განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002264531
№1-13/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31.07.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - რ----- ბ---–----ე
ბრალდებული ვ-–- მ–------ე
ადვოკატი - ჯ----– კ-----ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №173161217002
ბრალდებული: ვ-–- მ–------ე
მამის სახელი: თ------
დაბადებული: 23.12.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლობის არ მქონე,ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ს--–--------.
დაკავების დრო: 16.12.2017 წლის 21:10 საათი.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნატი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511-ე მუხლსი პირველი ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ვ-–- მ–------ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 0,04 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რაც 2017 წლის 16 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი ზედაპირული შემოწმების დროს იქნა წარმოდგენილი.
2. 2017 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ბათუმი, მეჯინისწყლის დასახლებაში, შაშიკაშვილის ქ. №9-ში, ვ-–- მ–------ემ სიტყვიერად და მეტალის საგნის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ----- ც--–--ეს და მის მეუღლეს გ---–----- დ---–---ს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ვ-–- მ–------ე 2017 წლის ივლისიდან, 20 ივლისამდე დროის პერიოდში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, სისტემატიურ შეურაცხყოფას აყენებდა თავის მეუღლეს ნ----- ც--–--ეს, რაც იწვევდა ნ----- ც--–--ის დამცირებას და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 2018 წლის 20 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში საცხოვრებელ სახლში, მასთან სტუმრად მყოფი თ----- ც--–--ის და მის მეუღლეს გ---–----- დ---–--ის თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის ნ----- ც--–--ის მიმართ, ხოლო შემდეგ დანის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილას ფიზიკური დაზიანება მიაყენა თ----- ც--–--ეს, მიყენებული დაზიანების შედეგად ნ----- ც--–--ემ და თ----- ც--–--ემ განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
4. 2017 წლის ივლისის თვიდან 2017 წლის დეკემბრის თვემდე პერიოდში, ქ. ბათუმის ტერიტორიაზე, ვ-–- მ–------ე მისი ყოფილი მეუღლის ნ----- ც--–--ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ადევნებას, აკითხავდა საცხოვრებელ სახლში ქ. ბათუმში მეჯინისწყლის დასახლებაში, შაშიკაშვილის №9-ში და მოითხოვდა შერიგებას. ამავდროულად ვ-–- მ–------ე მობილური ტელეფონის საშუალებით ახორციელებდა არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას და ითხოვდა ნ----- ც--–--ესთან შერიგებას, რის გამოც ნ----- ც--–--ეს ორჯერ მოუხდა მობილური ტელეფონის ნომრის გამოცვლა. სისტემატიური არასასურველი კომუნიკაციის შედეგად ნ----- ც--–--ეს ჩამოუყალიბდა შიში, რის გამოც დამოუკიდებლად თანხმლები პირის გარეშე ვერ გადაადგილდებოდა, ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია ნ----- ც--–--ის ფსიქიკური ტანჯვა და ამ უკანასკნელს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა.
5. 2017 წლის 16 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებისას ჩატარებული პირადი გასინჯვის დროს, ვ-–- მ–------ის შავი ფერის ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან წარმოდგენილი იქნა ხუთი ცალი აბი წარწერით SUBOXONE.
6. მოწმეების ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს კახაბრის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ-------–-----------------–---–----------------------–--ის ჩვენებების თანახმად 2017 წლის 16 დეკემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით ადმინისტრაციული წესით დააკავეს ვ-–- მ–------ე, რომელსაც პირადი გასინჯვისას აღმოაჩნდა საკეცი დანა და 5 ცალი ტაბლეტი ვერცხლისფერ კონვალუტში, წარწერით სუბოქსინე.
7.მოწმე რ-------------–--–ის ჩვენების თანახმად ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად ვ-–- მ–------ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ბუოპრენორფინის და მარიხუანას მოხმარების ფაქტი.
8.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 17 დეკემბრის ექსპერტიზის №ქ/569 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 05 ცალი ტაბლეტი შეიცავს 0,04 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს.
9.ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ქსპერტიზაზე წარდგენილი 5 ცალი ცარიელი კონვალუტის ჩამონაჭერზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვ-–- მ–------ეს.
10.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
11. ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია II, №10 რეგისტრაციით და 0,04 გრამი ,,ბუპრენორფინი” წარმოადგენს დიდ ოდენობას;
12.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
13.ვ-–- მ–------ეს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” შეძენისა და შენახვის თაობაზე.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ-–- მ–------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინი”.
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. (თ----- ც--–--ისა და გ---–----- დ---–--ის ეპიზოდი).
15. დაზარალებულებმა თ----- ც--–--ემ და გ---–----- დ---–---მ განაცხადეს, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს ვ-–- მ–------ემ მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების შიში.
16. მოწმე ნ----- ც--–--ის ჩვენებით 2017 წლის 30 ოქტომბერს, ვ-–- მ–------ე მივიდა მასთან მშობლების სახლში, მდებარე ქ. ბათუმი, მეჯინისწყლის დასახლება შაშიკაშვილის ქ. №9 და თხოვდა შერიგებას. უარის გამო განაწყენებულმა კი მის მშობლებს თ----- ც--–--ეს და გ---–----- დ---–---ს დაუწყო სიცოცხლის მოსპობის მუქარა და მხოლოდ მეზობლების ჩარევის შემდეგ მოხდა ვ-–- მ–------ის განრიდება.
17. მოწმეებმა ტ------– ც--–--ემ და ა---------– ც--–--ემ დაადასტურეს ვ-–- მ–------ის მხრიდან 2017 წლის 30 ოქტომბერს თ----- ც--–--ის და მისი მეუღლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისმიყენებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი და განმარტეს, რომ მათ შეძლეს ვ-–- მ–------ის გაყვანა თ----- ც--–--ის სახლის ეზოდან, მაგრამ ის დაბრუნდა და განაგრძობდა მუქარას.
18 . მოწმე ს------ ც--–--ემ ასევე დაადასტურა 2017 წლის 30 ოქტომბერს, ვ-–- მ–------ის მიერ თ----- ც--–--ისა და გ---–----- დ---–--ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.
19. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ვ-–- მ–------ემ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც თ----- ც--–--ეს და გ---–----- დ---–---ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი ორი პირის მიმართ.
20. დაზარალებული ნ----- ც--–--ის ჩვენების თანახმად 2017 წლის ივლისიდან, 20 ივლისამდე მისი მეუღლე ვ-–- მ–------ე მას აყენებდა სისტემატიურად შეურაცხყოფას, რაც იწვევდა დამცირებას და ფსიქოლოგიურ ტანჯვას, ხოლო 2017 წლის 20 ივლისს მეუღლის, ვ-–- მ–------ის, ოჯახში სტუმრად მივიდნენ მისი მშობლები თ----- ც--–--ე და გ---–----- დ---–---. ვ-–- მ–------ემ მას ესროლა ყავის ჭიქა სახის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ნ----- ც--–--ის დასაცავად შუაში ჩამდგარ თ----- ც--–--ეს ვ-–- მ–------ემ ჯერ ხელი გაარტყა, შემდეგ კი დანით მიაყენა დაზიანებები.
21. დაზარალებულ თ----- ც--–--ის ჩვენებით ის მეუღლე გ---–----- დ---–---სთან ერთად 2017 წლის 20 ივლისს სტუმრად იმყოფებოდა შვილთან, ნ----- ც--–--ესთან. სადაც მისმა სიძემ, ვ-–- მ–------ემ, მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე ნ----- ც--–--ეს ესროლა ყავის ჭიქა სახის არეში. ნ----- ც--–--ის დასაცავად იგი ჩაუდგა წინ ვ-–- მ–------ეს, რა დროსაც ვ-–- მ–------ემ ჯერ სხეულის სხვადასხვა არეში გაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ დანით მიაყენა დაზიანება.
22. მოწმე გ---–----- დ---–--ის ჩვენებით ის მეუღლე თ----- ც--–--ესთან ერთად 2017 წლის 20 ივლისს სტუმრად იმყოფებოდაშვილთან, ნ----- ც--–--ესთან, სადაც სიძემ ვ-–- მ–------ემ მის შვილს შვილს, ნ----- ც--–--ეს ყავის ჭიქა ესროლა სახეში. შვილის დასაცავდა შუაში ჩამდგარ მის მეუღლეს თ----- ც--–--ეს კი ვ-–- მ–------ემ რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი, ასევე დანით მიაყენა დაზიანება.
23. მოწმე ც------ ც--–--ის ჩვენებით 2017 წლის 20 ივლისს მისი მშობლები თ----- ც--–--ე და გ---–----- დ---–--- სტუმრად იყვნენ დასთან, ნ----- ც--–--ესთან რა დროსაც, სიძემ ვ-–- მ–------ემ მის მშობლებს და დას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სახლში დაბრუნებულებს ნ----- ც--–--ეს და თ----- ც--–--ეს აღენიშნებოდათ დაზიანებები.
24.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 დეკემბრის №007598817 დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით თ----- ც--–--ეს აღენიშნებოდა ჭრილობების შემდგომი ნაწიბურები.
25.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 27 დეკემბრის ექსპერტიზის №ც.ი./232 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
26.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას
27. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ვ-–- მ–------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის-მეუღლე ნ----- ც--–--ის და მეუღლის მამის-თ----- ც--–--ის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი ორი ან მეტი პირის მიმართ.
ადევნება, პირადად, სისტემატიურად არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და ელექტრონული საშუალებით, რამაც გამოიწვია პირის ფსიქიკურ ტანჯვას და რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.
28. დაზარალებულმა ნ----- ც--–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 20 ივლისის კონფლიქტის შემდგომ ის წამოვიდა მეუღლის, ვ-–- მ–------ის ოჯახიდან, რის შემდეგ მისი ყოფილი მეუღლე მას თავს არ ანებებდა, ხშირად უკავშირდებოდა მობილური ტელეფონის საშუალებით, აკითხავდა მშობლების საცხოვრებელ სახლთან, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, ამავდროულად სისტემატიურად უგზავნიდა მუქარის და გინების შემცველ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, რის გამოც ორჯერ მოუხდა მობილური ტელეფონის ნომრის გამოცვლა. შედეგად მას ჩამოუყალიბდა შიში და დამოუკიდებლად თანხმლები პირის გარეშე ვერ გადაადგილდებოდა.
29. მოწმის სახით დაკითხულმა თ----- ც--–--ემ, ც------ ც--–--ემ და გ---–----- დ---–---მ ასევე დაადასტურეს, რომ, 2017 წლის 20 ივლისის კონფლიქტის შემდგომ ვ-–- მ–------ე მუდმივად აკითხავდა ყოფილ მეუღლეს ნ----- ც--–--ეს სახლში, ხშირად უკავშირდებოდა მობილური ტელეფონის საშუალებითაც, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, ამავდროულად სისტემატიურად უგზავნიდა მუქარის და გინების შემცველ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, რის გამოც ნ----- ც--–--ეს ორჯერ მოუხდა მობილური ტელეფონის ნომრის გამოცვლა და ჩამოუყალიბდა ისეთი შიში, რომ დამოუკიდებლად თანხმლები პირის გარეშე ქუჩაში ვერ გადაადგილდებოდა.
30. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტიცებულებების, მოკლეტექსტური შეტყობინებების დათვალიერებით დგინდება, რომ ვ-–- მ–------ის მიერ სისტემატიურად იგზავნებოდა მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინებები ნ----- ც--–--ის მისამართით.
32. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ვ-–- მ–------ემ განახორციელა ადევნება, პირადად, სისტემატიურად არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და ელექტრონული საშუალებით, რამაც გამოიწვია პირის ფსიქიკური ტანჯვა და რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.
სამართლებრივი შეფასება:
33. მართალია ბრალდებულმა ვ-–- მ–------ემ წარდგენილი ბრალდების არცერთ ნაწილში თავი დამნაშავედ არ სცნო, მაგრამ სასამართლო ვერ გაიზიარებს მის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, რადგან იგი მიზნად ისახავს ჩადენილი დანაშაულის გამო მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამავდროულად სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები, სასამართლო სამედიციონო, ქიმიური და ბიოლოგიორი ექსპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, ტელეფონის დათვალიერების ოქმები წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომელიც ადასტურებს, რომ ვ-–- მ–------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა - დანაშაული გათვალისწინებული 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით;
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი ორი ან მეტი პირის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნატით.
ადევნება, პირადად, სისტემატიურად არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და ელექტრონული საშუალებით, რამაც გამოიწვია პირის ფსიქიკურ ტანჯვას და რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს -დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511-ე მუხლსი პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
34. ვ-–- მ–------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
35.ვ-–- მ–------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა არ გაჩნია
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
36. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ვ-–- მ–------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა.
37. ვ-–- მ–------ეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ-–- მ–------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ვ-–- მ–------ეს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მასვე, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ ვ-–- მ–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
3. ვ-–- მ–------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 16 დეკემბრიდან.
4.ვ-–- მ–------ის მიმართ უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
5. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი 0,04 გრამი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს კახაბრის პოლიციის განყოფილებაში საქმეზე გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად.
- ვ-–- მ–------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ტელეფონი, ფულადი თანხა, პლასტიკური ბარათი, ქურთუკი, დანა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- თ----- ც--–--ისგან და გ---–----- დ---–--ისგან ამოღებული ტელეფონები დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი