გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.07.2018
საქმის ნომერი
210210117002231333
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210117002231333 210210116001664266

საქმე № 2/981-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23.07.2018 წ. ქ.სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლი მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი”;

წარმოამდგენელი - თი---------------–ი;

მოპასუხეები - ოთ---------–---–ი, ნი----------–-–---–ი, გი-----------–---–ი, იო--------–-–---–ი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს ოთ---------–---–ს, ნი----------–-–---–ს, გი-----------–---–სა და იო--------–-–---– სს ,,კრ----------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 73 493,69 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი - 50 000 ლარი, პროცენტი 20 288.24 ლარი, დაზღვევა - 1948.10 ლარი, ჯარიმა - 1257 ლარი.

 

2) დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე სიღნაღის რაიონი, წ-------------–-------------, საკადასტრო კოდი 5-.0-.5-.1--, დაზუსტებული ფართობი 600 კვ.მ., იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად ვერ დაფარავს დაკისრებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ქონებიდან.

 

3)მოპასუხეებს ოთ---------–---–ს, ნი----------–-–---–ს, გი-----------–---–სა და იო--------–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2 204.85 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის გადახდილი ბაჟი 50 ლარი, მომსახურების სააგენტოს მიერ ავტომანქანის სამართლებრივი ცნობის აღებისთვის გაწეული ხარჯები 111 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:

 

2016 წლის 17 აგვისტოს სს ,,კრ----------ი”-ს და ოთ---------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 50000 ლარის ოდენობით, მოქმედების ვადა 240 თვე. 2017 წლის 30 აპრილს სს ,,კრ----------ი’’სა და გი-----------–---–სა და იო--------–-–---–ს შორის, ხოლო 2017 წლის 04 მაისს ნი----------–-–---–სა და სს ,,კრ----------ს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ. 2016 წლის 17 აგვისტოს სს ,,კრ----------ი’’-სა და ოთ---------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე სიღნაღის რაიონი, წ-------------–-------------, საკადასტრო კოდი 5-.0-.5-.1--, დაზუსტებული ფართობი 600 კვ.მ.. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ თუ ვერ მოხერხდება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად ვერ დაფარავს დაკისრებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ქონებიდან.

 

მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2017 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 73 493,69 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი - 50 000 ლარი, პროცენტი 20 288.24 ლარი, დაზღვევა - 1948.10 ლარი, ჯარიმა - 1257 ლარი.

 

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა 68 493,69(სამოცდარვა ათას ოთხას ოთხმოცდაცამეტი და 69 )ლარამდე. თავდებ ნი---- კე--–-–---–-- პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განსაზღვრა 71898 ლარით, ხოლო გი-----------–---–ის 72 300 ლარის ფარგლებში.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, 50470 ლარის ნაწილში. სადავოდ გახადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 17 აგვისტოს სს ,,კრ----------ი”-ს და ოთ---------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 50000 ლარის ოდენობით, მოქმედების ვადა 240 თვე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 17 აგვისტოს სს ,,კრ----------ი”-ს და ოთ---------–---–ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება (ს/ფ 19-21)

 

3.1.2. 2017 წლის 30 აპრილს სს ,,კრ----------ი’’სა და გი-----------–---–სა და იო--------–-–---–ს შორის, ხოლო 2017 წლის 04 მაისს ნი----------–-–---–სა და სს ,,კრ----------ს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის 30 აპრილს სს ,,კრ----------ი’’სა და გი-----------–---–სა და იო--------–-–---–ს შორის, ხოლო 2017 წლის 04 მაისს ნი----------–-–---–სა და სს ,,კრ----------ს’’ შორის დადებული ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ;(ს/ფ 33-41)

 

3.1.3. 2016 წლის 17 აგვისტოს სს ,,კრ----------ი’’-სა და ოთ---------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე სიღნაღის რაიონი, წ-------------–-------------, საკადასტრო კოდი 5-.0-.5-.1--, დაზუსტებული ფართობი 600 კვ.მ.. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ თუ ვერ მოხერხდება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად ვერ დაფარავს დაკისრებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ქონებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 17 აგვისტოს სს ,,კრ----------ი’’-სა და ოთ---------–---–ს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება,(ს/ფ 22-24)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ს/ფ 25-26);

3.1.4. მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2017 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 73 493,69 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი - 50 000 ლარი, პროცენტი 20 288.24 ლარი, დაზღვევა - 1948.10 ლარი, ჯარიმა - 1257 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ცნობა დავალიანების შესახებ (ს/ფ 58)

 

3.1.5. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა 68 493,69(სამოცდარვა ათას ოთხას ოთხმოცდაცამეტი და 69 )ლარამდე. თავდებ ნი---- კე--–-–---–-- პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განსაზღვრა 71898 ლარით, ხოლო გი-----------–---–ის 72 300 ლარის ფარგლებში.

 

-მოსარჩელის განცხადება

 

- 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. მოცემულ შემთხვევაში, კი, როგორც უკვე დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელმოწერით გამოავლინეს ნება პირობის მოწონების თაობაზე, რითიც მათ იკისრეს ვალდებულება გადაეხადათ შესაბამისი პროცენტი და პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების პოზიციას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებიდან მათი სრულად გათავისუფლების თაობაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 286-ე, 301-ე, 327-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 316-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის თანახმად, კი, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე. სადვაოდ არ არის გამხდარი, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა მოპასუხეებზე მითითებული თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, მითითებული კანონის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას. ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში კანონი იმას კი არ გულისხმობს, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თავიდანვე შეუსაბამოდ მაღალი თუ იქნებოდა, მხოლოდ ეს გახდებოდა მისი შემცირების საფუძველი, არამედ იმასაც, რომ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეიძლება პირგასამტეხლო იქცეს ვალდებულების შესრულების პროცესშიც. ორივე შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეების მიიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს პირგასამტეხლოს მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია პირგასამტეხლოს შემცირება ვინაიდან იგი არ იყო შეუსაბამოდ მაღალი.

 

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის 30 აპრილს სს ,,კრ----------ი’’სა და გი-----------–---–სა და იო--------–-–---–ს შორის, ხოლო 2017 წლის 04 მაისს ნი----------–-–---–სა და სს ,,კრ----------ს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით თავდები, ბანკის წინაშე სრულად აგებდა პასუხს ძირითადი მოვალის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებისათვის და კისრულობდა ვალდებულებას ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სრულად დაეფარა მოსარჩელისათვის ძირითადი თანხა, საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო იმ მოცულობით, რასაც ბანკი მოითხოვდა თავდებობის ფარგლებში, ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სასამართლოს მიერ დადგენილი თანხის გადახდევინება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით . ამავე კოდექსის 301 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

2016 წლის 17 აგვისტოს სს ,,კრ----------ი’’-სა და ოთ---------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე სიღნაღის რაიონი, წ-------------–-------------, საკადასტრო კოდი 5-.0-.5-.1--, დაზუსტებული ფართობი 600 კვ.მ.. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ თუ ვერ მოხერხდება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად ვერ დაფარავს დაკისრებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ქონებიდან.

 

ვინაიდან მოვალემ სს ,,კრ----------ის’’-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რაც ქონების რეალიზაციის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გაადწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

აღნიშნულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ მისთვის თანხის გადახდა იმ ნაწილშიც რა ნაწილშიც მან არ ცნო სარჩელი. ვინაიდან მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ ამ ნაწილში მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი სარჩელის ცნობის ნაწილში მას უნდა დაუბრუნდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 1991 -ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,კრ----------ი''-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხეებს ოთ---------–---–ს, ნი----------–-–---–ს, გი-----------–---–სა და იო--------–-–---– სს ,,კრ----------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 68 493,69 (სამოცდარვა ათას ოთხას ოთხმოცდაცამეტი და 69 )ლარის გადახდა.

 

1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე სიღნაღის რაიონი, წ-------------–-------------, საკადასტრო კოდი 5-.0-.5-.1--, დაზუსტებული ფართობი 600 კვ.მ.,იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად ვერ დაფარავს დაკისრებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ქონებიდან.

 

2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ 540.71(ხუთას ორმოცი და სამოცდათერტმეტი), უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი 50(ორმოცდაათი) ლარის და მომსახურების სააგაენტოში ავტომანქანის სამართლებრივი ცნობის აღებისთვის გადახდილი თანხის 111 ლარის ოდენობით.

 

3. მოსარჩელის დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი 1514 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით(ათას ხუთას თოთხმეტი და 10) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი