპის” წარმომადგენელმა გ-----–-----–---–-- მიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 30 ნოემბერს №737/ს ბრძანებით დამტკიცდა შპს ”ბესტ გრუპის” საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 71.56.27.0--- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. 2017 წლის 17 თებერვალს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას წარედგინა ასაშენებელი ობიექტების პროექტი შესათანხმებლად.
3.2. 2016 წლის 28 დეკემბერს არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების მოხელეებმა შპს ”ბესტ გრუპის” მიერ წარმოებულ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით შეადგინეს შემოწმების აქტები №21,№22;№23;№24;№25, რომლებითაც დაფიქსირდა, რომ არ იყო შესრულებული დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული მითითებები და შემდეგში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული არც ერთი ბრძანება, არ იყო აღმოფხვრილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებებით დაკისრებული ჯარიმების სამართლებრივი საფუძვლები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 11 იანვრის №05/273 წერილით შპს ”ბესტ გრუპს” ეცნობა შემოწმების აქტების განხილვის შესახებ, ეცნობა განხილვის თარიღი, დროს და შემოწმების აქტების განხილვაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა, უწყება გაკრული იქნა შენობის ფასადზე. ამასთან, ეცნობა, რომ მისი გამოუცხადებლობა საკითხის განხილვას არ დააბრკოლებდა. 2016 წლის 23 იანვარს შემოწმების აქტების (№21;№22;№23;№24;№25) განხილვაზე არ გამოცხადდა შპს ”ბესტ გრუპის” წარმომადგენელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 26 ნოემბრის №571 ბრძანება;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 16 აპრილის №285 წერილი;
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის №951 განკარგულება;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 30 ნოემბერს №737/ს ბრძანება;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 28 დეკემბერს შედგენილი შემოწმების აქტები: №21,№22;№23;№24;№25;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 11 იანვრის №05/273 წერილი.
3.2. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის №4---- ბრძანების თანახმად, შპს ”ბესტ გრუპი” ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 71.56.27.0--- აწარმოებდა უნებართვო მშენებლობას, რის გამოც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 25 აგვისტოს №--- ბრძანებით დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 22 თებერვლის №--- ბრძანებით შპს ”ბესტ გრუპს” დაეკისრა ჯარიმის სამმაგი ოდენობა 600 ლარი. სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 11 აგვისტოს №1-----------ბით შპს ”ბესტ გრუპს” დაეკისრა ჯარიმის სამმაგი ოდენობა 1800 ლარი. 2016 წლის 28 დეკემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების მოხელეებმა შეადგინეს შემოწმების აქტი №21. 2016 წლის 23 იანვარს აქტის განხილვაზე დაადგინეს, რომ სამართალდარღვევა აღმოფხვრილი არ არის და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის №4---- ბრძანებით შპს ”ბესტ გრუპი” დაეკისრა ჯარიმის სამმაგი ოდენობა 5400 ლარი.
3.3. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის #----- ბრძანების თანახმად, შპს ”ბესტ გრუპი” ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 71.56.23.5-----წარმოებდა უნებართვო მშენებლობას, რის გამოც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 25 აგვისტოს №818 ბრძანებით დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 22 თებერვლის №129 ბრძანებით შპს ”ბესტ გრუპს” დაეკისრა ჯარიმის სამმაგი ოდენობა 600 ლარი. სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 11 აგვისტოს №------რძანებით შპს ”ბესტ გრუპს” დაეკისრა ჯარიმის სამმაგი ოდენობა 1800 ლარი. 2016 წლის 28 დეკემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების მოხელეებმა შეადგინეს შემოწმების აქტი №25. 2016 წლის 23 იანვარს აქტის განხილვაზე დაადგინეს, რომ სამართალდარღვევა აღმოფხვრილი არ არის და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის №4--/ს ბრძანებით შპს ”ბესტ გრუპი” დაეკისრა ჯარიმის სამმაგი ოდენობა 5400 ლარი.
3.4. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის №----- ბრძანების თანახმად, შპს ”ბესტ გრუპი” ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 71.56.23.5-----წარმოებდა უნებართვო მშენებლობას, რის გამოც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 25 აგვისტოს №--- ბრძანებით დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 22 თებერვლის №--- ბრძანებით შპს ”ბესტ გრუპს” დაეკისრა ჯარიმის სამმაგი ოდენობა 600 ლარი. სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 11 აგვისტოს №---- ბრძანებით შპს ”ბესტ გრუპს” დაეკისრა ჯარიმის სამმაგი ოდენობა 1800 ლარი. 2016 წლის 28 დეკემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების მოხელეებმა შეადგინეს შემოწმების აქტი №24. 2016 წლის 23 იანვარს აქტის განხილვაზე დაადგინეს, რომ სამართალდარღვევა აღმოფხვრილი არ არის და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის №----- ბრძანებით შპს ”ბესტ გრუპი” დაეკისრა ჯარიმის სამმაგი ოდენობა 5400 ლარი.
3.5. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის №----ს ბრძანების თანახმად, შპს ”ბესტ გრუპი” ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 71.56.27.0--- აწარმოებდა უნებართვო მშენებლობას, რის გამოც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 25 აგვისტოს №--- ბრძანებით დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 22 თებერვლის №--- ბრძანებით შპს ”ბესტ გრუპს” დაეკისრა ჯარიმის სამმაგი ოდენობა 600 ლარი. სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 11 აგვისტოს №---- ბრძანებით შპს ”ბესტ გრუპს” დაეკისრა ჯარიმის სამმაგი ოდენობა 1800 ლარი. 2016 წლის 28 დეკემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების მოხელეებმა შეადგინეს შემოწმების აქტი №23. 2016 წლის 23 იანვარს აქტის განხილვაზე დაადგინეს, რომ სამართალდარღვევა აღმოფხვრილი არ არის და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის №----ს ბრძანებით შპს ”ბესტ გრუპი” დაეკისრა ჯარიმის სამმაგი ოდენობა 5400 ლარი.
3.6. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის №----- ბრძანების თანახმად, შპს ”ბესტ გრუპი” ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საცურაო აუზის გამო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 30 ივლისის №--- ბრძანებით დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 22 თებერვლის №--- ბრძანებით შპს ”ბესტ გრუპს” დაეკისრა ჯარიმის სამმაგი ოდენობა 600 ლარი. სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 11 აგვისტოს №---- ბრძანებით შპს ”ბესტ გრუპს” დაეკისრა ჯარიმის სამმაგი ოდენობა 1800 ლარი. 2016 წლის 28 დეკემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების მოხელეებმა შეადგინეს შემოწმების აქტი №22. 2016 წლის 23 იანვარს აქტის განხილვაზე დაადგინეს, რომ სამართალდარღვევა აღმოფხვრილი არ არის და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის №----- ბრძანებით შპს ”ბესტ გრუპი” დაეკისრა ჯარიმის სამმაგი ოდენობა 5400 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის №----------------------------------------- ბრძანებები.
3.7. დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით .შპს ;ბესტ; გრუპის სარჩელზე მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 11 აგვისტოს №---------------------------------------------- ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებელად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებული იქნა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და ამავე პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის (საქმე #3ბ/-1690-17) განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში დასაშვებობის ეტაპიდან დაუბრუნდა ხელახალი განსახილველად იმავე სასამართლოს. ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით საქმე განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადმოიგზავნა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 30 ივნისის და დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 25 აპრილის განჩინებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები,-
- 3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებენ სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი; საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, გასაჩვრებული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერებაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს წინამდებარე სარჩელის განხილვის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
აღნიშნული დადგენილების 33-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა, კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: პირების, აგრეთვე ამხანაგობის საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობების, მისი ელემენტების, კონსრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.
ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაზღვრავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის გამოსაყენებელი სახის წარმოებას. პროცედურული წესების დადგენა და შესრულება უზრუნველყოფს პირთა ინტერესების დაცვას და თავად პროცესის გამჭვირვალობას. უმეტეს შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს წინასწარ აქვს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ის სახე, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული კონკრეტული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს შესაძლებლობა თავად აირჩიოს ადმინისტრაციული წარმოების სახეობა. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო წინასწარ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება ადმინისტრაციული წარმოების სახე. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25.1 მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოცემულ შემთხვევაში ადასტურებს მოსარჩელის უფლების დარღვევას, ზაკ-ის 601.2 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ წარმოების სახის დარღვევა იწვევს სადავო აქტის გაუქმებას, ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ადგილი აქვს დადგენილი წარმოების ნაცვლად ისეთი წარმოების ჩატარებას, რომელიც მხარის უფლების დაცვის ნაკლებ გარანტიებს ითვალისწინებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს.
სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღების წესი ზეგავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსზე, ზოგ შემთხვევაში სწორედ პროცედურის დაცვა განაპირობებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას, პროცედურული სამართლიანობა და წესრიგი უფლების დაცვის არსებითი ელემენტია. ზაკ-ი ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოების სამ ძირითად სახეს (მარტივი, ფორმალური, საჯარო), არსებობს აგრეთვე სხვა სპეციალური წარმოებები (წარმოება კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოება, დამოუკიდებელი ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება). ერთი და იგივე აქტის გამოყენებაზე დაუშვებელია ერთზე მეტი წარმოების სახის გამოყენება. თუმცა არ არის გამორიცხული ცალკეულ წარმოებაში კომბინირებული ელემენტების გამოყენება (ასე მაგ. ადმინისტრაციულ საჩივარზე წარმოება მოიცავს მარტივი და ფორმალური წარმოების ელემენტებს). ცალკეულ ნორმატიულ აქტებში, მოწესრიგების სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლებელია სპეციფიური პროცედურული წესების შემოღება. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული წარმოების მთავარი, საბაზო სახეა, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები გამოიყენება ყველა ადმინისტრაციული წარმოების დროს, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელიც კანონით არის დადგენილი. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სხვა ადმინისტრაციული წარმოების სახით გამოიცემა (მაგ. ფორმალური წარმოებით), გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მრავალი დებულება (მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმის, წარმოების მასალების გაცნობის, საკუთარი მოსაზრების, მტკიცებულებების წარდგენის და სხვ. დებულებები). ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესის საფუძველზე აქტი გამოიცემა მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში. ფორმალური წარმოება ძირითადად მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ბაზაზეა აგებული, ფორმალური წარმოების ის საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ზაკ-ის მე-8 თავით („ფორმალური წარმოება“), წესრიგდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დებულებებით. ფორმალური წარმოების პროცედურა უფრო მეტად არის ფორმალიზებული, მას ზოგჯერ კვაზი სასამართლო წარმოებას უწოდებენ, ფორმალური წარმოების დროს სავალდებულო წესით ხდება ზეპირი მოსმენის ჩატარება, მარტივისგან განსხვავებით, ფორმალური წარმოების დროს მოწმე, ექსპერტი ვალდებულია მისცეს ჩვენება და სხვ. მარტივი წარმოებისაგან განსხვავებით ფორმალური წარმოების ძირითადი ნიშანი არის საქმის გადაწყვეტა ზეპირი მოსმენით. ამდენად, მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებასთან შედარებით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მხარის უფლების დაცვის მეტ სტანდარტს ითვალისწინებს. შესაბამისად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით მხარის უფლება შეიზღუდა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 264 მუხლში, რომელიც ეხება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესს, აღნიშნულია, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წ. №57 დადგენილებით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისიწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ ნებართვის მაძიებელს შეუძლია მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება (37-ე მუხლი).
6.3. განსახილველ შემთხვევაში, 1.1. და 1.2. სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში დადგენილია შემდეგი; საქმის მასალების თანახმად ბაზალეთის ტბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი 1249 კვ.მ. ს/კ. 71.56.27.---- შპს ;ბესტ-გრუპმა;-შეიძინა სახელმწიფოსაგან საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის #951 განკარგულების საფუძველზე პირდაპირი პრივატიზების ფორმით. 2016 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომელიც გაცემულია 2015 წლის 05 აგვისტოს ბაზალეთის ტბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის 1249 კვ.მ. ს/კ. 71.56.27.0-- მესაკუთრედ მითითებულია სახელმწიფო. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალში მითითებულია 3 მშენებარე ნაგებობა, შესაბამისად ის შენობა-ნაგებობები, რომელზედაც მოპასუხე აჯარიმებს მოსარჩელეს უკვე 2015 წლის 05 აგვისტოსთვის რეგისტრირებულია სახელმწიფოზე, მშენებარე ობიექტის სახით და ამ შემთხვევაში ჯარიმის ადრესატი უნდა იყოს სახელმწიფო და არ შპს ;ბესტ-გრუპი; გარდა ამისა, დადგენილია ასევე, რომ 2016 წლის 29 სექტემბერს ;ბესტ-გრუპის წარმომადგენელმა გ-----–-----–---–-- მიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 30 ნოემბრის #737/ს ბრძანებით დამტკიცდა შპს ;ბესტ-გრუპის; საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ს/კ 71.56.27.0-- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. 2017 წლის 17 თებერვალს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას წარედგინა ასაშენებელი ობიექტის პროექტი შესათანხმებლად. აღნიშნული გარემოებით დასტურდება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის 29 სექტემბრიდან დაწყებული იყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ;ბესტ-გრუპის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ს/კ 71.56.27.0-- უნებართვოდ აშენებული ობიექტების ლეგალიზაციის თაობაზე შესაბამისად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეჩერებინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, შპს ;ბესტ-გრუპისთვის; არ ყოფილა ცნობილი იმ შემოწმების აქტების და მათი განხილვის თაობაზე რომელიც საფუძვლად დაედო წინამდებარე ბრძანებების გამოცემას რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსთან მიმართებაში, კერძოდ ამავე კოდექსის “ 25-ე მუხლის მე-13 ნაწილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ზეპირ სხდომაზე განხილვას, შეიცავს მხარის სხდომაზე მოწვევის, დამრღვევისათვის უწყებით საქმის განხილვის ადგილის, თარიღის, დროის და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობის შესახებ შეტყობინების დებულებებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის უფლება დაირღვა არა ფორმალური წარმოების ჩატარებით, არამედ იმით, რომ სადავო აქტის გამოცემა მოხდა წარმოების წესების სრული იგნორირებით. კერძოდ, სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს იმოქმედოს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ. ადმინისტრაციული ორგანო თითოეული მმართველობითი ღონისძიების განხორციელებისას მოქმედებს კონკრეტული ნორმატიული აქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად, აქტის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისას, უნდა დადგინდეს აქტის შესაბამისობა მისი გამოცემისას მოქმედ ნორმატიულ საფუძველთან.
სასამართლო განმარტავს, რომ აქტის კანონიერების შემოწმება მისი მხოლოდ ფორმალური კანონიერების კუთხით შეფასებას არ გულისხმობს: აქტი აგრეთვე მატერიალურად კანონიერი უნდა იყოს, ანუ აქტი შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს არა მხოლოდ გამოცემის საფუძვლებზე მითითებას, არამედ სარწმუნოდ უნდა ასაბუთებდეს აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს. დასაბუთებიდან უნდა იკვეთებოდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინა გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების მოთხოვნა არამარტო ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლის განხორციელებას ემსახურება, არამედ აქტის კანონიერების შემოწმებასაც უწყობს ხელს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის 29 სექტემბრიდან დაწყებული იყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ;ბესტ-გრუპის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ს/კ 71.56.27.0-- უნებართვოდ აშენებული ობიექტების ლეგალიზაციის თაობაზე შესაბამისად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეჩერებინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ;ბესტ-გრუპისთვის ცნობილი არ იყო 2016 წლის 28 დეკემბრის შემოწმების აქტების და 2017 წლის 23 იანვრის აქტების განხილვის თაობაზე (შენიშვნა; სადაო გასაჩივრებული 2017 წლის 20 თებერვლის აქტებში კი მითითებულია 2016 წელი) „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25.13 მუხლი ითვალისწინებს ორთვიან ვადას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე შემოწმების აქტის შედგენიდან დადგენილების მიღებამდე. მოტივირებული საფუძვლით შესაძლებელია ამ ვადის კიდევ ორი თვით გაგრძელება. ხოლო სადავო ბრძანებები კომპანიის დაჯარიმების თაობაზე გამოცემულია 2017 წლის 20 თებერვალს, უფრო მეტიც 2017 წლის 20 თებერვლის და 2016 წლის 11 აგვისტოს სადავო ბრძანებების გამოცემისას მხარე ინფორმირებულიც არ ყოფილა სამართალდაღრვევის თაობაზე არ მომხდარა და მცდელობაც კი არ ყოფილა არცერთი ადმინისტრაციული აქტების სხვა სახით ჩაბარების გარდა მშენებარე შენობის შემომსაზღვრელი ღობეზე განთავსებისა, რაც თავისთავად ნათელს ხდის სადავო აქტების დადგენილი პროცედურების დარღვევით მიღებას. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით (ზაკ-ის 110-ე მუხ.) ზეპირი მოსმენის ჩატარების დრო წინასწარ უნდა ეცნობოს წარმოებაში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რისთვისაც თითოეულ მათგანს გადაეცემა წერილობითი მოსაწვევი სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 7 დღისა. შეტყობინების ჩაბარების დღესვე სხდომის ჩატარება ადასტურებს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ უზრუნველყო დაინტერესებული პირის წარმოებაში მონაწილეობა, არ მიაწოდა წარმოებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ინფორმაცია. ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა დაინტერესებული პირის უფლებაა და არა მოვალეობა, მათი სხდომაზე არგამოცხადება არ აჩერებს წარმოებას, ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპის მოკლე დროში დასრულება ცხადად ადასტურებს იმას, რომ მხარეს არ მიეცა წარმოებაში ისეთი უფლებების რეალიზაცია, როგორიცაა წარმოების მასალების გაცნობა, საკუთარი მოსაზრების, მტკიცებულებების წარმოდგენა და სხვა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოების ჩატარების კანონისმიერი ვალდებულების დაცვა პირდაპირ არის დაკავშირებული პირის უფლებების რეალიზაციასთან. პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას დაიცვას ან აღადგინოს თავისი მატერიალური უფლებები. აქტის გამოცემის სავალდებულო პირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გადაწყვეტილების მიღება ამ გარემობათა შედარების შემდეგ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი კანონიერების ფორმალური ასპექტის გამო. დავა აქტების ფორმალურ კანონიერებაზე არ გამორიცხავს ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების შესაძლებლობას.
ასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით, სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. სადავო ადმინისტრაციული აქტების ასეთი ფორმით მიღება ადასტურებს საკითხისადმი ადმინისტრაციული ორგანოს ზედაპირულ დამოკიდებულებას, გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღებას, მით უფრო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების პირობებში, რომელიც ითვალისწინებს მხარის დამატებით პროცედურულ გარანტიებს. ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემას, თავის მხრივ სრულყოფილი გამოკვლევა შეუძლებელია მხარისათვის შუამდგომლობათა აღძვრის, მტკიცებულებათა წარმოდგენის, სხდომაზე დასწრების, გასაჩივრების და სხვა უფლებების უზრუნველყოფის გარეშე, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების სწორი, სრულყოფილი ჩატარება, სათანადო პროცედურის დაცვით გადაწყვეტილების მიღება განაპირობებს წარმოების ჩატარების შედეგად გამოცემული აქტის კანონიერებას.
სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ სამართალდარღვევის საქმიანობის წარმოებას იწყებს მითითების გაცემით. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი, რომელშიც აისახება ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2, მე-5 ნაწილები). ამასთანავე კანონმდებლობა საგამონაკლისო წესით ითვალისწინებს აგრეთვე მითითების გაცემის გარეშე, პირდაპირ შემოწმების აქტის შედგენით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებას. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25.23 მუხლი ასეთ შემთხვევათა შორის ითვალისწინებს დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია (25.23 მუხლი „ვ“ ქვეპუნქტი). ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად ახალი წარმოების დაწყება გულისხმობს ახალი შემოწმების აქტის შედგენას.
სასამართლოს ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს, დაკისრებული ჰქონდა წარსულში ჯარიმა 200 ლარის ოდენობით და სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებებით შპს ”ბესტ გრუპს” დაეკისრა ჯარიმის სამმაგი ოდენობა 600 ლარი. აღნიშნული აქტები სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა სასამართლოს აზრით არ უნდა დაედოს საფუძვლად იმ გარემოებას, რომ შემდგომში გამოცემული სარჩელით გამხდარი სადაო აქტები არის კანონიერი, შესაბამისად უსაფუძვლოა ზემოთ ხსენებული აქტების ძალაში ყოფნაზე მითითება.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება, გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად არ უნდა მიიღოს. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი, უპირველესად, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. მართალია, სასამართლოს კომპეტენციას სცილდება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს, შეამოწმოს საკითხის გადაჭრის ყველაზე მისაღები გზის არჩევის მიზანშეწონილობა, მაგრამ სასამართლო ზედამხედველობს ასეთი აქტების დასაბუთებულების სათანადოობას, რაც საკითხის გადაჭრის დროს კანონიერების, გამჭირვალობის, ობიექტურად შეფასების თანაბარზომიერების, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არის მიღებული.
სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორად შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო სამართალურთიერთობა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის № ბს-301-292 (2კ-13) განჩინება).
გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო, უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. მას უნდა შეეძლოს, იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის № ბს-201-199 (კ-14) განჩინება).
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთმითითებული გარემოებები წარმოადგენს კანონის არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
6.5. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საქმეზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის №----------------------------------------- ბრძანებები და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 11 აგვისტოს №---------------------------------------------- ბრძანებები. და დაევალოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და ხელახლა, კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის ფარგლებშიც ის უფლებამოსილია შეფასება მისცეს მოცემული დავის ფარგლებში არსებულ მტკიცებულებებს მხოლოდ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად 1.პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. 2. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ;ა; ქვეპუნქტის თანახმად ამ კოდექსის 38-ე მუხლის ;ა; ;ბ; ;გ; და ;ე; ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულების 3%-ს მაგრამ არანაკლებს 100 ლარისა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) (იხ. ს.ფ 44) ლარის გადახდა, მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და მასვე უნდა დაეკისროს დამატებით სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი;
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 27-ე. 53-ე 55.1 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ’ბესტ გრუპის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის №----------------------------------------- ბრძანებები და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 11 აგვისტოს №---------------------------------------------- ბრძანებები და დაევალოს მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონით დადგენილ ვადაში.
3.მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელის შპს ’ბესტ გრუპის” სასრგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. მცხეთა სამხედროს ქ. №17) 14 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე