განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
100100118002452441
დავის ტიპი
126
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 100100118002452441

N1/46-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 ივლისი, 2018 წელი ჭიათურა

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი - თამარ წერეთელი

 

პროკურორი - ფ---------------ე

ბრალდებული - გ---–--–-----–--ე

ადვოკატი - მ-----–----------ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №062220418001

 

ბრალდებული:გ---–--–-----–--ე;

მამის სახელი: პლატონი

პირადი ნომერი: 3---------0;

დაბადების თარიღი: 3--------1 წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო, საჩხერე;

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

განათლება: ს-–----–--;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

ნასამართლობა: არ მქონე;

საცხოვრებელი ადგილის მისამართი: საჩხერე, სოფელი ი-------ა;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, სისტემატიური შეურაცყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-12-ე მუხლი (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

 

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ი-------აში მცხოვრები გ---–--–-----–--ე 2018 წლის 22 აპრილამდე, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, სრულიად უმიზეზოდ, მეუღლეს - მ-------–-----–---ს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, რამაც მ-------–-----–--ის ტანჯვა გამოიწვია;

 

1.1. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ი-------აში მცხოვრები გ---–--–-----–--ე 2018 წლის 22 აპრილამდე, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, სრულიად უმიზეზოდ, მეუღლის - მ-------–-----–--ის მიმართ სისტემატურად ძალადობდა, კერძოდ 2018 წლის იანვარში, მარტსა და აპრილში სხეულის სხვადასხვა ადგილზე სცემა მას ხელ-ფეხის და სხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით, რამაც მ-------–-----–--ის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია;

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

2. ბრალდებულმა გ---–--–-----–--ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს;

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნეს და მოითხოვეს მათი უდაო მტკიცებულებებად ცნობა, სასამართლოს მიერ ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. ამასთან, საგულისხმოა, რომ მანამდე სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული მ-------–-----–---, რომელმაც დაადასტურა ბრალდებულის ბრალეულობა ბრალდების ყველა ნაწილში; ამასთან განმართა, რომ მკაცრად დასჯას არ ითხოვს (იხ.სხდომის ოქმი);

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---–--–-----–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-12-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებები, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოტაბულით; დაზარალებულ - მ-------–-----–--ის გამოკითხვებითა და დაკითხვით, მოწმეების: ფატმან შ-----–--ის, თორნიკე ცერცვაძის, მანანა შ-----–--ის, ანზორი შ-----–--ის, ბე---------------ს გამოკითხვებით, ნიმუშის აღების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით; ბრალდებულის დაკავების ოქმით, თავად ბრალდებულ გ---–--–-----–--ის აღიარებით და საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით;

 

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ი-------აში მცხოვრები გ---–--–-----–--ე 2018 წლის 22 აპრილამდე, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, სრულიად უმიზეზოდ, მეუღლეს - მ-------–-----–---ს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, რამაც მ-------–-----–--ის ტანჯვა გამოიწვია;

 

1.1. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ი-------აში მცხოვრები გ---–--–-----–--ე 2018 წლის 22 აპრილამდე, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, სრულიად უმიზეზოდ, მეუღლის - მ-------–-----–--ის მიმართ სისტემატურად ძალადობდა, კერძოდ 2018 წლის იანვარში, მარტსა და აპრილში სხეულის სხვადასხვა ადგილზე სცემა მას ხელ-ფეხის და სხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით, რამაც მ-------–-----–--ის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია;

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია უდაოდ მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში (1261-ე მუხლის პირცველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-12-ე მუხლი) გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

6. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ---–--–-----–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

სამართლებრივი შეფასება:

 

7. გ---–--–-----–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-126-12-ე მუხლით;

 

8. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ---–--–-----–--ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება; ადრე ნასამართლევი არაა; ასაკოვანია, დაზარალებული შეურიგდა;

 

გ---–--–-----–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში;

 

ამასთან მნიშვნელოვნად საგულისხმოა, რომ დაზარალებული ქალია;

 

9. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე (2018 წლის მაისამდე რედაქციით);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-12-ე მუხლით სასჯელად გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე (2018 წლის მაისამდე რედაქციით);

 

10. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის ობიექტის (ქალი, შვილების დედა), მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ---–--–-----–--ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით (თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით) სასჯელის ქვედა ზღვარის ზომით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო სსკი-ის 111-126-12-ე მუხლით (თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით) სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სასჯელის ქვედა ზღვართან მიახლოებული ზომით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებს ჩადენილს, ადრე ნასამართლევი არაა, ასაკოვანია, დაზარალებული შეურიგდა, დანიშნული სასჯელი სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა; რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ---–--–-----–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასჯელად ბრალდებულზე სხვა სახის სასჯელის შეფარდება არ იქნებოდა სამართლიანი, რადგან დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ, რაც ფაქტობრივად ამ პირის მხრიდან წარუშლელ მორალურ ტრავმას იწვევს და ამდენად ამ გზით ვერ იქნებოდა მიღწეული სისხლის სამართლის პოლიტიკის მიზანი სასჯელის ნაწილში;

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გ---–--–-----–--ის მიმართ საბოლოოდ ამ სახით და ზომით (თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წელი და 1 (ერთი) თვე, პირობით გამოსაცდელი ვადით), საბოლოო სასჯელი იქნება სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორი და სამართლიანი განმსაზღვრელი ფაქტორი; რაც შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ნორმების მოთხოვნებთან;

 

ამ მხრივ საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ”საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განვითარებული მოსაზრება მასზედ, რომ ”დანაშაულის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი პირველ რიგში, მოტივირებულია თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით, საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით, მინიმალიზაციით,” ”არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ სხვა პირების დაშინება”, ”ადამიანი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის საშუალება, ადამიანი არის მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება”, ”სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სანქციის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი(კონკრეტული დაზარალებულისთვისაც და საზოგადოებისათვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისათვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისათვის ამ კონკრეტული დამნაშავის ქცევის შეკავების გზით, მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;

 

ამდენად, სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას; ბრალდებულ გ---–--–-----–--ის მიმართ სასჯელად თავისუფლების აღკვეთის და პირობით გამოსაცდელი ვადის განსაზღვრა, დანაშაულის ხასიათისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით ვერ იქნება მისი ღირსების შემლახავი;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღნიშნული სასამართლომ გაითვალისწინა სასჯელის ზომის განსაზღვრისას;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 59-ე, 63-64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული გ---–--–-----–--ე (პ/ნ 3---------0) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) გ---–--–-----–--ეს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;

 

სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12-ე ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) გ---–--–-----–--ეს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;

 

სსკ–ის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად (დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპი) გ---–--–-----–--ეს (პ/ნ 3---------0) საბოლოოდ სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12-ე ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე;

 

2. მსჯავრდებულ გ---–--–-----–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით 24 დღე);

 

3. მსჯავრდებულ გ---–--–-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გათავისუფლდეს ყადაღისაგან ანზორ შ-----–--ის (პ/ნ 38001027903) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა საჩხერე 35, სექტორი არგვეთი 10, კვარტალი 64, ნაკვეთი 069, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3137.00 კვ/მეტრი, მესაკუთრე: ანზორ შ-----–--ე (პ/ნ 38001027903) მისამართი: რაიონი საჩხერე, სოფელი ი-------ა;

 

4. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იმერეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ გ---–--–-----–--ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით კეკენაძე