განაჩენი

სისხლის სამართლის 18.07.2018
საქმის ნომერი
160141318002386336
თარიღი
18.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160141318002386336

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/105-18 8 18 ივლისი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031010418003)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: ნათია მიქელაძე, დიანა ქოჩორაშვილი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: სოფიკო ფცქიალაძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: არჩილ ბერიანიძე

 

ბრალდებული: მ----- ღ------–იან

მამის სახელი: ვლადიმერ

დაბადებული: 03.10.1964 წელი

პასპორტის ნომერი: A--------

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: სომხეთი, ქალაქი ახთალა თუმანიანის რაიონი, აზოტიანის ქუჩა N21, ბინა N7

 

თარჯიმანი: ევგენია კარაპეტიანი, სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 31 მარტს, ღამის საათებში, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ----- ღ------–იანი იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საიდანაც საქართველოში, კერძოდ, მარნეულის რაიონის სოფელ ულიანოვკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის გავლით, უკანონოდ გადაკვეთა სომხეთი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ისე გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, რომ მას არ გაუვლია სასაზღვრო კონტროლი საქართველოს არცერთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით მოწმეების: გაბილ ფარაჯოვის, ოგანეს კარდაშევის ჩვენებები, საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრიდან მიღებული ინფორმაცია მ----- ღ------–იანის მიერ საქართველოს სახელმწიფო კვეთის შესახებ, 2018 წლის 01 აპრილის ბრალდებულის დაკავების ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 იანვრის ბრძანებით დასტურდება, რომ მ----- ღ------–იანმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა მ----- ღ------–იანმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა მ----- ღ------–იანის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ მ----- ღ------–იანის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების: გაბილ ფარაჯოვის, ოგანეს კარდაშევის ჩვენებები, ბრალდებულ მ----- ღ------–იანის აღიარებითი ჩვენება, საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრიდან მიღებული ინფორმაცია მ----- ღ------–იანის მიერ საქართველოს სახელმწიფო კვეთის შესახებ. სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა მ----- ღ------–იანის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 . სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, მ----- ღ------–იანის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ----- ღ------–იანის ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს მ----- ღ------–იანის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას (ბრალდებული აღიარებს დანაშაულს). სასამართლომ ასევე გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი, მის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ მ----- ღ------–იანს ბრალი ედება ანალოგირუი დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს მკაცრი სასჯელი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მას მოუხდელი აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან ნაწილი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, შესაბამისად მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით.

 

5.4. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიაჩნია, რომ მ----- ღ------–იანს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

5.5. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. მ----- ღ------–იანი წარსულში ნასამართლევია განზახი დანაშაულისათვის, შესაბამისად სახეზეა დანაშაულის რეციდივი. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ მ----- ღ------–იანს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით. რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობით დასანიშნ სასჯელს მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით. საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 4 (ოთხი) წლის ვადით უნდა შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ მ----- ღ------–იანს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მ----- ღ------–იანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 4 (ოთხი) წლის ვადით შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ მ----- ღ------–იანს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

მ----- ღ------–იანს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 01 აპრილიდან.

 

მ----- ღ------–იანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე