გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.07.2018
საქმის ნომერი
330310018002264024
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/334-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელეები - ჟ--–------------, ლ---–---------–-–---–ი

 

ლ---–---------–-–---–ის წარმომადგენელი - ნ-------–--–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

 

წარმომადგენელი - ს----------–-------ე

 

მესამე პირი - ლ--–---------–---–ი

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე N2/368-16) შესაბამისად, შეიტანოს ცვლილება N--------- სააღსრულებო წარმოებაში -შეამციროს მოსარჩელე ლ---–---------–-–---–ისათვის მოთხოვნილი ფულადი თანხა და განსაზღვროს აღსასრულებელი მოთხოვნა 16942 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირი - ლ--–---------–---–ი სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 2015 წლის 14 დეკემბერს ლ--–---------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 2015 წლის 14 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------). კრედიტორმა მოითხოვა აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღება და შემდეგი მოთხოვნის აღსრულება: მოვალე - ლ---–---------–-–---–ისთვის 15 700 აშშ დოლარის, 6 264,30 აშშ დოლარის და სანოტარო ხარჯის 120 ლარის (სულ - 21 964,3 აშშ დოლარისა და 120 ლარის) დაკისრება, ხოლო აღნიშნული თანხის ამოღება მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 14.12.2015წ. განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებლო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ს.ფ. 129).

 

4.1.2. საქმეში წარმოდგენილია ასევე იძულებითი აღსრულების მიზნით წარდგენილი ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 2015 წლის 14 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------), რომლის თანახმად, მოვალის - ლ---–---------–-–---–ის ვალდებულების მოცულობა 2015 წლის 2 აგვისტოდან განისაზღვრა ძირითადი თანხით 15 700 აშშ დოლარის ოდენობით, რასაც დაემატა პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხა 47,1 აშშ დოლარი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2015 წლის 2 აგვისტოდან აღსრულებამდე, ასევე აღსრულების ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯი მთლიანობაში 120 ლარის ოდენობით. ასევე დადგინდა იპოთეკით დატვირთული ჟ--–------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით: N01.18.-----------------) აუქციონზე რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------; რეგისტრაციის თარიღი: 14.12.2015წ.) (ს.ფ. 130-132).

 

4.1.3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ - ლ--–---------–---–ის იძულებითი აღსრულების თაობაზე განცხადება, მოვალე - ლ---–---------–-–---–ის მიმართ და საქმეს მიენიჭა ნომერი - A--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-№A---------004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 142-154).

 

4.1.4. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მოვალე - ლ---–---------–-–---–ს და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეს - ჟ--–------------ს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა 2015 წლის 15 დეკემბრის №A---------004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლითაც მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ მათ 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით უნდა გადაეხადათ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა - 21 964,3 აშშ დოლარი და 120 ლარი. მოვალეები გაფრთხილებული იქნენ ასევე, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. ამასთან, განემარტათ მათი უფლება-მოვალეობები და ეცნობთ, რომ აღსრულების ღონისძიებების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-№A---------004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 142-154).

 

4.1.5. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2015 წლის 15 დეკემბრის №A---------004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ჟ--–------------ს პირადად ჩაბარდა - 2015 წლის 17 დეკემბერს.

 

დადგენილია ასევე, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2015 წლის 29 დეკემბერს, მიღებულ იქნა №A---------012 განკარგულება აღსრულების მხარისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ, რომლითაც საჯაროდ გავრცელდა მოვალის - ლ---–---------–-–---–ის მიმართ აღსრულების ღონისძიების - ,,გადაწყვეტილების 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების” შეტყობინება. აღნიშნული შეტყობინების გავრცელება მოხდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის (www.nbe.gov.ge) მეშვეობით. ამასთან, განიმარტა, რომ მოვალე - ლ---–---------–-–---–ისათვის აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა, საჯარო შეტყობინების ამ განკარგულებაში მითითებულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს ,,ს----------–-----------ის“ გზავნილი (ს.ფ. 155);

-29.12.2015წ. №A---------012 განკარგულება აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ და საჯარო შეტყობინების გამოქვეყნების ფურცელი (ს.ფ. 156-159).

 

4.1.6. 2015 წლის 18 დეკემბერს, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მოახდინა იპოთეკით დატვირთული სააუქციონი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით: N01.18.-----------------) აღწერა-დაყადაღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი N8---- (ს.ფ. 164).

 

4.1.7. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2015 წლის 21 დეკემბრის №A---------010/001 მიმართვის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ შეფასებულ იქნა ჟ--–------------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: N01.18.-----------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 07.11.2017წ. №A---------010/001 მიმართვა (ს.ფ. 166);

-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 26.01.2016წ. დასკვნა N6--- (ს.ფ. 167-175).

 

4.1.8. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით (საქმე N2/368-16) გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და შეჩერდა ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 2015 წლის 14 დეკემბერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (კრედიტორი - ლ--–---------–---–ი, მოვალე - ჟ--–------------) დაწყებული სააღსრულებო წარმოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 თებერვლის განჩინება (საქმე N2/368-16) (ს.ფ. 200-202).

 

4.1.9. სააღსრულებო საქმეში ასევე წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (საქმე N2/368-16), რომლითაც ჟ--–------------ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ცვლილებები შევიდა ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში იმგვარად, რომ აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა 13 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 2 200 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2015 წლის 2 აგვისტოდან აღსრულებამდე 13 000 აშშ დოლარის 0,1%-ის ოდენობით. სააღსრულებო ფურცლის ამოწერისთვის გადახდილი საზღაურის, დამატებითი ღირებულების გადასახადის და ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის საფასურის, ასევე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელი. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და განახლდა აღსრულება ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 2015 წლის 14 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე N2/368-16) (ს.ფ. 207-213).

 

4.1.10. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 7 ნოემბრის №A---------010/002 მიმართვის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ თავიდან იქნა შეფასებული ჟ--–------------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: N01.18.-----------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 07.11.2017წ. №A---------010/002 მიმართვა (ს.ფ. 180);

-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 30.11.2017წ. დასკვნა N86430 (ს.ფ. 181-188).

 

4.1.11. დადგენილია ასევე, რომ 2018 წლის 10 იანვარს ჟ--–------------მ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომლითაც მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 2015 წლის 14 დეკემბერს გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცელზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოებაზე (კრედიტორი - ლ--–---------–---–ი, მოვალე - ლ---–---------–-–---–ი), რომლის თანახმადაც უნდა მომხდარიყო მის სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, დანიშნული იყო თუ არა აუქციონი იპოთეკის საგანზე და რა თანხა შეადგენდა იმ პერიოდისთვის კრედიტორის მოთხოვნას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ჟ--–------------ს 10.01.2018წ. განცხადება (ს.ფ. 216).

 

4.1.12. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 15 იანვრის A---------011/004 წერილით ჟ--–------------ს 2018 წლის 10 იანვრის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 15.12.2015 წელს დაყადაღებული ჟ--–------------ს სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, გ--------–------------; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.18.-----------------, 15.01.2018 წლის მდგომარეობით აუქციონი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, ხოლო კრედიტორის მოთხოვნის ოდენობა (საფასურის ჩათვლით) შეადგენდა 128,4 ლარს და 26237,47 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 15.01.2018წ. A---------011/004 წერილი (ს.ფ. 217).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჟ--–------------ს და ლ---–---------–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების, ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ჟ--–------------სა და ლ---–---------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნის მიზანია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე N2/368-16) შესაბამისად, მოპასუხემ შეიტანოს ცვლილება N--------- სააღსრულებო წარმოებაში - შეამციროს მოსარჩელე ლ---–---------–-–---–ისათვის მოთხოვნილი ფულადი თანხა და განსაზღვროს აღსასრულებელი მოთხოვნა 16942 აშშ დოლარის ოდენობით.

 

7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო), ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით.

 

აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 14 დეკემბერს, ლ--–---------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 2015 წლის 14 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------). კრედიტორმა მოითხოვა აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღება და შემდეგი მოთხოვნის აღსრულება: მოვალე - ლ---–---------–-–---–ისთვის 15 700 აშშ დოლარის, 6 264,30 აშშ დოლარის და სანოტარო ხარჯის 120 ლარის (სულ - 21 964,3 აშშ დოლარისა და 120 ლარის) დაკისრება, ხოლო აღნიშნული თანხის ამოღება მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით.

 

საქმეში წარმოდგენილია ასევე იძულებითი აღსრულების მიზნით წარდგენილი ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 2015 წლის 14 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------), რომლის თანახმად, მოვალის - ლ---–---------–-–---–ის ვალდებულების მოცულობა 2015 წლის 2 აგვისტოდან განისაზღვრა ძირითადი თანხით 15 700 აშშ დოლარის ოდენობით, რასაც დაემატა პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხა 47,1 აშშ დოლარი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2015 წლის 2 აგვისტოდან აღსრულებამდე, ასევე აღსრულების ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯი მთლიანობაში 120 ლარის ოდენობით. ასევე დადგინდა იპოთეკით დატვირთული ჟ--–------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით: N01.18.-----------------) აუქციონზე რეალიზაცია.

 

დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ - ლ--–---------–---–ის იძულებითი აღსრულების თაობაზე განცხადება, მოვალე - ლ---–---------–-–---–ის მიმართ და საქმეს მიენიჭა ნომერი - A--------.

 

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით (საქმე N2/368-16) გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და შეჩერდა ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 2015 წლის 14 დეკემბერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (კრედიტორი - ლ--–---------–---–ი, მოვალე - ჟ--–------------) დაწყებული სააღსრულებო წარმოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

სააღსრულებო საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N2/368-16) კი დასტურდება, რომ ჟ--–------------ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ცვლილებები შევიდა ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში იმგვარად, რომ აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა 13 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 2 200 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2015 წლის 2 აგვისტოდან აღსრულებამდე 13 000 აშშ დოლარის 0,1%-ის ოდენობით. სააღსრულებო ფურცლის ამოწერისთვის გადახდილი საზღაურის, დამატებითი ღირებულების გადასახადის და ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის საფასურის, ასევე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელი. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და განახლდა აღსრულება ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 2015 წლის 14 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე.

 

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 15 იანვრის A---------011/004 წერილით დასტურდება, რომ 15.01.2018 წლის მდგომარეობით, N--------- სააღსრულებო საქმეზე კრედიტორის - ლ--–---------–---–ის მოთხოვნის ოდენობა დაანგარიშების შედეგად გაიზარდა და შეადგინა 26237,47 აშშ დოლარი და 128,4 ლარი (საფასურის ჩათვლით). აღნიშნული პოზიცია ასევე დაადასტურა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმაც, რომელმაც განმარტა, რომ, ვინაიდან აღსრულების შეჩერება ნიშნავდა სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების აკრძალვას, სააღსრულებო წარმოების შეჩერების პერიოდი წარმოადგენდა დროის იმ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელებულიყო კრედიტორის მოთხოვნაზე პირგასამტეხლოს დარიცხვა სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად. აღნიშნულის შესაბამისად, მოცემულ სააღსრულებო საქმეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, სააღსრულებო საქმის შეჩერების პერიოდის გათვალისწინებით, განხორციელდა პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება და აღსასრულებელი მოთხოვნის დადგენა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ზემოაღნიშნულ პოზიციას და სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განმარტებას მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით, რომელმაც დააკორექტირა აღსასრულებელი თანხა, ფაქტობრივად მოხდა ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყება და სწორედ ამ მომენტიდან უნდა მომხდარიყო ძირითად თანხაზე პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტა.

 

სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის გაგრძელება დაკავშირებულია, ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორისთვის სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების მომენტთან, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე - ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააღსრულებო საქმის შეჩერების პერიოდის გათვალისწინებით უნდა განხორციელებულიყო პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება და აღნიშნულის შესაბამისად აღსასრულებელი მოთხოვნის დადგენა.

 

7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჟ--–------------ს და ლ---–---------–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაევალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე N2/368-16) შესაბამისად, შეიტანოს ცვლილება N--------- სააღსრულებო წარმოებაში - შეამციროს ლ---–---------–-–---–ისათვის მოთხოვნილი ფულადი თანხა და განსაზღვროს აღსასრულებელი მოთხოვნა 16942 აშშ დოლარის ოდენობით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სსიპ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჟ--–------------ს და ლ---–---------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დაევალოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე N2/368-16) შესაბამისად შეიტანოს ცვლილება N--------- სააღსრულებო წარმოებაში - შეამციროს ლ---–---------–-–---–ისათვის მოთხოვნილი ფულადი თანხა და განსაზღვროს აღსასრულებელი მოთხოვნა 16942 აშშ დოლარის ოდენობით;

 

3. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე