განაჩენი

სისხლის სამართლის 30.07.2018
საქმის ნომერი
330100118002291742
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე #--------

(#0------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

30 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივნები - ეკატერინა მანჯგალაძე, თეა ვარდოშვილი,დადუნა სამადაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - დ----- კ------–---–ი, მ------- ა------ე,დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- ბ----ის ძე ო--------–---–ი (დაბადებული - 1----–-–----- ნ---------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: მ–----ის რ-----ი, ს------–- მ-------------------------ში).

 

ადვოკატი - ს----- ჯ----–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით, გ------- ო--------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის;

 

1.2. მიუხედავად ამისა, 2----–-–------------ს, ღამის საათებში, თბილისში, 2----------------ის N--–- მდებარე ტ------–---------- ,,ა---------–ი“ ყოფნის დროს, გ------- ო--------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თ----- კ----------ის კუთვნილ ,,ს-------ი“-ს ფირმის მობილურ ტელეფონს. ჩადენილი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 700 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მ--------–------ის - მოწმე დ----- კ-------ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენება, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გ------- ო--------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია გ------- ო--------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

3.1. მოწმე დ----- კ-------ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ნ-------–---------------------------–-------------------–------–-----------------------------–---------–ის თანამდებობაზე. გ------- ო--------–---–ს აქვს დაავადება, რომელსაც ე---–-----ა ეწოდება და მათი ცენტრი ახდენს ამგვარი პაციენტების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, თავად იგი ასეთ საქმიანობას ეწევა - ნ-------------–----ას ე---–-----ის განხრით და ბრალდებულთან ჰქონდა, როგორც ე-------------–-----ის დამოკიდებულება. საზოგადოდ, ე---–-----ა არის დაკავშირებული ფ--------- განვითარებასთან, მაგრამ თავად ფ---------ი განვითარების შეფასება არ წარმოადგენს მის კომპეტენციას, აღნიშნული არის ნ--------------–---ის ან ნ---------------რის კომპეტენცია; დ----- კ-------ის კომპეტენციაა მხოლოდ ე---–-----ის დიაგნოსტირება და მკურნალობა; ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არის მისი დაწერილი და აღნიშნულ ცნობაზე ხელმოწერა მას ეკუთვნის, მაგრამ მოცემულ დასკვნაში მითითებული ნ--------------–-----------------------------ების შესახებ აღნიშნა, რომ გ------- ო--------–---–ის გ---------ი განვითარება უნდა შეაფასოს ან ნ--------------–---მა ან ნ---------------რმა. ადრეულ პერიოდში, როდესაც მათ ჰქონდათ სახელმწიფო პროგრამა, აღნიშნულს აფასებდა ნ--------------–---ი და უწერდათ დასკვნას, მან არსებული დასკვნა ისტორიაში ჩაწერა. შესაძლოა დასკვნა ძველი იყოს, რადგან რამდენიმე წლის წინაა გაცემული, მაგრამ აღნიშნული დასკვნა ფიგურირებს ყველგან, რადგან ყველა გამოკვლევა, რომელიც უტარდება პაციენტს, ფორმა 100-ში მითითებული უნდა იყოს. აღნიშნულ დასკვნაში მითითებული გარემოებები დღეის მდგომარეობით არის თუ არა სახეზე, სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს, რადგან გ------- ო--------–---–ის გ---------ი განვითარების შეფასება წარმოადგენს ფ---------ის კომპეტენციას. დ----- კ-------ემ არ იცის გ------- ო--------–---–ის გ---------ი განვითარების შესახებ, მხოლოდ იცის - კლინიკური ე---–-----ის კუთხით, რა დროსაც იხელმძღვანელა წლების წინ გაცემული ცნობით; მისთვის არ იყო ცნობილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ------- ო--------–---–ი იყო ნასამართლევი; აღნიშნული ცნობის მაგვარი ფორმა N100 სხვა პერიოდისთვისაც გაუცია. საზოგადოდ, აღნიშნული დიაგნოზით პაციენტი სახელმწიფოსგან იღებს პენსიას, ანუ ეს ფორმა NIV-100/ა, ძირითადად, მიაქვთ საპენსიოდ, რ-----ულ პოლიკლინიკაში ან სოციალურ სამსახურში.

3.2. ბრალდებულმა გ------- ო--------–---–მა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სრულად ცნო და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.

3.3. გ------- ო--------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ გ------- ო--------–---–ის საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თ----- კ----------ის და მოწმეების - ვ--–---- მ----–---–ის, გ--------------ის, უ–---- კ---------ის გამოკითხვის ოქმებს და დ----- კ-------ის ჩვენებას; თ----- კ----------ისგან მობილური ტელეფონის ყუთის ამოღების 2018 წლის 04 იანვრის ოქმს, გ------- ო--------–---–ის პირადი ჩხრეკის 2018 წლის 04 იანვრის ოქმს, ბრალდებულის დაკავების 2018 წლის 04 იანვრის ოქმს, ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნას; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენს; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის განაჩენს; ნივთიერი მტკიცებულების - ,,s------“-ის ფირმის მობილური ტელეფონის გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 26 იანვრის ოქმს; ნივთის ამოცნობის 2018 წლის 26 იანვრის ოქმს; ინფორმაციის გამოთხოვის 2018 წლის 03 თებერვლის ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების - კომპიუტერულ დისკის გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 04 თებერვლის ოქმს; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–-------------ის ცნობას; ლ---- ს----------–ის ს----–-----------------–----------------------------–----------------–----------–-------------–-- ფ---------იული ექსპერტიზის N--------- დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულ გ------- ო--------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–-------------ის ცნობის გარდა, მხარეებს სხვა მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

3.5. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

3.7. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

3.8. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

3.9. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

3.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, ჩადენილი არაერთგზის და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

4.2. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში, რამაზ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

4.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება) და 3) აღნიშნულმა ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის ,,S-------------------------------“-ს საბაზრო ღირებულება, ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 700 (შვიდასი) ლარს.

4.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით გ------- ო--------–---–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; აღნიშნული დანაშაულისათვის იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებული არ ყოფილა და არც ნასამართლობა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.

4.7. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–-------------ის ცნობის გარდა, მხარეებს სხვა მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

4.9. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

4.10. სასამართლო ბრალდებულ გ------- ო--------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ თ----- კ----------ის და მოწმეების - ვ--–---- მ----–---–ის, გ--------------ის, უ–---- კ---------ის გამოკითხვის ოქმებით და დ----- კ-------ის ჩვენებით, თ----- კ----------ისგან მობილური ტელეფონის ყუთის ამოღების 2018 წლის 04 იანვრის ოქმით, გ------- ო--------–---–ის პირადი ჩხრეკის 2018 წლის 04 იანვრის ოქმით, ბრალდებულის დაკავების 2018 წლის 04 იანვრის ოქმით, ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის განაჩენით, ნივთიერი მტკიცებულების - ,,s------“-ის ფირმის მობილური ტელეფონის გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 26 იანვრის ოქმით, ნივთის ამოცნობის 2018 წლის 26 იანვრის ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის 2018 წლის 03 თებერვლის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების - კომპიუტერულ დისკის გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 04 თებერვლის ოქმით, გ------- ო--------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2----–-–-------------ის ცნობით, ლ---- ს----------–ის ს----–-----------------–----------------------------–----------------–----------–-------------–---ფ---------იული ექსპერტიზის N--------- დასკვნით, თავად ბრალდებულის - გ------- ო--------–---–ის აღიარებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ წარსულში საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი გ------- ო--------–---–ი 2018 წლის 3 იანვრის ღამეს, თბილისში, 2----------------ის N--–- მდებარე ტ------–---------- ,,ა---------–ი“ ყოფნისას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თ----- კ----------ის კუთვნილ ,,ს-------ი“-ს ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 700 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია ის ვითარება, თუ დროის რა ინტენსივობით და რა ვითარებაში განხორციელდა აღნიშნული ქმედება, კერძოდ, ქ. თბილისში, 2------ის მ-------- N--–- მდებარე ტ------–---------- ,,ა---------ი“-ს შიდა ტერიტორიის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2----–-–------------ს 2------- საათზე კადრში ჩნდება 20-25 წლის, საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სათამაშო აპარატების მხრიდან მიდის სტენდთან და 2------- საათზე სტენდიდან იღებს მობილურს, მარცხენა ხელით მარჯვენა ხელის სამკლავურში ათავსებს ნივთს, ტრიალდება და 2------- საათზე სწრაფად გადის კამერის ხედვის არედან კიბეების გავლით. გ------- ო--------–---–მა პირადი ჩხრეკისას ნებაყოფლობით წარადგინა მოვერცხლისფრო ფერის ,,S---------“ მოდელის მობილური ტელეფონი. აღნიშნული ასევე დადასტურებულია გ--------------ის გამოკითხვის ოქმით. გარდა ამისა, დადგენილია მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ო--------–---–მა ჩაიდინა -ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ------- ო--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას; ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და არის შეზღუდულად შერაცხადი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ გ------- ო--------–---–ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის (სსკ-ის 2381-ე მუხლი).

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

6.4. სასჯელის შემსუბუქების კუთხით სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებას და მის მიერ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობას, ასევე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას - შეზღუდულ შერაცხადობას; რაც შეეხება სასჯელის დამძიმებას, იმის გათვალისწინებით, რომ გ------- ო--------–---–ი 2----–-–----------------ის განაჩენით ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით), სახეზეა დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 (ერთი) წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული წესის გათვალისწინებით, გ------- ო--------–---–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით.

6.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ------- ო--------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადაზე ერთი წლით მეტი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ო--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით;

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ო--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით;

3. გ------- ო--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 04 იანვრის 03:05 საათიდან.

4. მსჯავრდებულ გ------- ო--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- მობილური ტელეფონის ყუთი და ,,ს-------ი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება შსს ვ---------------–--ს სამმართველოს მ--------------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- DVD-R დისკი და მასზე არსებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე