გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.07.2018
საქმის ნომერი
120210117002096018
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
20.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2096018-2/533-17წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 ივლისი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

 

ა---––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

 

მოსარჩელე - ი---------–---–ი

წარმომადგენელი - მ---------------ე

 

მოპასუხე - რ----- ჯ-------

წარმომადგენელი - გ---------------–--ე

მოპასუხე - რ----–-- ჯ-------

დ----- ჯ-------

მესამე პირი - ი----- დ-------ი

 

დავის საგანი - სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დადგინდეს, რომ ი---------–---–მა ფაქტიური ფლობით მიიღო მეუღლის - 2001 წელს გარდაცვლილი ვ---- ჯ-------ს სამკვიდროს ქონება.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2002 წლის 6 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება N--6--, დადებული რ----- ჯ------სა და ვ---- ჯ-------ს წარმომადგენელს ი----- დ-------ს შორის, უძრავ ქონებაზე მდებარე ბ---------ის რაიონი დაბა ბ---------ი, მ----------ს შესახვევი N-, ს/კ 6-----------.

1.3. ი---------–---–ი ცნობილი იქნეს უძრავი ქონების ს/კ 6-----------, 7/8 წილის მესაკუთრედ.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1--- წლის 20 ივლისს ი---------–---–მა ოფიციალურად იქორწინა ვ---- ო-----ის ძე ჯ------ზე ბ---------ის რაიონი დაბა ბ---------ში. შეეძინათ ორი შვილი რ----–-- ჯ------- დაბადებული 1--- წელს და დ----- ჯ------- დაბადებული 1--- წელს.

ი---------–---–ი 1980 წლიდან რეგისტრირებულია ბ---------ი, დაბა ბ---------ი, მისი მეუღლე ვ---- ჯ------- ასევე რეგისტრირებულია ბ---------ი, ბ---------ი მ-----–--. N-;

ვ---- ჯ------- გარდაიცვალა 2----–-–--------------ს. მას ანდერძი არ დაუტოვებია. ვ---- ჯ------ს მშობლები გარდაცვლილი ჰყავს. ი---------–---–ის გარდა სამკვიდრო ქონებაზე არავის არ მიუმართავს.

აწ. გარდაცვლილი ვ---- ჯ-------ს მეხუთე რიგის მემკვიდრესათვის რ----- ჯ-------სთვის ცნობილი იყო, რომ პირველი რიგის მემკვიდრემ ი---------–---–მა ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისი მეუღლის ვ---- ჯ-------ს დანაშთი სამკვიდრო ქონება, როდესაც იმყოფებოდა ჩ------–------------–ი 2001 წელს ვ---- ჯ-------ს გასვენებაში და ვ---- ჯ------- დაკრძალა ი---------–---–მა, ოჯახთან ერთად ჩ------–------------–ი.

2013 წელს ი---------–---–ისათვის ცნობილი გახდა, რომ მთელი ქონება მდებარე ბ---------ის რაიონი დაბა ბ---------ში მ--------- №--ში გადაუფორმებია რ----- ჯ------ს 2002 წლის 6 ივნისს ი-----ი დ-------ის სახელზე გაცემული გაყალბებული რწმუნებულებით, როდესაც ვ---- ჯ------- ერთი წლის გარდაცვლილი იყო.

რ----- ჯ------მა ხ-–------ ნოტარიუსში გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებაც გაყალბებული მინდობილობით გარდაცვლილის სახელით.

რ----- ჯ-------ს მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე №0----------- და 2013 წლის 21 დეკემბერს შეწყდა ხანდაზმულობით. გამოძიებით დადგენილია, რომ რ----- ჯ------მა გააყალბა მინდობილობა და გარდაცვლილი პიროვნების ნაცვლად ი----- დ-------ის მეშვეობით გააფორმა ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულება სამკვიდრო ქონებაზე მდებარე ბ---------ის რაიონი დაბა ბ---------ი, მ--------- N--ში.

2002 წლის 7 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება რ/რ № 1---- დადებულია ი----- დ-------სა და რ----- ჯ------ს შორის. ი----- დ-------ი მოქმედებდა 2001 წლის 1 მაისის № 7-- მინდობილობით, რომელიც საერთოდ არ ინახება სანოტარო პალატაში, 2017 წლის 01 მაისს მოსარჩელემ მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას მოთხოვნით, რათა გადეცათ ნოტარიუსს თ. ჩ--------–-–---–-ს მიერ 2001 წლის 01 მაისს დამოწმებული მინდობილობა თანდართული დოკუმენტაციით.

2017 წლის 04 მაისის N-6----- დამოწმების ფურცელით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში არსებულ არქივში არ ინახება ნოტარიუს თ. ჩ--------–-–---–-ს მიერ 2001 წლის 01 მაისის დამოწმებული მინდობილობა (რეესტრი №7--) ნოტარიუს თ. ჩ--------–-–---–-ს მიერ ნაწარმოებ სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში, 2001 წლის 01 მაისს რეგისტრირებულია (რეესტრი №7--) ფოტოასლის სისწორე დედანთან.

რწმუნებულება (რეესტრი №7--) უკანონო იყო, ვინაიდან ვ---- ჯ------- გარდაცვლილი რომც არ ყოფილიყო მინდობილობას ვადა ჰქონდა გასული 2002 წლის 1 მაისს, აღნიშნული მინდობილობა გააყალბა რ----- ჯ------მა მოტყუებით ქონების მითვისების მიზნით და მიუწერა ექვსი თვე და მაისი გადაასწორა ნოემბერით. გარდა აღნიშნულისა 2001 წლის 1 მაისის მინდობილობით ი----- დ-------ს მინიჭებული ჰქონდა 1500 ლარი ღირებულების ქონების განკარგვის უფლება, ნოტარიუსმა კი 5000 ლარად შეფასებული ქონების განკარგვის უფლება მიანიჭა ი----- დ-------ს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე რ----- ჯ------მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ი---------–---–მა ფაქტობრივი ფლობით მიიღო ვ---- ჯ-------ს სამკვიდრო.

ი---------–---–ს და ვ---- ჯ------ს გარდაცვალებამდე სულ მცირე 10 წლის განმავლობაში საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილი ჰქონდათ და ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

ი---------–---–ი არ არის ვ---- ჯ-------ს მემკვიდრე, მას არ მიუღია ვ---- ჯ-------ს სამკვიდრო. შესაბამისდ მას არ აქვს უფლება მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

ი---------–---–მა ჯერ კიდევ 2003 წელს იცოდა, რომ ვ---- ჯ-------ს კუთვნილი უძრავი ქონება რ----- ჯ------ს დიდი ხნის წინ ჰქონდა ნაყიდი უშუალოდ ვ---- ჯ-------საგან. ი---------–---–ს თუკი რამე პრეტენზია ჰქონდა, უნდა წარედგინა 2006 წლამდე, შესაბამისად მოთხოვნა არის ხანდაზმული.

2.2. მოპასუხე დ----- ჯ------მა და რ----–-- ჯ------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს.

2.3. მესამე პირს ი----- დ-------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, მან განცხადებით მომართა სასამართლოს და მიუთითა, რომ რ----- ჯ------მა უძრავი ქონება იყიდა ვ---- ჯ-----------ნ. ვ---- ჯ-------ს სიცოცხლეში სახლის გაფორმება ვერ მოხერხდა, რის გამოც 2002 წელს ვ---- ჯ-------ს გარდაცვალების შემდეგ განხორციელდა გადაფორმება ვ---- ჯ-------ს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

ი-----ს დ-------ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ი---------–---–ი (პ/ნ 1----------) და ვ---- ჯ------- (დაბ. 1--0--1---წ.) 1--- წლის 20 ივლისიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

3.1.2. ი---------–---–ს და ვ---- ჯ------ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: რ----–-- ჯ-------, დაბადებული 1--- წლის 5----------ს და დ----- ჯ-------, დაბადებული 1--- წლის 3-------–ს.

3.1.3. დადგენილია, რომ ვ---- ჯ------- (დაბ. 1--0--1---წ.) გარდაიცვალა 2----–-–--------------ს, რ------–-;

3.1.4. დადგენილია, რომ ვ---- ჯ-------ს მამა - ო----- ჯ------- გარდაიცვალა 2007 წლის 27 ნოემბერს, ხოლო დედა - ნ----------–----- გარდაიცვალა 2011 წლის 3 სექტემბერს.

3.1.5. დადგენილია, რომ ვ---- ჯ------ს დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე, კერძოდ მეუღლე - ი---------–---–ი და შვილები - რ----–-- და დ----- ჯ------ები.

3.1.6. დადგენილია, რომ ვ---- ჯ------ს სამკვიდრო ქონებაზე ანდერძი არ დაუტოვებია.

3.1.7. დადგენილია, რომ ვ---- ჯ------ს საკუთრებაში ერიცხებოდა ბ---------ის რაიონი დაბა ბ---------ში, მ--------- N--ში მდებარე უძრავი ქონება.

 

3.1.8. დადგენილია, რომ ა---––---- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით ი---------–---–ის განცხადება 2----–-–--------------ს გარდაცვლილი ვ---- ჯ-------ს მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენის თაობაზე დატოვებული იქნა განუხილველად;

3.1.9. დადგენილია, რომ 2002 წლის 6 ივნისს ი----- დ-------მა, როგორც ვ---- ჯ-------ს წარმომადგეენლმა რ----- ჯ------ს მიყიდა უძრავი ქონება მდებარე - ბ---------ის რაიონი დაბა ბ---------ი, მ-----–--ახვევი N-.

3.1.1-- დადგენილია, რომ ბ---------ის რაიონი, დაბა ბ---------ი, ფ---------------ს ქ. N--ში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 6----------- მესაკუთრე არის რ----- ჯ------- (პ/ნ 1----------).

 

3.1.11. დადგენილია, რომ რ----- ჯ------მა 2002 წელს გააყალბა ბ---------ის სანოტარო ბიუროში 2001 წლის 1 მაისს გაფორმებული მინდობილობა (რეესტრი N7--), რომლის გამოყენებითაც 2002 წლის 6 ივნისს ხ-–------ სანოტარო ბიუროში გაფორმებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება (რეგისტრაციი N--6--). სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, შეწყდა გამოძიება სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა N0----------;

- ვ---- ჯ-------ს გარდაცვალების მოწმობა;

- რ----–-- ჯ-------ს დაბადების მოწმობა;

- დ----- ჯ-------ს დაბადების მოწმობა;

- ვ---- ჯ-------ს დაბადების მოწმობა;

- ო----- ჯ-------ს გარდაცვალების მოწმობა;

- ნ----------–-----ს გარდაცვალების მოწმობა;

- საქათველოს ნოტარიუსთა პალატის 29.01.2014წ . ინფორმაცია;

- 0--0--2002წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, რეგისტრაციის N--6--;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- 21.12.2013წ. დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების

შეწყვეტის შესახებ;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ვ---- ჯ-------ს გარდაცვალების შემდეგ, ი---------–---–ი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას.

 

მოსარჩელე ი---------–---–ი უთითებს, რომ მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო მეუღლის ვ---- ჯ-------ს სამკვიდრო ქონება. ვ---- ჯ-------ს გარდაცვალებამდე ისინი ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდნენ ჩ------–------------–ი, სადაც შეეძინათ მეორე შვილი დ----- ჯ-------. მეუღლის დაკრძალვის ხარჯები თავად გაიღო. ვ---- ჯ-------ს გასვენებაში იმყოფებოდა რ----- ჯ-------ც. ვ---- ჯ-------ს გარდაცვალების შემდეგ ი---------–---–მა გააგრძელა მისი და ვ---- ჯ-------ს საერთო სახლში ცხოვრება და ნივთებით სარგებლობა.

 

მოწმეთა - ზ----------, მ-----------–---–-ს და მ------------–---ს ჩვენებით, დადგენილია, რომ ვ---- ჯ------- და მისი მეუღლე ი---------–---–ი ჩრდილო-ოსური კონფლიქტის დროს წავიდნენ რ------–- საცხოვრებლად. ი---------–---–ი და ვ---- ჯ------- პერიოდულად ჩამოდიოდნენ ბ---------ში, შვილებთან ერთად. ვ---- ჯ-------ს გარდაცვალების შესახებ გაიგეს ტელეფონის მეშვეობით. გასვენებაში ჩასვლა ვერ მოახერხეს, მხოლოდ ტელეფონით მიუსამძიმრეს ი-- მეუღლის გარდაცვალება. ვ---- ჯ------- დაკრძალა მისმა მეუღლემ ი---------–---–მა. სასამართლო ასევე გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ი---------–---–ს და ვ---- ჯ------ს მეორე შვილი დ----- ჯ------- შეეძინათ 1--- წლის 3-------–ს, ვ---- ჯ-------ს გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ფოტოსურათები, რომელზე ი---------–---–ი მეუღლესთან ვ---- ჯ------თან და ორივე შვილთან რ----–-- და დ----- ჯ------ებთან ერთად არის აღბეჭდილი. ამასთან, თავად მოპასუხე რ----- ჯ------- ადასტურებს იმ ფაქტს, რომ როდესაც იგი ჩავიდა ვ---- ჯ-------ს გასვენებაში ი---------–---–იც იქ იმყოფებოდა.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი---------–---–ს და ვ---- ჯ------ს ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც ჰქონდათ ოჯახი, ისინი ერთად ეწეოდნენ საოჯახო ურთიერთობებს, შეეძინათ შვილები, და ვ---- ჯ-------ს გარდაცვალებამდე მათ შორის საქორწინო ურთიერთობები ფაქტობრივად შეწყვეტილი არ ყოფილა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე, პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინება წარმოშობს მეუღლეთა ორმხრივ, პირად და ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის მემკვიდრეობის უფლებას. მემკვიდრეობის უფლება წამოადგენს პირადი ქონებრივი ხასიათის უფლებას.

 

2013 წლის 1 ივლისის N----------------- განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაიცვლება მეუღლე, დაშვებული უნდა იყოს პრეზუმფცია, რომ პირის გარდაცვალებით სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში მისი მეუღლე შეუდგა სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობას, რითიც მან მიიღო პირის სამკვიდრო. ივარაუდება, რომ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მეუღლეთა კავშირი ატარებს სამისდღემშიო ხასიათს და წარმოადგენს მათი სულიერი, ფიზიოლოგიური, ყოფით-მეურნეობრივი თუ სხვა მისწრაფებების რეალიზაციის საშუალებას. ამდენად, თუ საწინააღმდეგო არ დასტურდება (მაგალითად, მეუღლეები ფაქტობრივად წლების მანძილზე არ ცხოვრობდნენ ერთად და ა.შ.) ივარაუდება, რომ მეუღლე ფაქტობრივი ფლობით მიიღებს თავისი მეუღლის ქონებას, შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომლის ინტერესს წარმოადგენს ამ პრეზუმფციის გაქარწყლება.

 

სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი მოცემულია მატერიალური სამართლის ნორმებში, ეს ის ნორმებია, რომლებიც შინაარსობრივად მხარეთა შორის მტკიცების ტვირთს ანაწილებენ. საოჯახო სამართალში, რეგისტრირებულ ქორწინების პირობებში, პრეზუმცია მოქმედებს მოსარჩელის სასარგებლოდ, რაც ნიშნავს სწორედ იმას, რომ ვიდრე მოპასუხე არ დაადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ი---------–---–სა და ვ---- ჯ------ს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო, მიიჩნევა, რომ ვ---- ჯ-------ს მეუღლე - ი---------–---–ი წარმოადგენს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფის გარდაცვლილი მეუღლის მემკვიდრეს. იურიდიული თვალსაზრისით, ფაქტი ქორწინების რეგისტრაციის შესახებ, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე წარმოშობს ქორწინებასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს.

 

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის პრეზუმფციას იმისას, რომ მამკვიდრებლის ვ---- ჯ-------ს მეუღლე ი---------–---–ი ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იგი აგრძელებდა ცხოვრებას, ცხოვრობდა მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, ფლობდა და სარგებლობდა სახლში არსებული ნივთებით, რომელიც წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო საკუთრებას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ი---------–---–ს და ვ---- ჯ------ს, ვ---- ჯ-------ს გარდაცვალებამდე სულ მცირე 10 წლის განმავლობაში საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილი ჰქონდათ და ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, შესაბამისად ი---------–---–ი არ დაუფლებია მეუღლის დანაშთ ქონებას, რადგან სადავო გარემოების პირდაპირ მტკიცებულებად ვერ განიხილება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე) მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამის დასკვნის გაკეთებისათვის, ის ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ეფუძნება სამართალწარმოების დროს განვითარებული მსჯელობების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, წერილობითი დოკუმენტების, მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა გარემოებების ერთობლიობას.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, ი---------–---–ის მიერ მეუღლის, ვ---- ჯ-------ს სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი---------–---–ის სარჩელი არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1306-ე, 1336-ე, 1328-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 115-ე, 319-ე, 50-ე, 477-ე, 183-ე, 54-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ვ---- ჯ------- გარდაიცვალა 2----–-–--------------ს. მას ანდერძი არ დაუტოვებია და მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები დარჩნენ მეუღლე - ი---------–---–ი, შვილები - დ----- ჯ------- და რ----–-- ჯ-------.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, ვ---- ჯ-------ს გარდაცვალების შემდეგ - 2002 წლის 4 თებერვალს გაიხსნა სამკვიდრო და ამავე კოდექსის 1306-ე და 1336-ე მუხლის თანახმად, თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილი ვ---- ჯ-------ს მეუღლე - ი---------–---–ი, შვილები - რ----–-- ჯ------- და დ----- ჯ-------.

 

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო, (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ხოლო ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის ნებას - გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი საშუალებით: მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. პირველ შემთხვევაში სამკვიდროს მიღება გამოიხატება მემკვიდრის ერთადერთი მოქმედებით - სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით. ქონების ფაქტობრივი ფლობა და მართვა კი შეიძლება სხვადასხვა გზით განხორცილდეს (მაგალითად: მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში; მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანით; სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით; მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ბარათების დაუფლებით; სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით; სამკვიდრო ქონების გაქირავებით ან უკვე გაქირავებული ქონებიდან ქირის მიღებით და სხვა).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დასადგენად, აუცილებელია მემკვიდრემ სარჩელში მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებს (სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი).

 

ქორწინება წარმოშობს მეუღლეთა ორმხრივ, პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს, მათ შორის მემკვიდრეობის უფლებას. სასამართლო განმარტავს, რომ მემკვიდრეობის უფლება წარმოადგენს პირადი ქონებრივი ხასიათის უფლებას. სწორედ ამ უფლების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით კანონი ზუსტად განსაზღვრავ იმ წესებსა და პირობებს, რასთანაც დაკავშირებულია და რაც განსაზღვრავს გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდროს მიღებას.

 

როგორც აღინიშნა, კანონმდებელი ქორწინებად მიიჩნევს ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. თეორიულად, ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა იმით შემოიფარგლება, რომ მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ წარმოეშობათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები (სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი).

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი---------–---–ს და ვ---- ჯ------ს ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც ჰქონდათ ოჯახი, ისინი ერთად ეწეოდნენ საოჯახო ურთიერთობებს, შეეძინათ შვილები. მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ი---------–---–ს და ვ---- ჯ------ს შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობის ფაქტობრივად არარსებობაზე.

 

ვ---- ჯ-------ს გარდაცვალების შემდეგ ი---------–---–ი აგრძელებდა ცხოვრებას მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, ფლობდა და სარგებლობდა თანასაკუთრებაში არსებული ნივთებით, მათ შორის ვ---- ჯ-------ს პირადი ნივთებით. შესაბამისად ი---------–---–ი პირადად, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას. სასამართლოს მოსაზრებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს ი---------–---–ის მიერ გარდაცვლილი მეუღლის დანაშთი სამკვიდრო ქონების ნაწილის დაუფლების ფაქტზე სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღებაზე მეტყველებს.

 

მოპასუხე რ----- ჯ------ს უტყუარი საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ი---------–---–ი წარმოადგენდა რა თავისი მეუღლის ვ---- ჯ-------ს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელს, სასამართლოს მიერ დადგენილი უნდა იქნეს მისი გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელის მიერ ი---------–---–ის მემკვიდრეობის ფაქტობრივად მიღების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

დადგენილია, რომ მამკვიდრებელს ვ---- ჯ------ს ანდერძი არ დაუტოვებია, მას დარჩა პირველი რიგის სამი მემკვიდრე, მეუღლე - ი---------–---–ი და შვილები - რ----–-- და დ----- ჯ------ები. გარდაცვლილი შვილები არ აცხადებენ პრეტენზი-- სამკვიდრო მასაზე, რაც შეეხება ი---------–---–ს მას პირადად, ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს მამკვიდრებლის დანაშთი ქონება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1433-ე მუხლების შესაბამისად მიუთითებს მოსარჩელის ი---------–---–ის მიერ ვ---- ჯ-------ს დანაშთი სამკვიდროს მიღებას და შესაბამისად ამ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მემკვიდრეს წარმოეშვება მიღებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება, მაგრამ ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს, რომ მან არ მიიღო ეს ქონება. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება (იხ. სუსგ N---------------, 2012 წლის 12 ივლისის განჩინება).

 

ამდენად, ი---------–---–ს ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობის მიღების საფუძველზე წარმოეშვა საკუთრების უფლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან, რომლის განხორციელების უფლება ხანდაზმულობით არ არის შეზღუდული. კანონით არ არის დადგენილი კონკრეტული ვადა, რომელიც ავალდებულებს მემკვიდრეს სამკვიდრო მოწმობის მიღებას ან აღნიშნული მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. შესაბამისად, მოპასუხის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობაზე დაუსაბუთებელია.

 

6.2. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საკუთრების იურდიულ ბუნებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. მიუხედავად კონსტიტუციის დათქმისა, იგი აბსოლუტურ უფლებათა რიგს არ განეკუთვნება და ნორმით დაცულ სფეროში ჩარევა დასაშვებია საკუთრების უფლების ობიექტის სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე. დაცულ სფეროში ჩარევა ლეგიტიმურია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რომლის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს მემკვიდრეობით მიღებული საკუთრების უფლება წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ, რაც მოპასუხის მიერ დარღვეული უფლების აღდგენაში მდგომარეობს. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. რამდენადაც გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს ნამდვილი და ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.

 

ამავე კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებშიც მოიაზრება ასევე საკუთრების ხელშეუხებლობა. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. გარიგება, რითაც უარყოფილი იქნება საკუთრების ხელშეუხებლობის სოციალური ფუნქცია, უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის დამრღვევ გარიგებად. ამ შემთხვევაში მხედველობაშია სოციალური და ეკონომიკური საჯარო წესრიგი.

დადგენილია, რომ ვ---- ჯ------- (დაბ. 1--0--1---წ.) გარდაიცვალა 2----–-–--------------ს. ვ---- ჯ------ს სამკვიდრო ქონებაზე ანდერძი არ დაუტოვებია. გარდაცვალებამდე ვ---- ჯ------ს საკუთრებაში ერიცხებოდა ბ---------ის რაიონი დაბა ბ---------ში, მ--------- N--ში მდებარე უძრავი ქონება. ვ---- ჯ-------ს გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, კერძოდ 2002 წლის 6 ივნისს ი----- დ-------მა, როგორც ვ---- ჯ-------ს წარმომადგენელმა, რ----- ჯ------ს მიყიდა, ვ---- ჯ-------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - ბ---------ის რაიონი დაბა ბ---------ი, მ-----–--ახვევი N-. მხარეებს შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რ----- ჯ------მა 2002 წელს გააყალბა ბ---------ის სანოტარო ბიუროში 2001 წლის 1 მაისს გაფორმებული მინდობილობა (რეესტრი N7--) და სწორედ მისი გამოყენებით 2002 წლის 6 ივნისს ხ-–------ სანოტარო ბიუროში გაფორმებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება (რეგისტრაციი N--6--). რ----- ჯ------- ყალბი დოკუმენტის გამოყენებით დაუფლა სადავო უძრავ ქონებას და ქონება დაირეგისტრირა საკუთრებად. რ----- ჯ-------ს ქმედება უდავოდ ეწინააღმდეგება კანონსა და საჯარო წესრიგს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგროც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის არა კონკრეტული საგნები, არამედ მამკვიდრებლის უფლება ამ საგნებზე. ამასთან, უფლება ნივთზე (საკუთრების, სარგებლობის) იმავე სახით გადადის მემკვიდრეებზე, რა სახითაც ის მამკვიდრებელთან არსებობდა. მიუხედავად ნივთზე უფლების კანონით დადგენილი წესით აღრიცხვის განუხორციელებლობისა, ეს უფლება სამკვიდრო მასაში შედის (სუსგ N--------------, 2011 წლის 16 თებერვალი, სუსგ N---------------, 30 ოქტომბერი, 2015 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ---- ჯ-------ს გარდაცვალების შემდეგ, ი---------–---–ი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას და მიიღო სამკვიდრო. შესაბამისად, ი---------–---–ი სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლების შესაბამისად გახდა ვ---- ჯ-------ს დანაშთი ქონების მესაკუთრე. ამდენად, სადავო ხელშეკრულებისა დადების დროისათვის, სადავო ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ი---------–---–ი. შესაბამისად სადავო უძრავი ქონების განკარგვაზე (გასხვისებაზე) უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა ი---------–---–ი. ამდენად, მოსარჩელის საკუთრება მისი თანხმობის გარეშე განიკარგა, ი---------–---–ის საკუთრების უფლება ხელყოფილია მოპასუხეთა რ----- ჯ-------ს და ი----- დ--------ს არაკეთილსინდისიერი ქმედებით. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----- ჯ------მა დაარღვია სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას მონაწილისათვის დადგენილი პრინციპები. უძრავი ქონების შეძენა მის მიერ განხორციელდა ყოველგვარი ნორმების დარღვევით, რომელიც ამ ტიპის ხელშეკრულებებისათვის არის გათვალისწინებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება (ისეთი გარიგებები, რომლებიც დადებისთანავე ბათილია და მონაწილეთა მიერ დასახულ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს) კი წარმოადგენს ბათილი გარიგების ყველაზე მკაცრ და კატეგორიულ ფორმას, ასეთი გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დგება არც მისი მონაწილეების და არც მესამე პირთა მიმართ, რადგან იგი დადებისთანავე ბათილია და ნამდვილად ვერ აქცევს ვერც გარიგების შემდგომი მოქმედება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახეზეა ი----- დ-------ს და რ----- ჯ------ს შორის 2002 წლის 6 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, ვინაიდან სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მოსარჩელე ი---------–---–ი მემკვიდრეობის ფაქტობრივად მიღების ფაქტი, მის მიერ მიღებული სამკვიდრო ითვლება მოსარჩელის საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან - ვ---- ჯ-------ს გარდაცვალების დღიდან. შესაბამისად, ი---------–---–ის მოთხოვნა ცნობილი იქნეს მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ვ---- ჯ-------ს სამკვიდრო ქონების 7/8 წილზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის წარმოშობის დრო, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, პირისთვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ფაქტის შეტყობის მომენტს ემთხვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად ამ თუ იმ ფაქტის წარმოშობის დროს ადგენს. უფლების დარღვევის შეტყობის ფაქტად მიიჩნევა დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ ან გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შეეტყო უფლების დარღევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ----- ჯ------მა 2002 წელს გააყალბა ბ---------ის სანოტარო ბიუროში 2001 წლის 1 მაისს გაფორმებული მინდობილობა (რეესტრი N7--), რომლის გამოყენებითაც 2002 წლის 6 ივნისს ხ-–------ სანოტარო ბიუროში გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება (რეგისტრაციი N--6--). თუმცა იმის გამო, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, პროკურორის 2013 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე შეწყდა გამოძიება.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, ვრცელდება ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს დაცული აქვს, რადგან ამ უკანასკნელისათვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 2013 წელს, ხოლო, მან სასამართლოს სარჩელით მიმართა 2014 წლდან, შესაბამისად, სარჩელი არ არის ხანდაზმული და არსებული მოთხოვნა განხორციელებადია. ამდენად, მოპასუხის მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ი---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებმა დ----- ჯ------მა და რ----- ჯ------მა მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნეს, რის გამოც თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, მოპასუხეებს რ----- ჯ------ს ი---------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1670 ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 36--ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ი---------–---–ის სარჩელი რ----- ჯ-------ს, დ----- ჯ-------ს და რ----–-- ჯ-------ს მიმართ მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენის, ნასყიდობის ხელშეკრუელბის ბათილად ცნობის და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

1.1. დადგინდეს, რომ ი---------–---–ს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღებული აქვს ვ---- ჯ-------ს სამკვიდრო ქონება.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2002 წლის 6 ივნისს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება N--6--, დადებული რ----- ჯ------ს და ვ---- ჯ-------ს წარმომადგენელს ი----- დ-------ს შორის, უძრავ ქონებაზე მდებარე ბ---------ის რაიონი დაბა ბ---------ი, მ----------ს შესახვევი N-, 819 კვმ. მიწის ნაკვეთ, საცხოვრებელ სახლთან ერთად, ს/კ 6-----------, წინა ნომერი 6-.1--0--1--,.

1.3. ი---------–---–ი ცნობილი იქნეს უძრავი ქონების ს/კ 6-----------, 7/8 წილის მესაკუთრედ.

2. მოპასუხე რ----- ჯ------ს მოსარჩელე ი---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1670 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---––---- რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი