განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N010100116001357413
საქმე №1-472/16
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
19 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი _ ზ------ კ---–--–--ე
ადვოკატი – ნ-------- გ-----–--ე
ბრალდებული: ს---– თ-----ა (დასწრების გარეშე)
მამის სახელი: ჯ-----ი
დაბადებული: 12.06.1--- წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: თ--------------------–--ის მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
ქმედები კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და 187-ე მუხლის პირველი ნაწილი.
[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ს---– თ-----ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2----–-–----------------–ს, ღამის საათებში, ქ---------–------------------------ში მდებარე კაფე-ბარ „------–-–-’’, ს---– თ-----ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-------------- კუთვნის ,,ASUS”-ის ფირმის ნოუთბუქს, რითაც დაზარალებულს მიადგა 750 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ს---– თ-----ას ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა:
ა) მოწმის სახით დაკითხული მ-------------- (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, მუშაობდა რ-----------------ს კაფე-ბარში, რომელიც მდებარეობს ქ--------------------ში. მეპატრონის ქმრის ახლობელი იყო ს---–ი, რომელსაც ჰქონდა გასაღები და სამი დღის მანძილზე რჩებოდა ბარში. 2----–-–----------------–ს, დაახლოებით 03:00 საათზე ბარი დაკეტეს და წავიდა სახლში. ორ საათში მასთან მივიდა რ----------------- და აცნობა, რომ მას დაურეკა ს---–მა და უთხრა, რომ ,,წადი და ნახე რა მდგომრეობაშია შენი ბარიო.’’ ბარში სირბილით წავიდნენ. იქ მისულებს კარები ღია დახვდათ, სკამები - დაჭრილი, ხოლო ბარ-სტოიკა - დასერილი. საკასო აპარატი ძირს ეგდო. ადგილზე არ იყო ,,ASUS”-ის ფირმის ნოუთბუქი, რომელშიც გადახდილი აქვს 750 ლარი.
ბ) მოწმე ირ---–-------–---–---- ჩვენების თანახმად, მფლობელობაში ყავს „ბ--------“ ფირმის ავტომანქანა, სახ. ნ---------------- და მუშაობს კერძო ტაქსის მძღოლად. სამუშაოდ გამოდის ღამის საათებში - 23:00-დან დილამდე. ძირითადად ჩერდება ქ---------–-------------–-–---–-ს ქუჩაზე, ,,-----------–---------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. 2----–-–----------------–ს, იქნებოდა დაახლოებით 04:00 საათი, როდესაც მასთან მოვიდა მაღალი, გამხდარი, ულვაშიანი მამაკაცი, რომელმაც თურქულად დაუწყო საუბარი, კერძოდ, უთხრა „კაჩ ფარა“, რაც ნიშნავდა იმას თუ რა ღირდა მისი მომსახურების საფასური. კითხვაზე თუ საით მიდიოდა, მან უპასუხა, რომ „სარფიო“. თურქულად უთხრა, რომ ოც ლარად წაიყვანდა, რაზედაც იგი დათანხმდა და ჩაჯდა მანქანაში. მგზავრი წაიყვანა სოფელ სარფში და დატოვა ს------- საბაჟო გამშვები პუნქტის სიახლოვეს მდებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. მას ხელში ეჭირა დიპლომატის მსგავსი საგანი, რომელიც ნოუთბუქს ჰგავდა. ამის შემდეგ, მალევე დაბრუნდა ბათუმში და გააგრძელა დგომა ზუბალაშვილის ქუჩაზე.
გ) ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ირ---–-------–---–--ამ ამოიცნო ბრალდებული ს---– თ-----ა.
დ) საზღვრის კვეთის ამონაწერით დასტურდება, რომ 2017 წლის 2 თებერვალს, ს---– თ-----ამ საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ს-------“ გავლით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
ე) ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ვიდეო ჩანაწერში, 04:16:27 საათზე, კადრში ფიქსირდება მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ფერის ზედა, რომელზედაც მოცმული აქვს მანტო, აცვია ჯინსის შარვალი და მუქი ფერის ფეხსაცმელი. არის მაღალი და სუსტი აღნაგობის, შავი ფერის თმებით და წვერით, ხელში უჭირავს მართკუთხედის ფორმის, დიპლომატის მსგავსი, შავი ფერის საგანი და მიემართება საბაჟო გამტარი პუნქტისაკენ. გარკვეული პროცედურის გავლის შემდეგ, 04:17:20 საათზე კვეთს საბაჟო გამტარ პუნქტს. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე, მ-------------- განცხადებით, აღნიშნული პირი არის მისთვის კარგად ნაცნობი მამაკაცი ს---– თ-----ა, ხოლო მართკუთხედის ფორმის, შავი ფერის, დიპლომატის მსგავსი ჩანთა, რომელიც ს---– თ-----ას ხელში უჭირავს, არის რ-----------------ს კუთვნილი ჩანთა, რომელიც ს---– თ-----ამ მოიპარა მ-------------- ნოუთბუქთან ერთად.
1.2 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ს---– თ-----ამ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2----–-–----------------–ს, ღამის საათებში, ქ---------–------------------------ში მდებარე კაფე-ბარ „------–-–-’’, ს---– თ-----ამ განზრახ დააზიანა რ-----------------ს კუთვნილი კაფე-ბარის ინვენტარი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 300 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
ს---– თ-----ას ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა:
ა) მოწმის სახით დაკითხული რ-----------------ს (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, 2015 წლის დეკემბრის თვეში მეუღლესთან ერთად ქუთაისის ქ. N16-ში გახსნა კაფე-ბარი ,,ნ-----–-“. მის მეუღლეს დაურეკა ს---– თ-----ამ, რომელთანაც ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა და სთხოვა წილში შემოსვლა. ამისათვის საჭირო იყო 2000 დოლარი. ს---–მა მათ მისცა 700 დოლარი, მაგრამ მთლიანი თანხა აღარ შემოიტანა, რის გამოც შესთავაზეს და თვითონაც მოისურვა გასულიყო წილიდან, ხოლო გადახდილ ფულს დაუბრუნებდნენ. 2016 წლის 13 თებერვალს ჩამოვიდა ს---–ი და მოითხოვა ფული, მაგრამ რადგან ფული არ ჰქონდათ და ვერ დაუბრუნეს. 17 რიცხვში დაკეტა ბარი და წავიდა სახლში. კაფე-ბარის გასაღები ს---–საც ჰქონდა. დილის ხუთის ნახევარზე ტელეფონზე დაურეკა ს---–მა და უთხრა, რომ წასულიყო და ენახა თუ რა დღეში ჩააგდო ბარი და დაემუქრა მანქანის დაზიანებითაც. მ--------------თან ერთად მივიდა ბარში, სადაც ბარის სტოიკა და სკამები დაჭრილი და დაზიანებული იყო, ხოლო მანანას ნოუთბუქი წაღებული. მიყენებული ზიანი შეადგენს 300 ლარს.
ბ) მოწმე თა---------–-–---–-ს ჩვენების თანახმად, ყოველ მეორე დღეს მუშაობს ქ. ბათუმში, ხ---–-------------ში მდებარე კაფე-ბარ „ი--–---ში’’ მიმტანად. სამსახურში მიდის 11:00 საათზე, მუშაობას ასრულებს ღამის დაახლოებით 04:00 საათზე. იქედან გამომდინარე, რომ მისი სამსახური - კაფე-ბარი „ი--–---ი“ მდებარეობს ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, შესაბამისად აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰყავს ბევრი ნაცნობი. ერთ-ერთი კაფე-ბარის მფლობელია რ-----------------, რომელსაც ქ---------–------------------------ში გახსნილი აქვს კაფე-ბარი „ნ-----–-“, სადაც არაერთხელ არის ნამყოფი. კაფე-ბარ „------–-–-’’ მისვლისას რამდენიმეჯერ უნახავს თურქი ეროვნების მამაკაცი, სახელად ს---–ი, რომლის გვარი არ იცის. იქედან გამომდინარე, რომ თურქულ ენას ფლობს საშუალოდ, ს---–თან უსაუბრია კიდეც. ს---–ის საუბრიდან გამომდინარე, ცნობილი იყო ისიც, რომ ს---–ი იყო რ---------ის მეგობარი და რ---------ის ბარში ცხოვრობდა, ასევე მეწილე იყო კაფე-ბარ „ნ-----–-ს“. 2----–-–----------------–ს გამოვიდა სამსახურიდან და ჩაიარა ქ--------------------თან, რ-----------------ს ბარის წინ, დაახლოებით 03:00 საათიდან 03:30 საათამდე დროის პერიოდში, შენიშნა ბარის კარები ღია მდგომარეობაში იყო, რის გამოც გადაწყვიტა, რომ ბარში შესულიყო. როდესაც ბარში შევიდა, დაინახა, რომ რ---------ის სტუმარი და მეგობარი ს---–ი იყო ძლიერ ანერვიულებული, მას ხელში ეჭირა დანა და ჭრიდა ბარის ინვენტარს, კერძოდ, სკამებს. მისთვის არაფერი უთქვამს, ვინაიდან შეეშინდა და გააგრძლა გზა. ამავე დროს არც პოლიციაში განუცხადებია ს---–ის მიერ ნივთების დაზიანების შესახებ, ვინაიდან იფიქრა, რომ რახან ს---–ი რ---------ის სტუმარი და მეგობარი იყო, ასევე როგორც მას ჰქონდა ნათქვამი რ---------ის მეწილე იყო, არ ქონდა უფლება ჩარეულიყო ს---–ის მიერ ნივთების დაზიანებაში და მიემართა პოლიციისათვის, ვინაიდან ჩათვალა, რომ არ მქონდა მათ საქმეში ჩარევის უფლება და ისინი თვითონ მოაგვარებდნენ თავიანთ ურთიერთობას. მომხდარის შესახებ არავისთვის არაფერი უთქვამს და აღარ დაინტერესებულა. რამდენიმე დღის წინ გაიგო, რომ რ-----------------ს ბარის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება და ს---–ის მიერ ბარის დაზიანების შესახებ რ---------ს მიუმართავს პოლიციისათვის. ასევე გაიგო, რომ ნოუთბუქიც მოუპარია და წასულა თურქეთში. ის საერთოდ არ ყოფილა რ---------ის მეწილე.
გ) ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე თ----------–-–---–მა ამოიცნო ბრალდებული ს---– თ-----ა.
დ) შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, კაფე-ბარ ,,ნ-----–-ში“ აღმოჩენილი იქნა მაგიდა და 16 ცალი სკამი, რომლებზედაც გადაფარებული წითელი მატრასის მთლიანობა იყო დარღვეული.
ე) მოწმე მამუკა მიქელაძის ჩვენებით დასტურდება, რომ რ--------- ქ-----მა კაფე-ბარ „ნ-----–-ს’’ დაზიანებული ინვენტარის აღსადგენად გადაუხადა 300 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ს---– თ-----ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ს---– თ-----ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ (სახეზეა დანაშაულის 2 ეპიზოდი) და შემამსუბუქებელ (არ გამოვლენილა) გარემოებებს და თვლის, რომ ს---– თ-----ას საბოლოო სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით (დანაშაულთა ერთობლიობა) უნდა დაენიშნოს და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.
3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-217-ე, 219-ე, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს---– თ-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
2. ს---– თ-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ ს---– თ-----ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
4. ს---– თ-----ას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 აპრილის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. მსჯავრდებულ ს---– თ-----ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
6. ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, მობილური ტელეფონიდან წარმოდგენილი ინფორმაციის დათვალიერების დროს გაადღებული ფოტოსურათები, ორი ცალი დაქტილო ბარათი, სალარო აპარატის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სალარო აპარატი, რ-----------------ს კუთვნილი კაფე-ბარის ინვენტარი, 16 ცალი სკამი და დახლი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. მსჯავრდებულ ს---– თ-----ას მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ლევან გელოვანი