განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3----18
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ივლისი 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ონიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნა-----------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გა---------–---–ი - დაბადებული 1-----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის ადგილი: გ----------, სოფელი კ--------, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ვ---------–------------------, კორპუსი №---, ბინა №--;
ადვოკატი - რო--------–------ია
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვ--–--წინებული შედეგი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ნივთის განადგურება, ე.ი. ოჯახის წევრის ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 7 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ვ---------––-, თა---–---–ის ქუჩაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს მ--- განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე, გა---------–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს, ყოფილ მეუღლეს სო-------------–---–ს თავის არეში მარცხენა მხარეს ხელი ერთხელ დაარტყა, რა დროსაც სო-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 7 ივნისს, საღამო საათებში, ქ. თბილისში, ვ---------––-, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს მ--- განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე, თა---–---–ისა და დვ--–-- ქუჩების კვეთაზე, გა---------–---–მა ყოფილი მეუღლის სო-------------–---–ის კუთვნილი ,,SAMSUNG GALAXY J5 Prime“ მოდელის მობილური ტელეფონი განზრახ დააგდო ასფალტზე და გაანადგურა, რის შედეგადაც სო-------------–---–ს მიადგა 280 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გა---------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
გა---------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ სო-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების - ლე----–-------ის, თა------–-–--ას, ფა------------–---–ის, თა-----------–---–ის, ლო-------------–----ის და სე---------–----–---–ის გამოკითხვის ოქმებს, გა---------–---–ს დაკავების ოქმს, 2018 წლის 7 ივნისის საგამოძიებო მოქმედების ამოღების ოქმს, სასაქონლო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის №1-------------- დასკვნას, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, ბრალდებულ გა---------–---–ის გამოკითხვის ოქმებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გა---------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვ--–--წინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტეტამტურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვ--–--წინებული მძიმე შედეგი.
ოჯახში ძალადობის ეპიზოდი - მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ - სო-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ლე----–-------ის, თა------–-–--ას, ფა------------–---–ის, თა-----------–---–ის, ლო-------------–----ის და სე---------–----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 7 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ვ---------––-, თა---–---–ის ქუჩაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს მ--- განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე, გა---------–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს, ყოფილ მეუღლეს სო-------------–---–ს თავის არეში მარცხენა მხარეს ხელი ერთხელ დაარტყა, რის შედეგადაც სო-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. თუმცა განხორციელებულ ძალადობას არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვ--–--წინებული მძიმე შედეგი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვ--–--წინებული შედეგი) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია სხვისი ნივთის დაზიანებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულის დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარი ხდება სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის. ამასთან, ნივთის დაზიანების დროს შესაძლებელია მისი აღდგენა შეკეთების, რესტავრაციის და სხვა საშუალებით. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ პირის მიერ ქონების დაზიანების შედეგად დაზარალებულს მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
ნივთის განადგურების ეპიზოდი - მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით კერძოდ: დაზარალებულ - სო-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ლე----–-------ის, თა------–-–--ას, ფა------------–---–ის, თა-----------–---–ის, ლო-------------–----ის და სე---------–----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 7 ივნისის საგამოძიებო მოქმედების ამოღების ოქმს, სასაქონლო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის №1-------------- დასკვნას, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 7 ივნისს, საღამო საათებში, ქ. თბილისში, ვ---------––-, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს მ--- განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე, თა---–---–ისა და დვ--–-- ქუჩების კვეთაზე, გა---------–---–მა ყოფილი მეუღლის სო-------------–---–ის კუთვნილი ,,SAMSUNG GALAXY J5 Prime“ მოდელის მობილური ტელეფონი განზრახ დააგდო ასფალტზე და გაანადგურა, რის შედეგადაც სო-------------–---–ს მიადგა 280 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ზემოაღნიშნულის მტკიცებულებების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ნივთის განადგურება, (ოჯახის წევრის ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვ--–--წინებული დანაშაული (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვ--–--წინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - (ნივთის განადგურება, ე.ი. ოჯახის წევრის ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რომელთათვისაც გა---------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გა---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვ--–--წინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვ--–--წინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვ--–--წინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვ--–--წინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვ--–--წინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული [უნდა იყოს] თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც გა---------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვ--–--წინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გა---------–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვ--–--წინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გა---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვ--–--წინებს ბრალდებულის აღიარებას, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებებიგახადა უდავო). სასამართლო ასევე ითვ--–--წინებს ჩადენილი ქმედების (ქალთა მიმართ ძალადობის) საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვ--–--წინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, მის პირად და ეკონომიურ პირობებს. დანაშაულებრივი ქმედება ბრალდებულმა ჩაიდინა ეჭვიანობის ნიადაგზე, საჯარო ადგილას, პოლიციის შენობის წინ. იგი დასაქმებულია I-----–---–-------, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელზეც ზრუნავს და მის აღზრდაში აქტიურად არის ჩართული, ასევე დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი, სასამართლო ასევე ითვ--–--წინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გა---------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვ--–--წინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 63-ე მუხლის შესაბამისად უნდა ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვ--–--წინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა იმ ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გა---------–---–ის პიროვნების გათვ--–--წინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა. შესაბამისად, გა---------–---–ს გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 2 წელი, რომლის განმავლობაშიც მის ყოფა-ქცევაზე კონტროლს განახორციელებს პრობაციის ბიურო და გა---------–---–ს ექნება შესაძლებლობა მისი ყოფა-ქცევით დაამტკიცოს გამოსწორება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გა---------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს (დაზარალებულ სო-------------–---–ს);
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გა---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვ--–--წინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გა---------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი შეიკრიბოს სრულად და საბოლოოდ გა---------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, გა---------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი - 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა რაც ჩაითვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.
გა---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 7 ივნისიდან - გათავისუფლების დღის - 2018 წლის 9 ივნისის ჩათვლით;
გა---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს (დაზარალებულ სო-------------–---–ს);
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი