გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.07.2018
საქმის ნომერი
100210118002342725
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

100210118002342725

#2/87-18 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19.07.2018 წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე

 

მოსარჩელე: შ.პ.ს. „ ს------ ჯ-------- გ---- ”

წარმომადგენელი: გ------- ქ-----–---–ი

მოპასუხე: ი.მ. „ლ--–- ნ--------ე“

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ----”-ს (ს/ნ.2--------) წარმომადგენელმა გ------- ქ-----–---–მა (პ/ნ 0----------), მოპასუხე - ი.მ „ლ--–- ნ--------ე“-ს (პ.ნ. 5----------) მიმართ, ვალდებულების შესრულების, კერძოდ ბუნებრივი გაზის თანხის დაკისრების, პირგასამტეხლოს და ზიანის თანხის ანაზღაურების მოთხოვნით.

სარჩელში მითითებულია, რომ მოპასუხე ი.მ „ლ--–- ნ--------ე“ არის ბუნებრივი გაზის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც შპს „ს------ ჯ-------- გ---ი_ი-------ისაგან“ წლების განმავლობაში მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი.

 

შპს „ს------ ჯ-------- გ----_ი-------ი“ 2014 წლის 1 ნოემბერს შეერწყა შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გაზს” და შესაბამისად რეორგანიზაციის შედეგად მის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ---- ” ამდენად მოსარჩელედ მიიჩნევა შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ---- ”. 2015 წლის იანვრის თვიდან მოპასუხეს მიეწოდება ბუნებრივი გაზი, რომელსაც მოიხმარდა პირადი კომერციული მიზნებისთვის, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები დარიცხვები და გადახდები ასახულია საბილინგო ბაზაში.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების თანახმად მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი რაც დასტურდება ბრუნვის ისტორიით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მეორეს მხრივ აღნიშნულით დასტურდება მოპასუხის მიწოდებული საქონლის საფასურის გადახდის ვალდებულება თუმცა მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2015 წლის იანვრიდან მიწოდებული გაზის ღირებულებას მოპასუხე იხდიდა პერიოდულად დაგვიანებით არასრულად და ნაწილ-ნაწილ, რის გათვალისწინებითაც წარმოეშვა დავალიანება. მიწოდებული და მოხმარებული გაზის საერთო ღირებულებიდან გადახდილია ნაწილი კერძოდ 10 737.5 ლარი, თანხის ნაწილი დღემდე გადასახდელია. მიუხედავათ იმისა, რომ გასულია საკმაოდ დიდი პერიოდი მოპასუხე არ იხდის მოხმარებული (შესყიდული ბუნებრივი გაზის ღირებულებას. ხელშეკრულების 10.2 მუხლით მხარეთა მიერ გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები კერძოდ დადგენილია პირგასმტეხლო 0.07% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მიუხედავად იმისა რომ ვალდებულება არ არის შესრულებული და მოხმარებული ბუნებრივი გაზის თანხა არ არის გადახდილი მოპასუხემ მაინც ჩაითვალა ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ს თანხა. ამ მოქმედებით მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულება. მოპასუხე საწარმოს შეუწყდა გაზმომარაგება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2015 წლის 24 ივლისს მხარეებს შორის შედგა ურთიერთ შედარების აქტი, რომლითაც დადასტურდა არსებული დავალიანების ოდენობა.

პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა მოხდეს ვალდებულების დარღვევიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 4.13 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის მოხედვით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ი.მ „ლ--–- ნ--------ე“_ს (პ.ნ / 5----------) დაეკისროს მოხმარებული გაზის ღირებულების-5 898.05 ( ხუთი ათას რვაას ოთხმოცდა თვრამეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის ოდენობით მოსარჩელის - შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ----”-ს სასარგებლოთ გადახდა.

მოსარჩელე ითხოდა მოპასუხეს დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანების თანხის 0.07% გათვალისწინებით ყოველდღიურად 4.13 ლარის ოდენობით ვალდებულების დარღვევიდან ანუ 2015 წლის 16 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და ითხოვს მოპასუხე ი.მ „ლ--–- ნ--------ე“-ს პირგასამტეხლოს სახით ვალდებულების დარღვევიდან, 2015 წლის 15 ივლისიდან 2018 წლის 1 თებერვლის პერიოდის გათვალისწინებით, სულ 3882.2 ( სამი ათას ოთხმოცდაორი). ლარის გადახდას. ასევე მოსარჩელე უარს აცხადებს ადვოკატის მომსახურების თანხის დაკისრებაზე.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეს შესაგებელი არ შემოუტანია სასამართლოს წინაშე ახსნა განმარტებით ლ--–- ნ--------ე სარჩელს ცნობს მხოლოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის ფარგლებში. პირგასამტეხლოს იგი არ ცნობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარები მოცემული დავის დასარეგულირებლად გამოიყენეს სასამართლოს მიერ მორიგებისათვის დადგენილი ვადები თუმცა ვერ შეთანხმდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ----” რეგისტრირებულია 2007 წლის 06 აგვისტოს ს/ნ 2---------ით, იურიდიული მისამართია თბილისი ისანი-სამგორის რაიონი , 3-----------–-ს ქ.N2- შპს „ს------ ჯ-------- გ----_ი-------ი“ 2014 წლის 1 ნოემბერს შეერწყა შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ---ს” და შესაბამისად რეორგანიზაციის შედეგად მის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ---- ” . მოპასუხე ი.მ „ლ--–- ნ--------ე“ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2011 წლის 06 იანვარს და მისი ს/კ არის 5----------. იურიდიული მისამართი ქ.ჭიათურა გ--. ა--–--ის ქ.N1-

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერები მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ.20-23 )

 

3.2.2. მოპასუხე ი.მ „ლ--–- ნ--------ე“ -სა (ს/ნ5----------) და მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ----”ს შორის დადებული იყო შეთანხმება ბუნებრივი გაზის მიწოდების თაობაზე, დადგენილი იყო ტარიფი და გადახდის პირობები. დადგენილია, რომ მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ----” აწვდიდა ბუნებრივი გაზს მოპასუხე ი.მ „ლ--–- ნ--------ე“-ს. დადგენილია , რომ ი.მ „ლ--–- ნ--------ე“ იყო ბუნებრივი გაზის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც შპს „ს------ ჯ-------- გ----_ი-------ისაგან“ წლების განმავლობაში მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი. მონაცემთა ელექტრონულ (საბილინგო) ბაზაში მოპასუხე რეგისტრირებულია აბონენტი #3101194977(131761) სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულებები: ხელშეკრულება გაზის მიწოდების შესახებ (ს.ფ.25-26)

- ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულება № 388 (ს. ფ 27-32)

- დარიცხვის ქვითრები (ს.ფ 33-34)

 

3.2.3. დადგენილია, რომ ი.მ „ლ--–- ნ--------ე“-ს ბ/აირის დავალიანება შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ----”-ს მიმართ შეადგენს 2015 წლის აპრილის თვეში 3246.84ლარს, მაისის თვეში 2690.91 ლარს, ივნისის თვეში 1923.57 ლარს. 2015 წლის 24 ივლისის მდგომარეობით დადგენილია, რომ სულ ბუნებრივი აირის დავალიანება შეადგენს 5898 ლარს და 05 თეთრს. დადგენილია, რომ მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ----”-მა მოპასუხე ი.მ „ლ--–- ნ--------ე“-ს შეუწყვიტა ბ/აირის მიწოდება 2015 წლის 5 ივნისიდან. აღნიშნულს თვითონვე ადასტურებს ლ--–- ნ--------ე.

-შედარების აქტი(ს.ფ 35)

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 36-40)

- გზავნილი ( ს.ფ 41)

- აბონენტის ბ/აირის მიწოდების შეწყვეტის აქტი.

3.2.4. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 10.2. მუხლის შესაბამისად მომხმარებლის ან/და ,,მესაკუთრის“ მიერ გაზის თვიური საკონტრაქტო ღირებულების მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული პირობით გადაუხდელობის ან არასრულად გადახდისას მიმწოდებელს უფლება აქვს დაარიცხოს მომხმარებელს პირგასამტეხლო არსებული დავალიანების გადაუხდელი თანხის 0,07 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

-ხელშეკრულება(ს.ფ 26)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მოუსმინა მხარეებს, გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე რომ შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ----”-ს სარჩელი ი.მ „ლ--–- ნ--------“-ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ მას მთლიანად უნდა დაეკისროს მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასური, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 361-ე, 403-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2.სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის შესაბამისად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის შესაბამისადანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს,მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება. ამ შემთხვევაში დაიდი ნარდობის ხელსეკრულება და შეთანხმებული იყო სატარიფო განაკვეთი.

 

6.3. მოპასუხე ი.მ „ლ--–- ნ--------ე“ -სა (ს/ნ5----------) და მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ----”ს შორის დადებული იყო შეთანხმება ბუნებრივი გაზის მიწოდების თაობაზე, დადგენილი იყო ტარიფი და გადახდის პირობები. დადგენილია, რომ მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ----” აწვდიდა ბუნებრივი გაზს მოპასუხე ი.მ „ლ--–- ნ--------ე“-ს. დადგენილია , რომ ი.მ „ლ--–- ნ--------ე“ იყო ბუნებრივი გ----ს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც შპს „ს------ ჯ-------- გ----_ი-------ისაგან“ წლების განმავლობაში მიეწოდებოდა ბუნებრივი გ----. მონაცემთა ელექტრონულ (საბილინგო) ბაზაში მოპასუხე რეგისტრირებულია აბონენტი #3101194977(131761) სახით.

დადგენილია, რომ ი.მ „ლ--–- ნ--------ე“-ს ბ/აირის დავალიანება შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ----”-ს მიმართ შეადგენს 2015 წლის აპრილის თვეში 3246.84ლარს, მაისის თვეში 2690.91 ლარს, ივნისის თვეში 1923.57 ლარს. 2015 წლის 24 ივლისის მდგომარეობით დადგენილია, რომ სულ ბუნებრივი /აირის დავალიანება შეადგენს 5898 ლარს და 05 თეთრს. დადგენილია, რომ მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ----”-მა მოპასუხე ი.მ „ლ--–- ნ--------ე“-ს შეუწყვიტა ბ/აირის მიწოდება 2015 წლის 5 ივნისიდან. აღნიშნულს თვითონვე ადასტურებს ლ--–- ნ--------ე.

 

6.4.სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის შესაბამისად თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ერთმნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება ხელშეკრულებიდან გასვლით. შესაბამისად მოსარჩელე მართლზომიერად ითხოვს მიწოდებული პროდუქციის საფასურის ანაზღაურებას, რასაც ეთანხმება კიდეც მოპასუხე.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და ხელსეკრულების შესაბამისად გადაუხდელობის ან არასრულად გადახდისას მიმწოდებელს უფლება აქვს დაარიცხოს მომხმარებელს პირგასამტეხლო არსებული დავალიანების გადაუხდელი თანხის 0,07 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).

 

6.7. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);

 

მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანების თანხის 0.07% გათვალისწინებით ყოველდღიურად 4.13 ლარის ოდენობით ვალდებულების დარღვევიდან ანუ 2015 წლის 16 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და ითხოვს მოპასუხე ი.მ „ლ--–- ნ--------ე“-ს პირგასამტეხლოს სახით ვალდებულების დარღვევიდან, 2015 წლის 15 ივლისიდან 2018 წლის 1 თებერვლის პერიოდის გათვალისწინებით, სულ 3882.2 ( სამი ათას ოთხმოცდაორი). ლარის გადახდას. ე.ი. მოსარჩელე ითხოვს დავალიანების 0,07 პროცენტის გადახდას 940 დღეზე გაანგარიშებით. სასამართლო თვლის, რომ შემცირდეს პირგასამტეხლო და განისაზღვროს დავალიანების 0,04 პროცენტის გადახდას 940 დღეზე გაანგარიშებით, რაც წარმოადგენს 2218 ლარს და 80 თეთრს.

 

6.8. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

6.9. ამდენად ლ--–- ნ--------ეს უნდა დაეკისროს შ.პ.ს. ,, ს------ ჯ-------- გ----“-ს სასარგებლოდ მიწოდებული პროდუქციის საფასურის- 5898,05 ლარის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს 2218 ლარისა და 80 თეთრის ანაზღაურება

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ლ--–- ნ--------ემ მთავარ სხდომაზე მიწოდებული პროდუქციის საფასურის ნაწილში ცნო სარჩელი, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ.პ.ს. ,, ს------ ჯ-------- გ----“-ს (ს/კ2--------) სარჩელი ი.მ. „ლ--–- ნ--------ის“ მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1.ი.მ. „ლ--–- ნ--------ე“-ს (პ/ნ. 5----------) დაეკისროს შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ----“-ს (ს/კ.2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 8116,85 (რვაათასასთექვსმეტი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარის ანაზღაურება (საიდანაც 5898,05 ლარი არის პროდუქციის ღირებულება, ხოლო პირგასამტეხლო არის 2218 ,80ლარი)

 

2. ი.მ. „ლ--–- ნ--------ე“-ს დაეკისროს შ.პ.ს. ,,ს------ ჯ-------- გ----“-ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 155 (ასორმოცდათხუთმეტი)ლარის და 03(სამი) თეთრის გადახდა.

 

3. შ.პ.ს. ,, ს------ ჯ-------- გ----“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 88 (ოთხმოცდარვა) ლარი და 47(ორმოცდაშვიდი) თეთრი (საგადახდო დავალება №212, გადამხდელის ბანკი - სს ”საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი - TRESGE22, გადახდის თარიღი 22.02.2018, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 205.37 ლარი, გადამხდელი - შპს ”ს------ ჯ-------- გ----”) კანონით დადგენილი წესით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი