გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.06.2018
საქმის ნომერი
210210017001769534
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 210210017001769534

საქმე № 2/41-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.06.2018 წ. ქ.სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე(მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე) - სს ,,ბა--------ი”;

წარმოამდგენელი -ან-----–--ე;

მოპასუხეები - ფა----–------------------–ე შგებებულ სარჩელზე), ად--–-----------–----, თე-–-----------–---ი, გუ-–------------ა და სო------–------ი;

დავის საგანი ძირითად სარჩელზე - თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

დავის საგანი შეგებებულ სარჩელზე- გარიგების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა(ძირითად სარჩელზე)

 

მოპასუხეებს - ფა----–------ს, ად--–-----------–---ს, თე-–-----------–---ს მოსარჩელე - სს ,,ბა--------ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 26 282.44(ოცდაექვსიათას ორას ოთხმოცდაორი და 44) ლარის გადახდა.

 

სს ,,ბა--------ის’’ მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული გუ-–------------ას(პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, რაიონი საგარეჯო, სოფელი თ---–----, დაზუსტებული ფართი 2393.00 კვ.მ. , მიწის საკადასტრო კოდი 5-.0-.5-.3-- და სო------–------ის(პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–--, დაზუსტებული ფართი 800.00 კვ.მ. , მიწის საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.1--., იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.

 

თუ დავალიანების სრულად დასაფარად არ იქნება საკმარისი უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა, მაშინ სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების ფა----–-------ს, ად--–-----------–----ს, თე-–-----------–---ის სხვა ქონებაზე.

 

გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:

 

2015 წლის 25 თებერვალს სს ,,ბა--------სა’’ და მოპასუხე ფა----–------ს შორის დადებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 02 მარტს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 27 500 (ოცდაშვიდი ათას ხუტასი) ლარის ოდენობით წლიური 15%, პირგასამტეხლო მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული თანხის) 0.1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ფა----–-------ს მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 02 მარტს სს ,,ბა--------სა’’ და მოპასუხე ად--–-----------–---ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, თავდებმა იკისრა პასუხისმგებლობა ძირითადი მოვალის ფა----–-------ს ფულად ვალდებულებებზე 150000 აშშ დოლარის ფარგლებში.

 

2015 წლის 26 და 27 თებერვალს ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გუ-–------------ას(პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, რაიონი საგარეჯო, სოფელი თ---–----, დაზუსტებული ფართი 2393.00 კვ.მ. , მიწის საკადასტრო კოდი 5-.0-.5-.3-- და სო------–------ის(პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–--, დაზუსტებული ფართი 800.00 კვ.მ. , მიწის საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.1--.

 

2017 წლის 12 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 26 282.44 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხემ(ძირითად სარჩელზე) სარჩელი არ ცნო

 

2. სასარჩელო მოთხოვნა( შეგებებულ სარჩელზე):

 

ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 25 თებერვალს სს ,,ბა--------სა’’ და მოპასუხე ფა----–------ს შორის დადებული გენერალური ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 02 მარტს დადებული საკრედიტო ხელშეკრულება, როგორც მოტყუებით დადებული.

 

მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:

 

სადაო ხელშეკრულებები გაფორმდა ისე, რომ მათი შინაარსი არ იყო ცნობილი მოსარჩელისათვის. მოსრჩელემ არ იცოდა ქართული ენა, ხოლო ბანკის წარმომადგენლებს არ მოუწვევიათ თარჯიმანი.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხემ(შეგებებულ სარჩელზე) სარჩელი არ ცნო

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 25 თებერვალს სს ,,ბა--------სა’’ და მოპასუხე ფა----–------ს შორის დადებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 02 მარტს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 27 500 (ოცდაშვიდი ათას ხუტასი) ლარის ოდენობით წლიური 15%, პირგასამტეხლო მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული თანხის) 0.1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 25 თებერვალს სს ,,ბა--------სა’’ და მოპასუხე ფა----–------ს შორის დადებული გენერალური და 2015 წლის 02 მარტს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებები (ს/ფ 17-29)

 

3.1.2. ფა----–-------ს მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 02 მარტს სს ,,ბა--------სა’’ და მოპასუხე ად--–-----------–---ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, თავდებმა იკისრა პასუხისმგებლობა ძირითადი მოვალის ფა----– მუ------ ფულად ვალდებულებებზე 150000 აშშ დოლარის ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 02 მარტს სს ,,ბა--------სა’’ და მოპასუხე ად--–-----------–---ს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ 38-41 )

 

3.1.3. 2015 წლის 26 და 27 თებერვალს ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გუ-–------------ას(პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, რაიონი საგარეჯო, სოფელი თ---–----, დაზუსტებული ფართი 2393.00 კვ.მ. , მიწის საკადასტრო კოდი 5-.0-.5-.3-- და სო------–------ის(პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–--, დაზუსტებული ფართი 800.00 კვ.მ. , მიწის საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.1--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 26 და 27 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულებები (ს/ფ 30-33)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. მოცემულ შემთხვევაში, კი, როგორც უკვე დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელმოწერით გამოავლინეს ნება პირობის მოწონების თაობაზე, რითიც მათ იკისრეს ვალდებულება გადაეხადათ შესაბამისი პროცენტი და პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ბა--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ფა----–-------ს შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 286-ე, 301-ე, 327-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 625-ე, 316-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე, 268-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის თანახმად, კი, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. სადაოდ არ არის გამხდარი, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა მოპასუხეებზე მითითებული თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, მითითებული კანონის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას. ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში კანონი იმას კი არ გულისხმობს, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თავიდანვე შეუსაბამოდ მაღალი თუ იქნებოდა, მხოლოდ ეს გახდებოდა მისი შემცირების საფუძველი, არამედ იმასაც, რომ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეიძლება პირგასამტეხლო იქცეს ვალდებულების შესრულების პროცესშიც. ორივე შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს პირგასამტეხლოს მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ჯარიმის შემცირება.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით . ამავე კოდექსის 301 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

2015 წლის 26 და 27 თებერვალს ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გუ-–------------ას(პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, რაიონი საგარეჯო, სოფელი თ---–----, დაზუსტებული ფართი 2393.00 კვ.მ. , მიწის საკადასტრო კოდი 5-.0-.5-.3-- და სო------–------ის(პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–--, დაზუსტებული ფართი 800.00 კვ.მ. , მიწის საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.1--.

 

ვინაიდან მოვალემ სს ,,ბა--------ი’’-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რაც ქონების რეალიზაციის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ ფა----– მუ------ მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 02 მარტს სს ,,ბა--------სა’’ და მოპასუხე ად--–-----------–---ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, თავდებმა იკისრა პასუხისმგებლობა ძირითადი მოვალის ფა----– მუ------ ფულად ვალდებულებებზე 150000 აშშ დოლარის ფარგლებში. აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით თავდები, ბანკის წინაშე სრულად აგებდა პასუხს ძირითადი მოვალის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებისათვის და კისრულობდა ვალდებულებას ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სრულად დაეფარა მოსარჩელისათვის ძირითადი თანხა, საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო იმ მოცულობით, რასაც ბანკი მოითხოვდა თავდებობის ფარგლებში, ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც. თავდების პასუხისმგებლობა რაოდენობრივად განისაზღვრა 150000 აშშ დოლარის ფარგლებში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სასამართლოს მიერ დადგენილი თანხის გადახდევინება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი შემდეგ გარემოებათა გამო;

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სარჩელის მოთხოვნას. ფაქტების მითითების, როგორც მხარეთა პროცესუალური ვალდებულების არსი განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სადაც აღნიშნულია, რომ „......ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.....“ (იხ. საქმეზე №ას-664-635-2016 საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება). ამდენად, სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ორიენტირი არის საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და არა ზოგადად კანონის მხოლოდ აბსტარქტული შემადგენლობა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეზე დადგენილია დავის ფაქტობრივი გარემოებები, ადგილი აქვს ნორმის შემადგენლობის ნიშნების მისადაგებას (სუბსუმცია) დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

ე.ი. გარიგების დადების დროს ყველა ან ერთ-ერთი პირობა ცდომილებაში განზრახ შეყვანითაა მიღწეული. ასეთ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მხარემ გარიგების დადების ნება გამოხატა, მაგრამ ნების გამოვლენის ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ მის გამოვლენას მოტყუება უძღვის წინ. შეცილების შემდეგ სასამართლოში დავისას მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა ისეთი მტკიცებულებების წარდგენით და ისეთ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც დაადასტურებენ მოტყუების ფაქტს.

 

მოტყუების სამართლებრივი შინაარსი მოიცავს სპეციფიკურ ელემენტს, რომლის არსებობაც როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ნიშნებით განისაზღვრება. მოტყუება, როგორც სამართლებრივი კატეგორია, არ არსებობს ცალკე აღებული მოცემულობის სახით, მისი დადგენა ხორციელდება ცალკეული სუბიექტური და ობიექტური მაკვალიფიცირებელი ელემენტების გათვალისწინებით. უმრავლეს შემთხვევაში, მოტყუებას შედეგად მოჰყვება ის, რომ დაზარალებული იბოჭება სახელშეკრულებო ვალდებულებით ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვის პირობებში. ამ შემთხვევაში, ნების ფორმირება ხორციელდება გარე ფაქტორების ზეგავლენით, რაც დადებული გარიგების განმსაზღვრელი ნიშანია.

 

საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია, მიმართოს სასამართლოს. სასამართლოს ვალდებულებები პროცესუალური ინსტიტუტების გამოყენების ჭრილში, მათ შორის მოიცავს სასამართლოს ფუნქციას, კონტროლი გაუწიოს საპროცესო უფლებების გამოყენების თავისუფალ სივრცეს. მოსამართლე ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრებითობის განხორციელებას საპროცესო დანაწესების დაცვით.

 

მოსარჩელე გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს იმ ფაქტს, რომ სადაო ხელშეკრულებები გაფორმდა ისე, რომ მათი შინაარსი არ იყო ცნობილი მოსარჩელისათვის, მოსრჩელემ არ იცოდა ქართული ენა, ხოლო ბანკის წარმომადგენლებს არ მოუწვევიათ თარჯიმანი. ამ გარემოებებზე მითითება სასამართლოს საკმარისად არ მიაჩნია გარიგების მოტყუებით დადებულედ მიჩნევისათვის. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოტყუების ფაქტის არსებობა ისეთი მტკიცებულებების წარდგენით და ისეთ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც დაადასტურებენ მოტყუების ფაქტს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გაადწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

აღნიშნულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 790(შვიდას ოთხმოცდაათი) ლარი გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

9. გადაწყვეტილების აღსრულება

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268 მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს მხარეთა შეთანხმებას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე, რაც წარმოადგენ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საფუძველს .

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ”ბა--------ის ” სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს ფა----–------ს, თე-–-----------–---სა და ად--–-----------–---ს მოსარჩელე სს ”ბა--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 26 282.44(ოცდაექვის ათას ორას ოთხმოცდაორი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა. ად--–-----------–----ს პასუხისმგებლობა განისაზღვროს 150 000(ასომროცდაათი ათასი) აშშ დოლარით.

 

3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული გუ-–------------ას(პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, რაიონი საგარეჯო, სოფელი თ---–----, დაზუსტებული ფართი 2393.00 კვ.მ. , მიწის საკადასტრო კოდი 5-.0-.5-.3-- და სო------–------ის(პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–--, დაზუსტებული ფართი 800.00 კვ.მ. , მიწის საკადასტრო კოდი 5-.2-.5-.1--.

 

თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ აღმოჩნდება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, ბანკს უფლება აქვს მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მოპასუხეთა სხვა ქონებიდან.

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5. მოპასუხეებს ფა----–------ს, თე-–-----------–---სა და ად--–-----------–---ს მოსარჩელე სს ”ბა--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 790(შვიდას ოთხმოცდაათი) ლარი.

 

6. ფა----–-------ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი