გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2018
საქმის ნომერი
090210018002351585
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(2/20–2018)090210018002351585

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 ივლისი, 2018 წელი ამბროლაური

შესავალი ნაწილი

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

მოსარჩელე – ი-----------------

წარმომადგენელი – ლ-–--–---–-------–----------–--

მოპასუხე – ს------------------------------

წარმომადგენელი –-------------------------–-–----------

მოპასუხე – ბ-------------------–---

წარმომადგენელი-პ-----------–--–---

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.სოლიდარულად დაეკისროს მოპასუხეებს ს------------------------------- და ბ-------------------–---ს ი------------------ სასარგებლოდ 500 000 ლარის გადახდა მორალური ზიანის კომპენსაციის სახით.

1.2. სოლიდარულად დაეკისროს მოპასუხეებს ი------------------ მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 23 აგვისტოს,ი------------------ შვილი, ი-----–-----------–---–-, ო---------------------–-–-----------–- მიუახლოვდა ყველაზე დაბლა დაშვებულ მაღალი ძაბვის კაბელს და გარდაიცვალა დენის დარტყმის შედეგად.

 

აღნიშნული მონაკვეთი ავარიულია 2014 წლიდან და მისი კონტროლის და უსაფრთხოდ შენახვის ვალდებულება ეკისრება მისსავე მფლობელს – ს-------------------------------. აღნიშნულის მიუხედავად, ავარიული მონაკვეთის მოყვანა უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში არ მომხდარა და ამის არ გაკეთების რაიმე სახის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. შესაბამისად, ,, ს------------------------------- თანამშრომლების (კერძოდ კი ბ-------------------–----) დაუდევარი მოქმედებიდან (უმოქმედობიდან) გამომდინარე მოესპო სიცოცხლე ი-----–-----------–---–ს. ეს გარემოება დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენით. ასევე დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ონის რაიონის სოფელ შარდონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეცხოველეობის ფერმასთან, მდინარე რიონს კვეთს სამი ცალი მაღალი ძაბვის ელექტროსადენი, რომელთაგან ერთი მიწიდან დაშორებულია 1,48 მეტრით (სწორედ ამ სადენმა გამოიწვია ი-----–-----------–---–-ს სიცოცხლის მოსპობა, რაც ასევე დადგენილია გამოძიებით). ეს ელექტროგადამცემი ხაზი წარმოადგენს ს------------------------------–ს კუთვნილებას და ამ ელექტროგადამცემ ხაზზე ზედამხედველობა ევალებოდა ს------------------------------- დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ო--------------------–--------------- ოსტატს – ბ-------------------–---ს. ყველა ეს გარემოება დადგენილია სისხლის სამართლის N0592000816001 საქმით.

 

ამ ფაქტის შედეგად ი-----–-----------–---–-ს დედა, ი-----------------, რომელიც ცნობილია ი-----–-----------–---–-ს უფლებამონაცვლედ, განიცდის სულიერ ტანჯვას, რის გამოც მომართეს სასამართლოს მოპასუხეების წინააღმდეგ მორალური ზიანის კომპენსაციის შესახებ მოთხოვნით.

 

საქმის სასამართლო განმხილვის დროს მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენლებმა სარჩელს მხარი დაუჭირეს და ითხოვეს მისი სრულად დაკმაყოფილება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რაც სარჩელშია აღმნიშნული და მათის მხრივ გაჟღერდა სასამართლო სხდომის მიმდინარეობის პროცესში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ, ს------------------------------–მ, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ეთანხმება მოსარჩელის აღნიშვნას, სადაც ი-----–-----------–---–-ს გარდაცვალების ადგილია სოფელი შარდონეთი, ხოლო მიზეზი – დენის დარტყმა, რასაც ადასტურებს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. თუმც არც გამოძიებას, არც დაზარალებულს და შესაბამისად არც სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია და არ შეუსწავლია ის გარემოება, რომელიც დადგენილია სწორედ ზემოაღნშნული დასკვნით და რომელიც ცლსახად განმარტავს, რომ ი-----–-----------–---–ს გვამზე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: ნაჭდევები შუბლის მიდამოში მარცხნივ, მარცხენა სხივ–მაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა მხარის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში, მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე და მარცხენა თვალბუდის მიდამოში ზედა ქუთუთოზე უსწორო კიდეებიანი ჭრილობა, მუხლის მიდამოში მარჯვნივ, რომელიც განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა უახლეს პერიოდში, რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის ზემოქმედებით.

 

მართალია ექსპერტიზის დასკვნით, ამ კონკრეტული დაზიანენებით არ დამდგარა სასიკვდილო შედეგი, თუმცა ცალსახაა, რომ გამოძიებას უნდა გამოეკვლია და ამით დაზარალებული მხარეც, რომლის მიზანიცაა დამნაშავეთა დასჯა, უნდა დაინტერესებულიყო დასკვნის ამ ნაწილით. უნდა დადგენილიყო ვითარება, რომელშიც აწ გარდაცვლილმა მიიღო ზემოაღნიშნული დაზიანებები. ბუნებრივი და ცალსახაა ვარაუდი იმისა, რომ გარდაცვალებამდე ადგილი ჰქონდა აწ გარდაცვლილ დ-------–---–--- ფიზიკურ ზემოქმედებას. დიდი ალბათობით, ამ ფიზიკური ზემოქმედებისაგან თავის დაცვისა და არსებული სიცოცხლისათვის საშიში ვითარებიდან თავის არიდების დროს აღმოჩნდა იგი იმ ადგილას, სადაც დადგა სავალალო შედეგი და რაც არ მოხდებოდა, რომ არა ეს დაუდგენელი ვითარება, ან იქნებ განზრახ მოხდა მისი ელ. სადენის ზემოქმედების ქვეშ მოქცევა იმ პირთა მიერ, რომლებმაც საკმაოდ იძალადეს მასზე ფიზიკურად და რომელთაგან თავის დასაღწევად გარბოდა.

 

წარმოუდგენელია გამოძიების ან დაზარალებული მხარისათვის საინტერესო და ნიშანდობლივი არ ყოფილიყო ეს საკითხები. გამოძიებას გააჩნია ვალდებულება, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მოიკვლიოს და შეისწავლოს ყველა გარემოება. თუმც ამ კინკრეტულ საქმეზე ეს საკითხი ღიად და საეჭვო გარემოებად დარჩა ბოლომდე. უფრო მეტად საინტერესო სწორედ დაზარალებულის პოზიციაა, რომელმაც არ მოინდომა ბოლომდე გარკვეულიყო არსებულ ვითარებაში და დაესაჯა ყველა ის პირი, რომლებიც რეალურად დამნაშავენი იყვნენ მისი შვილის გარდაცვალებაში.

 

მოპასუხე მხარე ეთანხმება ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ელექტროსადენი არის ს------------------------------ –ს საკუთრება, რომ მასზე ზედამხედველობა ევალებოდა კომპანიის დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ო--------------------–--------------- ოსტატს ბ-------------------–---ს და რომ დაზარალებულის უფლებამოცვლედ ცნობილია ი-----------------.

 

მოპასუხის აზრით, სარჩელი არ პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცერსო კოდექსის 177–ე და 178–ე მუხლების მოთხოვნებს: კერძოდ: სარჩელში საერთოდ არ არის მითთებული ის გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

 

ი-----–-----------–---–-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ძირითად საფუძვლად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა განისაზღვრა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც გარდაცვალების მიზეზად მითითებულია ტექნიკური ელექტროდენი, თუმცა არ გამოკვლეულა თუ რა გარემოება იყო წინაპირობა გარდაცვლილის სადენთან მიახლოებისა. როგორც გამოძიებამ, ისე დაზარალებულმა მხარემ უგულვებელყო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ის გარემოება, რომ ი-----–-----------–---–-ს გვამზე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები.

 

,, ს------------------------------ არ გაქცევია პასუხისმგებლობას და მისი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც უბედური შემთხვევის მომენტისათვის იყო პასუხისმგებელი პირი ელ. სადენების უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაზე, არის მსჯავრდებული. ასევე დახმარების სახით გაიცა 25 000 ლარი.

 

მოპასუხე ბ-------------------–---მ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელს არ სცნობს, იგივე ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რასაც სს ,,ენერგო – პრო – ჯორჯია“ მიუთითებს თავის შესაგებელში.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მხარის ს--------------------------------- და ბ-------------------–---- წარმომადგენლებმა სარჩელი არ სცნეს უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.უდავო ფაქტობრივი აგრემოებები არ გამოკვეთილა.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. 2016 წლის 23 აგვისტოს,ი------------------ შვილი, ი-----–-----------–---–-, ო---------------------–-–-----------–- მიუახლოვდა ყველაზე დაბლა დაშვებულ მაღალი ძაბვის კაბელს და გარდაიცვალა დენის დარტყმის შედეგად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ.2-17);

2.ს-----------------------–--------- შესაგებელი სამოქალაქო სარჩელზე (ს.ფ. 83–100);

3.ბ-------------------–---- შესაგებელი სამოქალაქო სარჩელზე(ს.ფ.117 – 133);

4.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 სექტემბრის დასკვნა N005604316 ( ს.ფ.19–21);

5.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 სექტემბრის დასკვნა N005109316 ( ს.ფ.23–30);

6.ი-----–-----------–---–-ს გარდაცვალების მოწმობა(ს.ფ.48);

7.ც------------------–- სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენი ბ-------------------–---- მიმართ(ს.ფ.31–40);

8.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);

9.მოპასუხე მხარის წარმომადგენლთა განმარტება(სხდომის ოქმი);

 

მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მოსარჩელე ი------------------ შვილი, ი-----–-----------–---–-, გარდაიცვალა 2016 წლის 23 აგვისტოს, ო---------------------–-–-----------–-, დენის დარტყმის შედეგად ,რასაც სასამართლო სრულად იზიარებს.

 

ამავე დროს სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოციზიას, ი-----–-----------–---–-ს გარდაცვალების ხელშემწყობ მიზეზთან დაკავშირებით გამოძიების არასრულყოფილად წარმართვის თაობაზე, ბ-------------------–---- მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული და არც ერთი ინსტანციის სასამართლოს საეჭვოდ არ გაუხდია მის მიმართ ურთერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობაში არსებობა, რასაც ეყრდნობა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

4.2.2.მოსარჩელე ი----------------- ცნობილი იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ.2-17);

2.ს-----------------------–--------- შესაგებელი სამოქალაქო სარჩელზე (ს.ფ. 83–100);

3.ბ-------------------–---- შესაგებელი სამოქალაქო სარჩელზე(ს.ფ.117 – 133);

4. ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილება ი------------------ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ(ს.ფ.48);

5.ც------------------–- სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენი ბ-------------------–---- მიმართ(ს.ფ.31–40);

6.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);

7.მოპასუხე მხარის წარმომადგენლთა განმარტება(სხდომის ოქმი);

 

4.2.3. ი-----–-----------–---–-ს გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებელად მოთხოვილი თანხა შეადგენს 500 000 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ.2-17);

2.ს-----------------------–--------- შესაგებელი სამოქალაქო სარჩელზე (ს.ფ. 83–100);

3.ბ-------------------–---- შესაგებელი სამოქალაქო სარჩელზე(ს.ფ.117 – 133);

4.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);

5.მოპასუხე მხარის წარმომადგენლთა განმარტება(სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ი------------------ სარჩელი ს------------------------------– ს და ბ-------------------–---- მიმართ ი-----–-----------–---–-ს გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის - 500 000 ლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

– საქართველოს კონსტიტუცია;

– ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;

– საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი;

– საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

6.2. ეროვნული სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან პროცესუალურ ნიშანსა და თვისებას, მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტი ქმნის;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

ეს ზოგადი სტანდარტი, გარკვეულ ცვლილებებს განიცდის სხვადასხვა მატერიალური შინაარსის მქონე დავების არსებობისას;

 

მორალური ზიანის ფაქტის მტკიცების ტვირთის განაწილებაც ასევე თავისებურებებს შეიცავს:

 

6.3.ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზაუროს ეს ზიანი.

 

მორალური ზიანის კომპენსაცია ზოგადი წესის მიხედვით შესაძლებელია მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევისას. სამოქალაქო კოდექსი, არც სხვა კანონი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის განსაზღვრის ზოგად წესს. სასამართლო პირველ რიგში მხედველობაში იღებს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.

 

საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.

 

ც------------------–- სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით დადგენილია, რომ მოპასუხე ბ-------------------–---ს, რომელიც იყო ს------------------------------–ს თანამშრომელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდოექსის 170–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც კანონიერ ძალაშია შესული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზანი (არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით), კერძო სამართლით გათვალისწინებულმა სხვადასხვა სახის ურთიერთობებმა შეიძლება გამოიწვიოს მორალური, სულიერი ტანჯვა, მაგრამ მორალური ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის, ამდენად კანონის მიზანია, შეამციროს შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი (შდრ. იხ. სუსგ, N3კ-242-01, 06.04.2001, N3-1218-01, 24.04.2002, Nას-14-466-05, 09.11.2006, Nას-1156-1176-2011, 20.01.2012. Nას–593–568–2016. 14.07.2017.)

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მორალური ზიანის ანაზაურების შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფ პირებს, ამ ნორმის საფუძველზე, არ შეუძლიათ, მოითხოვონ მორალური ზიანის ანაზღაურება ოჯახის ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული სულიერი ტკვილისათვის (შდრ.იხ.სუსგ, N3კ-1218-01, 24.04.2002).

 

მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვისაც) მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი. ამ ნორმით დაცული სიკეთე, რომლის ხელყოფის შემთხვევაში, დაზარალებულმა შეიძლება, მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება, არის ადამიანის ჯანმრთელობა, შესაბამისად, მითითებული მუხლით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის სულიერ ტანჯვას, ფსიქიკურ სტრესს. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში კი, უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს დაზარალებულის სხეულს ან მისი ორგანიზმის შინაგან პროცესებს (შდრ.იხ. სუსგ, Nას-1156-1176-2011,20.01.2012). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით ხელყო მოსარჩელის შვილის სიცოცხლე და არა უშუალოდ, მოსარჩელის ჯანმრთელობა.

 

ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული დარდი, გულისტკივილი, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევა, გლოვა და დეპრესია, საკმარისი წინაპირობა არაა გარდაცვლილი ოჯახის ახლობელი ადამიანებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მსგავს შემთხვევებში, მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დასაშვებია გამონაკლისის სახით, მხოლოდ მაშინ, როდესაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს მძიმე ფსიქოპათოლოგიური დარღვევები, რომლებიც არსებითად სცილდება, უბედური შემთხვევის გამო, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიმართ სულიერი ტკივილით მიყენებულ ზიანს (ვნებებს) და რომელიც, ამის გამო, შეიძლება, გავაიგივოთ სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი მხოლოდ მოსარჩელის სულიერი ტკივილი და ტანჯვა (ფსიქოლოგიური ზიანი) არ არის საკმარისი, თუ მას არ გამოუწვევია მოსარჩელის ავადმყოფობა (ჯანმრთელობის დაზიანება), უნდა იქნას წარმოდგენილი ავადმყოფობის (ჯანმრთელობის დაზიანების) დამადასტურებელი მტკიცებულება, ამასთან ასეთი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნას მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის ადეკვატური მიზეზობრივი კავშირის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებაც.

 

აღნიშნულის თაობაზე რაიმე მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მხრივ წარმოდგენილი არ არის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მისი მოთხოვნის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები, აღნიშნულიდან გამომდინარე, ი------------------ სარჩელი ს---------------------------------- და ბ-------------------–---- მიმართ, ი-----–-----------–---–-ს გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის 500 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. რაც შეეხება იურიდიული დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს არ უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს, რადგანაც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1.ი------------------ სარჩელი მოპასუხეების ს------------------------------- და ბ-------------------–---სათვის, ი-----–-----------–---–-ს გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის 500 000 ლარის და საპროცესო ხარჯების ი------------------ სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელეს მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი