განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002393527
საქმე N1-342/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31.07.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - კო--------------------–-ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: არ---–--------ძე
მამის სახელი: ან-------
დაბადებული: 2--06.1990 წელი
პირადი ნომერი: 6---------2
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–--ი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი სოფელი გა-------ი.
ადვოკატი - და----------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილი (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N075161017002
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 07:30 საათზე, ქ. ბათუმში, ბ----ს ქუჩაზე, არ---–--------ძემ, რომელიც მართავდა „T----------s” X------ მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ზუ----------------ძეს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ზუ----------------ძემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
2.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზუ----------------ძემ განაცხადა, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერი იყო ; 45 წელია მუშაობს პორტში; სამსახურში დილის 08:00 საათზე უნდა იყოს, წვიმიანი დღე იყო ;სამსახურთან მისი ავტომანქანა გააჩერა მარჯვენა მხარეს გაჩერების ადგილას, მარცხენა მხარეს მანქანები არ მოძრაობდა შუა ხაზამდე მივიდა, მახინჯაურიდან მოდიოდა ტაქსი, რომელმაც შენიშნა, გააჩერა ავტომანქანა, გააგრძელა გზა, გადავიდა ამ მანქანის წინ მიუახლოვდა თუ არა ტროტუარს, უკანა მხრიდან დაეჯახა მანქანა, ააყირავა და მარცხენა მხარით დაეცა რკინაზე, გაითიშა და არაფერი არ ახსოვს; რეანიმაციულ განყოფილებაში გათიშული იყო, გაუკეთდა ოპერაცია თავზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ 20 დღე იყო საავადმყოფოში, ესაჭიროებოდა მეორე ოპერაციაც; ერთმა მანქანამ გაატარა, მეორე მანქანა დაეჯახა; სავალ ნაწილზე გადადიოდა საშუალო სიჩქარით; წვიმიანი ამინდი იყო გზის საფარი ასფალტირებული იყო, აქ ერთ დროს იყო ქვეითთა გადასასვლელი; მანქანა დაეჯახა უკანა მხრიდან, მარჯვენა მხარეს დაეჯახა; ავტომანქანას უნდა ემოძრავა 10 კმ/სთ-ით; მანქანა არც შეუნიშნავს, თან უკვე გადასული იყო და ერთი ნაბიჯი აკლდა, უფრო სწორად ერთი ფეხი უკვე გადადგმული ჰქონდა ტროტუარზე; მანქანის წინ გადადიოდა, მარჯვნივ მანქანა არ შეუნიშნავს, მძღოლს უნდა გამოეჩინა ყურადღება; (იხ ოქმი 05.06.2018წ; 14:33:18სთ-14:47:04სთ)
2.2. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა არ---–--------ძემ თავი არ ცნო დამნასავედ და განაცხადა, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს დაახლოებით 07:10 საათზე მოძრაობდა ქალაქის მიმართულებით ე.წ. „ბენზეს“ დასახლებიდან; ჩართული ჰქონდა მაშუქი ფარებიც და იყო გარე განათებაც, ბ----ს ქუჩაზე - პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ლიანდაგთან შეანელა სიჩქარე, გაიხედა მარცხნივ, ამ დროს მის წინ ყველაფერს ხედავდა, არ დაუნახავს საიდან გაჩნდა პიროვნება; წვიმდა და გათენებულიც არ იყო კარგად; ბ----ს ქუჩაზე, პორტის შესასვლელამდე ბეტონის საფარია სწორი; მის წინ მოძრაობდა ტო------------ის მარკის ავტომანქანა; ამ ავტომანქანამ მოულოდნელად გააჩერა, მაგრამ რტომ არ იცის, ავარიული ჩართო თუ არა არ დაკვირვებია, 5-6 წელია მართავს ავტომანქანას; გაუსწორდა ავტომანქანას, გაიხედა მარცხნივ მანქანისკენ, თავად მოძრაობდა უკიდურეს მარჯვენა ნაწილში ამ დროს; ავტომანქანებს შორის იქნებოდა 10 მეტრამდე მანძილი, როცა უკან მიყვებოდა, რომ გაიხედა უნდოდა ეკითხა რატომ გაჩერდა, ხომ არ ესაჭიროებოდა დახმარება, აკონტროლებდა მიმდებარე ტერიტორიას, წინაც აკვირდებოდა ყველაფერს, დაახლოებით 20-30 კმ/სთ-ით აუარა გააჩერა და შემდეგ დაძრა ავტომანქანა; 20 კმ/სთ-ით მოძრაობდა, მოქალაქეს არ დაჯახებია, მის წინ მოძრავი პიროვნება არ დაუნახავს ის დავარდა მისი ავტომანქანის გვერდით; ალბათ არ იყო სულ გაჩერებული, მარჯვენა მხარეს შეეჯახა; ქვეითი ტროტუარიდან ალბათ იყო ორი მეტრით დაშორებული, სავალი ნაწილი ალბათ 4 მეტრია; პიროვნება დაცემული იყო მის მარჯვენა მხარეს პირით უკანა კარისკენ; მანქანა, რომ დაძრა უცებ გაიგონა ხმა;
არ დაჯახებია პიროვნებას, მან გაიგონა დაცემის ხმა; მოძრაობდა, შეანელა, გაიხედა მარცხნივ და რომ არ მოაქცია მძღოლმა ყურადღება გააგრძელა გზა მაგრამ ვერარ გააგრძელა; სიჩქარეს საზღვრავს მოძრაობის მიხედვით; მის მგზავრს იცის, რომ არავინ არ დაუნახავს; მანაც მის მსგავსად დაინახა დაცემული პიროვნება; თავად ციმციმას რთავს იმ დროს, როცა ქვეითს გზას უთმობს, რადგან მის უკან მოძრავი მანქანებისთვის იყოს ცნობილი რომ ქვეითი მოძრაობს ; ქამრის მძღოლმა ჩართო თუ არა მას არ დაუნახავს; (იხ ოქმი; 05.06.2018წ 13:45:19სთ-14:02:40სთ)
2.3. მოწმე დი--------------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს დილით გამოიძახა ტაქსი სამსახურში წასასვლელად; მოძრაობდნენ ქალაქის მიმართულებით, იჯდა მძღოლის მხარეს; წინ არ იხედებოდა რადგან წვიმდა; მძღოლმა შეანელა ლიანდაგზე გადასასვლელი იყო გადასასვლელი იყო და გზაც ცუდია; წინ გაიხედა შეჯახების ხმაზე, დაეცა ქვეითი; სწრაფად გადმოვიდნენ მანქანიდან; წამოდგომის საშუალება არ მისცეს, გამოიძახა სასწრაფო, მძღოლთან ერთად, როგორც შეეძლოთ, პირველადი დახმარება გაუწიეს; სასწრაფომ გადაიყვანა , თავად სხვა ტაქსით წავიდა სამსახურში; ზოგადად იმ ტერიტორიაზე სწრაფად მოძრაობა ვერც ხერხდება, ცუდი გადასასვლელია; ბეტონის ფილები არასწორადაა და გზაც უსწორმასწოროა; რკინიგზის გადასასვლელთან შეჩერდა ავტომანქანა; ავტომანქანა მარჯვენა მხრიდან დაეჯახა ქვეითს; შეჯახების მომენტი არ დაუნახავს, შეჯახების ხმაზე გაიხედა და ქვეითი ვარდებოდა უკვე მარჯვენა მხარეს; ადასტურებს, რომ მძღოლმა შეანელა, წვიმდა და გზა ცუდი იყო, სპიდომეტრზე არ შეუხედავს, მაგრამ შეჩერდა ავტომანქანა, დაახლოებით ნახევარ წუთში მოხდა შეჯახება და სიჩქარით ვერც წავიდოდა; რკინიგზის ლიანდაგთან შეანელა და ისე გადაიარა, არ გაჩერებულა; არ იცის რა სიჩქარით მოძრაობდა; როგორც კი შეანელა, გზა ძალიან ცუდი იყო და მაღალ სიჩქარეს ვერ განავითარებდა მაქსიმუმ 10-15 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებდა სხვაგვარად ვერა; (იხ ოქმი; 05.06.2018წ 14:08:17სთ-14:17:58სთ)
2.4. მოწმე არ---–------–---–--ემ განაცხადა, რომ დაახლოებით დილის 7 საათი იქნებოდა მგზავრები დატოვა რკინიგზის სადგურში; შემთხვევის ადგილზე მოძრაობდა 5 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა; ჩართო ავარიული შუქურა და დაუთმო გზა ქვეითს, მარჯვენა მხრიდან გამოიარა მანქანამ და დაეჯახა მას; წვიმიანი ამინდი იყო, გზის საფარი სველი; იმ ადგილზე ბეტონის დიდი ფილებია და არასწორი გზაა, შეუძლებელია, რომ სწრაფად გაიარო ; ქვეითად მოსიარულე თითქმის გადასული იყო, სადღაც ერთი ნაბიჯი აკლდა ტროტუარზე ასვლამდე; როცა სარკეში გაიხედა, მის უკან არავინ არ იყო, გზის გადაკვეთამდე დარჩენილი ჰქონდა ქვეითს ერთი ნაბიჯი; დაახლოებით 5-10კმ/სთ მოძრაობდა მის გვერდით მყოფი მანქანა; მაღალი სიჩქარით რომ ემოძრავა მის გვერდით მყოფ მანქანას ვერც გააჩერებდა და მოცურდებოდა; მან კი ადგილზე გააჩერა; მან დაინახა რომ, არ---–--------ძე დაეჯახა ქვეითს; შემთხვევის ადგილზე ამჟამად არც გადასასვლელია და არც შუქნიშანია თუმცა ადრე იყო (იხ ოქმი; 05.06.2018წ 14:21:20სთ -14:26:12სთ);
2.5. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით 16.10.2017წ დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა 2017 წლის 16 ოქტომბრის 08:30 საათიდან 08:50 საათამდე პერიოდში, ბრალდებულის არ---–--------ძის ექსპერტის, გამომძიებლისა და პატრულ ინსპექტორის მონაწილეობით; შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში ბ----ს ქუჩაზე პორტის შესასვლელთან ; შემთხვევის ადგილთან ახლოს განთავსებულია საგზაო ნიშანი - დასახელბული პუნქტი; ქუჩა განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის; ე.წ. „ბენზეს“ მიმართულებით სამოძრაო ზოლის სიგანეა 8.10 მ, ხოლო საპირისპირო მიმართულებით - 8.20მ; დამატებით სამოძრაო ზოლებს აქვს გზის გვერდულები, რომლის სიგანეა 2.0 მ.; შეჯახების ადგილი, როგორც მძღოლმა მიუთითა, მდებარეობს პორტის შესასვლელის კუთხიდან პირდაპირ სავალი ნაწილისკენ 8/0 მეტრი და მართი კუთხით 5.8 მ; ..ავტომანქანა მდებარეობს „ბენზეს“ დასახლების მხრიდან ქ. ბათუმის მიმართულებით სამოძრაო ზოლზე წინა მარჯვენა კუთხით 4.20 მეტრში გზის გვერდულამდე; შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ; შედგენილი იქნა შემთხვევის ადგილის სქემა , ნახაზი; (იხ ს.ფ.4-10);
2.6. ექსპერტიზის დასკვნით #0--------- დადგენილია, რომ კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევით არ---–--------ძე არ იმყოფებოდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; (იხ დასკვნა ს.ფ. 33)
2.7. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0---------- 15.12.2017წ დადგენილია, რომ თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, ზუ----------------ძეს 16.10.2017წ მიუმართავს სამედიცინო დახმარებისთვის; დაესვა დიაგნოზი: ქალა ტვინის ღია ტრამვა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, პნევმოცეფალია, მწვავე სუბდურული ჰემატომა მარცხნივ შუბლ-თხემ-საფეთქლის არეში; ტვინის შეშუპება; დისლოკაცია; გულმკერდის დახურული ტრამვა, ფილტვეის დაჟეჟილობა; სუნთქვის მწვავე უკმარისობა; ყვრიმალის ძვლის რკალის ხაზოვანი მოტეხილობა; დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. (იხ დასკვნა ს.ფ.38-40);
2.8. საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ გაცემული ავტოტექნიკური ექსპერტიზის N3---- 27.11.2017წ დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლ არ---–--------ძეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო , თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით; (იხ. ს.ფ.43-47);
2.9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის #0-------- 25.01.2018წ დასკვნის თანახმად მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე ავტომობილ „T----------s” X------ მძღოლს არ---–--------ძეს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (ქვეითზე დაჯახების) თავიდან აცილება შეეძლო და მისი მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; (იხ. ს.ფ.43-47);
2.10. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ზა---------------ძემ განაცხადა საქმეზე წრმოდგენილი იყო სისხლის სამართლის საქმე მასალებით ირკვევა ქვეითი კვეთდა გზას დაჯახებამდე; მძღოლის სიჩქარე შეჯახების მომენტში აღებულია საქმის მასალებიდან გამომდინარე ; დადგენილებაში ასევე პირის ბრალდების შესახებ აღნიშნული იყო, რომ მძღოლი მოძრაობდა 10 კმ/სიჩქარით; მძღოლს შეეძლო აეცილებინა თავიდან ეს საგზაო შემთხვევა;
წარმოდგენილ მასალებში იყო ასევე მასალები იყო ქვეითზე შეჯახების ადგილის სქემა, ჩანს, რომ წინა მარჯვენა ნაწილით მოხდა და გზის მარცხენა მხარეს გაჩერებული ადგილიდან ქვეითმა გაიარა 4.2; ჩვენებებით არის დადგენილი, რომ მძღოლმა შეანელა სიჩქარე და დაიწყო მოძრაობა და მოძრაობდა დაახლოებით 10 კმ/სთ სიჩქარით; 4.8 მ მანძილით 3.6 მეტრი არის გაჩერებისთვის საჭირო მანძილი; რაღაც მომენტში შესაძლებელია იყო შეზღუდული მხედველობა იმ პერიოდში, როცა ქვეითი კვეთდა გაჩერებული ავტომანქანის წინ გზას; (იხ. სხდომის ოქმი 02.07.2018წ; 16:19:50სთ-16:31:21სთ);
2.11. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ზა--------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მას გადაეგზავნა დადგენილება და სისხლის სამართლის საქმე, მას უნდა გაეცა დასკვნა იმის თაობაზე შესაძლებელი იყო თუ არა მძღოლს თავიდან აეცილებინა ავტოსაგზაო შემთხვევა; „ტო------------ის“ მარკის ავტომანქანამ შეაჩერა და გაჩერდა; ამის გამო შეაჩერა „ტ----------------ის“ მარკის ავტომანქანამ, როცა გაუსწორდა „ტო------------ის“, მძღოლმა ყურადღება გადაიტანა მეორე ავტომანქანაზე გაიხედა მძღოლისკენ, 2.2. მძღოლის ხედვის არემდე მან გაიარა ; საფრთხე წარმოიქმნა იმ დროს, როცა ქვეითი, 4.8 მ მანძილით იქნებოდა დაშორებული, ანუ, როცა მის მხედველობის არეში გამოჩნდებოდა ქვეითი; თუ ის მოძრაობდა დადგენილი სიჩქარით, ტექნიკური გაანგარიშებით შეეძლო 3.6 მეტრში გაჩერება; დასკვნა გაიცა მასზედ, რომ მძღოლს შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს საგზაო შემთხვევა; ადასტურებს, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მოთხოვნებია დარღვეული მძღოლის მხრიდან;
დასკვნის გაცემის დროს სრულად გამოიყენა საქმის მასალები და დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ეს მასალები სრულ შესაბამისობაში მოდიოდა წარდგენილ ბრალთან; რაც შეეხება მოძრაობის სიჩქარეს, დაახლოებით მძღოლს შეუძლია განსაზღვროს ის; (იხ. სხდომის ოქმი 02.07.2018წ; 16:33:43სთ-16:50:37სთ);
2.12. საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ გაცემული სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის #ს------- , 06.12.2017წ თანახმად, ავტომობილის - „T----------s” X------ მარკის ძრავის სახურავზე და წინა საქარე მინაზე არსებული დაზიანება თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელია მისი როგორც მკვრივ, ასევე რბილი საფარის მქონე სხეულთან, (როგორიც შესაძლოა იყოს ადამიანის სხეულიც) შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის;
ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია; (იხ დასკვნა ს.ფ. 50-54)
2.13. მოწმე პა-----------–---–მა განმარტა, რომ დაათვალიერა ავტომანქანა, სამუხრუჭე სისტემა და საჭის მექანიზმი; დაზიანებები აღწერილი აქვს დასკვნაში; დაზიანებას არ გამორიცხავს იყოს ადამიანზე შეჯახებით; (იხ. სხდომის ოქმი 02.07.2018წ; 16:52:50სთ-16:59:04სთ)
2.14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ, მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განვითარდა ისე, როგორც დადგენილებაშია აღწერილი, მაშინ ავტომობილ „T----------s” X------ მძღოლს არ---–--------ძეს, ტექნიკური თვალსაზრისით კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება; (იხ დასკვნა)
2.15. დისტანციური წესით დაკითხვისას ექსპერტმა დე-----------–მა განმარტა, რომ მის წინაშე დაცვის მხარის მიერ დასმული იყო შეკითხვა მასზედ, რომ არ---–--------ძეს მისი მართვის ქვეს მყოფი ავტომანქანა „ტ----------------ის“ 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში შეეძლო თუ არა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და ასეთ შემთხვევაში დარღვეული იქნებოდა თუ არა მის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
მის მიერ გაცემული იქნა დასკვნა შემდეგი სახით : მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განვითარდა ისე, როგორც დადგენილებაშია აღწერილი, მაშინ ავტომობილ „ტ----------------ის“ მძღოლს არ---–--------ძეს, ტექნიკური თვალსაზრისით კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება;
დასკვნის გაცემისას საორიენტაციოდ აღებული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში დაფიქსირებული სიჩქარე 20 კმ/სთ; მას გადაეგზავნა სქემა და დადგენილება პირის ბრალდების შესახებ; თუ სიჩქარე იქნებოდა 10 კმ/სთ , რა თქმა უნდა დასკვნა ამ სახით და ამ შედეგით არ გაიცემოდა; 10 კმ/სთ სიჩქარეზე სხვაგვარად მოხდებოდა გაანგარიშება და ის შეიცვლებოდა; მის მიერ მოხდა მხოლოდ 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის შემთხვევაში გაჩერების ადგილის შესწავლა, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ იქნებოდა შესაძლებელი, ვინაიდან ავტომანქანას, რომელიც მოძრაობს 20 კმ/სთ სიჩქარით, სრული გაჩერებისთვის ესაჭიროება 11 მეტრი; რაც შეეხება ქვეითის მხრიდან მოქმედებას, - მან გზა უნდა გადაკვეთოს ქვეითთა გადასასვლელზე და სადაც ეს არ არის სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და იმ დროს, როცა დარწმუნდება, რომ ავტომანქანის მხრიდან საფრთხე არ ემუქრება, გზა უნდა გადაკვეთოს ამ დროს; (იხ ექსპერტიზის დასკვნა # 0--------- და სასამართლო სხდომის ოქმი 13.07.2018წ 16:07:04სთ);
2.16. საქმის განხილვისას გამომძიებელმა არ---–-------მა განმარტა, რომ მის მიერაა ჩატარებული რიგი საგამოძიებო მოქმედებები დილით შემოვიდა შეტყობინება, პორტის მიმდებარედ; შეადგინა სქემა, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი; მძღოლი გადაამოწმა ნარკოლოგიურ და ალკოჰოლურ სიმთვრალეზე; გამოკითხა მძღოლი, მგზავრი და იმავე ადგილზე მყოფი სხვა ავტომანქანის მძღოლი; დანიშნა ექსპერტიზები და ავტოტექნიკური ექსპერტიზა დანიშნული იქნა მის მიერ ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი29.05.2018წ 15:35:18სთ-15:39:28სთ)
2.17. ბრალდებულ არ---–--------ძის ადვოკატის პოზიციით არ---–--------ძეს ბრალი უსაფუძვლოდ აქვს წარდგენილი და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მისი ბრალეულობა არ იკვეთება; ადვოკატის და ბრალდებულის მტკიცებით არ---–--------ძეს საგზაო მოძრაობის წესები არ დაურღვევია, დაზარალებულმა კი რეალურად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. ავტომობილის სამოძრაო ზოლს კვეთდა იქ, სადაც არ იყო ქვეითთა გადასასვლელი; ბრალდების მხარემ არ მიიღო ზომები საკმარისი და სათანადო მტკიცებულებების მოსაპოვებლად, არ ამოიღეს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, არ ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი; წარმოდგენილი მასალებით კი ამტკიცებს, რომ ბრალდებული მოძრაობდა 20 კმ/სთ სიჩქარით და არა 10 კმ/სთ სიჩქარით , რასაც ადგენს ბრალდების მხარე; მათი მოთხოვნით ჩატარებული ექსპერტიზით კი დადგენილია, რომ არ---–--------ძეს არ შეეძლო თავიდან აეცილებინა საგზაო შემთხვევა; აქედან გამომდინარე ის უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს;
ადვოკატის განმარტებით, არ---–--------ძეს არ დაურღვევია დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 33-ე მუხლის მოთხოვნა, აღნიშნული ფაქტი დასტურდება მის მიერ წარმოდგენილს ექსპერტიზის დასკვნით. ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ არის საკმარისი და ისინი ვერ ადასტურებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალეულობას, არ---–--------ძე უნდა გამართლდეს;
2.18. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების და დაცვის მხარის მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა არ---–--------ძის ბრალდება და არ არსებობს საფუძვლები ბრალდებულ არ---–--------ძის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო დანაშაულების სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობები, რაც დაკავშირებულის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესებთან, ასევე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას; მძიმე შედეგს - ჯანმრთელობის დაზიანების სახით; მიზეზობრივ კავშირს წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის. ეს დანაშაული ბლანკეტური ხასიათისაა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ადგილი ექნება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ კანონის დარღვევის შემთხვევაში.
2.19 სასამართლო აძლევს რა შეფასებას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს დადგენილად მიიჩნევს მიზეზობრივი კავშირს არ---–--------ძის ქმედებასა და დაზარალებულ ზუ----------------ძის მიმართ მიყენებულ სხეულის დაზიანებას შორის.
2.20. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმეზე როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ იქნა ავტოტექნიკური ექსპერტიზები და ორივე მხარემ წარმოადგინა მათი პოზიციების დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნები, კერძოდ: საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ გაცემული ავტოტექნიკური ექსპერტიზის N3---- 27.11.2017წ დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლ არ---–--------ძეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო , თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით; დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზა--------–--ემ;
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის #0-------- 25.01.2018წ დასკვნის თანახმად მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე ავტომობილ „T----------s” X------ მძღოლს არ---–--------ძეს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (ქვეითზე დაჯახების) თავიდან აცილება შეეძლო და მისი მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზა---------------ძემ;
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ დაცვის მხარემ წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განვითარდა ისე, როგორც დადგენილებაშია აღწერილი, მაშინ ავტომობილ „T----------s” X------ მძღოლს არ---–--------ძეს, ტექნიკური თვალსაზრისით კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება; აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დე-----------–მა
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებული უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’)
სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ საქმეში, მიუხედავად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ბრალდებულის გამამართლებელი ექსპერტიზის დასკვნისა, სასამართლოს არ შექმნია გონივრული ეჭვი ბრალდებულის უდანაშაულობის თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსთვის არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. სასამართლო აძლევს რა შეფასებას მხარეების მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნებს, უპირატესობას ანიჭებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს, ვინაიდან, აღნიშნული დასკვნებით დადგენილი ფაქტები თანხვედრაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან. კერძოდ, დაცვის მხარე თავად განმარტავდა საქმის განხილვისას და აღნიშნული ასევე დადასტურებულია წარმოდგენილი მასალებით, რომ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ განცხადებაში მითითებულია არ---–--------ძის ავტომობილით მოძრაობის სიჩქარე - 20 კმ/სთ; ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ პასუხი გაეცა შეკითხვას შემდეგი სახით: თუ არ---–--------ძე იმოძრავებდა 20 კმ/სთ სიჩქარით; საქმის განხილვისას დე-----------–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, მაგრამ აღნიშნა, რომ მან მძღოლის გაჩერების მანძილი გაიანგარიშა 20 კმ/სთ-ით მოძრავ ავტომობილზე, თუკი მოძრაობის სიჩქარეს აიღებდა 10 კმ/სთ-ით, რა თმქა უნდა შეიცვლებოდა გაჩერების მანძილი და სხვა სახის გაანგარიშებას წარმოადგენდა;
სასამართლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას არ მიიჩნევს ბრალდების მახრის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზების დასკვნის საპირიპიროს მამტკიცებლად, იქედან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი დასკვნით დადგენილია სულ სხვა გარემოებები და არ ერთი და იგივე გარემოებები; კერძოდ, თავად ექსპერტის განმარტებით მან 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის გაჩერების მანძილის შესწავლა მოახდინა და არა 10 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის; შესაბამისად ბრალდების მხარის წარმოდგენილი: როგორც საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის, ისე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ წარმოდგენილი დასკვნები დამყარებულია 10 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილის გაჩერების მანძილის შესაბამისი გაანაგარშებით;
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მასზედ, რომ გამოძიების მიერ დაუდგენელია ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე და ის შესაძლებელია იყოს არა 10 არამედ 5 ან 15 კმ/სთ ან/და 20 კმ/სთ, ვინაიდან ავტომობილი, რომ არ მოძრაობდა 20 კმ/სთ სიჩქარით დადასტურებულია თვითმხილველი მოწმეების არ---–------–---–--ის, ავტომანქანაში მყოფი მგზავრის - დი--------------ის და დაზარალებულის ჩვენებებით; საქმის განხილვისას არ---–------–---–--ემ განმარტა, რომ ავტომანქანა მოძრაობდა 5-10 კმ/სთ სიჩქარით, მან დაინახა არ---–--------ძის შეჯახების მომენტი ქვეითად მოსიარულეზე, ავტომანქანა თითქმის გაჩერებული იყო; წინაღმდეგ შემთხვვაში მუხრუჭის ხმა იქნებოდა ან მოცურდებოდა; დი--------------ე განმარტავს, რომ ის იჯდა მძღოლის მხარეს და შეჯახების ხმაზე გაიხედა მხოლოდ წინ, ამ დროს უკვე ქვეითი დაეცა; ავტომანქანა კი მოძრაობდა ძალიან ნელა, რადგან მან შეაჩერა ლიანდაგზე გადასვლისას და სადღაც ნახევარ წუთში მოხდა შეჯახება; დაზარალებულის განმარტებით ავტომანქანის სიჩქარე იქნებოდა იმ ადგილზე როგორც წესი 5-10 კმ/სთ სიჩქარით, რადგან გზა უსწორმასწოროა და ლიანდაგზეც ავტომანქანა სწრაფად არ გადადის; თუმცა მას გადასვლისას ავტომანქანა არ დაუნახავს და თითქმის უკვე გზიდან გადასულს დაეჯახა უკანა მხრიდან ფეხზე;
საგულისხმოა, რომ ადვოკატის მტკიცებით არსებულ 20 კმ/სთ სიჩქარეს შემთხვევის დროს გამორიცხავს თავად ბრალდებული, ის უარყოფს, რომ დაინახა ქვეითად მოსიარულე, მაგრამ არ უარყოფს, რომ დაეჯახა, შეჯახებამდე აცხადებს, რომ მოძრაობდა 20 კმ/სთ სიჩქარით, შეაჩერა ავტომანქანა, რადგან მის წინ 10 მეტრის მოშორებით მიმავალი ავტომანქანა შეჩერდა, გაუსწორდა მარჯვენა მხრიდან ავტომანქანას თითქმის და გაიხედა მარცხნივ , მძღოლის მხარეს, ამ დროს ნელა დაიწყო რა სვლა, - მოხდა შეჯახება; ამდენად 20 კმ/სთ სიჩქარე თავად ბრალდებულის განმარტებით იყო შეჩერებამდე, ხოლო ნელი სვლით მოძრაობის გაგრძელება შეჩერების შემდეგ, - იმდენად მოკლე დროში მოხდა შეჯახება,- გამორიცხავს იგივე სახით სიჩქარის, ანუ 20 კმ/სთით არსებობას შეჯახების მომენტში;
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით: მოწმეთა და თავად ბრალდებულის ჩვენებით სრულად თანხვედრაშია განვითარებული მოვლენები და არცერთი მათგანის ჩვენება ეჭვს არ იწვევს, ერთობლივად კი ჩვენებები უტყუარად ადასტურებენ ბრალდებულის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას; იმგავრად, რომ არ---–--------ძე მოძრაობდა თუნდაც მისსავე მითითებული სიჩქარით 20 კმ/სთ-ით მის წინ 10 მეტრის მოშორებით მიმავალი ავტომანქანა „ტო------------ის“ მარკის მოულოდნელად შეჩერდა, მას გვერდი აუარა მარჯვენა მხრიდან, შეაჩერა ავტომანქანა და გაიხედა მარცხნივ მძღოლის მიმართ ყურადღების გამოჩენის მიზნით და ამ დროს ნელი სვლით მოძრავი შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ზუ----------------ძეს;
სასამართლო აღნიშნულს ასკვნის საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არ---–--------ძეს, რომელიც მართავდა „T----------s” X------ მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები, რის შემდეგაც შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ზუ----------------ძეს; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ზუ----------------ძემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს არ---–--------ძის ბრალდებას მასში, რომ ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და დამდგარ შედეგთან მიმართებაში ვერ მისცემს შეფასებას ქვეითად მოსიარულე ზუ----------------ძის მოქმედებას, მითუმეტეს, რომ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის შესახებ თუ რა ვითარება კონკრეტულ მონაკვეთზე, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის არსებობისა და თუ არარსებობის შესახებ, მხოლოდ მოწმეთა არათანმიმდევრული ჩვენებებით აღნიშნულის დადასტურება ვერ ხდება (ნაწილი აჩვენებდა რომ იყო და არის გადასასვლელი, ნაწილის აჩვენებდა რომ ადრე იყო გადასასვლელი) და ამასთან ერთად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს ვალდებულებაა დაადგინოს ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა, ბრალად შერაცხული ქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში საქმის განხილვისას მტკიცებულებების შეფასება ხდება მხოლოდ ბრალდებული პირის ბრალდების ფარგლებში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობა. მოცემული ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში - ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონში. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სახეზე იყოს ზემოთაღნიშნული კანონით დადგენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ამდენად, სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებას - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და დამდგარ შედეგს - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას შორის.
3.2. ექსპერტიზის პრეროგატივაა განსაზღვროს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმი, დაადგინოს საქართველოს კანონის რა მოთხოვნები იქნა დარღვეული მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, შეეძლო თუ არა მძღოლს შემთხვევის თავიდან აცილება და მიიღო თუ არა მძღოლმა საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რომელსაც მას საქართველოს კანონი “საგზაო მოძრაობის შესახებ”ავალდებულებს.
3.3. ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
3.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.6. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ბრალდებულის ჩვენებით, ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული სქემით, დადგენილია, რომ არ---–--------ძემ 2017 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 07:30 საათზე, ქ. ბათუმში, ბ----ს ქუჩაზე, არ---–--------ძემ, რომელიც მართავდა „T----------s” X------ მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ზუ----------------ძეს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ზუ----------------ძემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
არ---–--------ძის ქმედება - მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ზუ----------------ძის ჯანმრთელობის დაზიანებასთან.
3.7 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.8. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ არ---–--------ძემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი 2018 წლის 01 იანვრიდან (დანაშაულის ჩადენის დროიდან ამ პერიოდამდე უფრო მსუბუქი) სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
5.5. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.
5.6. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არაადეკვატურად წარმოაჩენს.
5.7. სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ, თუ მსჯავრდებულისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა აშკარად უსამართლო და ჩადენილი სიმძიმის დისპროპორციულია, ადგილი აქვს სწორედ, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი).
5.8. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.
5.9. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013, საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.
5.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს რა რომ არ---–--------ძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ არის სახეზე, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაული, თუმცა, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ, როგორც ეს საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, დაზარალებული ბრალდებულისაგან ითხოვს მატერიალური ზარალის ანაზღაურებას და მას დღეის მდგომარეობით პრეტენზიები გააჩნია. სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს ქმედების განხორციელების სახეს, ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს , კმაყოფაზე ყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი
5.11. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე, ითვალისწინებს მის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, არ---–--------ძეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო დამატებით სასჯელად - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 6 თვის ვადით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული „T----------s” მარკი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით X------ რომელიც განთავსებულია შპს "ბ-------------"-ის სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ასევე არ---–--------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის №1-----200/18 განჩინებით შეფარდებული გირაო უნდა გაუქმდეს და ყადაღა უნდა მოეხსნას არ---–--------ძის (პ/ნ 6---------2) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების (მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გა-------ი, საკადასტრო კოდი: 22.21.08.0--.) 3 000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული არ---–--------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ არ---–--------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის №1-----200/18 განჩინებით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას არ---–--------ძის (პ/ნ 6---------2) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების (მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გა-------ი, საკადასტრო კოდი: 22.21.08.0--.) 3 000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ,,ტ----------------ის’’ მარკის ავტომანქანა სახ N X--------, რომელიც განთავსებულია შპს "ბ-------------"-ის სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს, შპს "ბ-------------"-ის ადმინისტრაციას
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე