გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.07.2018
საქმის ნომერი
120310018002339477
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-2339477-3/043-1-წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

19 ივლისი, 201- წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

მოსარჩელე - ლ---ი გ------–--ე

წარმომადგენელი - ე----- ტ--–----ე

მოპასუხე - ქ. ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი- თ-- კ----ე

მოპასუხე - ხ------ა გ------–--ე

წარმომადგენელი - ე---------ა ა--–--ე

მესამე პირი - ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესამე პირის წარმომადგენელი - თ-- კ----ე

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 201- წლის 04 ოქტომბერს გამოცემული N 3---ე ბრძანება საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ და 201- წლის 04 ოქტომბერს გაცემული N----ე საკუთრების უფლების მოწმობა.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ლ---ი გ------–--ის მშობლები ნ------- და ც-----ი გ------–--ეები 1--- წლის 02 ოქტომბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში. მათ ლ---ი გ------–--ისა და ხ------ა გ------–--ის სახით ჰყავდათ ორი შვილი. ლ---ი გ------–--ე დაბადებული 1--- წლის 2--1- და ხ------ა გ------–--ე დაბადებული 1--- წლის 1-.0-. მათი მამის სახელზე ირიცხებოდა ქ.-----------–-----------------------ში მე-5 სართულზე, ს/კ 6------------------ მდებარე ბინა. ლ---ი გ------–--ე თავის მშობლებთან ერთად მუშაობდა წლების მანძილზე მათი ბინის 1-ელ სართულზე არსებულ ხილ- ბოსტან ვაჭრობის მაღაზიაში. რამდენადაც მათი კუთვნილი ბინა იყო ორ ოთახიანი და უკვე საცხოვრებლად ვეღარ აკმაყოფილებდა მათ მოთხოვნებს, თანაც მთელი ოცი წლის განმავლობაში მათ ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფებოდა არსებული ხილ-ბოსტან ვაჭრობის მაღაზია, მშობლების სურვილს წარმოადგენდა აღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლების მოპოვება და საცხოვრებლად გამოყენება.

ლ---ი გ------–--ის მამა ისე გარდაიცვალა 2007 წლის 23.09 და მისი დედა ისე წავიდა საბერძნეთში საკუთრების უფლების მოპოვება ვერ შეძლო, საბერძნეთიდან როცა დაბრუნდა 2016 წლის აპრილში ონკოლოგიურად დაავადებული, თვითმფრინავის ტრაპიდანვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მან მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა და გარდაიცვალა 2----–-–------------–ს. მისი გარდაცვალებიდან გარკვეული დროის შემდეგ ლ---ი გ------–--ისთვის ცნობილი გახდა, რომ არასაცხოვრებელი ფართი, სადაც თავის მშობლებთან ერთად თვითონაც იყო დასაქმებული და წლების განმავლობაში მათ ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფებოდა ქ. ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს 201- წლის 04 ოქტომბერს გამოცემული 3---ე ბრძანების და ამავე დღეს გაცემული 5--ე საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, დაუკანონებია მხოლოდ ლ---ი გ------–--ის დისთვის მოპასუხე ხ------ა გ------–--ისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფართის კანონიერი მოსარგებლე მის მშობლებთან ერთად ლ---ი გ------–--ეც იყო, რომლისთვისაც არავის უცნობებია ამ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ, მას როგორც დაინტერესებულ პირს არ ჰქონდა შესაძლებლობა ჩაბმულიყო ადმინისტრაციულ პროცესში, წარედგინა გარკვეული მტკიცებულებები და მოსაზრებები, რითაც დარღვეულ იქნა სადავო აქტების მომზადებისა და გამოცემის წესი. კერძოდ ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულომ (მისი თავმჯდომარის სახით ) დაარღვია დაინტერესებული მხარისათვის შეტყობინების ვალდებულება. არ გამოიკვლია ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, არ გაუგზავნა სადავო აქტები, რითაც მან დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 75-ე, 95-ე, 96.1, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლები, რის გამოც სადავო აქტები ბათილად უნდა იყოს ცნობილი. ლ---ი გ------–--ემ სადავო აქტები გამოითხოვა და ჩაბარდა მხოლოდ 201- წლის 0- თებერვალს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოსარჩელის მიერ მითითება, რომ ლ---ი გ------–--ისა და ხ------ა გ------–--ის მშობლები იყვნენ ნ------- და ც-----ი გ------–--ეები და რომ ისინი და ძმა არიან რეალობაა, მაგრამ მოსარჩელის მიერ იმაზე მითითება, რომ ქ. ბ---------- თ----- მ----- ქ. N 2--–- მე-5 სართულზე არსებული ბინა ლ---ი გ------–--ის მამაზე ირიცხებოდა არაფერს ამბობს იმაზე, რომ ბინა ამჟამად საჯარო რეესტრში გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე თანასაკუთრების უფლებით 3/4 ნაწილი ირიცხება ხ------ა გ------–--ეზე, მოსარჩელის სახელზე 1/2 ნაწილი.

ქ. ბ---------------------------------ში პირველ სართულზე ხ------ა გ------–--ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება ბინა N---ი არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონებას მათი აწ გარდაცვლილი მშობლების და საერთოდ ლ---ი გ------–--ის პრეტენზიები განუსაზღვრელია, რადგან დედამისის მიერ დატოვებული ანდერძით იგი კანონისმიერი მემკვიდრეა და მასზე არ გაიცა მთელი სამკვიდრო ქონება, რომლის საფუძველზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში ხ------ა გ------–--ის მიერ წარდგენილი სამოქალაქო სარჩელით, რომლითაც მოითხოვა მემკვიდრეობით მიღებული ქონების ქ. ბ---------------------------------ში მდებარე მე-5 სართულზე არსებული ბინის აუქციონის წესით რეალიზაცია, რადგან მისი რეალურად გამიჯვნა შეუძლებელია, რადგან მასზე გაცემულია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.

მოსარჩელე მიზანმიმართულად არასწორად აყალიბებს ფაქტებსა და გარემოებებს, რადგან მოსარჩელე ლ---ი გ------–--ე არასოდეს არ ფლობდა სადაო ფართს და მეორე ის გარემოება, რომ მშობლებთან ერთად თავადაც ფლობდა რეალობას მოკლებულია რადგან აღნიშნული გარემოება უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით.

მოსარჩელის მიერ მითითება, რომ აღნიშნულ ფართს კანონიერი მოსარგებლე მშობლებთან ერთად ლ---ი გ------–--ეც იყო დაუსაბუთებელია, რადგან იმ საცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლედ ყოფნის პრეტენზია გააჩნია მდებარეობს იმავე საცხოვრებელ კორპუსში სადაც თავად ცხოვრობს და ამ ფართში ხ------ა გ------–--ეც ცხოვრობს უკვე რამდენიმე ათეული წელი თავის ოჯახთან ერთად რაც ლ---ი გ------–--ისთვის კარგად იყო ცნობილი, მაგრამ მის ინტერესს წარმოადგენს, რომ ანდერძით დატოვებული უძრავი ქონების, რომლის 3/4 წილის მესაკუთრეც არის და რადგან შეუძლებელია რეალურად გამიჯვნა და მოთხოვნილი აქვს სასამართლოს მეშვეობით აუქციონის გზით რეალიზაცია.

 

2.2. მოპასუხე ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიიდან სასამართლოში შესაგებელი არ შემოსულა, ხოლო მისმა წარმომადგენლმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

 

2.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 201- წლის 04 აპრილის განჩინებით საქმეში აუცილებელ მესამე პირად ჩაება ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1 ლ---ი გ------–--ის მშობლები ნ------- და ც-----ი გ------–--ეები 1--- წლის 02 ოქტომბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში. მათ ლ---ი გ------–--ისა და ხ------ა გ------–--ის სახით ჰყავდათ ორი შვილი: ლ---ი გ------–--ე და ხ------ა გ------–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ტ.I.სფ.4),- ქორწინების მოწმობა(ტ.I.სფ.16),- ლ---ი გ------–--ის დაბადების მოწმობა(ტ.I.სფ.17),- ხ------ა გ------–--ის შესაგებელი(ტ.I.სფ.49),3.2. ც-----ი ტ--–----ის საკუთრებაში ირიცხებოდა ქ.-----------–-----------------------ში მე-5 სართულზე მდებარე ს/კ 6------------------ ბინა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ტ.I.სფ.4),- ხ------ა გ------–--ის შესაგებელი(ტ.I.სფ.49),- სამკვიდრო მოწმობა(ტ.I.სფ.62-63),- ც-----ი გ------–--ის ანდერძი(იხ.სფ.6-).

 

3.3. ც-----ი ტ--–----ის საკუთრებაში არსებული ქ.-----------–-----------------------ში მე-5 სართულზე მდებარე ს/კ 6------------------ ბინის პირველ სართულზე მდებარეობდა ხილ-ბოსტნეული ვაჭრობის მაღაზია/საწყობი, სადაც მუშაობდნენ ც-----ი გ------–--ე და მისი მეუღლე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ტ.I.სფ.4),-ხ------ა გ------–--ის განცხადება(ტ.I.სფ.21),3.4. 201- წლის 13 სექტემბერს ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით მიმართ ხ------ა გ------–--ემ და მიუთითა, რომ: ოჯახთან ერთად ცხოვრობს ბ---------–- თ----- მ---------------ში. ბინა ეკუთვნოდა ბ----------ს ხილბოსტან ვაჭრობას, სადაც განთავსებული იყო საწყობი. დედამისი მუშაობდა ხილბოსტან ვაჭრობის საწყობში. ოცი წლის უკან, როცა გაუქმდა ხილბოსტან ვაჭრობა, იმ პერიოდიდან მისი ოჯახი ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში, გაარემონტეს, იხდიან ყველანაირ გადასახადს, ვინაიდან სხვაგან საცხოვრებელი არ აქვთ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხ------ა გ------–--ის (ტ.II.სფ.2.)

 

3.5. ხ------ა გ------–--ის მიერ წარდგენილი იქნა შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მინდობილობა, გაცემული ც-----ი ტ--–----ის მიერ, პირადობის მოწმობის ასლები მისი, ზ-----ბ შ--------ის, გ------ი შ--------ის, თ----- შ--------ის, და კომუნალურის გადასახადის ქვითრები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტ.II.სფ.5.),- მინდობილობა (ტ.II.სფ.6.)

- პირადობის მოწმობის ასლები მისი, ზ-----ბ შ--------ის, გ------ი შ--------ის, თ----- შ--------ის(ტ.II.სფ.7-10.).

- კომუნალურის გადასახადის ქვითრები(ტ.I.სფ.26-40.).

 

3.6. ხ------ა გ------–--ის მიერ წარდგენილი მინდობილობის თანახმად ც-----ი ტ--–----ემ ხ------ა გ------–--ეს მიანიჭა შემდეგ უფლებამოსილება წარადგინოს და დაიცვას მიმდობის ინტრესები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო და არა სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში... რითაც ცალსახად დასტურდება, რომ ხ------ა გ------–--ეს ჰქონდა მინიჭებული უფლებამოსილება წარედგინა ც-----ი ტ--–----ე, მათ შორის ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოში, რადგან წარმოადგენს სახელმწიფო ორგანიზაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მინდობილობა (ტ.II.სფ.6.).

 

3.7. გ------ი შ--------ის პირადობის მოწმობით დაბადებულია 1----–-–----- თებერვალს, თ----- შ--------ე 1--- წლის 0- ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პირადობის მოწმობის ასლები გ------ი შ--------ის და თ----- შ--------ის(ტ.II.სფ.9-10.).

 

3.8. კომუნალური გადახდის ქვითრებში აბონეტად/ კომუნალურის გადამხდელად მითითებული სხვადასხვა პირები: ხ------ა გ------–--ე, ც-----ი გ------–--ე და შ---------- ს. ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კომუნალურის გადასახადის ქვითრები(ტ.I.სფ.26-40.).

 

3.9. ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 201- წლის 04 ოქტომბრის N-------ძანებით ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ხ------ა გ------–--ეს 133.35 კვმ. იზოლირებული საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. ბ---------- თ----- მ------------, ბინა N--. და გაცემული იქნა საკუთრების უფლების მოწმობა N5- და უძრავი ქონება დარეგისტრირდა ხ------ა გ------–--ის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 201- წლის 04 ოქტომბრის N-------ძანება(ტ.I.სფ.22.)

- საკუთრების უფლების მოწმობა N5-(ტ.I.სფ.23)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ტ.I.სფ.57-58),3.10. ადმინისტრაციული წარმოების დროს საკითხის შესწავლისას ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიწვეული არ ყოფილა ლ---ი გ------–--ე, ც-----ი გ-------–-ე და არც შ---------- ს. ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ტ.I.სფ.4),)

- ადმინისტრაციული წარმოების მასალები (იხ.სფ. (ტ.I.სფ.16-40),- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სას.სხ.ოქმის Cd. დისკი)

 

3.11. ც-----ი ტ--–----ე გარდაიცვალა 2----–-–------------–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ტ.I.სფ.4),)

- სამკვიდრო მოწმობა(ტ.I.სფ.62-63),სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ---ი გ------–--ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 201- წლის 04 ოქტომბერს გამოცემული N 3---ე ბრძანება საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ და 201- წლის 04 ოქტომბერს გაცემული N----ე საკუთრების უფლების მოწმობა და მოპასუხე ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ლ---ი გ------–--ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი",6. სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტი - ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 201- წლის 04 ოქტომბერს გამოცემული N 3---ე ბრძანება საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ და 201- წლის 04 ოქტომბერს გაცემული N----ე საკუთრების უფლების მოწმობა წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად . სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

დადგენილია, რომ ლ---ი გ------–--ის მშობლები ნ------- და ც-----ი გ------–--ეები 1--- წლის 02 ოქტომბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში. მათ ლ---ი გ------–--ისა და ხ------ა გ------–--ის სახით ჰყავდათ ორი შვილი: ლ---ი გ------–--ე და ხ------ა გ------–--ე.

- ც-----ი ტ--–----ის საკუთრებაში ირიცხებოდა ქ.-----------–-----------------------ში მე-5 სართულზე მდებარე ს/კ 6------------------ ბინა.

- ც-----ი ტ--–----ის საკუთრებაში არსებული ქ.-----------–-----------------------ში მე-5 სართულზე მდებარე ს/კ 6------------------ ბინის პირველ სართულზე მდებარეობდა ხილ-ბოსტნეული ვაჭრობის მაღაზია/საწყობი, სადაც მუშაობდნენ ც-----ი გ------–--ე და მისი მეუღლე.

 

დადგენილია, რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 201- წლის 04 ოქტომბრის N-------ძანების სამართლებრივი საფუძველი იყო ბრძანების გამოცემისას მოქმედი ,,საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი", რომლის პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ეს დებულება არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოთ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. დებულების შესაბამისად ხორციელდება ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

ამავე დებულების მეორე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად კანონიერი მოსარგებლე - ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

 

დადგენილია, რომ 201- წლის 13 სექტემბერს ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით მიმართ ხ------ა გ------–--ემ და მიუთითა, რომ: ოჯახთან ერთად ცხოვრობს ბ---------–- თ----- მ---------------ში. ბინა ეკუთვნოდა ბ----------ს ხილბოსტან ვაჭრობას, სადაც განთავსებული იყო საწყობი. დედამისი მუშაობდა ხილბოსტან ვაჭრობის საწყობში. ოცი წლის უკან, როცა გაუქმდა ხილბოსტან ვაჭრობა, იმ პერიოდიდან მისი ოჯახი ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში, გაარემონტეს, იხდიან ყველანაირ გადასახადს, ვინაიდან სხვაგან საცხოვრებელი არ აქვთ.

- ხ------ა გ------–--ის მიერ წარდგენილი იქნა შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მინდობილობა გაცემული ც-----ი ტ--–----ის მიერ, პირადობის მოწმობის ასლები მისი, ზ-----ბ შ--------ის, გ------ი შ--------ის, თ----- შ--------ის, და კომუნალურის გადასახადის ქვითრები.

- ხ------ა გ------–--ის მიერ წარდგენილი მინდობილობის თანახმად ც-----ი ტ--–----ემ ხ------ა გ------–--ეს მიანიჭა შემდეგ უფლებამოსილება წარადგინოს და დაიცვას მიმდობის ინტრესები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო და არა სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში... რითაც ცალსახად დასტურდება, რომ ხ------ა გ------–--ეს ჰქონდა მინიჭებული უფლებამოსილება წარედგინა ც-----ი ტ--–----ე, მათ შორის ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოში, რადგან წარმოადგენს სახელმწიფო ორგანიზაციას.

- გ------ი შ--------ის პირადობის მოწმობით დაბადებულია 1----–-–----- თებერვალს, თ----- შ--------ე 1--- წლის 0- ნოემბერს.- ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 201- წლის 04 ოქტომბრის N-------ძანებით ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ხ------ა გ------–--ეს 133.35 კვმ. იზოლირებული საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. ბ---------- თ----- მ------------, ბინა N--. და გაცემული იქნა საკუთრების უფლების მოწმობა N5- და უძრავი ქონება დარეგისტრირდა ხ------ა გ------–--ის საკუთრებაში.

- ც-----ი გ------–--ე გარდაიცვალა 2----–-–------------–ს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ამავე კოდექსის 2-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება;

 

ამავე კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

ამავე კოდექსის 13-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში.

 

ამავე კოდექსის 75-ე მუხლის ,,ე" პუნქტის თანახმად ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს. დაინტერესებულ მხარეს.

 

ამავე კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.

 

ამავე კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომლებიც წარმოადგენს უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში თვით ხ------ა გ------–--ის განცხადებით ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი დადგენილია, რომ 201- წლის 13 სექტემბერს ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით მიმართ ხ------ა გ------–--ემ და მიუთითა, რომ: ოჯახთან ერთად ცხოვრობს ბ---------–- თ----- მ---------------ში. სადაც განთავსებული იყო საწყობი. დედამისი მუშაობდა ხილბოსტან ვაჭრობის საწყობში. წარდგენილი იყო ც-----ი გ------–--ის მინდობილობა, მითითებული იყო, რომ საწყობში მუშაობდა დედამისი ც-----ი გ------–--ე, ასევე განცხადებაში უთითებს, რომ ,,ოცი წლის უკან, როცა გაუქმდა ხილბოსტან ვაჭრობა იმ პერიოდიდან მისი ოჯახი ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში, გაარემონტეს", საკუთრების უფლების მოწმობა გაცემულია 201- წლის 4 ოქტომბერს, მისივე განცხადებით გამოდის, რომ დაახლოებით 1--- წლიდან ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში და წარდგენილი აქვს გ------ი შ--------ის პირადობის მოწმობა, რომლის მიხედვით იგი დაბადებულია 1----–-–----- თებერვალს, შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვთ შესწავლილი განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობა და 1--- წლიდან ხ------ა გ------–--ე, რომელი კანონიერი მოსარგებლის საბუთით ცხოვრობს აღნიშნულ სადავო ფართში. ადმინისტრაციული წარმოების მასალებში დევს ც-----ი ტ--–------ მინდობილობა, რომლის თანახმად ც-----ი ტ--–----ემ ხ------ა გ------–--ეს მიანიჭა შემდეგ უფლებამოსილება წარადგინოს და დაიცვას მიმდობის ინტრესები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო და არა სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში... რითაც ცალსახად დასტურდება, რომ ხ------ა გ------–--ეს ჰქონდა მინიჭებული უფლებამოსილება წარედგინა ც-----ი ტ--–----ე, მათ შორის ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოში, რადგან წარმოადგენს სახელმწიფო ორგანიზაციას, შესაბამისად შესწავლილი და გამოკვლეული არ არის გარემოება ხ------ა გ------–--ე მოქმედებდა, როგორც ც-----ი ტ--–----ის წარმომადგენელი, თუ დამოუკიდებელი პირი და რატომ დევს ადმინისტრაციული წარმოების მასალებში მაშინ მისი მინდობილობა. შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოების დროს დაინტერესებულ პირად არ ჰყავდათ მიწვეული ც-----ი გ------–--ე/ტ--–------ ასევე მიწვეული არ ჰყავდათ ლ---ი გ------–--ე, რომელიც საქმეში წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს. ასევე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღიარების საფუძველი გახდა კომუნალური გადასახადების ქვითრები, რომ კომუნალური გადახდის ქვითრებში აბონეტად მითითებული სხვადასხვა პირები: ხ------ა გ------–--ე, ც-----ი გ------–--ე და შ---------- ს. შესაბამისად დაინტერესებულ პირებს წარმოადგენდნენ აღნიშნული პირები, რომლებიც მიწვეული უნდა ყოფილიყვნენ საქმეში დაინტერესებულ პირებად, თუ ჩაითვლებოდა საკუთრებაში გადაცემის საფუძვლად კომუნალური გადასახდი ქვითრები, ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაინტერესებულ პირთა არსებობა ადმინისტრაციულ ორგანოსათვის ცნობილი იყო და მიუხედავად აღნიშნულისა მიწვეული არ ყოლიათ ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

ამასთან მნიშვნელოვანია ხ------ა გ------–--ე განცხადებაში უთითებდა, რომ ,,ბინა ეკუთვნოდა ბ----------ს ხილბოსტან ვაჭრობას" და არ აქვთ შესწავლილი საკუთრებაში გადაცემის დროს ვის საკუთრებას წარმოადგენდა აღნიშნული ფართი, ხომ არ წარმოადგენდა აღნიშნული ფართი სხვის კერძო საკუთრებას, ასევე საკუთრებაში გადაცემულია საცხოვრებელი ფართი, მაშინ როდესაც განცხადებაში მითითებულია, რომ ,,განთავსებული იყო საწყობი",დადგენილია ხ------ა გ------–--ესათვის საკუთრებაში გადაცემის საფუძველი კომუნალური გადასახადი ქვითრები, რომლებიც კომუნალური გადასახადი გადახდილია სხვადასხვა პირის მიერ, მაშინ როდესაც, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის" მეორე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად კანონიერი მოსარგებლე - ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არა მხოლოდ კომუნალური გადასახადების ქვითრებით უნდა განეხორციელებინა სადავო ფართის გადაცემა ხ------ა გ------–--ისათვის, არამედ უნდა უზრუნველყო, შეესწავლა და გამოეკვლიათ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით გარემოება, რის საფუძველზე მოხდა ასეთი არსებობის შემთხვევაში ხ------ა გ------–--ის რეგისტრირება აბონეტად, რადგან მხოლოდ სხვადასხვა პირთა მიერ გადახდილი კომუნალური გადასახადის ქვითრები ვერ გახდება ერთ პირზე უძრავი ქონების საკუთრების გადაცემის საფუძველი, რადგან საცხოვრებელი/ან არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა უკავშირდება ,,კანონიერი" სარგებლობის უფლებას.

 

საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავჯდომარის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ხ------ა გ------–--ეს საკუთრებაში გადაეცა 133.35 (ასსოცდაცამეტი მთელი და ოცდახუთმეტი მეასედი) იზოლირებული საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. ბ---------- თ----- მ------------, ბინა N--. და გაცემული იქნა საკუთრების უფლების მოწმობა N5-, გამოცემულია ისე, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და შეუსწავლია საქმის არცერთი ზემოაღნიშნული გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიწვეული არ ყოლია დაინტერესებული პირები, რომელთა კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.

 

ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ადმინისტრაციული წარმოების დროს მიწვეული არ ყოლია დაინტერესებული პირები, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 201- წლის 04 ოქტომბერს გამოცემული N 3---ე ბრძანება საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ და 201- წლის 04 ოქტომბერს გაცემული N----ე საკუთრების უფლების მოწმობა და მოპასუხე ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ლ---ი გ------–--ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უხლი თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე ლ---ი გ------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ)

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5,22-ე,32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე,243-244-ე, 247-249-ე,257-258-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ლ---ი გ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1.სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 201- წლის 04 ოქტომბერს გამოცემული N 3---ე ბრძანება საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ და 201- წლის 04 ოქტომბერს გაცემული N----ე საკუთრების უფლების მოწმობა;

 

1.2.მოპასუხე ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ლ---ი გ------–--ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

2.ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე ლ---ი გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით;

 

მოსამართლე: გია ბერაია