გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/827-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - გ-----------------–ი
წარმომადგენელი - მ---------–----ე
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - თ---------------------ე
დავის საგანი - ქმედების განხორციელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს გ-----------------–ისათვის 2014 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 12 ივლისამდე პერიოდის იძულებით განაცდურის ხელფასის სახით - 50 133,65 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის N1------ ბრძანებით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------------------------–---------------–-------------–-------------ი, პ---–-–-----–----------- გ---------------------------------–ი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტის, ამავე წესდების მე-3 მუხლის ,,ზ“ პუნქტის (სამსახურიდან დათხოვნა), ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2014 წლის 3 აპრილიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის N1------ ბრძანება (იხ.ს.ფ. 27).
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის (საქმე N1/2858-14) თანახმად, გ-----------------–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი საქმეზე N1/2858-14 (იხ.ს.ფ. 14-24).
3.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა 2016 წლის 24 თებერვალს N2----------- წერილით მიმართა გ-----------------–ს და აცნობა, რომ მას შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ მისი დათხოვნის 2014 წლის 17 ივნისის N1------ ბრძანების საფუძველზე ერიცხებოდა დავალიანება თანხით - 1989,50 ლარი. ამავე წერილით, გ-----------------–ს განემარტა, რომ წერილის მიღებიდან 14 დღის ვადაში თანხა უნდა დაებრუნებინა ბიუჯეტში, სახაზინო კოდზე N3--------.
2016 წლის 10 მარტის N5------- სალაროს შემოსავლის ორდერით დგინდება, რომ გ-----------------–მა სახაზინო კოდზე 3-------- (ბანკის კოდი TRESGE22, გადახდის დანიშნულება - დავალიანების დაფარვა ბრN1------, 17.06.2014 წელი) შეასრულა 1991,49 ლარის ოდენობით თანხის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 24 თებერვლის N2----------- წერილი (იხ.ს.ფ. 28);
- 2016 წლის 10 მარტის N5------- სალაროს შემოსავლის ორდერი (იხ.ს.ფ. 29-30).
3.4. 2014 წლის 17 ივლისს გ-----------------–მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის N1------ ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------------------------–---------------–-------------–--------------- თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით გ-----------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის N1------ ბრძანება გ-----------------–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის ((საქმე Nბს-863-855(კ-16)) განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წილს 15 ივნისის განჩინება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის ((საქმე Nბს-863-855(კ-16)) განჩინება (იხ.ს.ფ. 25-26).
3.5. ,,სამსახურში წოდებით აღდგენის და მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 ივლისის N1------ ბრძანებით, პ---–-–-----–----------- გ---------------------------------–ი (პ/ნ 0----------) აღდგენილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------------------------–---------------–-------------–--------------- თანამდებობაზე 2017 წლის 12 ივლისიდან. ამავე ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------------------------–---------------–-------------–-------------ს, პ---–-–-----–---------- გ---------------------------------–ს მიენიჭა მორიგი საშუალო სპეციალური წოდება ,,პ---–-–----------------–-----------“ 2014 წლის 9 ივლისიდან. პ---–-–-----–---------- გ---------------------------------–ს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვალა 2014 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 12 ივლისამდე პერიოდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამსახურში წოდებით აღდგენის და მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 ივლისის N1------ ბრძანება (იხ. ს.ფ. 72).
3.6. 2017 წლის 24 ოქტომბერს გ-----------------–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2014 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 12 ივლისამდე პერიოდისათვის. ამავე განცხადებით გ-----------------–მა მოითხოვა ცნობა, თუ რა თანხას შეადგენდა 2014 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 12 ივლისამდე მისი სახელფასო დავალიანება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 28 ნოემბრის N2------ ცნობის თანახმად გ-----------------–ის ყოველთვიური საბიუჯეტო შემოსავალი 2014 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 12 ივლისამდე შეადგენს: 2014 წელი - დარიცხული 11694,46 ლარი, ხელზე ასაღები - 9355,56 ლარი - 365 ლარი დაზღვევა, სულ 8990,56 ლარი; 2015 წელი - დარიცხული 15708 ლარი, ხელზე ასაღები - 12566,40 ლარი; 2016 წელი - დარიცხული 15708 ლარი, ხელზე ასაღები - 12566,40 ლარი; 2017 წელი - დარიცხული 8318,49 ლარი, ხელზე ასაღები - 6654,73 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ-----------------–ის 2017 წლის 24 ოქტომბრის განცხადება (იხ.ს.ფ. 75);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 28 ნოემბრის N2------ ცნობა (იხ.ს.ფ 34).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს გ-----------------–ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან გ-----------------–ის მოთხოვნა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ.
6.2. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. იმავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციის (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე. საქართველოსა და ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის 2014 წლის 27 ივნისს დადებული შეთანხმების 228-ე და 229-ე მუხლები აღიარებენ და იცავენ შრომის საერთაშორისოდ დამკვიდრებულ, მათ შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტებს, განამტკიცებენ თითოეული დასაქმებული პირისათვის ღირსეული შრომის უფლების საკანონმდებლო იმპლემენტაციის ვალდებულებას სახელმწიფოთათვის.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი ნაწილით, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის (2017 წლის 1 ივლისამდე, სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი) 112-ე მუხლის მიხედვით, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ამ მოხელეს აღადგენს სამსახურში.
ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის (მოქმედი რედაქცია) 118-ე მუხლის მე-4 პუნქტი, კერძოდ, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო.
დასახელებული ნორმები ადგენს პირის უფლებას, მიიღოს სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლებით მიყენებული მატერიალური ზიანი, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმ თანხით განისაზღვრება, რასაც სამუშაოდან გაუთავისუფლებლობის პირობებში შრომითი გასამრჯელოს სახით უპირობოდ მიიღებდა.
დადგენილია, რომ გ-----------------–ი მუშაობდა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------------------------–---------------–-------------–--------------- თანამდებობაზე. ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის N1------ ბრძანებით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------------------------–---------------–-------------–-------------ი, პ---–-–-----–----------- გ---------------------------------–ი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ-----------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის N1------ ბრძანება გ-----------------–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
დადგენილია, რომ ,,სამსახურში წოდებით აღდგენის და მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12 ივლისის N1------ ბრძანებით, პ---–-–-----–----------- გ---------------------------------–ი (პ/ნ 0----------) აღდგენილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------------------------–---------------–-------------–--------------- თანამდებობაზე 2017 წლის 12 ივლისიდან. ამავე ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------------------------–---------------–-------------–-------------ს, პ---–-–-----–---------- გ---------------------------------–ს მიენიჭა მორიგი საშუალო სპეციალური წოდება ,,პ---–-–----------------–-----------“ 2014 წლის 9 ივლისიდან. პ---–-–-----–---------- გ---------------------------------–ს სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვალა 2014 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 12 ივლისამდე პერიოდი.
როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 31 ივლისის N2/3/630 გადაწყვეტილებით განმარტა: „საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც არსებობს გათავისუფლების აქტის ბათილობის საფუძველი... საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში.
ამავე გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ: „საჯარო მოხელის მიერ შრომითი გასამრჯელოს მიღება მჭიდროდ არის დაკავშირებული სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულებასთან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, შრომითი გასამრჯელო მიიღოს სამსახურში დანიშვნის დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე. გასამრჯელოს მიღება არ არის დამოკიდებული სამუშაოს შესრულების ხარისხზე, მის შედეგებსა თუ სხვა ფაქტორებზე. ეს შემოსავალი პირისთვის გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი მხრიდან, სამსახურებრივი ფუნქციების ბრალეული შეუსრულებლობის არარსებობისას. შესაბამისად, საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, გარდა მისი მართლზომიერად, კანონიერ საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევისა.
ზემოთ მოხმობილი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, მას უფლება აქვს მიიღოს სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლებით მიყენებული მატერიალური ზიანი განაცდური ხელფასის სახით, რომელიც ანაზღაურდებას ექვემდებარება როგორც 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, ამჟამად მოქმედი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტი მოსარჩელე გ-----------------–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ცნობილია უკანონოდ და გ-----------------–ი აღდგენილ იქნა სამსახურში, მოპასუხეს უნდა დაევალოს მისთვის ხელზე მისაღები განაცდური ხელფასის ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე მთელი პერიოდის განმავლობაში.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-----------------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს გ-----------------–ისათვის 2014 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 12 ივლისამდე პერიოდის იძულებით განაცდურის ხელფასის ანაზრაურება, რაც ჯამში შეადგენს - 50 133,65 ლარს (ხელზე მისაღები თანხა).
7. საპროცესო ხარჯები:
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ-----------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-----------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებით განაცდური ხელფასის (ხელზე მისაღები) ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლებიდან - 2014 წლის 3 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე - 2017 წლის 12 ივლისამდე პერიოდისათვის, 50133,65 ლარის ოდენობით;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე