გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2018
საქმის ნომერი
160210017002209322
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210017002209322

N 2/1183-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 მაისი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი სალომე ჯელიაშვილი

მოსარჩელე - რა------------–---–ი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - ვა-–--------------ე

მოპასუხე - ავ--------–---–----ე (არ გამოცხადდა)

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ავ--------–---–----ისათვის მოსარჩელე რა------------–---–ის სასარგებლოდ 4000 ლარის გადახდის დაკისრება (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-15).

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2014 წლის 01 მაისს რა------------–---–მა ავ--------–---–----ეს სესხის სახით გადასცა 900 ლარი და 200 აშშ დოლარი, რომელიც იმ დროისათვის შეადგენდა 354,22 ლარს. ავ--------–---–----ეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 900 ლარის 10% - 90 ლარის ოდენობით, ასევე 354,22 ლარის 10% - 35,40 ლარი. სარგებლის დავალიანებამ სამ წელიწადში შეადგინა 900-ლარიან სესხზე 3240 ლარი, ხოლო 354,22 ლარიან სესხზე სარგებელი შეადგენს 1274,04 ლარს. ავ--------–---–----ეს სარგებლის სახით გადახდილი აქვს 400 ლარი. სულ დავალიანება ძირითადი თანხისა და სარგებლის ჩათვლით შეადგენს 5368,62 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 1254,22 ლარი, ხოლო პროცენტი - 4114,04 ლარი (იხ. სარჩელი, ს.ფ. 2-11).

 

მოსარჩელემ მთავარ სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის 3740 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი 900 ლარი, ხოლო სარგებელი - 2840 ლარი; მოსარჩელემ უარი განაცხადა სესხის ძირითად თანხაზე - 200 აშშ დოლარზე და ამ ნაწილში სარგებლის სახით მოითხოვა 260 ლარის გადახდა (იხ. 21.05.2018წ. სხდომის ოქმი, 17:12:57).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ავ--------–---–----ეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია. მოპასუხე ასევე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოპასუხეს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია; მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა, ასევე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

3.1.1. 2014 წლის 01 მაისს, მოსარჩელე რა------------–---–მა მოპასუხე ავ--------–---–----ეს სესხის სახით გადასცა 900 ლარი და 200 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 10% სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

3.1.2. 2014 წლის 01 მაისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი შეადგენდა 1.771,1 ლარს.

 

3.1.3. მოპასუხე ავ--------–---–----ემ რა------------–---–ს 2015 წლის მაისის თვეში პროცენტის სახით გადასცა 400 ლარი.

 

3.1.4. მიუხედავად მოთხოვნისა, მოპასუხე ავ--------–---–----ეს მოსარჩელე რა------------–---–ისათვის ვალი არ დაუბრუნებია.

 

3.1.5. მოპასუხე ავ--------–---–----ის დავალიანება მოსარჩელე რა------------–---–ის მიმართ შეადგენს 4000 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 900 ლარი, ხოლო 33 თვის შემცირებული სარგებელი - 3100 ლარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 385-ე, 365-ე, 623-626-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2016 წლის 01 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სესხის წერილობითი ხელშეკრულების დადებისას, სადაც მითითებულია, რომ მსესხებელმა თანხა ისესხა, საპირისპიროს დადასტურებამდე, იგულისხმება, რომ სესხება, როგორც რეალური ქმედება, უკვე განხორციელდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე წარმოადგენს რეალურ ხელშეკრულებას. რეალურად მიიჩნევა ხელშეკრულება, რომელიც დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. რეალური ხელშეკრულება დადებულად ითვლება რეალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ გადასცა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 900 ლარისა და 200 აშშ დოლარის ოდენობით, განუსაზღვრელი ვადით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

ამავე კოდექსის 626-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია 2014 წლის 01 მაისს მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი. მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის სარგებელი, გადაცემული თანხის 10%-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 125,40 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით სარგებლის ოდენობა 36 თვეზე შეადგენს 4514,40 ლარს. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის სარგებელი არ იქნა გადახდილი. მსესხებელს გადახდილი აქვს სარგებლის სახით მხოლოდ 400 ლარი. მოსარჩელემ შეამცირა სარგებლის ოდენობა 3100 ლარამდე; კერძოდ, 900 ლარის ნაწილში მოითხოვა სარგებლის სახით 2840 ლარის გადახდა, ამასთან უარი თქვა 200 აშშ დოლარის გადახდაზე და სარგებლის სახით მოითხოვა 260 ლარის გადახდა, მთლიანობაში 4000 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც,თუ კანონით ეს აკრძალული არ არის.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ მხარეები შეთანხმდნენ უცხოურ ვალუტაზეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე რა------------–---–ის მოთხოვნა, 2014 წლის 01 მაისის თვიდან - 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით სარგებლის სახით 2840 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ძირითადი თანხის სახით 900 ლარის დაკისრების ნაწილში; ამასთან, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სარგებლის სახით 260 ლარის გადახდის ნაწილში და მოპასუხეს 200 აშშ დოლარის ნაწილში სარგებლის სახით უნდა დაეკისროს ყოველთვიური 20 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 260 ლარისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 01 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა მთლიანობაში 4000 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 120 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. მოცემულ საქმეზე სასამართლოს არ გამოუყენებია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. რა------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ავ--------–---–----ეს მოსარჩელე რა------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 3740 ლარის გადახდა, საიდანაც 900 ლარის არის ძირი თანხა, ხოლო 2840 სარგებელი;

 

3. მოპასუხე ავ--------–---–----ეს მოსარჩელე რა------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 01 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2014 წლის 01 მაისიდან სარგებლის სახით ყოველთვიურად 20 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 260 ლარისა.

 

4. მოპასუხე ავ--------–---–----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 120 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე