გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.07.2018
საქმის ნომერი
330210016001516577
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N----------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ივლისი, 2--- წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - ე---------ე

მოსარჩელის წარმომადგენელი - თე--------------ი

მოპასუხეები - დ----- კ-----ე, ნ-------- კ-----ე

მოპასუხეების წარმომადგენელი – მო------------ე

დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დ----- კ-----ეს და ნ-------- კ-----ეს ე---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 44 000 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

უძრავი ქონება, მდებარე: თბ--–---------------------, საკადასტრო კოდით N0-.-----.------- ირიცხებოდა ე---------ის სახელზე. მოპასუხე დ----- კ-----ემ, როგორც ე---------ის რწმუნებულმა, 20---–-–------------–ს დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე მიყიდა ნ-------- კ-----ეს, რაც დასტურდება 20-- წლის და 20-- წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით. აღნიშნული გარიგების შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 20-- წელს. დ----- კ-----ე არის მისი შვილიშვილი ხოლო ნ-------- კ-----ე არის შვილი. ე---------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება ისე გასხვისდა ნ-------- კ-----ის სახელზე რომ მას არანირი თანხა არ მიუღია და არც ინფორმირებული იყო აღნიშნულთან დაკავშირებით. მინდობილი პირი ვალდებული იყო საქმის კურსში ჩაეყენებინა მესაკუთრე და მისი ნების საწინააღმდეგო გარიგება არ დაედო ვინაიდან ის მოქმედებდა საკუთრების მიმნდობის სახელით და ასევე არ უნდა გაესხვისებინა ნ-------- კ-----ეზე უსასყიდლო გარიგების გზით, აღნიშნულით დასტურდება დ----- კ-----ის არაკეთილ-სინდისიერება და დგება მისი პასუხისმგებლობა ვინაიდან ის მოქმედებდა მესაკუთრის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

 

ნ-------- კ-----ესთან და სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად შეიქმნა ერთობლივი საქმიანობა ამხანაგობა „გა------------“, რის შემდგომაც ნ-------- კ-----ის სახელზე აღირიცხა მშენებარე ფართი 8-------------------–---, ს/კ 0-.-----.-------.0----- და 4-.6- კვ.მ ფართი ს/კ 0-.-----.-------.0-.61- მდებარე: იური გა------------, ხოლო დ----- კ-----ეზე აღირიცხა ავტოსადგომი N-- (მშენებარე) ს--------–---, 1-.-- კვ.მ, ს/კ 0-.-----.-------.0----- მდებარე იური გა------------.

 

მოსარჩელის განმარტებით, მისი ქონების ხარჯზე გაუმჯობესდა მოპასუხეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვინაიდან უსაფუძვლოდ გამდიდრების ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხეების გამდიდრება. მოპასუხეებს არანაირი თანხა გადაუციათ ე---------ისთვის, რაც მითითებულია მინდობილობაში და ნასყიდობის ხელშეკრულებაში.

 

მინდობილი პირი და დ----- კ-----ე და უძრავი ქონების მყიდველი ნ-------- კ-----ე არიან მამა შვილი, მათი ქმედება იყო მესაკუთრის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ნ-------- კ-----ე ვალდებული იყო გადაეხადა უძრავი ქონების შესყიდვის საფასური მინდობილი პირი დ----- კ-----ე კი ვალდებული იყო თანხა გადაეცა მესაკუთრისათვის, რასაც ადგილი არ ქონია.

 

ამდენად, მოსარჩელის წინაშე მოპასუხეები პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები, მოსარჩელის ქონების ხარჯზე საკუთრებაში აღირიცხა ქონება რაც დასტურდება ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, რაც განხორციელდა მოპასუხეთა ერთობლივი განუყოფელი ქმედებებით, რამაც ზიანი მიაყენა მოსარჩელეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს და აღნიშნულია, რომ უძრავ ქონებაში მდებარე: თბ--–--------------------- N-- ცხოვრობდნენ კ-----ეების ოჯახი, მათ შორის ნ-------- კ-----ე მეუღლითა და შვილებით და ახორციელებდნენ ქონების მართლზომიერ მფლობელობას. შესაბამისად, ატარებდნენ ქონების ფლობის პროცესში სამშენებლო და სარემონ-ტო სამუშაოებს. ე---------ეს საკუთრების უფლება ერთპიროვნულად არ ჰქონდა და მართლ-ზომიერი მფლობელობის ქონებაზე დოკუმენტაციიის სამართლებრივი მოწესრიგება განხორცი-ელდა დ----- კ-----ის მიერ. ვინაიდან ე---------ეს საკუთრება არ ჰქონდა რეგისტრირებული მის მიერ ვერ განხორციელდა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება და სწორედ მისი შეცვლის ალტერნატივას წარმოადგენდა მინდობილობის გაცემა სრული და დამოუკიდებელი უფლებამოსილებით.

 

20---–-–------------–ს ე---------ის მიერ გაიცა მინდობილობა დ----- კ-----ეზე ქ. თ---–--–------------------------–ი მდებარე ქონებაზე გაყიდვის, გაჩუქების, გაქირავების, იპოთეკით დატვირთვის და ყველა სხვა მესაკუთრის უფლებამოსილების განხორციელების უფლებით. მინდობილობის გაცემის მიზანს წარმოადგენდა საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რეგისტრაციამდე წინმდევი ქმედებების განხორციელება, შესაბამისი დოკუმენ-ტაციის მომზადება, რაც ე---------ის მიერ ვერ განხორციელდებოდა. ჩუქების ხელშეკრულების დადება ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე შეუძლებელი იყო. სადავო ქონება მინდო-ბილობის გაცემის დროისთვის არ იყო რეგისტრირებული და საჭიროებდა შესაბამისი ზომების მიღებას. მინდობილობის შინაარსობრივი მხარის შეფასებისას დგინდება, რომ მინდობილობა რეალურად წარმოადგენდა გარიგებას მინდობილი პირისთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. ე---------ის მიერ დ----- კ-----ისთვის გადაცემულ იქნა ქონებაზე მესაკუთრის ყველა უფლება.

 

მოპასუხის განმარტებით, 20---–-–---------------ს სანოტარო აქტით N------- დ----- კ-----ეს, როგორც ე---------ის რწმუნებულსა და ნ-------- კ-----ეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთი შენობა - ნაგებობები N- და N-, მდებარე: ქ. თბ--–--------------------- N---- 20---–-–----------------ს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, დ----- კ-----ეზე სრული უფლებამოსილებით გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ნ-------- კ-----ემ შეიძინა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა გაგარინი N--- არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი 1-- ს/კ 0-.-----.-------. მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. ხანდაზმულობის ვადა სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის წარმოადგენს სამ წელს. სავარაუდო უფლების დარღვევის მომენტს წინამდებარე დავაში წარმოადგენს ხელშეკრულების დადების მომენტი ან მხარის მიერ ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიღება. მოსარჩელე ვერ ადასტურებს შეტყობინების მომენტს. არ არსებობს საქმეში მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მხარის არგუმენტს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20---–-–------------–ის მინდობილობის საფუძველზე დ----- კ-----ეს მიენიჭა უფლებამოსილება ე---------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე: თბ--–--------------------- N---ში მართვის, განკარგვის, მათ შორის გაყიდვის, გაჩუქების, გაქირავების, იპოთეკით დატვირთვის, იპოთეკის მოხსნის, ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებიდან ყველა დოკუმენტაციის მიღების, მისი წარმომადგენლობის, მის მაგივრად ხელის მოწერის და ყველა იმ მოქმედების შესრულების რაც დაკავშირებულია ამ დავალების შესრულებასთან. ამავე მინდობილობით უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 44 000 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება; (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები); - მინდობილობა (ს.ფ 80) 3.1.2. 20---–-–---------------ს დ----- კ-----ეს, როგორც რწმუნებული ე---------ის წარმომა-დგენელმა და ნ-------- კ-----ეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: თბ--–--------------------- N--- შენობა - ნაგებობები N- და N-. მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 3- 000 ლარით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 20 - 22) 3.1.3. 20---–-–----------------- ე---------ეს წარმოდგენილი დ----- კ-----ის სახით და ნ-------- კ-----ეს შორის დაიდო უძრავი ქონების მდებარე: თბ--–--------------------- N--- 1-- კვ.მ საკადასტრო კოდით N0-.-----.------- ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 44 000 ლარით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 1--16) 3.1.4. ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ე---------ეს ნასყიდობის საფასური არ მიუღია. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები) 3.1.5. უძრავი ქონების ხელშეკრულების საფუძველზე ნასყიდობის საფასური 3- 000 ლარის ოდენობით მიიღო დ----- კ-----ემ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მოპასუხეთა წარმომადგენელის განმარტება (იხ. 2--------- სასამართლო მთავარი სხდომის ოქმი 1------- სთ)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. 20---–-–------------–ის მინდობილობა თავისი შინაარსით არ წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულებას. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 1-2-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელია საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებუ-ლებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო კოდექსის 52--ე მუხლი ითვალისწინებს ჩუქების ხელშეკრულების ცნებას, რომლის თანახმადაც ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლის ითვალისწინებს ჩუქების ხელშეკრულების დადების წესს უძრავ ქონებასთან მიმართებით, კერძოდ, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას მინდობილობის ჩუქების ხელშეკრულებად აღქმის შესახებ, ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულების დადების მიმართ აქვს შესაბამისი მოთხოვნები. ამასთან, დადგენილია, უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური 3- 000 ლარის ოდენობით მიიღო დ----- კ-----ემ, შესაბამისად, მას როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში წარმომადგე-ნლის სახელით მონაწილე პირს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ სასამართლო სხდომის ოქმები); - მინდობილობა (ს.ფ 80) 3.2.2. ე---------ის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე არ არის ხანდაზმული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-8-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 1-9-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის ხანდაზამულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მხარეს. მან სათანადო მტკიცებულებებით დამაჯრებლად უნდა დაასაბუთოს აღნიშნული გარემოება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ უნდა ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის ფაქტი. მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია, შესაბამისად, მასზე მითითებით სარჩელის უარყოფა მხოლოდ მოვალის (მოპასუხის) უფლებაა, სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, გამორიცხავს ამ საკითხის სასამართლოს ინიციატივით გამოკვლევას. ამრიგად, სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას იკვლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე პირადად ან კანონით შესაგებლის წარდგენაზე უფლებამოსილი პირების მეშვეობით მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნას უარყოფს. დადგენილია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე შედავება წარდგენილი იქნა მოპასუხის მიერ როგორც წერილობით წარდგენილი შესაგებლით, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, მისი განმარტებით, მოსარჩელეს, თუნდაც, რომ გააჩნდეს კანონიერი უფლება მოითხოვოს თანხის დაკისრება, მისი მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის კანონით დადგენილი სამ წლიანი ვადა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას შედავებულ გარემოებასთან მიმართებაში და მიუთითებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე ცხოვრობს ქალაქგარეთ, არის ხანდაზმული. ამდენად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტი არ უნდა მივიჩნიოთ ხადაზმულად. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ე---------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-3-1-4-ე,709-ე მუხლები; 6. სამართლებრივი შეფასება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-3-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-4-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. განსახილველ შემთხვევაში, დავალების ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე დ. კ-----ე მინდობილობით წარმოადგენდა მოსარჩელეს და გარიგებებში მონაწილეობდა მისი სახელით. შესაბამისად, მოპასუხის ნებისმიერი მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს მოსარჩელის ინტერესს ანუ გარიგებიდან მიღებული თანხა წარმოადგენს მარწმუნებლის საკუთრებას, რომელიც მას არ მიუღია, ხოლო წარმომადგენელი ვალდებულია ეს თანხა გადასცეს მის მესაკუთრეს, ვისი სახელითაც მონაწილეობდა გარიგებაში. რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, ნ. კ-----ეს საქმის მასალებით (ხელშეკრულება; მოპასუხეთა ახსნა-განმარტებები) დასტურდება, რომ მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადახდილი აქვს დ. კ-----ისათვის, გამომდინარე აღნიშნულიდან მას თანხის გადახდის პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე---------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 7. საპროცესო ხარჯები 7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილე-ბული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის ფასი განსაზღვრულია 44 000 ლარით, სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1 4-0 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა 3- 000 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხე დ----- კ-----ეს უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 1-65 ლარის გადახდა ე---------ის სასარგებლოდ. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნ-ველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-------------ს განჩინებით ე---------ის სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ნ-------- კ-----ეს (პნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: თბ--–--------------------------------, ს--------–---, ფ------------------ საკადასტრო კოდით N 0-.-----.-------.0----- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; მოპასუხე დ----- კ-----ეს (პნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: თბ--–--------------------------------, ს--------–-----, ფართი 1-.-- კვ.მ, საკადასტრო კოდით N 0-.-----.-------.0----- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; სასამართლო გადაწყვეტილებით ე---------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დ----- კ-----ის მიმართ, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-------------ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს ნ-------- კ-----ის მიმართ. სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2-3-2-4-ე, 2-8-2-9-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ იტ ა: 1. ე---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: 1.1. დ----- კ-----ეს ე---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 30 000 ლარის გადახდა; 1.2. ე---------ის მოთხოვნა ნ-------- კ-----ისათვის თანხის დაკისრების ნაწილში და 14000 ლარის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს; 2. დ----- კ-----ეს ე---------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 14-0 ლარიდან 1-65 ლარის გადახდა; 3. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-------------ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, გაუქმდეს მეორე პუნქტი, რომლის თანახმადაც მოპასუხე ნ-------- კ-----ეს (პნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: თბ--–--------------------------------, ს--------–---, ფართი 8---------- საკადასტრო კოდით N0-.-----.-------.0----- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით; 5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე